განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002633965
# 1/85-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი-----ი ორ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: სტ---ნ სა-----ის ძე დუ------ი (დაბადებული 199- წლის 2- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, უმუშევარი, დასაოჯახებელი, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ახალქალაქი, სოფელი კა--------ი);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ორი ეპიზოდი)
ბრალდებული: ა--------კ სა----–-ს ძე ჩნ------ი (დაბადებული 199- წლის 1- ივნისს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, უმუშევარი, დასაოჯახებელი, პირადი ნომერი 0----------- ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ახალქალაქი, სოფელი კა--------ი);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
ბრალდებულების ადვოკატი - კა------ ას-----ე
თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების სტ---ნ დუ------ისა და ა--------კ ჩნ------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 15:05 საათზე, ქ.ახალქალაქში, დარბინიანისა და ნა-–--------ის ქუჩების კვეთასთან მომხდარი ჩხუბისას, სტ---ნ დუ------მა და ა--------კ ჩნ------მა სახის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით სცემეს ა--------კ ნა-–--------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სტ---ნ დუ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
1.2. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 15:25 საათზე, ქ.ახალქალაქში, დარბინიანისა და ნა-–--------ის ქუჩების კვეთასთან მომხდარი ჩხუბისას, სტ---ნ დუ------მა მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით ა--------კ დი-–--------- ჭრილობა მიაყენა მარცხენა მტევნის მეოთხე თითის არეში, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სტ---ნ დუ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. (პირველი ეპიზოდი).
1.3. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 15:25 საათზე, ქ.ახალქალაქში, დარბინიანისა და ნა-–--------ის ქუჩების კვეთასთან მომხდარი ჩხუბისას, სტ---ნ დუ------მა მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით გა---- ბა----–---ს ჭრილობა მიაყენა გულმკერდის მარცხენა წინა ზედაპირზე, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სტ---ნ დუ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. (მეორე ეპიზოდი).
1.4. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 15:05 საათზე, ქ.ახალქალაქში, დარბინიანისა და ნა-–--------ის ქუჩების კვეთასთან მომხდარი ჩხუბისას, სტ---ნ დუ------მა და ა--------კ ჩნ------მა სახის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით სცემეს ა--------კ ნა-–--------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ა--------კ ჩნ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
აღნიშნული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ა--------კ დი-–--------ის, გა---- ბა----–---ის, სუ----ა ნე--------ის, კა------- მუ--------ის, ვა-–-----ნ მა------ის, არ--- კა--------ის, არ--- მი------ის გამოკითხვის ოქმებით, სტ---ნ დუ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული დანა, გა---- ბა----–---ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ამოღებული ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ა--------კ დი-–--------ის მიმართ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გა---- ბა----–---ის მიმართ, სტ---ნ დუ------ის ამოცნობის ოქმები.
მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სტ---ნ დუ------ი და ა--------კ ჩნ------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებენ და ჩადენილ დანაშაულს ინანიებენ. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი განაჩენი.
2.2. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.
2.3. მხარეთა დასკვნით სიტყვებში ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატმა მოითხოვეს მათ მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ისინი ითხოვენ, რომ მათ შეეფარდოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის
სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმალური ზომა, რასაც დაეთანხმნენ ბრალდებულებიც.
2.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
2.4.1. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სტ---ნ დუ------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ბრალდებულმა სტ---ნ დუ------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. (ორი ეპიზოდი).
2.4.2. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა--------კ ჩნ------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დაცის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მოინანიეს.
შეასბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სტ---ნ დუ------ისა და ა--------კ ჩნ------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ სტ---ნ დუ------ისა და ა--------კ ჩნ------ის ბრალეულობას.
3.2. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 15:05 საათზე, ქ.ახალქალაქში, დარბინიანისა და ნა-–--------ის ქუჩების კვეთასთან მომხდარი ჩხუბისას, სტ---ნ დუ------მა და ა--------კ ჩნ------მა სახის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით სცემეს ა--------კ ნა-–--------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სტ---ნ დუ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
3.3. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 15:25 საათზე, ქ.ახალქალაქში, დარბინიანისა და ნა-–--------ის ქუჩების კვეთასთან მომხდარი ჩხუბისას, სტ---ნ დუ------მა მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით ა--------კ დი-–--------- ჭრილობა მიაყენა მარცხენა მტევნის მეოთხე თითის არეში, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სტ---ნ დუ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. (პირველი ეპიზოდი).
3.4. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 15:25 საათზე, ქ.ახალქალაქში, დარბინიანისა და ნა-–--------ის ქუჩების კვეთასთან მომხდარი ჩხუბისას, სტ---ნ დუ------მა მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით გა---- ბა----–---ს ჭრილობა მიაყენა გულმკერდის მარცხენა წინა ზედაპირზე, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სტ---ნ დუ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. (მეორე ეპიზოდი).
3.5. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 15:05 საათზე, ქ.ახალქალაქში, დარბინიანისა და ნა-–--------ის ქუჩების კვეთასთან მომხდარი ჩხუბისას, სტ---ნ დუ------მა და ა--------კ ჩნ------მა სახის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით სცემეს ა--------კ ნა-–--------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ა--------კ ჩნ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადელი ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო სტ---ნ დუ------ისა და ა--------კ ჩნ------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ისინი წარსულში არ არიან ნასამართლევები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად სასამართლოს მიაჩნია ის რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ისეთი დანაშაული, რომელიც ლახავს საზოგადოებაში მყუდრო ატმოსფეროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საზოგადოების წევრების ნორმალურ ცხოვრებაზე, მსგავსი ხასიათის დანაშაულს გააჩნია მომატებული საზოგადოებრივი საშიშროება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც წარსულში ჩადენილ დანაშაულები, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობას.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სტ---ნ დუ------სა და ა--------კ ჩნ------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მათთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.
ბრალდებულების სტ---ნ დუ------ისა და ა--------კ ჩნ------ის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია რომ მათ უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი ვა-----ი საშუალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ სტ---ნ დუ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2.500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; სტ---ნ დუ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; სტ---ნ დუ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვრო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სტ---ნ დუ------ს უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
რაც შეეხება ა--------კ ჩნ------ს მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ბრალდებულების სტ---ნ დუ------ისა და ა--------კ ჩნ------ის მიმართ დანიშნული სასჯელები სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს.
6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
სტ---ნ დუ------ისა და ა--------კ ჩნ------ის მიმართ, მიმართ 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-21--ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
1. ა--------კ ჩნ------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ა--------კ ჩნ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;
3. სტ---ნ დუ------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
4. სტ---ნ დუ------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
5. სტ---ნ დუ------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სტ---ნ დუ------ს განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
7. სტ---ნ დუ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი 2018 წლის 31 ივლისიდან 2018 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით;
8. სტ---ნ დუ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;
9. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
10. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1) გა---- ბა----–---ისა და ა--------კ დი-–--------ის სისხლის ნიმუშები დალუქული პაკეტში ნომრით 201871571 და 201871570, 2) 1 ცალი დანა, დალუქული პაკეტში FCI387759, რომლებიც ინახება შს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, განადგურდეს; 3) გა---- ბა----–---ისა და ა--------კ დი-–--------ის ტანსაცმელი, დალუქული პაკეტებში ნომრებით FCI434077 და FCI434078, რომლებიც ინახება შს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულებს, ხოლო 4) სტ---ნ დუ------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ სტ---ნ დუ------ს;
11. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
12. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე