გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12--3-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17სე---------ი 2-18 წ თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოs სამოქალაქო საქმეთა კოლეგიa
მოსამართლე - ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი - ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ა-–-------------–----ე
წარმომადგენელი - ს------------–---–-
მოპასუხე - დ------------------ა
წარმომადგენელი - ს--------------–--
დავის საგანი - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. +დ------------------ას, ა-–-------------–----ის სასარგებლოდ, დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება- 875 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–------------ს, დაახლოებით 18:35 საათზე, მოპედის (სკუტერი) ტიპის სატრანსპორტო საშუალებით თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან დელისის მიმართულებით მოძრაობისას, შეეჯახა ავტომანქანა „Op-------a” სახელმწიფო ნომრით - T-------- რომელსაც მართავდა მოპასუხე დ------------------ა. შეჯახების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი მოპედი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე დ------------------ამ შემთხვევის ადგილზე დატოვა თავისი საკონტაქტო ნომერი, თუმცა, მასთან დაკავშირების შემდეგ კატეგორიული უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, შემდგომი რეაგირების მიზნით, მიმართა ქ. თბილისის საპატრულო პოლიციას. შსს სა---------–-------–-–-------------------ის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა გადაცემული იქნა დაკავებაზე. საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებული მოკლევის შედეგად დადგინდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამართალდამრღვევი პირი მოქალაქე - დ---------------------------------.
2----–-–------------ს, დამრღვევი მძღოლის - დ------------------ას მიმართ, შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი N ე-–------ რომლის თანახმად, დ------------------ა დაჯარიმდა 250 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევა გამოიხატა საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებით, ასევე გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის მსუბუქი დაზიანება.
2----–-–------------ს, შპს „ლ----------------------ი“-ს მიერ შეფასებულ იქნა მოპედის (Ev---- 50, ვინ კოდი: L----------------- დაზიანებული ნაწილების ღირებულება და გაიცა შესაბამისი ინვოისი N 3- 2--03.2-18, რომლის შესაბამისადაც, დაზიანებული ნაწილებისა და შეკეთების ღირებულება ჯამში შეადგენს 875 ლარს.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა დ------------------ა არ აპირებს ზიანის ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის ძალიან უმნიშვნელო დაზიანების გამო, შეუსაბამოა ინვოისში მითითებული ზიანის ოდენობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–------------ს, ა-–-------------–----ის მართვის ქვეშ მყოფ სკუტერს და დ------------------ას მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „Op-------a”-ს სახელმწიფო ნომრით - T-------- შორის მოხდა შეჯახება, რა დროსაც დაზიანდა ა-–-------------–----ის კუთვნილი მოპედი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 16)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები (ს.ფ. 18-25 )
3.1.2.დ------------------ამ შემთხვევის ადგილი მიატოვა. შსს საპტრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანა გადაცემულ იქნა დაკავებაზე. საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამართალდამრღვევი პირი მოქალაქე - დ---------------------------------. 2----–-–------------ს ავტომანქანა შეჯახების და ადგილიდან მიმალვის გამო დაკავებული იქნა და მოხდა მისი საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები (ს.ფ. 18-25 )
3.1.3. 2----–-–------------ს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის N ე-–----- თანახმად, დამრღვევ მძღოლად მიჩნეული იქნა დ------------------ა, რომელიც დაჯარიმდა 250 ლარით. სამართალდარღვევა გამოიხატა საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებით, ასევე გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის მსუბუქ დაზიანებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები (ს.ფ. 21-26)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა-–-------------–----ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 875 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მხარეებს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მიუთითებს, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა -განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ზიანის ოდენობის შეუსაბამობასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს მისი მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შსს სა---------–-------–-–-------------------ის შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი ახსნა - განმარტებები, სადაც მოპასუხე დ------------------ა აღიარებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირად.
ამასთან, წარმოდგენილია შპს „ლ----------------------ი“-ს მიერ გაცემული ინვოისი სკუტერის დაზიანებების შეფასების შესახებ, რომლითაც ზიანის ოდენობა განსაზღვრულია 875 ლარით.
მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა - განმარტება, ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 14-15)
- შპს „ლ----------------------ი“-ს ინვოისი (ს.ფ. 27-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-------------–----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე, 992, 999.1 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ ამ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დელიქტის დროს ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, ვიდრე არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის საკითხს. დაზარალებულმა უნდა დაამტკიცოს ზიანის ფაქტის და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა ადასტუროს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.
მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ - სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზიანი ავტომანქანის მართვისას, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, დ------------------ას მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია. ამასთან, დ------------------ას ბრალეული ქმედების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი მოპედი, რომლის აღდგენთი ღირებულება შეადგენს 875 ლარს.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, სახელდობრ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 875 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, დ------------------ას ა-–-------------–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2---244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–-------------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დ------------------ას ა-–-------------–----ის სასარგებლოდ, დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 875 ლარის გადახდა;
3. დ------------------ას ა-–-------------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე