გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26017-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ა-- მეშველიანი
მოსარჩელე - შპს „მ---- ე----- კ--------ი“
წარმომადგენელი - ა-- ბ-------–---–ი
მოპასუხე - თ----- ხ----ა, თ----- გ-----ე, თ------ ხ----ა, ქ--------- ჯ--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის შპს "მ---- ე----- კ--------ის" სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხის 2034 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხეებისათვის შპს "მ---- ე----- კ--------ის" სასარგებლოდ სარგებლის 911,23 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
1.3. მოპასუხეებისათვის შპს "მ---- ე----- კ--------ის" სასარგებლოდ ავტომობილის შეფასების აქტის სა--ცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის ა--ზღაურება;
1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2016 წლის 29 მარტს მოსარჩელესა და თ----- ხ----ას შორის გაფორმებულ საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3774 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომანქა--: მარკა, მოდელი - B-- X-, სარეგისტრაციო ნომერი: L------.
მსესხებლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა თ----- გ-----ის, თ------ ხ----ასა და ქ--------- ჯ--------ის თავდებობით.
2016 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია, მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 2520 აშშ დოლარად, რაც გაიქვითა შემდეგნაირად: 820 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული სარგებელი, 1700 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის მსესხებელს ერიცხებოდა დავალიანება 3734 აშშ დოლარი, შესაბამისად, მას კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირთადი თანხა 2034 აშშ დოლარი, რასაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 4%. ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან (2---------) სარჩელის შეტანის დღემდე გასულია სრული 11 ვე და 06 დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 911,23 აშშ დოლარს.
ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თა--ხმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლია--დ დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და და--ხარჯებზეც, რაც წარმოიშვა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, 2017 წლის 11 სექტემბერს მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება და მიეცათ დამატებითი ვადა.
2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 2945,23 აშშ დოლარსა და 100 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს თ----- ხ----ას, თ----- გ-----ესა და ქ--------- ჯ--------ეს წერილობით შესაგებლები არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
მოპასუხე თ------ ხ----ამ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 მარტს შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და თ----- ხ----ას შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მხარეებს შორის იმავე დღეს გაფორმდა სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება №L---------.
შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით (სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების მე-3 პუნქტი) გადასცა სესხი 3774 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სესხის სარგებელს, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
ხელშეკრულებები (ს.ფ. 16-23).
3.1.2. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების თა--ხმად, გირავნობით დაიტვირთა თ----- ხ----ას საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - B-- X-, სარეგისტრაციო ნომერი: L------, ტრანსპორტის საინფორმაციო ნომერი - W----------------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
ხელშეკრულება (ს.ფ. 16-23).
3.1.3. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილება ხდება მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებით, ხოლო მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამსესხებელი უფლებამოსილი იყო საკუთარი არჩევანით გამოეყენებინა „ა)“, „ბ)“, „გ)“, ან „დ)“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე უფლება:
ა) გადაიფორმოს საკუთარ სახელზე გირავნობის საგანი (ავტომობილი გადავიდეს მოგირავნის საკუთრებაში), რა დროსაც მოგირავნე უფლებამოსილია უპირობოდ განცხადებით მიმართოს მომსახურების სააგენტოს და დაარეგისტრიროს ავტომობილზე თავისი საკუთრების უფლება;
ბ) მოითხოვოს და გა--ხორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ (პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისოს გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე);
გ) მოითხოვოს და გა--ხორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით;
დ) გა--ხორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21).
3.1.4. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლია--დ დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდებოდა იმ ხარჯებსა და და--ხარჯებზეც, რაც წარმოიშვა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21).
3.1.5. 2016 წლის 29 მარტს შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და თ----- გ-----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თა--ხმად, თ----- გ-----ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელესა და თ----- ხ----ას შორის 2016 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 12000 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25).
3.1.6. 2016 წლის 29 მარტს შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და თ------ი ხ----ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თა--ხმად, თ------ი ხ----ამ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელესა და თ----- ხ----ას შორის 2016 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 12000 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28).
3.1.7. 2016 წლის 29 მარტს შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და ქ--------- ჯ--------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თა--ხმად, ქ--------- ჯ--------ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელესა და თ----- ხ----ას შორის 2016 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 12000 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-31).
3.1.8. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „მ---- ე----- კ--------მა“ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია 2520 აშშ დოლარად, საიდა--ც 820 აშშ დოლარით დაიფარა სესხზე დარიცხული სარგებელი, 1700 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დარჩენილი დავალიანება შეადგენს სესხის ძირითადი თანხის სახით - 2034 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული დავალიანების სახით - 911,23 აშშ დოლარს, ავტომობილის შეფასების ღირებულება - 100 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება №---------- (ს.ფ. 33).
შპს „G- G----” -ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 34-40).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 55).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ---- ე----- კ--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის მე-10, 54-ე, 325-ე, 623-ე, 625-ე, 276-ე, 891-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და თ----- ხ----ას შორის 2016 წლის 29 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა 3744 აშშ დოლარი. სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა თვეში 4%-ით. ასევე, დადგენილია, რომ მსესხებელს ვალდებულება არ შეუსრულებია.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად გა--ხორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „მ---- ე----- კ--------ი“ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, რომლის მიერ განისაზღვრა სესხის სარგებელი ყოველთვიური 4%, რაც წლიური 48 პროცენტია.
მართალია, თ----- ხ----ა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო გა--კვეთი (წლიური 48%) დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო გა--კვეთებს, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში.
სასამართლო საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, რაც ცხადჰყოფს, რომ სარგებლის მიმღები, შპს „მ---- ე----- კ--------ის“ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რამდენადაც მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო გა--კვეთი და მოსალოდნელი რისკები, რითაც მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ამგვარი ვითარების შეფასების კრიტერიუმად საქართველოს უზენაესი სასამართლო იყენებს კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანის მიერ ვითარების გონივრულად განსჯას, რის შემდეგაც სესხის წლიური სარგებლის 48%-ით განსაზღვრას, ყველა კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (იხ, სუსგ, ას-663-629-2015, 2015 წლის 28 ივლისი).
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის გადაცემის შეთანხმების მესამე პუნქტით, რომლითაც გამსესხებელმა სესხით სარგებლობისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, რამდენადაც გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილების გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და თ----- ხ----ას შორის 2016 წლის 29 მარტს გაფორმებული სესხის გადაცემის შეთანხმების მესამე პუნქტი; სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გონივრულობის ფარგლებში, საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვროს თვეში 2%-ით (წლიური 24%).
მოსარჩელე ითხოვს 11 თვისა და 6 დღის საპროცენტო სარგებლის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ 2016 წლის 29 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრა თვეში 2%-ით, შპს „მ---- ე----- კ--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: აღნიშნულ პერიოდში დარიცხული სარგებლის ოდენობა სასამართლოს მიერ განსაზღვრული პროცენტის ოდენობის მიხედვით შეადგენს 75,48 აშშ დოლარს თვეში, ჯამში - 845,37 აშშ დოლარს. ამასთან, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხაც - 2520 აშშ დოლარიც უნდა გადა--წილდეს შემცირებული საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით, კერძოდ დაიფარება არა 820 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, რაც გაანგარიშებული იყო წლიურ 48%-ზე, არამედ - 410 აშშ დოლარი; ამასთან, დარჩენილი 2110 აშშ დოლარით უნდა დაიფაროს სესხის ძირითადი თანხა, რის შემდეგაც სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ოდენობა შეადგენს არა 2034 აშშ დოლარს, არამედ 1664 აშშ დოლარს (3774-2110).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ხ----ას დავალიანების ოდენობა უნდა განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხით - 1664 აშშ დოლარით, ხოლო საპროცენტო სარგებლის ოდენობა - 845,37 აშშ დოლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლია--დ არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კ--------ორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, კ--------ორი შპს „მ---- ე----- კ--------ი“ და მოვალე თ----- ხ----ა სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ, ხელშეკრულების 6.4 პუნქტით.
კ--------ორმა შპს „მ---- ე----- კ--------მა“ გამოიყენა ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ. რეალიზაციის შედეგად თ----- ხ----ას დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 1664 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი - 845,37 აშშ დოლარს, რისი მოთხოვნის უფლებას აქვს კ--------ორს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ--------ორის წინაშე მესამე პირს ან უკა--სკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თა--ბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კ--------ორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თა--ხმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და თ----- გ-----ეს, თ------ ხ----ასა და ქ--------- ჯ--------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებებმა კ--------ორის წინაშე იკისრეს მსესხებლის თ----- ხ----ას მიერ კ--------ორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თითოეული თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12000 აშშ დოლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა თ----- ხ----ამ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება 2509,37 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „მ---- ე----- კ--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2509,37 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებებს, თითოეულს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის 12000 აშშ დოლარის ფარგლებში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.16 პუნქტით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
შესაბამისად, შპს „მ---- ე----- კ--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის 186,82 ლარის ა--ზღაურება, ხოლო და--რჩენი 35,56 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების ხარჯის 100 ლარის ა--ზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 268-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „მ---- ე----- კ--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს თ----- ხ----ას, თ----- გ-----ეს, თ------ ხ----ასა და ქ--------- ჯ--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 1664 აშშ დოლარი და პროცენტი 845,37 აშშ დოლარი.
3. მოპასუხეებს დაეკისროთ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების 100 ლარი.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ა--ზღაურების მიზნით 186,82 ლარის ა--ზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე