განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ბ--- ე–-–---–-
ადვოკატები: თ----–- პ-----, თ------ ხ--------, ა---------- ს-----------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ვ-–- გ------–--ე
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 0---------–-
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ-------–-------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------წ.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 25.05.2018წ. 20:06 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ვ-–- გ------–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: ვ-–- გ------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქრთამის მიცემა, ესე იგი მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურეობრივი მფარველობა, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის მაისში, შპს ,,ჯ---------------------“-ს მინდობილ პირს ვ-–- გ------–--ეს, რომელიც ო------------------–----–-------- ტერიტორიაზე ახორციელებდა, ლიცენზიით გათვალისწინებულ კონტურებში სამუშაოებს, სურდა კონტურებს გარეთ ინერტული მასალის მოპოვება. ამასთან, რომ არ მომხდარიყო მისი გამოვლენა და განხორციელებულიყო უკანონო საქმიანობის მფარველობა, განიზრახა საქართველოს გ------------–---------------–---------------- სამინისტროს ს----––-------------–---------–-------–----------------–--------------------–---------------------------------------------------------–--------------–-------------------------–---------------–--------------–------------------------------–--------------- სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ა-–---- გ-----–--ისათვის ქრთამის მიცემა.
2018 წლის 19 მაისს, ო------------------–----–-------- ს------–-------------–-----------------------------------–--------------–-------------------------–---------------–--------------–------------------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ვ-–- გ------–--ე შეხვდა ა-–---- გ-----–--ეს და აუხსნა, რომ შპს ,,ჯ---------------------“-ს მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ვადა გასდიოდა და მას დარჩენილი ჰქონდა დაახლოებით 45 დღე ლიცენზიის ფარგლებში სამუშაოდ. ამასთან, ლიცენზიით გათვალისწინებულ კონტურში ის უკვე ვერ მოიპოვებდა ინერტულ მასალას და სურდა ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ლიცენზიის ვადებში, მოეხდინა ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვება და სატვირთო ავტომანქანებით გატანა. იმ შემთხვევაში თუ ა-–---- გ-----–--ე არ მოახდენდა მისი უკანონო საქმიანობის გამოვლენას და დაჯარიმებას, ასევე წინასწარ შეატყობინებდა სხვა მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომლეთა ვიზიტის შესახებ და გაუწევდა მას სამსახურეობრივ მფარველობას, ქრთამის სახით გადაუხდიდა 10 000 ლარს. ამასთან, დაპირდა თანხის ნაწილის წინასწარ მიცემას.
2018 წლის 25 მაისს, ვ-–- გ------–--ემ ო------------------–----–----------------–-------------–---------------------------------------------–--------------–-------------------------–---------------–--------------–------------------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ა-–---- გ-----–--ეს გადასცა ქრთამის სახით დაპირებული თანხის ნაწილი 3000(სამიათასი) ლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ა-------------–----–------------- თანამშრომლების მიერ.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსებით, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, სატელეფონო საუბრების შედეგად მოპოვებული კრებსებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებით (ქრთამის სახით გადაცემული ფულადი თანხა) და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-–- გ------–--ემ ჩაიდინა ქრთამის მიცემა, ესე იგი მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურეობრივი მფარველობა, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლო თვლის, რომ ბრალად შერაცხული ქმედება მაღალი სოციალური საშიშროებისაა და ამდენად, ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებითაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–- გ------–--ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. შესაბამისად, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ვ-–- გ------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - 3000 (სამიათასი) ლარი, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-–- გ------–--ე (პ#4----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - ა-–---- გ------–--ისაგან ამოღებული ქრთამის სახით მიცემული ფული 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ-–- გ------–--ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 25 მაისის 20 საათი და 06 წუთიდან.
ვ-–- გ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ვ-–- გ------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 500 ლარი და 100 აშშ დოლარი დალუქული ერთ პაკეტად, პირადობის მოწმობა დალუქული ერთ პაკეტად, ორი ცალი მობილური ტელეფონი დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 02 ცალი DVD-R დისკი, დალუქული 02 ცალ ქაღალდის პაკეტში, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 01 ცალი CD-R დისკი (ფონოგრამა), დაუქული ერთ ცალ ქაღალდის კონვერტში, მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ DVD-R დისკი დალუქული ერთ ცალ ქაღალდის კონვერტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე