განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
330100117002222519
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------------------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ნ---------------------------------------------------------------------------

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული გ---------------------–------------------------ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, საშუალო განთლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–------------------------------------------------------------------------–--

ადვოკატი - ნ--------------

 

2. ბრალდებული დ--------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------------------------------------------------------------------------–--

ადვოკატები - მ-------------------–-----------------------------------------

 

თარჯიმანი - ი-------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტები და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 0---------რს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ---------- ქ. N9-ის მიმდებარედ, დ---------------- და გ-------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ თ------------------ კუთვნილი ავტომობილის, „რენჯ როვერის“ უკანა ხედვის სარკეებს, ღირებულს 200 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრი-- ზიანი.

 

2017 წლის 0---------რს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ--------------------- ქ. N79-ის მიმდებარედ, დ---------------- და გ-------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ი-------------------- კუთვნილი ავტომანქანის, ,,მერსედეს GL 450”-ის უკანა ხედვის სარკეებს, ღირებულს 200 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრი-- ზიანი.

 

2017 წლის 0---------რს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ---------- ქ. N44-ის მიმდებარედ, დ---------------- და გ-------–------ წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ვ----------------- კუთვნილი, ,,მერსედეს ე კლასის” მარკის ავტომობილის 100 ლარად ღირებულ უკანა ხედვის სარკეებს.

 

2017 წლის 0---------რს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ---------- ქ. N34-ის მიმდებარედ, დ---------------- და გ-------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ე-------------------- კუთვნილი, ,,ფოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ავტომობილის უკანა ხედვის სარკეებს, ღირებულს 200 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 0---------რს, ქ. თბილისში, მ-------------------- ქ. N48-თან დ---------------- და გ-------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ კ-------------- კუთვნილი ავტომანქანის, „ტოიოტა პრადოს“, 350 ლარად ღირებულ უკანა ხედვის სარკეებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 0---------რს, ქ. თბილისში, ზ------------ ქ. N1-ის მიმდებარედ, დ---------------- და გ-------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გ------------------ სარგებლობაში არსებული, ს----------–------------- პროკურატურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის, ,,ჰიუნდა IX 55”-ის 200 ლარად ღირებულ უკანა ხედვის სარკეებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრი-- ზიანი.

 

2017 წლის 0---------რს, ქ. თბილისში, კ---------- N24-ის მიმდებარედ, დ---------------- და გ-------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დ---------------- კუთვნილი ავტომობილის, „ტოიოტა პრადოს“ 300 ლარად ღირებულ უკანა ხედვის სარკეებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრი-- ზიანი.

 

ქმედების სამართლებრი-- აღწერა:

შეტყობინების რეგისტრაციის N------- ბარათის თანახმად, 2017 წლის 0---------რს, საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა მოქ. თ----------------–-, რომელმაც განაცხადა მისი ავტომანქანიდან უკანა ხედვის სარკეების მოპარვის შესახებ.

 

ი-------------------- განცხადებით (რეგ. N-------) დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ--- განყოფილებას მიმართა მოქ. ი--------------- რომელმაც განაცხადა თბილისში, მ-------------------–-- ქ. N79-ის მიმდებარედ მისი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან უკანა ხედვის სარკეების მოპარვის თაობაზე.

 

შეტყობინების რეგისტრაციის N------- ბარათის თანახმად, 2017 წლის 0---------რს, საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა მოქ. ვ----------------- რომელმაც განაცხადა, რომ ქ. თბილისში, მ---------- ქ. N44-თან მდგარი, მისი კუთვნილი ავტომანქანიდან, სახ. ნომრით T--------- მოპარული იქნა უკანა ხედვის სარკის შუშები.

 

ე-------------------- განცხადებით (რეგ. N-------) დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ--- განყოფილებას მიმართა მოქ. ე------------- რომელმაც განაცხადა თბილისში, მ---------- ქ. N34-ის მიმდებარედ მისი „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანიდან უკანა ხედვის სარკეების მოპარვის თაობაზე.

 

შეტყობინების რეგისტრაციის N------- ბარათის თანახმად, 2017 წლის 0---------რს საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა მოქ. კ-------------, რომელმაც განაცხადა, რომ ქ. თბილისში, მ--------------------- ქ. N48-თან მდგარი მისი კუთვნილი ავტომანქანიდან, სახ. ნომრით Z--------- მოპარული იყო უკანა ხედვის სარკის შუშები.

 

გ------------------ განცხადებით (რეგ. N-------) დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ--- განყოფილებას მიმართა მოქ. გ------------- რომელმაც განაცხადა ქ. თბილისში, ზ------------ ქ. N1-ის მიმდებარედ მის სარგებლობაში არსებული „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანიდან უკანა ხედვის სარკეების მოპარვის თაობაზე.

 

დ---------------- განცხადებით (რეგ. N-------- დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ--- განყოფილებას მიმართა მოქ. დ------------- რომელმაც განაცხადა 2017 წლის 0---------რს, თბილისში, კ---------- N24-ის მიმდებარედ მისი „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომანქანიდან უკანა ხედვის სარკეების მოპარვის თაობაზე.

 

დაზარალებულმა თ----------------–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა “რენჯ როვერი“, სახ. ნომრით P--------- 2017 წლის 0----------ის დილით სახლიდან გამოსულმა აღმოაჩინა, რომ მის ავტომანქანას, რომელიც წინა დღეს საცხოვრებელი სახლის წინ გააჩერა, აღარ ჰქონდა უკანა ხედვის სარკეები.

 

დაზარალებულმა ვ----------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------- 2017 წლის 0---------რს, საღამოს, მანქანა გააჩერა ქ. თბილისში, მ---------- ქ. N44-ის მიმდებარედ, 2017 წლის 0---------რს, დილით კი, ნახა, რომ მანქანას აღარ ჰქონდა უკანა ხედვის სარკეები.

 

დაზარალებულმა ე-–------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ტუარეგი“ სახ. ნომრით V--------- 2017 წლის 0---------რს, დილით, აღმოაჩინა, რომ მანქანას, რომელიც წინა დღეს გააჩერა მ---------- ქ. N34-ის მიმდებარედ, სარკეები ჰქონდა მოხსნილი.

 

დაზარალებულმა კ-------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 0---------რს, საღამოს, მისი კუთვნილი, “ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომანქანა გააჩერა სახლის წინ, მ--------------------- ქ. N48-ის მიმდებარედ, მეორე დღეს კი ნახა, რომ მანქანის უკანა ხედვის არცერთი სარკე ადგილზე აღარ იყო.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 0---------რს, 13:50 – 16:25 სთ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ თბილისში, ზ------------ ქ. N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ „ჰიუნდაის“ მარკის, A-------- სახ. ნომრის მქონე, ჯიპის ტიპის ავტომანქანას, უკანა ხედვის სარკეებისთვის განკუთვნილი ბუდეები ჰქონდა ცარიელი.

 

ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს, 14:55-17:35 სთ. ქ. თბილისში, თ--------- N44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით T--------- ხოლო ამავე ქუჩის N34-ის მიმდებარედ - „ფოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით V--------- საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მანქანების წინა კარებთან არსებული უკანა ხედვის სარკეებისათვის განკუთვნილი ბუდეები იყო ცარიელი.

 

ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 0---------რს, 15:10-16:15 სთ. თბილისში, მ--------------------- ქ. N48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა კ-------------- კუთვნილი ავტომანქანა - „ტოიოტა პრადო“, სახ. ნომრით Z--------- რა დროსაც დადგინდა, რომ მანქანის ორივე მხარეს არსებული უკანა ხედვის სარკეებისთვის განკუთვნილი ბუდეები იყო ცარიელი.

ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს, 17:40-18:55 სთ. ქ. თბილისში, თ--------- N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა „რენჯ როვერის” მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით P--------- ავტომანქანას უკანა ხედვის სარკეებისათვის განკუთვნილი ბუდეები ჰქონდა ცარიელი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 04-0---------რს, 23:30 – 00:30 სთ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ თბილისში, მ-------------------–-- ქ. N79-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ „მერსედესის“ მარკის, F-------- სახ. ნომრის მქონე, ჯიპის ტიპის ავტომანქანას, უკანა ხედვის სარკეებისთვის განკუთვნილი ბუდეები ჰქონდა ცარიელი.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ავტომანქანის - “HYUNDAI VERACRUZ”, სახ. ნომრით A-------- - უკანა ხედვის მარჯვენა და მარცხენა სარკეთა ღირებულება შეადგენს 100-100 ლარს.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ავტომანქანის - “MERSEDES-BENC”, სახ. ნომრით T-------- - უკანა ხედვის მარჯვენა და მარცხენა სარკეთა მინებისა და აღდგენითი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 110 ლარს.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, - ავტომანქანის - “MERSEDES-BENC GL-450”, სახ. ნომრით F-------- - უკანა ხედვის მარჯვენა და მარცხენა სარკეთა მინების ღირებულება შეადგენს 100-100 ლარს.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ავტომანქანის - “VOLKSWAGEN TOUAREG”, სახ. ნომრით V-------- - უკანა ხედვის მარჯვენა და მარცხენა სარკეთა მინების და მათი აღდგენის ღირებულება შეადგენს 210 ლარს.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „LAND ROVER RANGE ROVER”-ის, სახ. ნომრით P--------- უკანა ხედვის მარჯვენა და მარცხენა სარკეთა მინების ღირებულება შეადგენს 200-200 ლარს.

 

მოწმე დ------------------------ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 0---------რს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 0---------რს, ქ. თბილისში, წ------------------ ქ. N48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტოიოტა პრადოს“ უკანა ხედვის სარკეები მოპარული იქნა 1--- წელს დაბადებული დ----------------- მიერ. მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე გ--------------------, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 0---------რს განყოფილებაში მოახდინა დ----------------- გამოკითხვა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიუთითა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გადამოწმების მიზნითაც გადაწყდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად ამოღებული იქნა დ------------- მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი, მისსავე საცხოვრებელ ბინაში არსებული ჩანთა, მასში მოთავსებული უკანა ხედვის სარკეებით. ბრალდებულმა განმარტა, რომ წარმოდგენილი სარკეები მოპარული ჰქონდა თავის მეგობარ, გ-------–--------- ერთად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დ------------- ასევე მიუთითა ის ადგილები, სადაც, მისი განმარტებით, გ-----–--------- ერთად გაქურდა ავტომანქანები. დ------------ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მისგან ამოღებული იქნა ავტომანქანა, რომლითაც, იგი გ-----–--------- ერთად გადაადგილდებოდა დანაშაულებრი-- საქმიანობის პროცესში. მოწმის განმარტებით, მონაწილეობა გ------------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებული იქნა გ-----–------- მიერ გადაყრილი უკანა ხედვის სარკეები.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს, 00:10-01:48 სთ. პერიოდში, შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- გამომძიებლების - გ--------------------- და ლ--------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ბრალდებულმა დ----------------- სამართალდამცველებს წარუდგინა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თბილისში, ვ---------–------------------------------------------------------ ბინა N14-ის მისაღებ ოთახში არსებული დიდი ზომის ჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა უკანა ხედვის 40 ცალი სარკე. ამავე საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დ----------------- გამომძიებლებს მიუთითა ჩ------------- რაიონში მდებარე ადგილები, სადაც, მისივე განმარტებით, გ-----–--------- ერთად ავტომანქანებს მოხსნა უკანა ხედვის სარკეები, - თ--------- N9-ის, N44-ის, N34-ის, ქ--------- ქ. N1-ის, წ------------------ ქ. N79-ის და N48-ის მიმდებარე ტერიტორიები.

 

ა-------------------, შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 0---------რს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 0---------რს, ქ. თბილისში, წ------------------ ქ. N48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტოიოტა პრადოს“ უკანა ხედვის სარკეები მოპარული იქნა 1--- წელს დაბადებული გ-------–------- მიერ, რომელიც იმ დროისათვის იმყოფებოდა მისსავე საცხოვრებელ სახლში. მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე ზ----------------------, შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ა---------------- მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხელმძღვანელობის დავალებით, რ---------------------------------------------------- ერთად გაემართა გ-----–------- საცხოვრებელ მისამართზე. კორპუსთან მისვლისას, თავად იქვე, ეზოში დარჩა, რ---------------------------------------------- კი გ-----–------- ბინაში ავიდნენ. დაახლოებით ხუთ წუთში დაინახა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გაიხსნა ფანჯარა და გ-------–------- ბინიდან პოლიეთილენის პარკი გადმოაგდო. პარკი მის სიახლოვეს დავარდა, რა დროსაც გაიგონა მსხვრევის ხმა. შემოწმებისას მასში აღმოჩნდა ავტომანქანის უკანა ხედვის ორი სარკე, რომელთაგან ერთი იყო დაზიანებული. აღნიშნულიდან მცირე ხანში რ---------------------- და ვ-----------------------------–------ სადარბაზოდან გამოიყვანეს და დაკავებული ავტომანქანით განყოფილებაში წაიყვანეს. თავად ადგილზე დარჩა და გამომძიებლის და ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში - გ-----–------- მიერ გადმოგდებული პარკის ამოღებაში.

მოწმე ვ--------------------, შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული გ-------–------- დაკავებაში, ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგენილია მის მიერ. მოწმე ვ---------------- დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ გ-----–------- ბინაში არ ყოფილა, იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და დაინახა გ-----–------- მიერ მისივე ბინის ფანჯრიდან სარკეების გადმოყრის ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ვ---------------- ზემოაღნიშნული ჩვენება მის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან ჩვენების მიცემისას მოწმის განმარტებები იყო არადამაჯერებელი და მოკლებული იყო კატეგორიულობას (სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული განპირობებულია შემთხვევიდან გასული დროის ფაქტორით). ამასთან, ვ---------------- ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ზ---------------- თანმიმდევრულ ჩვენებასა და ბრალდებული გ-----–------- დაკავების ოქმში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედების ზემოაღნიშნული ოქმი შედგენილია თავად ვ--------------- მიერ და რეალობასთან მისი შესაბამისობა საკუთარი ხელმოწერით დადასტურებული აქვს, როგორც ოქმის შემდგენს, ისე დაკავებულ გ----------- და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებელ რ----------------

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 0---------რს, 05:05-05:35 სთ. შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- გამომძიებელ გ-------------------- მიერ თბილისში, ვ-------------------------------------------------------------------- არსებულ ტერიტორიაზე ნანახი და ამოღებული იქნა გამომძიებელ ზ---------------–---–ის (რომელიც ახორციელებდა ადგილმდებარეობის დაცვას) განმარტებით, ამავე კორპუსში მდებარე, გ-----–------- ბინის ფანჯრიდან გადმოგდებული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ავტომანქანის უკანა ხედვის ორი სარკე.

 

ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ობიექტები (ქ. თბილისში, ვ--------------------------------------------------------- მიმდებარედ, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული და დ----------------- საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული სარკეები) წარმოადგენს ავტომობილის გვერდითა უკანა ხედვის სარკეებს. აღნიშნული სარკეები განკუთვნილია სხვადასხვა - „ვოლვოს“, „ტოიოტას“, „ლენდ როვერის“, „მერსედესის“, „ნისანის“, „ბმვ“-ს, „სუზუკის“, „მიცუბიშის“, „ფოლცვაგენის“ და „რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილებისთვის.

 

ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დგინდება, რომ 2017 წლის 1---------რს, თბილისში, მ--------------------- ქ. N39-ში მდებარე მაღაზიიდან „------------------ გამოთხოვილი იქნა გარე სამეთვალყურეო კამერების 2017 წლის 03 ნოემბრის 00:00 სთ. - 0----------ის 12:00 სთ. პერიოდის ჩანაწერები.

 

ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს, 04:02:48 სთ.-ზე, ქ. თბილისში, მ-------------------- ქ. N48-ის მიმდებარედ მდგარ, ჯიპის ტიპის შავ ავტომანქანასთან გაჩერდა ვერცხლისფერი (ნაცრისფერი), სედანის მოდელის ავტომანქანა, საიდანაც, სალონის წინა მარჯვენა (მძღოლის გვერდით) კარიდან გადმოვიდა მამაკაცი, მიუახლოვდა ზემოაღნიშნულ მანქანას, წინა კარებთან, ჯერ - ერთ, შემდეგ კი მეორე მხარეს გააკეთა გარკვეული მანევრები, რის შემდეგაც ნაჩქარებად დაბრუნდა შორიახლოს გაჩერებულ ავტომანქანაში და მიიმალა.

 

ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 0---------რს, 02:15-02:35 სთ. შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- გამომძიებელ გ-------------------- მიერ ამოღებული იქნა ბრალდებული დ----------------- კუთვნილი ნაცრისფერი, მარცხენასაჭიანი ავტომანქანა „LEXUS IS 300”, სახ. ნომრით G---------

 

ბრალდებულებმა დ----------------- და გ-------–------- წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში დ----------------- და გ-------–------- უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან თვლის, რომ მათი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია ნებისმიერი ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ თითოეული ეპიზოდით მოცული ქმედება სწორედ ბრალდებულების მიერაა ჩადენილი.

დ----------------- ბრალეულობა ქურდობის ბრალადშერაცხულ ეპიზოდებში, რომელთა ჩადენასაც იგი დღეის მდგომარეობით უარყოფს, დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ამ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირის - გამომძიებელ გ-------------------- ჩვენებით. მოცემულ მტკიცებულებებში დაწვრილებით და დამაჯერებლადაა ასახული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიუთითა დ------------- გამოძიებას ის ადგილები, სადაც, მისი განმარტებით, მან და გ-----–-------, იქვე მდგარ ავტომანქანებს მოპარეს უკანა ხედვის სარკეები. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ გაცხადებული ფაქტობრი-- გარემოებები სრულად დაემთხვა გამოძიების ხელთ არსებულ ინფორმაციას 2017 წლის 0---------რს ჩ------------- რაიონში ავტომანქანების გაქურდვის ფაქტებზე.

დაცვის მხარის პოზიციის საპასუხოდ, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სამართლებრი-- შეფასებისას იგი ითვალისწინებს საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ 247-ე მუხლით დადგენილ რეგულაციას, რომლის თანახმად თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითვალისწინებს რა წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით ბრალდებული დ------------- პოზიციას, საგამოძიებო ექსპერიმენტისას ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით მიცემულ ინფორმაციას სასამართლო არ იყენებს დ------------- ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუმცა, ამავე დროს, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სსსკ 247-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი არ გამორიცხავს ოქმით და მასზე დართული ფოტომასალით დადასტურებული იმ ფაქტის მტკიცებულებად გამოყენებას, რომ ბრალდებულმა დ------------- საგამოძიებო მოქმედებისას მიუთითა სწორედ ის ადგილები, სადაც მართლაც გაიქურდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირთა ავტომანქანები, ხოლო მის ბინაში კი შენახული აღმოჩნდა სწორედ ის დეტალები (უკანა ხედვის სარკეები), რომლებიც ზემოაღნიშნულ ავტომანქანებს რეალურად მოპარეს. სასამართლო თვლის, რომ გამომძიებელ გ-------------------- ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ცალსახად მიუთითებს საგამოძიებო ექსპერიმენტისას აღიარებულ დანაშაულთა დ------------- მიერ ჩადენაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის არქონის პირობებშიც, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, - სადაც დაფიქსირებულია თბილისში, მ--------------------- N48-ის მიმდებარედ მდგარი, კ-------------- კუთვნილი ავტომანქანის უკანა ხედვის სარკეთა მინების ქურდობის ფაქტი, -ასახავს დ------------- მიერ, სხვა პირთან ერთად ჩადენილ და მოგვიანებით მის მიერ აღიარებულ დანაშაულებრივ ფაქტს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდნენ დამნაშავეები, ფერითა (ნაცრისფერი, ვერცხლისფერი) და ტიპით (სედანი) დ------------- კუთვნილი ავტომანქანის ანალოგიურია.

ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენაში დ------------- თანამონაწილე ბრალდებული გ-----–-------, დასტურდება ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ადგილას პოლიციის თანამშრომლების გამოცხადებისას მისი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან ავტომანქანის უკანა ხედვის ორი სარკის გადაგდების ფაქტით, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა კორპუსის ეზოში მდგარ პოლიციის თანამშრომელს. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ამ გარემოებას და ეჭვქვეშ აყენებს მხოლოდ იმას, - არსებული განათების პირობებში რამდენად ჰქონდა პოლიციის თანამშრომელს შესაძლებლობა ფანჯარაში დანახული პირის იდენტიფიცირება მოეხდინა.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ გ-----–------- ფანჯრიდან გადაყრილი სარკეები დანაშაულებრი-- გზით იყო მოპოვებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----–------- ბინიდან სარკეების გადაგდების ფაქტი, რომელიც დაემთხვა მის ბინაში პოლიციის თანამშრომელთა გამოცხადებას, თავისთავად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ-----–------- საგანგებოდ სცადა მათი თავიდან მოშორება, რადგან დანაშაულის ჩადენაში მის მამხილებელ მტკიცებულებებად მიიჩნევდა მათ.

სასამართლო თვლის, რომ გ-----–------------ არათუ მხოლოდ ცნობილი იყო სარკეების დანაშაულებრი-- წარმომავლობის შესახებ, არამედ იგი თავად იყო დანაშაულის ერთ-ერთი ამსრულებელი. ამას, ზემოაღნიშნულის გარდა, მოწმობს საგამოძიებო მოქმედებათა დროს დ------------- მიერ არაერთგზის გაკეთებული განცხადება, რომ ქურდობა გ-----–--------- ერთად ჩაიდინა. დ------------- და გ-----–------ შორის არსებული მეგობრობული ურთიერთობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ------------- მხრივ გ-----–------------ დანაშაულის დაბრალების არანაირი ინტერესი საქმის სასამართლო განხილვით არ დადგენილა (ამგვარი ინტერესის არსებობას არც გ-----–------ აღნიშნავს), სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს დ------------- განმარტებას ქურდობის გ-----–--------- ერთად ჩადენის თაობაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრი-- გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრი-- სტანდარტით, რის შედეგადაც მი--და დასკვნამდე, რომ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრი-- გარემოებების ნამდვილობა და უტყუარობა სრულადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ, - წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა (და არა მათი განყენებულად შეფასების) და ანალიზის შედეგად ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა დ-------------------------–-----------------------–-----------------------------------–----------------------------------------------------–----------------------- და დ---------------- მფლობელობაში არსებულ ავტომანქანებზე უკანა ხედვის სარკეების ფარულად მოხსნისა და მისაკუთრების ფაქტები.

ქმედების სამართლებრი-- შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტი), სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი), ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მ--- ნაწილის „ა“ პუნქტი), რაც, ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 150 ლარის ზევით.

სასამართლო თვლის, რომ დ-------------- და გ-----–------- ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებითა (სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, წინასწარი შეთანხმებით ჯფუგის მიერ) გათვალისწინებულ დანაშაულთა ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, დ------------ და გ-----–------ დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი მათთვის ბრალადშერაცხულ, ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში დ----------------- და გ-------–------------- სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლეს, მიყენებული ზიანის ოდენობას და თვლის, რომ დ----------------- და გ-------–------- მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ-------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით (ექვსი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,რენჯ როვერის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,მერსედეს GL 450”- ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,ფორცვაგენ ტუარეგის”- ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,ტოიოტა პრადოს” ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,ჰიუნდა IX 55”-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,ტოიოტა პრადოს” ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,მერსედეს ე კლასის” ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (,,რენჯ როვერის“ ეპიზოდი) გათვალისწინებულმა დანაშაულმა შთანთქოს 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები (სხვა ეპიზოდები) და საბოლოოდ, გ-------–------ სასჯელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------–------ სასჯელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ-------–------ სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 0-----------დან.

დ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,რენჯ როვერის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,მერსედეს GL 450”- ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,ფორცვაგენ ტუარეგის”- ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,ტოიოტა პრადოს” ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,ჰიუნდა IX 55”-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,მერსედეს ე კლასის” ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტით (,,ტოიოტა პრადოს” ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (,,რენჯ როვერის“ ეპიზოდი) გათვალისწინებულმა დანაშაულმა შთანთქოს 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები (სხვა ეპიზოდები) და საბოლოოდ, დ---------------- სასჯელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ---------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 0-----------დან.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ავტომანქანის 40 ცალი სარკე და ადგილდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი სარკე - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს. 3. დ------------- კუთვნილი ,,ლექსუსის“ მარკის ავტომანქანა და გასაღები - გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს. 4. თითის კვლები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები - განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე