განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/758-18 (№076250218001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა-–---- კუ-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტა-----– ზუ-----ს ძე ნა-------- - დაბადებული 1--- წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, მისამართი: ქ. თბილისი, და-------------–-------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
დისპოზიცია: ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. ტა-----– ნა--------ს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალებების (მარიხუანა, ამფეტამინი და მეტამფეტამინი) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის დანიშნულ სასჯელთან ერთად ,,ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშულების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა 2018 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 13:20 საათზე ქალაქ საჩხერეში, მ------------ ქუჩაზე იგი მართავდა ,,ჰონდა ფიტის“ მოდელის სახელმწიფო ნომრით D-------- ავტომანქანას, რომელშიც მხილებული იქნა საპატრულო პოლიციის მუშაკების მიერ.
2. ტა-----– ნა--------ს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალებების (მარიხუანა, ამფეტამინი და მეტამფეტამინი) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის დაენიშნა ჯარიმა 1300 ლარის გადახდა (რაც გადახდილი არაა). მასვე დანიშნულ სასჯელთან ერთად ,,ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშულების მართვის უფლება. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ტა-----– ნა--------მ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები: ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი და მეტამფეტამინი, რაც ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დაუდგინდა 2018 წლის 25 თებერვალს ქ. საჩხერეში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ტა-----– ნა--------ს აღიარებისა სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, პატრულ ინსპექტორ ლ. თუ--------ს პატაკი, პატაკი ზ. მნ-------–---–-ს მიმართ ადმინისტრაციული ღონისძიების გატარების შესახებ, ტა-----– ნა--------ს ნასამართლობის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ დასკვნა ტა-----– ნა--------ს მიმართ, 2007 წლის 25 აპრილის, 2011 წლის 28 თებერვლის და 28 დეკემბრის, 2014 წლის 16 მაისის და 14 ნოემბრის, 2016 წლის 10 მაისის განაჩენის ასლები, მოწმე გ. ხა--–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ზ. მნ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლ. თუ--------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ი. ცა--–---ს გამოკითხვის ოქმი, ) ერთობლიობა ტა-----– ნა--------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტა-----– ნა--------მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ტა-----– ნა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულ ტა-----– ნა--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ეპიზოდისათვის 2000 (ორი ათასი) ლარის და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრის პირობებში.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ ტა-----– ნა-------- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. ტა-----– ნა-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ტა-----– ნა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1300 ლარის ოდენობით და საბოლოოდ ტა-----– ნა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით და ჯარიმა 1300 (ათასსამასი) ლარის ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტა-----– ნა--------ს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, 2018 წლის 25 თებერვალს, ანუ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენის გამოტანამდე, ტა-----– ნა--------ს მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტა-----– ნა-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით, ტა-----– ნა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით და ჯარიმა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს ახლადდანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ტა-----– ნა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით და ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით
მასვე, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ტა-----– ნა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 14 ივნისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური