განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1----------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორ - ი---------------------
ბრალდებულ - თ-----------
ადვოკატ - მ----------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-----------------–-------------------------- - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: გ--------------------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------------------------------------------------–---- მიმართ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თ---------- ბრალად ედება მითვისება ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------- განაჩენით თ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი პირობითი მსჯავრი.
2018 წლის 2-------ლს, თ---------- თავის შვილთან--–---------------- ერთად იქირავა კ--------------- კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ.თბილისი, ო-------------------- ბინა #4, საიდანაც ამავე წლის 21 ივნისამდე დროის მონაკვეთში, წინასწარი შეთანხმებით ლ---------------- ერთად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საოჯახო ტექნიკა. აღნიშნულმა ქმედებამ ერთიანობაში 4300 (ოთხიათას სამასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და თ---------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია თ---------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
თ---------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების: კ----------------------–------–------–------–--–---------–---–-----------------–---–----------------------–-------------------–-------------------------–------------ გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ თ---------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ფაქტები მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. ისინი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ჩაიდინა მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი სანქციას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში მძიმე კატეგორიის დანაშაული. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის საკმარისია ჯარიმის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, ბრალდებულს ჩადენილი ქმედებებისათვის, დაენიშნოს სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე დროს სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულ თ---------- ნასამართლობაზე, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც ქმნის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების წინაპირობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ „ბ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ---------- სასჯელად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თ---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
თ--------- მსჯავრებულის სახით დაკავებულ იქნეს სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2-------------დან.
საქართველოს სსსკ-ის 178-ე და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის თ---------------------––-–------ შვილები - ა--------------------------------------------------------- მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის პერიოდში - ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე დარჩენის შემთხვევაში მზრუნველობისათვის გადაეცეს ბავშვების ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ,,Gorenje“-ის ფირმის გამწოვი და მაცივარი, ,,Samsungis”-ის ფირმის ტელევიზორი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე