გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/579-18
გადაწყვეტილება
სა---------–--ს სახელით
4 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე შპს „ჯ--------------–----–---–--------“
წარმომადგენელი ს----------–-------ა
მოპასუხე სს „აზ----------------------–--------------------------–--“
წარმომადგენელი არ---–-–---–----
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „-------------------------–-------------------------–--ს“ შპს „ჯ--------------–----–---–--------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 87 793. 51 აშშ დოლარი.
სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს „ჯ--------------–----–---–--------“-ს და შპს “------ შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად შპს “------ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 152 815 აშშ დოლარის გადახდა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
შპს “G--”-მა ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება. აღსრულების პროცესში აღმასრულებელმა მიმართა სა---------–--ში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებას შპს “------- სახელზე რიცხულ თანხებზე ყადაღის დადების მოთხოვნით.
2016 წლის 8 სექტემბერს შპს “G--”-მა მოპასუხე ბანკში გახსნა ანგარიში. კერძო აღმასრულებელმა მიმართა ბანკს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულება. კერძოდ, მოსარჩელე მხარისათვის დავალიანების 156 343.40 აშშ დოლარის და აღმასრულებლის მომსახურების 3889.14 აშშ დოლარის ჩარიცხვა.
მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა აღმასრულებლის მოთხოვნა და ნაცვლად ამერიკული დოლარისა მოახდინა თანხის ლარში ჩარიცხვა. თანხის არასრულყოფილად ჩარიცხვის შესახებ მიმღებმა 2016 წლის 8 სექტემბერსვე აცნობა კერძო აღმასრულებელს, რომელმაც იმავე დღეს მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა მის მიერ გაგზავნილი ინკასოს ჯეროვანი შესრულება, რაც ბანკის მხრიდან ვერ იქნა დაკმაყოფილებული მოვალის ანგარიშზე ფულადი სახსრების არ არსებობის გამო. მოპასუხე ბანკში შპს “------- მიერ გახსნილი ანგარიშის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ მან საკუთარი ანგარიშიდან გაიტანა 719 310 ლარი, რაც სრულად უზრუნველყოფდა მოთხოვნილი საინკასო დავალების ჯეროვნად შესრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ დაშვებული შეცდომიდან გამომდინარე სა---------–--ს“ შპს „ჯ--------------–----–---–--------ს“ მიადგა ზიანი, რომლის ანაზღაურებაზეც სს „აზ----------------------–--------------------------–--“ აცხადებს უარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს "აზ---------------------–--------------------------–--ს“ წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კერძო აღმასრულებელმა 2016 წლის 9 სექტემბერს ზეპირ სიტყვიერად აცნობა ბანკს არასრულყოფილი ჩარიცხვის შესახებ და ამ ინფორმაციის საფუძველზე ბანკის მიერ იმავე დღეს საინკასო დავალების კარტოთეკაში შპს “------- ანგარიშზე აღრიცხა დარჩენილი ნაწილი - 88 554.87 აშშ დოლარი და კერძო აღმასრულებლის სასარგებლოდ 2 202.61 აშშ დოლარი. შესაბამისად, არასწორია მოსარჩელის მითითება, თითქოს ბანკს აღმასრულებელმა მიმართა 2016 წლის 8 სექტემბერს.
საინკასო დავალების თანხის დარჩენილი ნაწილის კორექტირებით ბანკმა მიიღო ზომები შპს “------- ანგარიშზე ნებისმიერი შემდგომი თანხის ჩარიცხვით უზრუნველეყო კრედიტორის ანგარიშზე საინკასო დავალების დარჩენილი ნაწილის შესრულება. ბანკმა ასევე დაუყოვნებლივ აცნობა შპს “------, რომ მის მიერ ზედმეტად იყო გატანილი თანხა და მოითხოვა მისი დაბრუნება, რაზეც განემარტა, რომ მხარეები აღნიშნულზე თავად მიაღწევდნენ შეთანხმებას.
2016 წლის 15 სექტემბერს მოპასუხე ბანკმა კერძო აღმასრულებლისგან მიიღო 2016 წლის 13 სექტემბრის წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა შპს “------- ანგარიშზე წარმოდგენილი ორივე საინკასო დავალების გაუქმებას.
მოპასუხისთვის ზეპირი კომუნიკაციით გახდა ცნობილი, რომ მხარეები მორიგდნენ და მისი წინაპირობაც სწორედ ის იყო, რომ კრედიტორს შპს “------- ანგარიშზე უნდა გაეუქმებინა არსებული ინკასოები.
მოპასუხისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში შპს “------ სხვა ბანკში, კერძოდ სს თიბისი ბანკში უნდა ჩარიცხვოდა თანხა, რის შესახებაც ეცნობა აღმასრულებელს, რაზეც მან განმარტა, რომ ფლობდა აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა არ არსებობდა სამართლებრივი გარემოებები საინკასო დავალების წარსადგენად.
იმის გათვალისწინებით, რომ კერძო აღმასრულებლის მოთხოვნით საინკასო დავალებები გაუქმდა და ამავე დროს მოსარჩელეს რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა რათა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა სხვა კომერციულ ბანკში ინკასოს წარდგენის გზით, ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ მხარეები რეალურად მორიგდნენ, თავად უზრუნველყვეს ანგარიშსწორება და მოსარჩელე დამატებით ცდილობს თანხის მიღებას ზიანის ანაზღაურების გზით.
მოპასუხემ საქმის განხილვისას დამატებით მიუთითა, რომ თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის მიმართ მატერიალური ზიანის ფაქტი იგი უნდა განაწილდეს ორივე მხარის მიმართ, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლისა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს „ჯ--------------–----–---–--------“-ს და შპს “------ შორის დამტკიცდა მორიგება, შპს “------ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 152 815 აშშ დოლარის გადახდა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განჩინება (ს.ფ 18-21)
3.1.2. შპს “G--“ ვერ უზრუნველყო მორიგების აქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და 2016 წლის 7 ივლისის განჩინების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.
შპს “------ მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულების ღონისძიებანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 22-23)
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ (ს.ფ 24)
3.1.3. 2016 წლის 15 აგვისტოს კერძო აღმასრულებელმა გი----------- #A16-------------- განცხადებით მიმართა სა---------–--ში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებას და მოითხოვა ინფორმაცია მოვალე შპს “------- სახელზე არსებული საბანკო ანგარიშებისა და მასზე დარიცხული თანხის შესახებ.
აღმასრულებელი ასევე მოითხოვს მოვალის ანგარიშებზე ყადაღის დადებას აღსასრულებელი მოთხოვნის და აღსრულების საფასურის - 160 232.56 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- #A16-------------- მიმართვა (ს.ფ 25)
3.1.4. 2016 წლის 8 სექტემბერს კერძო აღმასრულებელმა წერილობით მიმართა სს „აზ---------------------–------------- სა---------–--ს“ და მოითხოვა მის მიერ #A16-------------- მომართვის საფუძველზე შპს “------- მიმართ გამოყენებული ყადაღის გაუქმება და მოვალის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების (156 343.40 და 2203.27 აშშ დოლარი) შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 016 წლის 8 სექტემბრის მიმართვა (ს.ფ 26)
- საინკასო დავალებები #A------------------------ (ს.ფ 27-28)
3.1.5. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ კერძო აღმასრულებლის #---------------- მიმართვის შინაარსის მიუხედავად, „სს „-------------------------–-------------------------–--მ“ ნაცვლად ამერიკულ დოლარისა კრედიტორს გადაურიცხა 156343,40 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალება #1 (ს.ფ 29)
- შპს “------- საბანკო ამონაწერი (ს.ფ 30)
3.1.6. დადგენილია, რომ მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასა და აღსრულებულ მოთხოვნას შორის სხვაობა შეადგენს 87 793.51 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. სს „აზ----------------------–--------------------------–--მ“ 2016 წლის 9 სექტემბრის წერილით შპს “------ აცნობა ბანკის მიერ ტექნიკური შეცდომის შესახებ და დაუყოვნებლივ მოითხოვა საინკასო დავალებების დარჩენილი ნაწილის დროული შესრულება შემდეგი თანხებით - 88 544.87 აშშ დოლარი და 2 202.61 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 9 სექტემბრის #178 მიმართვა (ს.ფ 65)
3.1.8. 2016 წლის 13 სექტემბერს შპს „ჯ--------------–----–---–--------“-ის დირექტორმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ გი---------- და მოითხოვა მოვალე შპს “------- მიმართ საბანკო ანგარიშებზე გამოყენებული ყადაღის და საინკასო დავალებების გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე საზოგადოების დირექტორის განცხადება (ს.ფ 169)
3.1.9. კერძო აღმასრულებლის 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- მიმართვიდან ირკვევა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოითხოვა მოვალე შპს “------- საბანკო ანგარიშებზე მის მიერ წარდგენილი #A------------------------ საინკასო დავალებების გაუქმება.
ანალოგიური შინაარსის მოთხოვნებით მიმართა კერძო აღმასრულლებელმა სხვა საბანკო დაწესებულებებსაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- მიმართვა (ს.ფ 56)
- კერძო აღმასრულებლის მიმართვები (ს.ფ. 171, 172)
3.1.10. 2016 წლის 21 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელმა გი----------- #----------010/005 განცხადებით მიმართა სა---------–--ში არსებულ საბანკო დაწესებულებებს, მათ შორის მოპასუხეს და კვლავ მოითხოვა შპს “------- საბანკო ანგარიშებზე #A------------------------ საინკასო დავალებების შესრულება.
წინამდებარე მიმართვის საფუძველზე სს „-------------------------–-------------------------–--ს“ მიერ გატარებული იქნა საინკასო დავალება 2203.27 და 88 571.34 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- #----------010/005 მიმართვა (ს.ფ 179)
- #254 მომართვა (ს.ფ 192)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა შპს „ჯ--------------–----–---–--------“-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განსაზღვროს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
წარმოდგენილი სარჩელის ფაქტობრივი გარემოებანი მიუთითებენ, რომ შპს “G--“ ვერ უზრუნველყო მორიგების აქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შპს “------ მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოპასუხეს დაევალა მოვალე შპს “------- სახელზე არსებული საბანკო ანგარიშებზე აღსასრულებელი მოთხოვნის და აღსრულების საფასურის - 160 232.56 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადება. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ კერძო აღმასრულებლის #---------------- მიმართვის შინაარსის მიუხედავად, „სს „აზ----------------------–--------------------------–--მ“ ნაცვლად ამერიკულ დოლარში მითითებული ლარის ექვივალენტისა მოახდინა თანხის - 156 343.40 ლარში ჩარიცხვა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო არასაკმარისი თანხის მიღების შესახებ, საქმეში დაცულია მოსარჩელე კომპანიის დირექტორის წერილი, რომლითაც მიმართა კერძო აღმასრულებელ გი---------- და მოითხოვა მოვალე შპს “------- მიმართ საბანკო ანგარიშებზე გამოყენებული ყადაღის და საინკასო დავალებების გაუქმება.
კრედიტორის დავალების შესაბამისად კერძო აღმასრულებელმა მიმართა სა---------–--ში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს, მათ შორის „სს „აზ----------------------–--------------------------–--ს“ და მოითხოვა მოვალე შპს “------- საბანკო ანგარიშებზე მის მიერ წარდგენილი #A------------------------ საინკასო დავალებების გაუქმება.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სს თიბისი ბანკში შპს „ვეგა 108“-ს (ყოფილი შპს “-------) მიერ გახსნილ საბანკო ამონაწერზე, რომელიც მოიცავს 2016 წლის სექტემბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. მასში ნათლადაა აღწერილი მოვალის საბანკო ანგარიშებზე თანხების ბრუნვა. დასახელებული ამონაწერიდან ირკვევა, რომ მოვალის საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 17 ოქტომბერს მოვალის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 1 500 000 ლარი. ხოლო 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე ანგარიშზე ნაშთის სახით ფიქსირდება 130 000 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხის ქმედების მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდება დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია არსებობდეს აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის სადამფუძნებლო ნორმით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის და მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელე მხარეს.
მართალია სადავო არაა მოპასუხის მიერ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე თანხის არასწორად ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა სარჩელში მითითებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ იკვეთება მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს შორის.
სასამართლოს დასკვნით, კრედიტორის დირექტორის მოქმედების ანალიზი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი ცხადყოფს, რომ შპს „ჯ--------------–----–---–--------“-ის როგორც კრედიტორის ინტერესების სრულად დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედებით არამედ თავად მოსარჩელე საზოგადოების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ჯ--------------–----–---–--------“-ის მოთხოვნა სრულად არ იყო დაკმაყოფილებული საწარმოს დირექტორმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი შეზღუდვების სრულად მოხსნა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი იმ გარემოებების დადასტურება, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება არ იძლევა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, რაც ობიექტურად უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მტკიცებას მოცემული დავის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოითხოვს მოსარჩელისთვის მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების 3540 ლარის დაკისრებას, თუმცა სარჩელს არ ერთვის ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს საპროცესო ხარჯის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე სს "აზ---------------------–-------------ი - სა---------–--ს" (ს/ნ 20----------ეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დატვირთვა: T------------------------- სახელმწიფო ნომრით - I-------------–------–--–---------------------------–-----------------------------------------------–-------–--------------, რეგისტრაციის თარიღი - 2016-06-15. B-----------------–-–------------------------Z, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - W-------------------------------–-------–------------------ რეგისტრაციის თარიღი - 2016-06-15. VOLKSWAGEN TRANSPORTER - სახელმწიფო ნომრით - I-------------–------–--–---------------------------–--------------------------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------2, რეგისტრაციის თარიღი - 2015-01-15.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ჯ--------------–----–---–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა სს „აზ---------------------–--------------------------–--ს“ მიმართ 87793,51 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სრულად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე სს "აზ---------------------–-------------ი - სა---------–--ს" (ს/ნ 20----------ეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დატვირთვა: T------------------------- სახელმწიფო ნომრით - I-------------–------–--–---------------------------–-----------------------------------------------–-------–--------------, რეგისტრაციის თარიღი - 2016-06-15. B-----------------–-–------------------------Z, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - W-------------------------------–-------–------------------ რეგისტრაციის თარიღი - 2016-06-15. VOLKSWAGEN TRANSPORTER - სახელმწიფო ნომრით - I-------------–------–--–---------------------------–--------------------------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------2, რეგისტრაციის თარიღი - 2015-01-15.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე