გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.09.2018
საქმის ნომერი
330310018002464536
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3245-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი - სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელეები - ა-----– გ--------ე, გ---–----ა კ-----ე, ჯ----– ლ-----ე, გ---–------ მ----------ი, გ------ ნ------ე, ო-–-- რ-------–---–ი, გ------–- ჩ------ე და თ---------- ჩ--------–ი

წარმომადგენელი - ხატია ხმიადაშვილი

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება და ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება ა-----– გ--------ის მიმართ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 16 მაისის №3---------- გადაწყვეტილება გ---–----ა კ-----ის მიმართ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება ჯ----– ლ-----ის მიმართ;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება გ---–------ მ----------ის მიმართ;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილება გ------ ნ------ის მიმართ;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილება ო-–-- რ-------–---–ის მიმართ;

 

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება გ------–- ჩ------ის მიმართ;

 

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება თ---------- ჩ--------–ის მიმართ;

 

1.9. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლითაც ა-----– გ--------ეს, გ---–----ა კ-----ეს, ჯ----– ლ-----ეს, გ---–------ მ----------ს, გ------ ნ------ეს, ო-–-- რ-------–---–ს, გ------–- ჩ------ეს და თ---------- ჩ--------–ს 2018 წლის მაისის თვიდან დაენიშნებათ სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;

 

1.10. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----– გ--------ის, გ---–----ა კ-----ის, ჯ----– ლ-----ის, გ---–------ მ----------ის, გ------ ნ------ის, ო-–-- რ-------–---–ის, გ------–- ჩ------ის და თ---------- ჩ--------–ის სასარგებლოდ 2018 წლის 1 მაისიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი ა-----– გ--------ის, გ---–----ა კ-----ის, ჯ----– ლ-----ის, გ---–------ მ----------ის, გ------ ნ------ის, ო--–-- რ-------–---–ის, გ------–- ჩ------ის და თ---------- ჩ--------–ის სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ა-----– გ--------ე დაიბადა 1--- წლის 2--------–ს.

 

ა-----– გ--------ემ 2018 წლის 10 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 15 მაისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - ა-----– გ--------ის წარმომადგენელს, მისი 2018 წლის 10 მაისის №3---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას ა-----– გ--------ე ვერ მოიპოვებდა.

 

,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით ა-----– გ--------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ა-----– გ--------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 15);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 15 მაისის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 16);

- ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 17);

 

3.1.2. გ---–----ა კ-----ე დაიბადა 1--- წლის 2------------ს.

 

გ---–----ა კ-----ემ 2018 წლის 2 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 16 მაისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - გ---–----ა კ-----ის წარმომადგენელს, მისი 2018 წლის 3-----ის №3---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას გ---–----ა კ-----ე ვერ მოიპოვებდა.

 

,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 16 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით გ---–----ა კ-----ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, გ---–----ა კ-----ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 20);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 16 მაისის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 21).

- ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 16 მაისის №3---------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 22);

 

3.1.3. ჯ----– ლ-----ე დაიბადა 1--- წლის 3-----ს.

 

ჯ----– ლ-----ემ, 2018 წლის 16 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 18 მაისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - ჯ----– ლ-----ის წარმომადგენელს, მისი 2018 წლის 16 მაისის №3---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას ჯ----– ლ-----ე ვერ მოიპოვებდა.

 

,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით ჯ----– ლ-----ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ჯ----– ლ-----ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 25);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 18 მაისის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 26).

- ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 27);

 

3.1.4. გ---–------ მ----------ი დაიბადა 1--- წლის 1----------ს.

 

გ---–------ი მ----------მა 2018 წლის 3-----ს, №3---- და 2018 წლის 16 მაისს, №3---- განცხადებებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 18 მაისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - გ---–------ მ----------ის წარმომადგენელს, მისი 2018 წლის 16 მაისის №3---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას გ---–------ მ----------ი ვერ მოიპოვებდა.

 

,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით გ---–------ მ----------ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, გ---–------ მ----------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 30);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 18 მაისის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 31);

- ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 32).

 

3.1.5. გ------ ნ------ე დაიბადა 1--- წლის 1------------ს.

 

გ------ ნ------ემ, 2018 წლის 11 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 15 მაისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - გ------ ნ------ის წარმომადგენელს, მისი 2018 წლის 11 მაისის №3---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას გ------ ნ------ე ვერ მოიპოვებდა.

 

,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილებით გ------ ნ------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად გ------ ნ------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 35);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 15 მაისის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 36);

- ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3-------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 37).

 

3.1.6. ო-–-- რ-------–---–ი დაიბადა 1--- წლის 2---------ს.

 

ოლიო რ-------–---–მა 2018 წლის 11 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 15 მაისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - ო-–-- რ-------–---–ის წარმომადგენელს, მისი 2018 წლის 11 მაისის №3---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას ო-–-- რ-------–---–ი ვერ მოიპოვებდა.

 

,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით ო-–-- რ-------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ო-–-- რ-------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ.ს.ფ. 40);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 15 მაისის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 41);

- ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 42);

3.1.7. გ------–- ჩ------ე დაიბადა 1--- წლის 2------------ს.

 

გ------–- ჩ------ემ 2018 წლის 2 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 15 მაისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - გ------–- ჩ------ის წარმომადგენელს, მისი 2018 წლის 2 მაისის №3---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას გ------–- ჩ------ე ვერ მოიპოვებდა.

 

,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით გ------–- ჩ------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, გ------–- ჩ------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 45);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 15 მაისის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 46);

- ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის N3---------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 47);

 

3.1.8. თ---------- ჩ--------–ი დაიბადა 1--- წლის 2-----------ს.

 

თ---------- ჩ--------–მა 2018 წლის 11 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 15 მაისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - თ---------- ჩ--------–ის წარმომადგენელს, მისი 2018 წლის 11 მაისის №3---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას თ---------- ჩ--------–ი ვერ მოიპოვებდა.

 

,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით თ---------- ჩ--------–ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, თ---------- ჩ--------–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 51);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 15 მაისის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 52);

- ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 53).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, ა-----– გ--------ის, გ---–----ა კ-----ის, ჯ----– ლ-----ის, გ---–------ მ----------ის, გ------ ნ------ის, ო-–-- რ-------–---–ის, გ------–- ჩ------ის და თ---------- ჩ--------–ის სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება ა-----– გ--------ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 16 მაისის №3----/18-01 გადაწყვეტილება გ---–----ა კ-----ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება ჯ----– ლ-----ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება მ----------ი გ---–------ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილება გ------ ნ------ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილება ო-–-- რ-------–---–ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება გ------–- ჩ------ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება თ---------- ჩ--------–ის მიმართ, რომელთა საფუძველზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი მოსარჩელეების სახელმწიფო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

საქმის მასალების თანახმად, ა-----– გ--------ე დაიბადა 1--- წლის 2-------–-, გ---–----ა კ-----ე 1--- წლის 2------------ს, ჯ----– ლ-----ე 1--- წლის 3-----ს, გ---–------ მ----------ი 1--- წლის 1----------ს, გ------ ნ------ე 1--- წლის 1------------, ო-–-- რ-------–---–ი 1--- წლის 2-----------, გ------–- ჩ------ე 1--- წლის 2------------ს და თ---------- ჩ--------–ი 1--- წლის 2-----------ს. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტებს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია შემდეგი:

 

1. ა-----– გ--------ემ 2018 წლის 10 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით ა-----– გ--------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ა-----– გ--------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად)

 

2. გ---–----ა კ-----ემ 2018 წლის 2 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 16 მაისის №3----/18-1 გადაწყვეტილებით გ---–----ა კ-----ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, გ---–----ა კ-----ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად);.

 

3. ჯ----– ლ-----ემ 2018 წლის 16 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით ჯ----– ლ-----ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ჯ----– ლ-----ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად);.

 

4. გ---–------ მ----------მა, 2018 წლის 3 მაისს, №3---- და 2018 წლის 16 მაისს, №3---- განცხადებებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით გ---–------ი მ----------ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, გ---–------ი მ----------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად);

 

5. გ------ ნ------ემ 2018 წლის 11 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილებით გ------ ნ------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, გ------ ნ------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად);

 

6. ო-–-- რ-------–---–მა 2018 წლის 11 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3----/18/1 გადაწყვეტილებით ო-–-- რ-------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ო-–-- რ-------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას;

7. გ------–- ჩ------ემ 2018 წლის 2 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით გ------–- ჩ------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, გ------–- ჩ------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას;

 

8. თ---------- ჩ--------–მა 2018 წლის 11 მაისს, №3---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილებით თ---------- ჩ--------–ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, თ---------- ჩ--------–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეები - ა-----– გ--------ე, გ---–----ა კ-----ე, ჯ----– ლ-----ე, გ---–------ მ----------ი, გ------ ნ------ე, ო-–-- რ-------–---–ი, გ------–- ჩ------ე და თ---------- ჩ--------–ი მუშაობენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის №: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

 

ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელეები მუშაობენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეები საქმიანობენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტაში“, მათი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მათ კანონის შესაბამისად არ შეუწყდებათ უფლება მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება ა-----– გ--------ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 16 მაისის №3----/18-01 გადაწყვეტილება გ---–----ა კ-----ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება ჯ----– ლ-----ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება მ----------ი გ---–------ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილება გ------ ნ------ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილება ო-–-- რ-------–---–ი მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება გ------–- ჩ------ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება თ---------- ჩ--------–ის მიმართ;

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. საქმის მასალების თანახმად, ა-----– გ--------ემ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2018 წლის 10 მაისს, გ---–----ა კ-----ემ 2018 წლის 3 მაისს, ჯ----– ლ-----ემ 2018 წლის 16 მაისს, გ---–------ი მ----------მა 2018 წლის 16 მაისს, გ------ ნ------ემ 2018 წლის 11 მაისს, ო-–-- რ-------–---–მა 2018 წლის 11 მაისს, გ------–- ჩ------ემ 2018 წლის 2 მაისს და თ---------- ჩ--------–მა 2018 წლის 11 მაისს, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეებს პენსია დაენიშნებათ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვიდან მომდევნო თვეს, ანუ 2018 წლის ივნისის თვიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს ა-----– გ--------ის, გ---–----ა კ-----ის, ჯ----– ლ-----ის, გ---–------ი მ----------ის, გ------ ნ------ის, ო--–-- რ-------–---–ის, გ------–- ჩ------ის და თ---------- ჩ--------–ის სასარგებლოდ 2018 წლის 1 ივნისიდან მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ ხარჯი გაღებულია.

 

მოსარჩელე - ა-----– გ--------ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 8 მაისის შემოსავლის ორდერი №5-------, რომლის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე - ა-----– გ--------ეს (გადამხდელი - გ------ ნ------ე; დანიშნულება - საადვოკატო მომსახურების საფასური) გადახდილი აქვს - 200 (ორასი) ლარი.

 

2018 წლის 7 მაისის №4------- შემოსავლის ორდერის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე - გ---–----ა კ-----ეს (გადამხდელი - ნ---------–---–-; დანიშნულება - გ---–----ა კ-----ის საადვოკატო მომსახურების საფასური) გადახდილი აქვს - 200 (ორასი) ლარი.

 

2018 წლის 22 მაისის №2-------- შემოსავლის ორდერის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე - ჯ----– ლ-----ეს (გადამხდელი - გ------ მ-------–---; დანიშნულება - ჯ----– ლ-----ის საადვოკატო მომსახურების საფასური) გადახდილი აქვს - 200 (ორასი) ლარი.

 

2018 წლის 8 მაისის №4------ შემოსავლის ორდერის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე - გ---–------ მ----------ს (გადამხდელი - გ---–------ი მ----------ი; დანიშნულება - საადვოკატო მომსახურების საფასური) გადახდილი აქვს - 200 (ორასი) ლარი.

 

2018 წლის 8 მაისის №5------- შემოსავლის ორდერის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე - გ------ ნ------ეს (გადამხდელი - გ------ ნ------ე; დანიშნულება - საადვოკატო მომსახურების საფასური) გადახდილი აქვს - 200 (ორასი) ლარი.

 

2018 წლის 8 მაისის №1------ შემოსავლის ორდერის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე - ო-–-- რ-------–---–ს (გადამხდელი - ო-–-- რ-------–---–ი; დანიშნულება - საადვოკატო მომსახურება) გადახდილი აქვს - 200 (ორასი) ლარი.

 

2018 წლის 8 მაისის №1------ შემოსავლის ორდერის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე - გ------–- ჩ------ეს (გადამხდელი - გ------–- ჩ------ე; დანიშნულება - საადვოკატო მომსახურების საფასური) გადახდილი აქვს - 200 (ორასი) ლარი.

2018 წლის 8 მაისის №1------- შემოსავლის ორდერის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე - თ---------- ჩ--------–ს (გადამხდელი - თ---------- ჩ--------–ი; დანიშნულება - საადვოკატო მომსახურების საფასური) გადახდილი აქვს - 200 (ორასი) ლარი.

 

ამდენად, მოსარჩელეების მიერ, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული იქნა ხარჯი და მოითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისროს მათ მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----– გ--------ის, გ---–----ა კ-----ის, ჯ----– ლ-----ის, გ---–------ მ----------ის, გ------ ნ------ის, ო-–-- რ-------–---–ის, გ------–- ჩ------ის და თ---------- ჩ--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება ა-----– გ--------ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ა-----– გ--------ეს 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 16 მაისის №3------------ გადაწყვეტილება გ---–----ა კ-----ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - გ---–----ა კ-----ეს 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 18 მაისის №3---------- გადაწყვეტილება ჯ----– ლ-----ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ჯ----– ლ-----ეს 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 18 მაისის №3--------- გადაწყვეტილება გ---–------ მ----------ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - გ---–------ი მ----------ს 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3--------- გადაწყვეტილება გ------ ნ------ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - გ------ ნ------ეს 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3---------1 გადაწყვეტილება ო-–-- რ-------–---–ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ო-–-- რ-------–---–ს 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება გ------–- ჩ------ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - გ------–- ჩ------ეს 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

9. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 მაისის №3---------- გადაწყვეტილება თ---------- ჩ--------–ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - თ---------- ჩ--------–ს, 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

10. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

11. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

 

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი