გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.04.2018
საქმის ნომერი
010310017001876993
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017001876993

№3-249/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – ჯე---–-------------------------------ე

წარმომადგენელი - მი--------–--–-–---–ი, ჟუჟ--------------ე

მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი-ზუ-------–---ძე

–ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი-გი---------------ძე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ჯ---ლ და ი----- დი----------მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს,ხელაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 wlis 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, ი----- დი-------ეზე 2008 წლის 3 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობისა და 2007 წლის 26 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ეზე №33-- საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.

 

1.3. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ აღიარებულ იქნა ჯ---ლ და ი----- დი----------ის საკუთრების უფლება, სოფელ ხე-–--------ში მდებარე, 0,26 ჰა და 0,264 ჰა მიწის ნაკვეთებზე.

2008 წლის 03 იანვარს ი----- დი-------ეზე გაცემულ იქნა №4--- საკუთრების მოწმობა, ხოლო 2007 წლის 26 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ეზე, №33-- საკუთრების მოწმობა. მათ მიერ მოპოვებული საკუთრების უფლება დარეგისტრირებული იქნა, საჯარო რეესტრში.

 

2009 წლის 30 მარტს ი----- და ჯ---ლ დი----------მა ხე-–--------ის საკუთრების აღიარების კომისიაში დაწერეს განცხადებები და მოითხოვეს, მიწის ნაკვეთებზე მათსავე სასარგებლოდ აღიარებული გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობა. აღნიშნული განცხადების დაწერა კი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, განპირობებული იყო იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მუქარით და მათი მიმართვა საკუთრების მოწმობის ბათილობის მოთხოვნით, არ ყოფილა ნებაყოფლობითი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას ამ ფორმით, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2009 წლის 3 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო, ი----- დი-------ეზე 2008 წლოის 03 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობა და 2007 წლის 26 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ეზე გაცემული, №33-- საკუთრების მომწობა. აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად კომისიამ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, თუმცა ამ შემთხვევაში, კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო არანაირი გარემოება არ დგინდება, რადგანაც ორთავე მოსარჩელე წარმოადგენდა მათ საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებს, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.

პირის განცხადება თავის სასარგებლოდ გაცემული მოწმობის ბათილობის თაობაზე, არ შეიძლება წარმოადგენდეს ბათილობის საფუძველს. კომისიას ელემენტარულად, ამ განცხადების წარმდგენი პირები ადმინისტრაციულ წარმოების დროსაც არ დაუბარებია და არ უკითხავს მიზეზი, ასეთი განცხადებისა. მიუხედავად ჯ---ლ და ი----- დი----------ის განცხადების შინაარსისა, კომისია მაინც ვალდებული იყო, ემსჯელა განცხადების ირგვლივ და სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1.მოპასუხე მხარემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:

ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის მიერ მიღებული, სადავო გადაწყვეტილება არ მოდის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში და შესაბამამისად, არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები.

უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მსჯელობა იმათან დაკავშირებით, რომ მიუხედავად მოსარჩელეების მიერ კომისიისათვის მიმართვისა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა მის მიერ გამოცემული აქტი. კომისია უფლებამოსილი იყო, თავად, საკუთარი ინიციატივითაც განეხილა მისივე გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი. სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მათ მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვა მოხდა ზეწოლით და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია არ იყო ინფორმირებული, ხოლო საკუთარი ნების საწინააღმდეგო ქმედებისთვის იძულება და ზეწოლის ფაქტის გამოვლენა წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციას.

როგორც მოსარჩელეები უთითებენ, ისინი წარმოადგენენ უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებს. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღარ არის უფლებამოსილი ორგანო, მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელებისათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხებზე. მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება პირდაპირ საჯარო რეესტრში.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალებზე დაყრდნობით, სარჩელი არის უსაფუძვლო და დასტურდება, რომ ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, რომელმაც გამოიკვლია და შეაფასა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და კანონმდებლობის დაცვით გამოსცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

 

2.1. მოპასუხე მხარემ, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:

ი----- დი-------ემ მიმართა აღიარების კომისიას 2008 წლის 3 იანვარს გაცემული №4--- მოწმობის ბათილობასთან დაკავშირებით. ასევე, კომისიის მიერ განხილული იქნა ჯ---ლ დი-------ის განცხადებაც, რომლითაც იგი მოითხოვდა, №33-- მოწმობის ბათილად ცნობას. 2009 წლის 03 აპრილის ოქმი №11 გადაწყვეტილების მიღებისას ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ დაურთვევია კანონმდებლობა და მისი სრული დაცვით იქნა ეს გადაწყვეტილება გამოცემული. კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს კანონით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (არსებული) მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

რამდენადაც, სადავო ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი არის კანონმდებლობის სრული დაცვით მიღებული, არ არსებობს აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი და სასამართლომ სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2007 წლის 22 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ემ განცხადებით მიმართა ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა, საკუთრების უფლების აღიარება, სოფელ ხე-–--------ში მდებარე, 2--9 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სქემატური ნახაზი, მიწის იჯარის ქვითრები, საარქივო ცნობა საკომლო ამონაწერის შესახებ.

ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ასევე, ი----- დი-------ემ, რომლის მიერაც მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების აღიარება, სოფელ ხე-–--------ში მდებარე, 2643 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სქემატური ნახაზი, მიწის იჯარის ქვითრები, საარქივო ცნობა საკომლო ამონაწერის შესახებ.

2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ დაკმაყოფილდა ჯ---ლ დი-------ის განცხადება და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 2--9 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

2008 წლის 3 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ი----- დი-------ის განცხადება და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 2643 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

მოსარჩელეებზე გაცემულ იქნა შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები, 2008 წლის 03 იანვარს ი----- დი-------ეზე №4--- საკუთრების მოწმობა, ხოლო 2007 წლის 26 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ეზე, №33-- საკუთრების მოწმობა. მათ მიერ მოპოვებული საკუთრების უფლება დარეგისტრირებული იქნა, საჯარო რეესტრში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ჯ---ლ და ი----- დი----------ის განცხადებები;

– კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილება;

– კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილება;

– №4--- საკუთრების მოწმობა, ;

– №33-- საკუთრების მოწმობა;

– საჯარო რეესტრის ამონაწერი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2009 წლის 30 მარტს ი----- და ჯ---ლ დი----------მა ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართეს წერილობითი განცხადებებით, რომლითაც მოითხოვეს, მათზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმება, ბათილად ცნობა.

ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ი----- დი-------ეზე 2008 წლოის 03 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობა და 2007 წლის 26 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ეზე გაცემული, №33-- საკუთრების მოწმობა.

აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად კომისიამ მიუთითა მათ მოთხოვნაზე, საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– კომისიის 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილება;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ი----- და ჯ---ლ დი----------მა 2016 წლის 7 ივლისს საჩივარი წარადგინეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიაში, რომლითაც მათ მიერ მოთხოვნილია ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (მათ ნაწილში), ხოლო კომისიას ამ საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ი----- და ჯ---ლ დი----------ის 2016 წლის 7 ივლისის საჩივარი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ი----- და ჯ---ლ დი----------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

- საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, სოფელ ხე-–--------ში მდებარე, 2--9 კვ.მ. და 2643 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ჯ---ლ და ი----- დი----------ის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ, საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, მისი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, რისთვისაც საკმარისი არ არის მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, მიწის ნაკვეთებზე ჯ---ლ და ი----- დი----------ის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმებისათვის.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს არეგულირებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

აღნიშნული აქტის მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.

 

6.4. ჯ---ლ და ი----- დი----------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.

კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;

ბ) სარგებლობაში არსებული;

გ) თვითნებურად დაკავებული.

 

6.5. ჯ---ლ და ი----- დი----------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი (რედაქციით) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული;

 

6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2007 წლის 22 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ემ განცხადებით მიმართა ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა, საკუთრების უფლების აღიარება, სოფელ ხე-–--------ში მდებარე, 2--9 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სქემატური ნახაზი, მიწის იჯარის ქვითრები, საარქივო ცნობა საკომლო ამონაწერის შესახებ.

ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ასევე, ი----- დი-------ემ, რომლის მიერაც მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების აღიარება, სოფელ ხე-–--------ში მდებარე, 2643 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სქემატური ნახაზი, მიწის იჯარის ქვითრები, საარქივო ცნობა საკომლო ამონაწერის შესახებ.

2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ დაკმაყოფილდა ჯ---ლ დი-------ის განცხადება და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 2--9 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

2008 წლის 3 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ი----- დი-------ის განცხადება და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 2643 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

მოსარჩელეებზე გაცემულ იქნა შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები, 2008 წლის 03 იანვარს ი----- დი-------ეზე №4--- საკუთრების მოწმობა, ხოლო 2007 წლის 26 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ეზე, №33-- საკუთრების მოწმობა. მათ მიერ მოპოვებული საკუთრების უფლება დარეგისტრირებული იქნა, საჯარო რეესტრში.

2009 წლის 30 მარტს ი----- და ჯ---ლ დი----------მა ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართეს წერილობითი განცხადებებით, რომლითაც მოითხოვეს, მათზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმება, ბათილად ცნობა.

ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ი----- დი-------ეზე 2008 წლოის 03 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობა და 2007 წლის 26 დეკემბერს ჯ---ლ დი-------ეზე გაცემული, №33-- საკუთრების მოწმობა, აგრეთვე, საკუთრების უფლების მოწმობების გაცემის საფუძვლად მიღებული საოქმო გადაწყვეტილება (მათ ნაწილში).

 

6.7. ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილებაში მისი მიღების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ერთ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობა მოთხოვნილი იყო თვითონ ი----- დი-------ისა და ჯ---ლ დი-------ის მიერ. სამართლებრივ საფუძვლად კი გადაწყვეტილებაში მითითებულია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

საკუთრების აღიარების კომისიას 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილებაში მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის საოქმო გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად გამოცხადების შესახებ, სხვა რაიმე გარემოებაზე არ მიუთითებია.

მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.

ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები.

სასამართლო განმარტავს, რომ იგივე ვალდებულებები გააჩნია საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მის მიერ ადრე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას.

სასამართლო ასევე განმარტავს, ის გარემოება, რომ ი----- და ჯ---ლ დი----------მა ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თვითონ მიმართეს წერილობითი განცხადებებით, მათზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმების შესახებ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებდა იმის ვალდებულებისაგან, რეალურად და არსებითად შეესწავლა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ამავე კომისიის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

ამდენად, მოცემული ნორმის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივითაც გადასინჯოს, მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერება.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით - შეამოწმოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად.

მართალია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც დაიწყოს წარმოება გადასინჯვასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ინიციატორია აღმჭურველი ხასიათის აქტის ადრესატი (ამ შემთხვევაში მოსარჩელეები), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ აქტის კანონიერების შესწავლა მისი გამომცემი ორგანოს მიერ არ უნდა მოხდეს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, ამ მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საშუალებით.

სასამართლო ამასთან ერთად განმარტავს, რომ მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი ხასიათის აქტის (გადაწყვეტილების) გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას, იმ შემთხვევაშიც, როდესაც დადასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი.

მმართველობის ,,კანონიერების პრინციპს“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი“. ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მცდელობასაც კი არ ჰქონია ადგილი, რომ შეესწავლა და გამოეკვლია, მის მიერ გამოცემული აქტის კანონშესაბამისობის, ან არსობრივად კანონწინააღმდეგობის საკითხი და ისე იქნა 2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო და 2008 წლის 3 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადებული. უფრო მეტიც, სადავო აქტით უცნობი დარჩა ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, კომისიამ 2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო და 2008 წლის 3 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო აქტად შეაფასა თუ არა, რამდენადაც სადავო გადაწყვეტილებაში ამის თაობაზე არაფერია აღნიშნული და მოსარჩელე მხარემ ვერც სასამრთლო სხდომაზე მოახდინა ამ გარემოების სამართლებრივი ანალიზი.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების განსაკუთრებული მაღალი ხარისხია საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების აღიარების კომისიას 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილება ამ მხრივ საერთოდ მოკლებულია რაიმე სახის შინაარსობრივ დასაბუთებას.

მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილებაში არ იქნა ასახული, 2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო და 2008 წლის 3 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვისას, კომისიამ ხომ არ მოიკვლია რომელიმე ისეთი კონკრეტული გარემოება, რის გამოც ი----- და ჯ---ლ დი----------ის საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილება მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჯ---ლ და ი----- დი----------ის განცხადება მათზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმების, ბათილად ცნობის თაობაზე, ავტომატურად არ ნიშნავს იმ აქტების უკანონოდ მიჩნევას, რომელთა საფუძველზე იქნა ეს მოწმობები გაცემული. განცხადების შინაარსის მიუხედავად, დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიას უნდა შეემოწმებინა 2007 წლის 26 დეკემბრის №13 საოქმო და 2008 წლის 3 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის საკითხი და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ეცნო ისინი ბათილად, თუ იქნებოდა ამისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6.9. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების გარეშე, ფაქტობრივად უკანონოდ წაართვა მოსარჩელეებს, კანონისმიერი გზით მოპოვებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, ისე, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების დაცვის შესაძლებლობაც არ მისცა მათ.

კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით განსაზღვრული წესის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, ვისაც უშუალო ინტერესი აქვს კონკრეტული საკითხის მიმართ. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოუსმენს ყველას, ვისი უფლება ან კანონიერი ინტერესიც ამ აქტით იზღუდება, ყველას, ვისი უფლებაც შეიძლება შეიზღუდოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მონაწილეობა სავალდებულოა, როცა მისაღები აქტით შესაძლებელია პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება.

კანონის ამ მოთხოვნათა უგულებელყოფითა და დარღვევით, ი----- და ჯ---ლ დი----------ს კომისიის მიერ არ ეცნობათ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელზედაც უნდა მომხდარიყო მათი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და არ მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ თავისი მოსაზრებები, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რა გახდა საფუძველი და მიზეზი, მათ მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადებების დაწერისა, კომისია ამით საერთოდ არ დაინტერესებულა. ი----- და ჯ---ლ დი----------ს კომისიამ არც მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც 2009 წლის 3 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილების გამოცემის პროცედურული წესის არსებით დარღვევად უნდა იქნას მიჩნეული.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების გადასინჯვისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ობიექტურად უნდა შეაფასოს მოთხოვილი საკითხის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი ყველა დოკუმენტი და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით განსაზღვროს მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობა, ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად არ მოუხდენია საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოებების დადგენა – სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

6.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რითაც პირდაპირი ზიანი მიადგა მოსარჩელე ჯ---ლ და ი----- დი----------ის კანონიერ ინტერესს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თნახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლო ამ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილება, ი----- დიდამანიძის სახელზე 2008 წლის 03 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების უფლების მოწმობისა და 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემული, №33-- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს ი----- და ჯ---ლ დი----------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟი, 100 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ჯ---ლ და ი----- დი----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. ბათილად იქნას ცნობილი ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 03 აპრილის №11 საოქმო გადაწყვეტილება, ი----- დიდამანიძის სახელზე 2008 წლის 03 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების უფლების მოწმობისა და 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემული, №33-- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, 100 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე