განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
080100118002253649
დავის ტიპი
353 1
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/30-18 (№088040817801)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 სექტემბერი 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---- ცი-------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ბა------- ჯა----–---–-

მამის სახელი: რე-----

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ფო---- ქ. N--

 

ადვოკატი - ნა---- ჩხ-------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

სხდომის ტიპი - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა რე---- ქა----–---მ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა ბა------ ჯა----–---–- და მოათავსა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 

2017 წლის 4 აგვისტოს, 12:00 საათზე ბა------ ჯა----–---–თან ბრალის წარდგენის მიზნით, ადვოკატ ზვ---- დუ-------თან ერთად შევიდა გამომძიებელი რე---- ქა----–---. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის პროცესში ბა------ ჯა----–---–- აღელდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რე---- ქა----–---ს. გამომძიებელმა მას დამშვიდებისკენ მოუწოდა. დამშვიდების ნაცვლად ბა------ ჯა----–---–მა თავდაპირველად მარჯვენა გაშლილი ხელი გაარტყა სახის მარცხენა ნაწილში რე---- ქა----–---ს, შემდეგ კი აიღო სკამი და დასარტყმელად იწევდა მისკენ. ადვოკატი და გამომძიებელი შეეცადნენ მის შეჩერებას და სკამის წართმევას, რა დროსაც ბა------ ჯა----–---–მა რე---- ქა----–---ს მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში, სადაც განუვითარდა სისხლნაჟღენთი, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რე---- ქა----–---მ განმარტა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელის თანამდებობაზე. 2018 წლის 4 აგვისტოს ბა------ ჯა----–---–თან ბრალდების დადგენილების გასაცნობად ადვოკატ ზვ---- დუ-------თან ერთად შევიდა იზოლატორში, ვინაიდან ბა------ ჯა----–---–- მის მიერ დაკავებული იყო ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვისათვის. ბა------ ჯა----–---–- როდესაც შეიყვანეს ოთახში ეტყობოდა, რომ იყო აღელვებული და მის მიმართ არ იყო კეთილგანწყობილი. შეატყო, რომ არ იყო კარგად და კითხა ექიმის დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, თუმცა ბა------ ჯა----–---–მა უთხრა, რომ გაეკეთებინა ის, რისთვისაც იყო მისული და მას ამაზე მეტს ვერაფერს დაუშავებდნენ. როდესაც გადასცა დადგენილება ბრალდების შესახებ ბა------ ჯა----–---–მა განაცხადა, რომ შეეძლო მხოლოდ მისი ადვოკატისთვის გაეცნო ბრალი. რე---- ქა----–---მ უთხრა, რომ აუცილებელი იყო ბრალს ისიც გაცნობოდა. ამის შემდეგ ბა------ ჯა----–---–მა ფურცლები მიატრიალა მის მხარეს და დაიწყო ხელის მოწერა. ბოლო გვერდზე, ხელს აწერდა ფურცლის ბოლოს, მისი სახელი კი იყო ფურცლის თავში მითითებული, ბა------ ჯა----–---–ს მან შენიშვნა მისცა, რომ ხელი მოეწერა არა ფურცლის ბოლოს, არამედ თავში. ამის შემდეგ ის გაღიზიანდა და ფურცლები მიაყარა სახეში, რე---- ქა----–---მ უთხრა დაწყნარებულიყო, თუმცა მან სახეში მიარტყა ხელი. ასევე, აიღო სკამი და გაიწია მისკენ. ადვოკატი ზვ---- დუ------ რომ არ ყოფილიყო აშკარად ისროდა სკამს მისი მიმართულებით. ადვოკატი ცდილობდა ბა-------ს შეჩერებას, თუმცა მაინც მოახერხა ფეხი ჩაერტყა წვივში. ბა------ ჯა----–---–მა ხელი მოარტყა ასევე მარცხენა ყბაში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა რაიმე დაზიანება არ მიუღია. ამის შემდეგ ,,კაპეზეს’’ ექიმის მიერ მოხდა მისი შემოწმება და შემდეგ გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ბა------ ჯა----–---–თან რაიმე პირადი დაპისრისპირება არ ჰქონია და ბრალის წარდგენა იყო მიზეზი, რის გამოც ბა------ ჯა----–---–ს მის მიმართ ჰქონდა აგრესია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზვ---- დუ------მ განმარტა, რომ იცავდა ბა------ ჯა----–---–-ს ინტერესებს. 2017 წლის 4 აგვისტოს გამომძიებელ რე---- ქა----–---სთან ერთად შესული იყო ბა------ ჯა----–---–თან, რათა დასწრებოდა ბრალის წარდგენას. როდესაც შევიდნენ ოთახში გამომძიებელმა მიაწოდა ბრალის შესახებ დადგენილება, რომელიც ორ ეგზემპლარად ჰქონდა. როდესაც ბრალის შესახებ დადგენილების კითხვა დაიწყო, ამ დროს შეიყვანეს ბა------ ჯა----–---–-. გამომძიებლის მხრიდან იყო კითხვები ბა-------ს მიმართ კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თავს ცუდად ხომ არ გრძნობდა და ექიმის დახმარება ხომ არ იყო საჭირო. ბა------მა გაბრაზებულმა უპასუხა: ,,შენ საერთოდ არ გაინტერესებს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააკეთე ის რისთვისაც ხარ მოსულიო“. ამის შემდეგ გამომძიებელმა მიაწოდა დადგენილება გასაცნობად და ბა------მა დაიწყო ხელის მოწერა. ამ დროს გამომძიებელმა უთხრა, რომ არასწორ ადგილზე აწერდა ხელს და ხელის მოწერამდე ჯობდა ბრალის დადგენილება წაეკითხა. ამის შემდეგ დაინახა, როგორ მოხვდა ქაღალდები გამომძიებელს და როგორ დაიყარა ქვემოთ. თავადაც დაიბნა და როცა გამომძიებელს შეხედა ხელი ეკიდა ლოყაზე და ამბობდა ,, შენ ვის დაარტყიო“, ამის შემდეგ ბა------ ჯა----–---–- წამოდგა და ის სკამი რომელზეც იჯდა აიღო ხელში, ამ დროს ხელი მოხვია ბა------ს რომ დაეკავებინა, ბა------- ამბობდა: ,,ცუდად ვარ დავლეწავ ყველაფერსო“. ამასობაში სკამს გამომძიებელმაც მოკიდა ხელი და ბა------ს ეუბნებოდა ძირს დააგდეო. თავად შეძლო ის, რომ ბა------ს სკამი დაეგდო და იქვე ღია კარში შეეცადა მის გაყვანას. ამასობაში შემოვიდნენ ,,კაპეზეს’’ თანამშრომელები და ბა------- გაიყვანეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არ შეუძლია დააფიქსიროს რე---- ქა----–---ს წვივზე დაზიანება მიაყენა თუ არა ბა------ ჯა----–---–მა, ვინაიდან კონფლიქტიდან გამომდინარე აქცენტი გადატანილი ჰქონდა წელს ზემოთ, რადგან ბა------ ჯა----–---–ს აკავებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამომძიებლის მხრიდან ბა------ ჯა----–---–-ს მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე და---- ხუ------მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 4 აგვისტოს იყო მორიგე, გამომძიებლის მომართვა შევიდა ბა------ ჯა----–---–თან შეხვედრაზე, მან და გი------ კო------მ დაკავებული გამოიყვანეს საგამოძიებო ოთახში. დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ ხმაური შემოესმა ოთახიდან და შევიდა, სადაც იმყოფებოდა გამომძიებელი რე---- ქა----–---, დაკავებული ბა------ ჯა----–---–- და ადვოკატი ზვ---- დუ------. ოთახში შესვლის შემდეგ დაინახა, რომ ადვოკატი აკავებდა ბა------ ჯა----–---–ს, ხელები ჰქონდა შემოხვეული და აშველებდა. ბრალდებული ბა------ ჯა----–---–- აგინებდა გამომძიებელ რე---- ქა----–---ს. ამის დანახვისთანავე დაკავებული გამოიყვანა სხვა საგამოძიებო ოთახში, ადვოკატის დახმარებით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გი------ ახ------მ განმარტა, რომ არის დროებითი მოთავსების იზოლატორის ცვლის უფროსი. 2017 წლის 4 აგვისტოს იმყოფებოდა ცვლაში, მის თანამშრომლებთან და---- ხუ------სთან და გი------ კო------სთან ერთად. დილის საათებში, დაახლოებით 11:00-დან 12:00 საათამდე ჩამოვარდა წერილი ელექტრონული სახით, ბრალი უნდა წარედგინათ დაკავებულ ბა------ ჯა----–---–-სათვის. ამავე დროს შევიდნენ გამომძიებელი და ადვოკატი ბრალის წარსადგენად. თანამშრომლებმა მისი მითითებით საგამოძიებო ოთახში გაიყვანეს ბა------ ჯა----–---–-. დაახლოებით 2-3-5 წუთამდე პერიოდში, როდესაც ის სამორიგეო ოთახში მუშაობდა ელექტრონულ ბაზასთან, მოესმა ხმაური და ჩოჩქოლის ხმა. ამ ხმაურზე მისი თანამშრომელები გაიქცნენ საგამოძიებო ოთახისაკენ. სანამ ის ამ ოთახამდე მივიდოდა მის თანამშრომელ და---- ხუ------ს გამოყვანილი ჰყავდა ბა------ ჯა----–---–- და შეყავდა მეორე საგამოძიებო ოთახში სიტუაციის განმუხტვის მიზნით. მიხვდა, რომ რაღაც უთანხმოებას ქონდა ადგილი. ხმამაღალი საუბარიც გაიგო. დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და უთხრეს, რომ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გამომძიებელსა და დაკავებულს შორის. შემდგომ, როგორც ცვლის უფროსი დაავალეს გამოეკითხა კონფლიქტში მონაწილე მხარეები. აღნიშნული პირები ჯერ ექიმმა დაათვალიერა და შემდეგ მოხდა მათი გამოკითხვა. პირველად გამოკითხა გამომძიებელი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალის წარდგენის მიზნით იყო შესული, თუმცა, ბა------ ჯა----–---–- არ გაეცნო ბრალს და პირდაპირ დაიწყო დადგენილებაზე ხელის მოწერა, როდესაც რე---- ქა----–---მ შენიშვნა მისცა, რომ ჯერ გაცნობოდა რასაც ხელს აწერდა, ბა------ ჯა----–---–-ს გაღიზიანება გამოიწვია და ფურცლები შემოარტყა სახეში, სკამი რომელზეც იჯდა ცდილობდა მისთვის ჩაერტყა. სწორედ ამ დროს, ბა------ ჯა----–---–მა ფეხი ჩაარტყა წვივში. მოწმის განმარტებით მარცხენა სახის არეში რე---- ქა----–---ს სიწითლე მართლაც აღენიშნებოდა. რაც შეეხება ბა------ ჯა----–---–ს, მან საუბარში განმარტა, რომ რე---- ქა----–---მ მას ცინიკურად უთხრა ,,ლომკა და ძველი დარდები ხომ არ შემოგაწვაო“, რაზეც ჯა----–---–- ანერვიულდა და უთხრა შეიძლება ბოლოჯერ მიყურებ და შენი გასაკეთებელი გააკეთეო. ამ დროს ქა----–---მ მიაძახა ,, თუ რამის თავი გაქვს გააკეთე რას იმუქრებიო“. ბა------ ჯა----–---–-ს გადმოცემით, გასვლის დროს მიაძახა ,,მაგ საქციელის გამო კიდევ დაგიმატებო“ - ალბათ სასჯელს გულისხმობდა. ბა------ ჯა----–---–- ამბობდა, რომ გამომძიებელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბა------ ჯა----–---–-სათვის ხილულ ადგილებზე რაიმე დაზიანებები არ შეუნიშნავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გი------ კო------მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 4 აგვისტოს იყო მორიგე. დაახლოებით 12:00 საათზე, დაკავებულთან შესახვედრად მათთან შევიდა გამომძიებელი და ადვოკატი. მისმა თანამშრომლებმა დაკავებული გაიყვანეს საგამოძიებო ოთახში. დაახლოებით ორ წუთში მოესმა ხმაური. ხმაურის გაგონების შემდეგ გავიდა და დაინახა, რომ და---- ხუ------ს და გი------ ახ------ს ბა------ ჯა----–---–- გამოყავდათ საგამოძიებო ოთახიდან, მათ ბა------ ჯა----–---–- ერთად შეიყვანეს სხვა საგამოძიებო ოთახში. ბა------- განერვიულებული იყო, შეურაცხყოფელ სიტყვებს ამბობდა და ეუბნებოდა, დაეფიქსირებინათ, რომ მას გამომძიებელმა ხელი დაარტყა. მოწმის განმარტებით ბრალდებულს დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ლია ყვ----–---–-ა განმარტა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მუშაობს ექიმის თანამდებობაზე. როდესაც ბა------ ჯა----–---–- იზოლატორში შემოიყვანეს მოხდა მისი დათვალიერება - ჩივილები არ აღენიშნებოდა და ჰქონდა ნაკაწრები კოჭზე. დაკავებულის განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიიღო სახლში, ოთხი-ხუთი დღით ადრე დაკავებამდე ბალახის ჩეხვისას. ბა------ ჯა----–---–მა შიმშილობა გამოაცხადა, შესაბამისად გეგმიურად ყოველ სამ საათში შედიოდნენ და ამოწმებდნენ. ბა------ ჯა----–---–მა განუმარტა, რომ ამით საკუთარ თავს სჯიდა, ამბობდა დამნაშავე ვარ და არ აინტერესებდა მიადგებოდა თუ არა ზიანი მის ჯანმრთელობას. 2017 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით იქნებოდა 12:00 საათი, შემოესმა ხმაური და გინების ხმა, მაგრამ რამდენი ადამიანი იყო, გარჩევა ვერ შეძლო. ცოტა ხანში მასთან შეიყვანეს დაკავებული ბა------ ჯა----–---–-, რომელიც დაათვალიერა და დაზიანება არ ჰქონდა, მედიკამენტი ან რაიმე დამამშვიდებელი არ მიუღია, ისე მოხდა მისი საკანში შეყვანა. გასინჯვისას ბა------ ჯა----–---–მა განმარტა, რომ შელაპარაკება მოუვიდა გამომძიებელთან. მან ასევე შეამოწმა გამომძიებელი რე---- ქა----–---, რომელსაც ჰქონდა მარცხენა ლოყაზე, ყვრიმალზე და ყურზე შეშუპება და სიწითლე, სიწითლე ანუ ჰიპერემია. ასევე, ფეხის წვივზე ქონდა შეშუპება. მან განმარტა, რომ მოუვიდა შელაპარაკება დაკავებულთან, რა დროსაც მან მოუქნია ხელი შემდეგ ეცადა სკამის აღებას და ამ დროს მოხვდა ფეხი. რე---- ქა----–---ს ასევე ქონდა წნევა და მიეცა შესაბამისი მედიკამენტები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ალერგიამ და წნევამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და სიწითლე, მაგრამ ასეთ დროს მთლიანად ხდება გაწითლება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გია გო---------მ განმარტა, რომ მუშაობს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს საექსპერტო ბიუროს დეპარტამენტში ექსპერტის თანამდებობაზე. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის ზურაბი სვანაძის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა რე---- ქა----–---სა და ბა------ ჯა----–---–-ს მიმართ ექსპერტიზა. სამედიცინო ჩანაწერით ირკვეოდა, რომ მოქალაქე რე---- ქა----–---ს გაეწია სამედიცინო შემოწმება დაუდგინდა ესენციური ჰიპერტენზია. რე---- ქა----–---ს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედებით, მიკუთვნება სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე წარდგენილი იყო ბა------ ჯა----–---–-, რომელსაც აღენიშნებოდა მცირე ზომის ნაკაწრები ცხვირზე თუმცა, მას არ აღენიშნებოდა რაიმე ახალი დაზიანება. მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების დროს ბა------ ჯა----–---–ს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები ნაჭდევების სახით, აღნიშნული განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას ჯამრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შემოწმებისას რე---- ქა----–--- უჩიოდა ტკივილს მარცხენა ლოყის, ყვრიმალის და მარცხენა წვივის მიდამოში. მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა მოყვითალო-მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი. რაც შეეხება ბა------ ჯა----–---–ს, ჩივილებს არ აღნიშნავდა, ზედაპირული დათვალიერებით მარცხენა ქვედა კიდურის ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკაწრები. მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებამდე ოთხი დღით ადრე სახლში, ბალახის თიბვისას. დათვალიერებისას რაიმე ახალი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვლ-------- ხუ--–---მ განმარტა, რომ მუშაობს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 4 აგვისტოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათთან შევიდა წერილობითი შეტყობინება, რასაც თან ახლდა გასაუბრების ოქმები. შეტყობინება შესასრულებლად დაევალა უშუალოდ მას და საგამოძიებო ნაწილის სხვა გამომძიებლებს. შეტყობინებას ახლდა ორი გასაუბრების ოქმი. პირველი ოქმი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების - ბა------ ჯა----–---–თან გასაუბრება. ოქმში ჯა----–---–- აღნიშნავდა, რომ გამომძიებელმა რე---- ქა----–---მ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მეორე ოქმი იყო რე---- ქა----–---სთან გასაუბრების, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მას ბა------ ჯა----–---–-სათვის არ მიუყენებია და პირიქით ბრალდებულის მხრიდან ჰქონდა ადგილი მის მიმართ შეურაცხყოფას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პირველ რიგში გამოიკითხა რე---- ქა----–---. ვინაიდან, რე---- ქა----–--- აცხადებდა, რომ მას ჰქონდა დაზიანებები დაენიშნა ექსპერტიზა. ანალოგიურად ბა------ ჯა----–---–- გადაყვანილ იქნა ექსპერტზის ბიუროში და მასაც ჩაუტარდა ობიექტური დათვალიერება. მეორე დღეს გამოიკითხა ბა------ ჯა----–---–-. ასევე მოხდა ექიმ ლია ყვ----–---–-ს გამოკითხვა. ასევე, გამოკითხული იქნა იზოლატორის ის თანამშრომლები, რომლებიც მორიგეები იყვნენ იმ დღეს. ამის შემდეგ მათ წერილით მიმართეს დროებითი მოთავსების იზოლატორს და გამოითხოვეს კამერების ჩანაწერები. შემდეგ მიმართეს სასამართლოს კამერების ჩანაწერების ამოსაღებად ნებართვის გასაცემად. მოხდა პროკურორის დადგენილების გამოტანა დაზარალებულად ცნობის შესახებ, აღნიშნული დადგენილება მან გააცნო რე---- ქა----–---ს და განუმარტა მისი უფლებები როგორც დაზარალებულს. მტკიცებულებების შეკრების საფუძველზე მოხდა ბა------ ჯა----–---–-ს მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანა. დადგენილება გადაეცა ბა------ ჯა----–---–ს, თუმცა მან ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბა------ ჯა----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს მას დაუძახა იზოლატორის თანამშრომელმა, რომ მოსულები იყვნენ გამომძიებლი და ადვოკატი. გამოვიდა მისი საკნიდან და წავიდა დერეფნის ბოლოს მარჯვნივ განთავსებულ ოთახში. შესვლისას მიესალმა იქ მყოფებს და ხელიც ჩამორთვა, როგორც ადვოკატს, ასევე გამომძიებელს. დაჯდომისთანავე გამომძიებელმა უთხრა: ,,ჰა ბიჭო, ლომკა ხომ არ შემოგაწვაო?!’’, მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და განაგრძო ისევ ადვოკატთან ურთიერთობა, თან ჰკითხა, რატომ არ მნახე სანამ შემოხვიდოდითო. ადვოკატი უხსნიდა, რომ ბრალის წარსადგენად იყვნენ შესულები. ამ დროს გამომძიებელი ცალკე ლაპარაკობდა და თან ეკითხებოდა ,,შემოგაწვა ძველი და ახალი დარდებიო?’’. გამომძიებლის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულება იყო ცინიკური და სიტუაციასთან შეუფერებლი. ბრალდებულმა გამომძიებელს უთხრა, რომ გაეკეთებინა მისი გასაკეთებლი საქმე, მიეცა ყველა დოკუმენტი, ხელსაც მოუწერდა და თავი დაენებებინა მისთვის. მანაც შეუტრიალა ფურცლები და დაიწყო ხელის მოწერა. გამომძიებელი ხელის მოწერის პროცესში უხსნიდა, რომ ჯერ უნდა წაეკითხა და შემდეგ მოეწერა ხელი, მაგრამ მან უპასუხა, რომ ამის შემდეგ მისთვის არანაირი აზრი აღარ ჰქონდა ხელს რაზე მოაწერდა. მეოთხე ფურცელზე იყო მისული ხელი უნდა მოეწერა, როდესაც გამომძიებელმა მიუთითა, რომ ეშლებოდა და იქ ხელი არ უნდა მოეწერა. მან უპასუხა, რომ რა აზრი ქონდა ხელს სად მოაწერდა, მთავარია დაფიქსირებული იქნებოდა მისი ხელმოწერა. გამომძიებელმა კი უპასუხა, რომ სულ აღარ უნდოდა მისი ხელმოწერა და ამ საქციელით რასაც მოიგებდა ნახავდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა გადაკეცა ფურცლები და თან გაასრიალა მაგიდაზე გამომძიებლისკენ, ისე რომ ხელშიც კი არ აუღია. ამის შემდეგ ადგა და გავიდა ოთახიდან. სანამ გავიდოდა გამომძიებელმა მიაძახა, რომ ამ საქციელით რასაც მოიგებდა ნახავდა და თან შეაგინა დედის მისამართით. ამაზე მოატრიალდა და თვითონაც გამომძიებელს აყვა სიბრაზისაგან. როდესაც შეხედა გამომძიებელს კედელთან იყო უკვე მისული. სკამს წამოავლო ხელი და მთელი ძალით სიმწრისაგან ძირს დაახეთქა. არავის არ მოუსწრია იმ სკამის მისი ხელიდან წართმევა. ამ დროს მარცხენა მხრიდან დაეტაკა ხელებში და წელში მისი ადვოკატი ზვ---- დუ------, მარჯვენა ხელი კი ჰაერში დარჩა. ამის შემდეგ რე---- ქა----–---მ, რომ დაინახა გაკავებული იყო, რამდენჯერმე ჩაარტყა. აღნიშნულის შემდეგ იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება, აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს იზოლატორის თანამშრომლები შეცვივდნენ და წინააღმდეგობის გაუწევლად გაჰყვა მათ. გამოსვლის შემდეგ კითხეს თუ რა მოხდა და სხვა გართულება აღარაფერი ყოფილა. ესმოდა დაკეტილი ოთახიდან რე---- ქა----–--- როგორ აგინებდა დედის მისამართით. ექიმისათვის მას არაფერი განუმარტავს. რაც შეეხება გამომძიებლის მიერ დარტყმას, განმარტა, რომ მოგვიანებით, როდესაც მარტო გადაიყვანეს საკანში, თავის არეში იგრძნო ტკივილი და სწორედ მაშინ გაახსენდა თუ სად დაარტყა ხელი რე---- ქა----–---მ.

 

2017 წლის 4 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის რე---- ქა----–---ს პატაკით დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმე N088020818001 საქმესთან დაკავშირებით, ქუთაისის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალდების წარდგენის მიზნით, ადვოკატ ზვ---- დუ-------თან ერთად შეხვდა, ბრალდებულის სახით დაკავებულ ბა------ რე-----ს ძე ჯა----–---–ს, რომელმაც ბრალდების წარდგენისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დააზიანა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004724517 დასკვნით დადგენილია, რომ 04.08.2017 წ. 13:23-13:38 საათზე, რე---- ქა----–---ს გაეწია სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა ესენციური ჰიპერტენზია (დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო ბარათი). 04.08.2017 წ 22:08-22:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე რე---- ქა----–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004726417 დასკვნით (დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო ბარათი) დადგენილია, რომ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ბა------ ჯა----–---–ს გაეწია სამედიცინო დახმარება 03.08.2017 წ-ს 02:11 სთ-ზე და დაუდგინდა მცირე ზომის ფუფხით დაფარული ნაკაწრები მარცხენა წვივზე გარეთა ზედაპირზე. 04.08.2017წ ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა: გარეგნული დათვალიერებით რაიმე ახალი დაზიანება არ აქვს. 04.08.2017 წ. 21:19-21:27 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით ბა------ ჯა----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ბრალდებულის დაკავებისა ოქმის თანახმად, თბილისი, დ. გულიას ქ. №1-ში მდებარე ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2017 წლის 2 აგვისტოს 18:55 საათზე ბა------ ჯა----–---–- დაკავებული იქნა დეტექტივ-გამომძიებელ რე---- ქა----–---ს მიერ, ბრალდებულის სახით.

2017 წლის 19 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გივი ოდ--–---–ის მიერ, ი. ცურტაველის ქუჩა N29 შსს დროებით მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის (სამსახური) (ქ. ქუთაისი) ადმინისტრაციულ შენობაში შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერების 2017 წლის 4 აგვისტოს 11:30 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით პერიოდის ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე, რის შემდგომაც პავლე სამყურაშვილის მიერ მოხდა ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციული შენობის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2017 წლის 4 აგვისტოს 11:30 საათიდან 15:00 საათის პერიოდის ჩანაწერების გადაცემა, ჩანაწერები ჩაწერილია 3 ცალ DVD დისკზე, აღნიშნული დისკი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნული DVD დისკები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გივი ოდ--–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

 

2017 წლის 5 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ სისხილს სამართლის N088040817801 საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი რე---- ქა----–---.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმისათვის. მოცემული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებითი ობიექტია პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, საკუთრება. დანაშაული დამთავრებულია ჯანმრთელობის ხელყოფის, ანუ ჯანმრთელობის დაზიანების მომენტიდან. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა და შემოწმება, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე, ოჯახის წევრსა, ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის. როგორც წესი ქმედების კვალიფიკაციისათვის ქმედების მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არა აქვს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია ბა------ ჯა----–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო არ იზიარებს ბა------ ჯა----–---–-ს განმარტებას, რომ მას რე---- ქა----–---სათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ რე---- ქა----–---სა და შემთხვევის უშუალო თვითმხილველი ზვ---- დუ------- ჩვენებებით დადგენილია, რომ ბა------ ჯა----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რე---- ქა----–---ს. კერძოდ: დაზარალებულმა განმარტა, როდესაც მან ბრალის დადგენილებაზე ხელის მოწერისას ბა------ ჯა----–---–ს მიუთითა, რომ დადგენილების ბოლო გვერდზე ხელმოწერა უნდა შეესრულებინა სხვა ადგილას და არა იმ ადგილას სადაც აწერდა ხელს, ის გაღიზიანდა და ფურცლები მიაყარა სახეში, მისი მოწოდების მიუხედავად - დაწყნარებულიყო, მან სახეში მიარტყა ხელი. ასევე, აიღო სკამი და გაიწია მისკენ. რომ არა ადვოკატი ზვ---- დუ------ სკამს ისროდა მისი მიმართულებით. ადვოკატი ცდილობდა ბა------ ჯა----–---–-ს შეჩერებას თუმცა ბა------ ჯა----–---–მა მაინც მოახერხა მისთვის ფეხი ჩაერტყა წვივში. მოწმე ზვ---- დუ------მ ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ რაც გამომძიებელმა ბა------ ჯა----–---–ს მიუთითა, რომ არასწორ ადგილზე აწერდა ხელს და ხელის მოწერამდე ჯობდა ბრალის დადგენილება წაეკითხა, დაინახა, როგორ მოხვდა ქაღალდები გამომძიებელს და როგორ დაიყარა ქვემოთ. ამ დროს გამომძიებელს ხელი ეკიდა ლოყაზე და ამბობდა ,,ვის დაარტყიო“, ამის შემდეგ ბა------ ჯა----–---–- წამოდგა და ის სკამი რომელზეც იჯდა აიღო ხელში. ბა------ ჯა----–---–ს ხელი მოხვია, რომ დაეკავებინა, ბა------- ამბობდა: ,,ცუდად ვარ დავლეწავ ყველაფერსო“. ამასობაში, გამომძიებელმაც მოკიდა სკამს ხელი და ბა------ს ეუბნებოდა ძირს დაეგდო, როგორც იქნა შეძლო ის, რომ ბა------ს სკამი დაეგდო და იქვე ღია კარში შეეცადა მის გაყვანას.

 

დაზარალებულ რე---- ქა----–---ს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლია ყვ----–---–-სა და გია გო---------ს მიერ მიცემული ჩვენებებით, კერძოდ ლია ყვ----–---–-ა განმარტა, რომ რე---- ქა----–---ს შემოწმებისას ჰქონდა მარცხენა ლოყაზე, ყვრიმალზე და ყურზე შეშუპება და სიწითლე, ანუ ჰიპერემია. ასევე, ფეხის წვივზე ჰქონდა შეშუპება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ალერგიამ და წნევამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და სიწითლე, მაგრამ ასეთ დროს მთლიანად ხდება გაწითლება. სასამართლო სხდომაზე გია გო---------მ დაკითხვისას განმარტა, რომ რე---- ქა----–---ს დაუდგინდა ესენციური ჰიპერტენზია. რე---- ქა----–---ს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანება მიყენებული იყო რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედებით, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მისივე განმარტებით, შემოწმებისას რე---- ქა----–--- უჩიოდა ტკივილს მარცხენა ლოყის ყვრიმალის, მარცხენა ყურის და მარცხენა წვივის მიდამოში. მარცხენა წვივის ქვედა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოყვითალო-მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებები ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004724517 დასკვნით რომლის შესაბამისად, რე---- ქა----–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბა------ ჯა----–---–-ს მხრიდან რე---- ქა----–---ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა სწორედ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქამეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ბა------ ჯა----–---–-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ რე---- ქა----–---ს და ბა------ ჯა----–---–ს შორის შემთხვევამდე, რაიმე პირადი ხასიათის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სწორედ რე---- ქა----–---ს მიერ იქნა ბა------ ჯა----–---–- 2017 წლის 2 აგვისტოს ბრალდებულის სახით დაკავებული. მის დამოკიდებულებას გამომძიებლის მიმართ ადასტურებს რე---- ქა----–---ს მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული ბა------ ჯა----–---–-ს სიტყვები, ,,გაეკეთებინა ის საქმე, რისთვისაც იყო მისული და რომ მას ამაზე მეტს ვერაფერს დაუშავებდნენ’’, მოწმე ზვ---- დუ------- ჩვენებით კი დასტურდება, როდესაც ბა------ ჯა----–---–ს რე---- ქა----–---მ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, აღნიშნულზე მან უპასუხა ,,შენ საერთოდ არ გაინტერესებს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააკეთე ის, რისთვისაც ხარ მოსულიო“.

 

სასამართლო არ იზიარებს ბა------ ჯა----–---–-ს პოზიციას, რომ მისი გაღიზიანება გამოიწვია გამომძიებლის მიერ ცინიკურად დასმულმა შეკითხვებმა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რე---- ქა----–---ს მხრიდან ბა------ ჯა----–---–-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ცინიკურ და ირონიულ დამოკიდებულებას. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა რე---- ქა----–---მ განმარტა, რომ მართლაც დაინტერესდა ბა------ ჯა----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვინაიდან შეამჩნია, რომ არ იყო კარგად. მოწმე ზვ---- დუ------მ ასევე დაადასტურა, რომ რე---- ქა----–--- დაინტერესდა ბა------ ჯა----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობით და მისი მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებას ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბა------ ჯა----–---–- აღელდა სწორედ ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის პროცესში, რის გამოც, სწორედ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რე---- ქა----–---ს.

 

რაც შეეხება ბრალდებულ ბა------ ჯა----–---–-ს განმარტებას, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გამომძიებელმა რე---- ქა----–---მ, სასამართლო არ იზიარებს და უთითებს, რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ზვ---- დუ------მ ცალსახად და დამაჯერებლად განმარტა, რომ რე---- ქა----–---ს მხრიდან ბა------ ჯა----–---–-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ქონია. აღნიშნული ჩვენება სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლია ყვ----–---–-სა და გია გო----------ს ჩვენებებთან, რომლის თანახმად ბა------ ჯა----–---–ს შემოწმებისას ხანდაზმულობით დადგენილებაში მითითებული თარიღის შესაბამისი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამასთან, გია გო---------სა და ლია ყვ----–---–-ს განმარტებით, შემოწმებისას ბა------ ჯა----–---–- ჩივილებს არ აღნიშნავდა. სასამართლო ასევე უთითებს, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს (21:19-21:27 საათი) პირადი გასინჯვით, ბა------ ჯა----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004726417 დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს სამედიცინო შემოწმების შესაბამისად, ბა------ ჯა----–---–ს გარეგნული დათვალიერებით რაიმე ახალი დაზიანება არ აღენიშნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბა------ ჯა----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა პოლიციელაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბა------ ჯა----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბა------ ჯა----–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ბა------ ჯა----–---–- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

 

ბა------ ჯა----–---–-ს სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, მისი ნასამართლობის, გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბა------ ჯა----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბა------ ჯა----–---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ბა------ ჯა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 3 სექტემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება:

სამი ცალი DVD დისკი და ორი ცალი CD დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური