განაჩენი

სისხლის სამართლის 27.08.2018
საქმის ნომერი
330100117002047195
თარიღი
27.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----17

( #0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

27 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - გ------ი სვანიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ-------- ს---–----------ე ჩ--------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ----, ს------–-------ი), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფი.

 

ადვოკატი: ი------------–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 2016 წლის 1------------–ს, ქ.თბილისის ს-------–----------------------ის შიდა ტერიტორიის „ა-–---“ სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, შპს „--–------------“-ის ბალანსზე რიცხული „ფო----------ოს“ მარკის სპეციალური ავტომანქანით უკუსვლით მოძრაობისას, ზ-------- ჩ--------–---–ი დაეჯახა თანმხვედრად მოძრავ იმავე კომპანიის თანამშრომელს, გ-------------–-–-----ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ-------- ჩ--------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში С------------“-ის #5.1- პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც წარმოებს რაიმე სამუშაოები, მძღოლმა შეიძლება დაიწყოს უკუსვლით მოძრაობა მხოლოდ იმ პირის ნების დართვის შემდეგ, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ სამუშაოს შესრულებაში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2016 წლის 1------------–ს, ქ.თბილისის ს-------–----------------------ის შიდა ტერიტორიის „ა-–---“ სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, შპს „--–------------“-ის ბალანსზე რიცხული „ფო----------ოს“ მარკის სპეციალური ავტომანქანით უკუსვლით მოძრაობისას, ზ-------- ჩ--------–---–ი დაეჯახა თანმხვედრად მოძრავ იმავე კომპანიის თანამშრომელს, გ-------------–-–-----ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ-------- ჩ--------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში С------------“-ის #5.1- პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც წარმოებს რაიმე სამუშაოები, მძღოლმა შეიძლება დაიწყოს უკუსვლით მოძრაობა მხოლოდ იმ პირის ნების დართვის შემდეგ, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ სამუშაოს შესრულებაში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - ზ-----------------ის, რ------–----–----ას, ს-----------–-–-----ის, ვ----–---------–---–ის და გ--------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ზ-------- ჩ--------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ზ-------- ჩ--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. მოწმე ს-----------–-–-----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 1-----------–ის მდგომარეობით მუშაობდა შპს „--–------------“-ში მუშად. შემთხვევის დღეს, შპს „--–------------“-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად ქ.თბილისის ს-------–----------------------ის შიდა ტერიტორიაზე ასრულებდა თვითმფრინავების ასაფრენი ბილიკიდან თვითმფრინავების სადგომამდე მისასვლელი გზის, ასფალტის დასაგებად, გაწმენდით სამუშაოებს. უშუალოდ შემთხვევის მომენტში იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ზ------------------სთან ერთად. სწორედ ამ უკანასკნელმა უთხრა, „მე მგონი გ------ი ცუდად გახდაო“ და ორივე მისკენ გაიქცა. ადგილზე მისვლისას გ-------------–-–-----ე იწვა სპეციალური ავტომანქანის გვერდით, საბურავებიდან დაახლოებით ერთ მეტრში, ეგონა გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე მითითებებს აძლევდათ შპს „--–------------“-ის უსაფრთხოების ოფიცერი ბ-----------ი, რომელიც ყოველ დილით უტარებდათ უსაფრთხოების დაცვაზე ინსტრუქტაჟს.

4.2. 2017 წლის 2--------ის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის #0-------- დასკვნის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის ნაწილის თანახმად, ქ.თბილისის ს-------–----------------------ის შიდა ტერიტორიის „ა-–---“ სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიმდინარეობის დროს, შპს „--–------------“-ის ბალანსზე რიცხული სპეციალური სატვირთო ავტომობილ „F--------o“ B------ის უკუსვლით მოძრაობის დროს უკანა ნაწილით ავტომობილის უკან თანმხვედრად მოძრავ შპს „--–------------“-ში მომუშავეს, ქვეითად მოსიარულეზე დაჯახება, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (კანონში გამოყენებული ტერმინები) 65-ე და მე-12 პუნქტების თანხმად, არ მიეკუთვნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კატეგორიას და ასეთი განხილული უნდა იყოს „საქართველოს შრომის კოდექსის“ 35-ე მუხლის (უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება) 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

4.3. ექსპერტიზის #0-------- დასკვნის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის ნაწილის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზა-----------------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 65-ე და მე-12 პუნქტების თანახმად, „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია)“ ეს არის „გზაზე“ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება, ხოლო „გზა“ - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხავადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ანუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ეს არის საავტომობილო გზაზე ან გზასთან მიმდებარე ტერიტორიაზე შემავალ/გამომავალ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა თბილისის ს-------–----------------------ის შიდა ტერიტორიის „ა-–---“ სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიმდინარეობის დროს, მოცემული კონკრეტული შემთხვევა (ადამიანზე დაჯახება), საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 65-ე და მე-12 პუნქტების თანხმად, არ მიეკუთვნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კატეგორიას და ასეთი განხილული უნდა იყოს „საქართველოს შრომის კოდექსის“ 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

4.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 2------------ის საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნისა და 2017 წლის 2--------ის ექსპერტიზის #0-------- დასკვნის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ნაწილის თანახმად, 2016 წლის 1------------–ს, ქ.თბილისის ს-------–----------------------ის შიდა ტერიტორიის „ა-–---“ სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, შპს „--–------------“-ის ბალანსზე რიცხული „ფო----------ოს“ მარკის სპეციალური ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით B------ის , რომელსაც მართავდა მძღოლი ზ-------- ჩ--------–---–ი, უკუსვლით მოძრაობის დროს, თანმხვედრად მოძრავ შპს „--–------------“-ში მომუშავე, ქვეითად მოსიარულე გ-------------–-–-----ეზე დაჯახებისას, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, დარღვეულ იქნა „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში С------------*“-ის #5.1- პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც წარმოებს რაიმე სამუშაოები, მძღოლმა შეიძლება დაიწყოს უკუსვლით მოძრაობა მხოლოდ იმ პირის ნების დართვის შემდეგ, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ სამუშაოს შესრულებაში. უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის #62 დადგენილების #1 მუხლის #4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს უსაფრთხოების წესების დაცვისათვის. „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში С------------*“-ის #1* დანართის #3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ევალება უფროსს, ხოლო უშაულო ხელმძღვანელობა კი მთავარ ინჟინერს, ამავე დანართის #4 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, მთავარ ინჟინერს ასევე ევალება უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება, ხოლო ამავე დანართის #12 პუნქტის „ж“ ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადირ ოსტატს), მასზედ განპიროვნებულ სამშენებლო უბნის ფარგლებში. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ადგილას, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, რომ ყოფილიყო გამოყოფილი იქ მომუშავე პიროვნება, რომელიც მიუთითებდა მძღოლს ზ-------- ჩ--------–---–ს თუ როდის და როგორ უნდა ემოძრავა უკუსვლით და მასაც უკუსვლით მოძრაობა, რომ დაეწყო ზემოაღნიშნული პირის მითითებით, მაშინ თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი უბედური შემთხვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული უბედური შემთხვევის მოხდენის დროს მძღოლისა და სამუშაოთა მწარმოებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან დარღვეულ იქნა „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში С------------*“-ის #5.1- პუნქტის მოთხოვნები.

4.5. აღნიშნული დასკვნების მართებულობა და ავთენტურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ------–----–----ამ.

4.6. მოწმე გი-------------–---–-ა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისის შსს ი--------------ს სამმართველოს მ--- განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დაკითხა და გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და დოკუმენტაცია, აიღო სისხლის ნიმუში, დანიშნა სხვადასხვა ექსპერტიზები და სხვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

4.7. მოწმე ვ----–---------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 1-----------–ის მდგომარეობით მუშაობდა ქ. თბილისის შსს ი--------------ს სამმართველოს მ--- განყოფილების დ-----------------–--–-------------–ის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორის დავალების საფუძველზე, დაკითხა სამი მოწმე - თ----------------–--რი, ზაზა გოგოლაძე და შ--–------------–-–-ილი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

4.8. ბრალდებულმა ზ-------- ჩ--------–---–მა არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

4.9. ზ-------- ჩ--------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მოწმეების ს-----------–-–-----ის, ზ-----------------ის, რ------–----–----ას, ვ----–---------–---–ისა და გ--------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2016 წლის 1-----------–ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეების მ-----------–-–---იძის, ნ------------ს, ზ------------------ს, ნ-----–-------–--–-–---–ის, ბ-----------ის, ზ------------–---ს, შ--–------------–-–-ილის, თ----------------–--რის, ზ------------------იძის, ზ------------------იძის დაკითხვისა და ზ------------------იძის და ნ-------------–-–---იძის გამოკითხვის ოქმებს, 2016 წლის 1-----------–ის დათვალიერების ოქმს და თანდართულ დოკუმენტაციას, მათ შორის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 1------------–ს ზ-------- ჩ--------–---–ს ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების შესახებ, 2016 წლის 3-------ის დათვალიერების ოქმს და თანდართულ აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მომსახურების და სპეცმანქანების (მექანიზმების) მართვის #0--- მოწმობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 1-----------–ის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #------- დასკვნას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1--------ის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 1--------ის ქიმიური ექსპერტიზის #9---- დასკვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 1--------ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1------- დასკვნას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1------ის სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 2------------ის საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2--------ის სატრანსპორტო ტექნიკური და საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ზ-------- ჩ--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების ს-----------–-–-----ის, რ------–----–----ას, ზ-----------------ის, ვ----–---------–---–ისა და გ--------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.13. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე. ობიექტური მხარე გამოიხატება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, შედეგში - ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში ან სხვა მძიმე შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება სუბიექტურ მხარეს, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის ზემოაღნიშნული ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა; 2) შედეგი, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და 3) მიზეზობრივი კავშირის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია უტყუარად დადგენილი იქნეს, რომ 1) სამუშაოების წარმოებისას ზ-------- ჩ--------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა უსაფრთხოების წესები; 2) შედეგი - გ-------------–-–-----ის სიცოცხლის მოსპობა და 3) მიზეზობრივი კავშირი ზ-------- ჩ--------–---–ის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევასა და გ-------------–-–-----ის სიცოცხლის მოსპობას შორის.

5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის მატარებელი ნორმა. განსახილველ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში С------------*“-ი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულ ზ-------- ჩ--------–---–ს ედავება აღნიშნული ნორმატიული აქტის #5.1- პუნქტის მოთხოვნების დარღვევას, რომლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც წარმოებს რაიმე სამუშაოები, მძღოლმა შეიძლება დაიწყოს უკუსვლით მოძრაობა მხოლოდ იმ პირის ნების დართვის შემდეგ, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ სამუშაოს შესრულებაში.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების ს-----------–-–-----ის, ზ-----------------ის, რ------–----–----ას, ვ----–---------–---–ის და გ--------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

5.4. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

5.5. სასამართლო ბრალდებულ ზ-------- ჩ--------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოწმეების ზ-----------------ის, რ------–----–----ას, ვ----–---------–---–ის, გ--------------–---–ის და ს-----------–-–-----ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებითა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2016 წლის 1------------–ს, ქ. თბილისის ს-------–----------------------ის შიდა ტერიტორიის „ა-–---“ სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, შპს „--–------------“-ის ბალანსზე რიცხული „ფო----------ოს“ მარკის სპეციალური ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B------ის , რომელსაც მართავდა მძღოლი ზ-------- ჩ--------–---–ი, უკუსვლით მოძრაობისას დაეჯახა თანმხვედრად მოძრავ შპს „--–------------“-ში მომუშავე, ქვეითად მოსიარულე გ-------------–-–-----ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ზ-------- ჩ--------–---–ის ქმედებით დარღვეულ იქნა „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში С------------*“-ის #5.1- პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც წარმოებს რაიმე სამუშაოები, მძღოლმა შეიძლება დაიწყოს უკუსვლით მოძრაობა მხოლოდ იმ პირის ნების დართვის შემდეგ, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ სამუშაოს შესრულებაში.

 

5.6. ზ-------- ჩ--------–---–ის მიერ უსაფრთხოების წესის, კერძოდ, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში С------------*“-ის #5.1- პუნქტის მოთხოვნების დარღვევას ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2--------ის სატრანსპორტო-ტექნიკური და საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (ვინაიდან იმის დასადგენად, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას) მოწმეთა ჩვენებები და თავად ბრალდებული (თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში), ხოლო ზ-------- ჩ--------–---–ის მიერ აღნიშნულ უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომ შედეგად მოჰყვა გ-------------–-–-----ის სიცოცხლის მოსპობა, ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1------ის სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 2------------ის საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2--------ის სატრანსპორტო ტექნიკური და საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, მოწმეთა დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა.

 

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.8. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.9. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ-------- ჩ--------–---–მა ჩაიდინა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. ზ-------- ჩ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა, თავისუფლების შეზღუდვას ხუთ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

7.6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ზ-------- ჩ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებების დიდი ნაწილი გახადა უდავოდ, გარდაცვლილის ოჯახს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რაც დადასტურებულია გარდაცვლილ გ-------------–-–-----ის ოჯახის წევრის - ნ-------------–-–---იძის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე გაუფრთხილებელი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაოჯახებულია, დასაქმებულია კერძო სექტორში, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით, („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კანონით, რომელიც ამ ნაწილში ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან) თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის სახე, გაუქმებულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-------- ჩ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ზ-------- ჩ--------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

7.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

7.8. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ზ-------- ჩ--------–---–ის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ზ-------- ჩ--------–---–ის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე.

7.9. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ზ-------- ჩ--------–---–ი არის მძღოლი და ამ გზით მიღებული შემოსავლით არჩენს ოჯახს (ოჯახის ერთადერთი მარჩენალი პირია), მის მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა ხელს შეუშლის მას თავისი საქმიანობის განხორციელებაში, რის გამოც, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული უფლების მისთვის ჩამორთმევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ-------- ჩ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ ზ-------- ჩ--------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ასფალტის ნატეხები; რვა ცალი ბამბის ჩხირი; აეროპორტის საშვი, რომელებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

- სამუშაო სათვალე და ორი ცალი ხელთათმანი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

- საქმის ასლი ერთ ტომად და ერთი ცალი CD დისკი - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე