გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/5512-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი ,2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - სს „--------------
წარმომადგენელი - გ---–---------–---–ი
მოპასუხე - ი--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე 8 505.57 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5 762.64 ლარი, სარგებელი - 788.38 ლარი, პირგასამტეხლო - 1 931.78 ლარი, დაზღვევა - 22.77 ლარი);
1.2. ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (15.01.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 762.64 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 91.24 ლარს;
1.3. ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 703.23 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 997.78 ლარი, სარგებელი - 630.57 ლარი, პირგასამტეხლო - 1 074.88 ლარი);
1.4. ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (15.01.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 997.78 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 89.93 ლარს;
1.5. ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 652.35 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4 413.29 ლარი, სარგებელი - 847.24 ლარი, პირგასამტეხლო - 1 391.82 ლარი);
1.6. ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (15.01.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 413.29 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 132.39 ლარს.
(მტკიცებულება: 21.02.2018 წლის სარჩელი, 13.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.
(მტკიცებულება: 26.03.2018 წლის შესაგებელი, 13.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „------------სა“ და მოპასუხე ი--------------ეს შორის 2016 წლის 22 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#1--------------), რომლის საფუძველზე ი--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 7 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, მოქმედების ვადა 735 დღე, 2018 წლის 27 ნოემბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფიზიკური პირის საბანკო ოპერაცილების წარმოების შესახებ ხელშეკრულება;
- 22.11.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#1--------------);
- სესხის გრაფიკი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. სს „------------სა“ და მოპასუხე ი--------------ეს შორის 2014 წლის 18 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. კრედიტის ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 3 000 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ის ოდენობით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების, ასევე, ბანკომატებით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 0%-ით 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. კრედიტის ვადა განისაზღვრა 4 244 დღე (02.07.2026 წლამდე). კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებული საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 14 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.11.2014 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თავსართი, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 18.11.2014 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.3. სს „---------------–--ასა“ (შემდგომში - სს „--------------) და მოპასუხე ი--------------ეს შორის 2015 წლის 29 ივლისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. კრედიტის ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 4 500 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ის ოდენობით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში და ინტერნეტის მეშვეობით გახარჯული თანხებისათვის და დაკავშრებული საკომისიოებისათვის, წლიური 36%-ით ბანკებსა და ბანკომატებში განაღდებული თანხებისთვის და საკომისიოებისათვის, ასვე, ბარათის მომსახურების საკომისოსათვის. კრედიტით სარგებლის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 29 ივლისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორცციელებულიყო საანგარიშ პერიოდის განმავლობაში ათვისებული საკრედიტო ლიმიტის ნაწილის, გადასახდელი სარგებლის და პირგასამტეხლოს (არსებობის შემთხვევაში) გადახდით. ხელშეკრულების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდი განისაზღვრა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან, იმავე თვის ბოლოს რიცხვის ჩათვლით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.07.2015 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (# 6-----);
- 18.01.2018 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე ი--------------ემ 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ვალდებულება დაარღვია 2017 წლის მაისის თვეში, რის შემდეგაც ვალდებულების შესრულება აღარ მომხდარა, 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 10 მარტის შემდგომ მოპასუხეს გადახდა აღარ განუხორციელებია, 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეს არ შეუსრულებია. 2018 წლის 16 იანვარს სს „---------------ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად მოპასუხის დავალიანება 15.01.2018 წლის მდგომარეობით არის:
· 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე 8 505.57 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5 762.64 ლარი, სარგებელი - 788.38 ლარი, პირგასამტეხლო - 1 931.78 ლარი, დაზღვევა - 22.77 ლარი);
· 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 703.23 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 997.78 ლარი, სარგებელი - 630.57 ლარი, პირგასამტეხლო - 1 074.88 ლარი);
· 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 652.35 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4 413.29 ლარი, სარგებელი - 847.24 ლარი, პირგასამტეხლო - 1 391.82 ლარი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერები ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფიზიკური პირის საბანკო ოპერაცილების წარმოების შესახებ ხელშეკრულება;
- 22.11.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#1--------------);
- სესხის გრაფიკი;
- 18.11.2014 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თავსართი, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 18.11.2014 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;
- 29.07.2015 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (# 6-----);
- ამონაწერი ანგარიშიდან;
- 16.01.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (# 2---------);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „---------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. ი--------------ისათვის 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე 8 505.57 ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5 762.64 ლარი, სარგებელი - 788.38 ლარი, პირგასამტეხლო - 1 931.78 ლარი, დაზღვევა - 22.77 ლარი) და 2018 წლის 15 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 762.64 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 91.24 ლარს;
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს 1 931.78 ლარის დაკისრება არ იქნება გონივრული და აღნიშნული უნდა შემცირდეს 1000 ლარამდე და მოსარჩელს უარი უნდა ეთქვას 931.78 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. ასევე უნდა შემცირდეს სამომავლოდ დარიცხული სარგებელი და მოპასუხეს ნაცვლად 19% სარგებლის გადახდისა უნდა დაეკისროს 15% სარგებლის გადახდა (2018 წლის 15 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 762.64 ლარზე) , რაც ყოველთვიურად შეადგენს 72 ლარს.
5.2. ი--------------ისათვის სს „---------------ს სასარგებლოდ 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 703.23 ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 997.78 ლარი, სარგებელი - 630.57 ლარი, პირგასამტეხლო - 1 074.88 ლარი) და 2018 წლის 15 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 997.78 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 89.93 ლარს;
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
5.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს 1 074.88 ლარის დაკისრება არ იქნება გონივრული და აღნიშნული უნდა შემცირდეს 700 ლარამდე და მოსარჩელს უარი უნდა ეთქვას 374.88 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. ასევე უნდა შემცირდეს სამომავლოდ დარიცხული სარგებელი და მოპასუხეს ნაცვლად 36% სარგებლის გადახდისა უნდა დაეკისროს 13% სარგებლის გადახდა (2018 წლის 15 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 997.78 ლარზე), რაც ყოველთვიურად შეადგენს 32.48 ლარს.
5.3. ი--------------ისათვის სს „---------------ს სასარგებლოდ 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 652.35 ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4 413.29 ლარი, სარგებელი - 847.24 ლარი, პირგასამტეხლო - 1 391.82 ლარი) და 2018 წლის 15 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 413.29 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 132.39 ლარს.
5.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
5.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს 1 074.88 ლარის დაკისრება არ იქნება გონივრული და აღნიშნული უნდა შემცირდეს 800 ლარამდე და მოსარჩელს უარი უნდა ეთქვას 591.82 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. ასევე უნდა შემცირდეს სამომავლოდ დარიცხული სარგებელი და მოპასუხეს ნაცვლად 36% სარგებლის გადახდისა უნდა დაეკისროს 13% სარგებლის გადახდა (2018 წლის 15 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 413.29 ლარზე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 47.82 ლარს.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 934.48 ლარი, იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 500 ლარი.
სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სარჩელი ცნო 13 173.71 ლარის ფარგლებში (ძირითადი თანხის ნაწილში), რომლის პროპორციული ბაჟი 395.22 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის 24.73 %-ის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, 231.12 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის 308.14 ლარის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხე ზ---------–--ეს მოსარჩელე სს „---------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასური - 500 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე 7 573.79 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5 762.64 ლარი, სარგებელი - 788.38 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი, დაზღვევა - 22.77 ლარი). მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დამატებით 931.78 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოპასუხე ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (15.01.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2016 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 762.64 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 72 ლარს.
4. მოპასუხე ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 328.35 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 997.78 ლარი, სარგებელი - 630.57 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი). მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დამატებით 374.88 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვას უარი.
5. მოპასუხე ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (15.01.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2014 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 997.78 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 13% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 32.48 ლარს.
6. მოპასუხე ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 060.53 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4 413.29 ლარი, სარგებელი - 847.24 ლარი, პირგასამტეხლო - 800 ლარი). მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დამატებით 591.82 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვას უარი.
7. მოპასუხე ი--------------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (15.01.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 413.29 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 13% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 47.82 ლარს.
8. მოპასუხე ი--------------ეს სს “------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 308.14 ლარის გადახდა;
9. მოპასუხე ი--------------ეს სს “------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა.
10. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „------------ს“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 395.22 ლარი, რაც სს „------------ის“ 19/02/2018 წლის №-- საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
11. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 231.12 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე