განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#030100118002645399
№1/267-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - თამარ მგალობლიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა-–---------- კ-------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ--- რ---------------,ბრალდებული: რ------ შ-----–--,მამის სახელი: გ-------,დაბადებული: 2----.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,დაბადების ადგილი: ფ-----,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფ-----, ა----------ს ქ. №2--.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფ-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- კ-------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ რ------ შ-----–--ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ რ------ შ-----–--ს სისხლის სამართლის №045300818001 საქმეზე, ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რ------ შ-----–--ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ. ფოთში, ბ-------ს ჩ--–- მდებარე სასაფლაოზე ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენიმე დარტყმით სცემა ჯ------–- კ--–-------ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ------ შ-----–--ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 25 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------- კ-------მ ბრალდებულ რ------ შ-----–--სათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამავე დღეს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ რ------ შ-----–--სათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2018 წლის 25 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ა-–---------- კ-------მ, ბრალდებულმა რ------ შ-----–--მ და ბრალდებულის ადვოკატმა მ--- რ---------------მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
ბრალდებულ რ------ შ-----–--ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, ადვოკატ მ--- რ---------------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ რ------ შ-----–--ს ნებაყოფლობითი თანხმობით, (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება) 2018 წლის 24 სექტემბერს შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ა-–---------- კ-------სა და ბრალდებულ რ------ შ-----–--ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული რ------ შ-----–-- აღიარებს დანაშაულს.
პროკურორმა მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, მისი ნასამართლობა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული რ------ შ-----–-- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პროკურორმა ა-–---------- კ-------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 24 სექტემბერს ბრალდებულ რ------ შ-----–--სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
რ------ შ-----–-- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ რ------ შ-----–--ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ რ------ შ-----–--ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
ბრალდებულ რ------ შ-----–--ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია: ბრალდებულ რ------ შ-----–--ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ჯ------– კ--–-------ს, ნ--- დ---–---სა და თ------ ლ------ს გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მათში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ რ------ შ-----–--ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- კ-------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფ-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- კ-------სა და ბრალდებულ რ------ შ-----–--ს შორის, ზემდგომი პროკურორის ფ--–---- ჯ--–--------ს თანხმობით, 2018 წლის 24 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. რ------ შ-----–-- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
4. რ------ შ-----–--ს სასჯელის დამატებითი ღონისძიების სახით, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენების და ტარების უფლება.
აღნიშნული დამატებითი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
5. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვის ნაწილში აღსასრულებლად.
6. ფ-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- კ-------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ რ------ შ-----–--ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, დარჩეს განუხილველი.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე