განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინა მანჯგალაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- კ-----–----, ნ---- კ-----–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს------ დ--------ა - დაბადებულის 1--- წლის 2-----------ს, უ-------- მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულის უ-------------------–-----------–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ვ-–----–----–ას მ-------------–--------------, ბინა №2-ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ.
ადვოკატი - ი----- ნ-------–---–ი
თარჯიმანი - მ------ კ--–----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა). საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ს------ დ--------ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 31 მაისს, ს------ დ--------ა იმყოფებოდა ქ.თბილისი, პ---–---------აიას ქუჩაზე არსებული სასაფლაოების ასასვლელ გზაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა რვა შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, საერთო წონით 4,7261 გრამი.
ს------ დ--------ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 30 მაისს, ს------ დ--------ამ განიზრახა უკანონოდ გაესაღებინა 6,5438 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, რის გამოც ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ნარკოტიკული საშუალებები დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით დატოვა ქ.თბილისი, ბ---- გ-------– ს--–----- ქ-----ში მდებარე კორპუსის მე-2 სადარბაზოს მარჯვნივ არსებულ სკვერში სკამის წინ მიწაში, ასევე ქ.თბილისი, ა-----------ის ქუჩა №---ში მდებარე ს--------------------–-----იის წინ მდებარე სკვერში არსებულ ბალახებში, ზ.ა-----------ის ქ----ის მიმდებარედ არსებულ სკვერში სკამის უკან გაზონზე, ვ-–----–----–ას მ-------------–-----------------ის წინ არსებულ სკვერში სკამების უკან მიწაში, თუმცა ის დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და მის მიერ სარეალიზაციოდ დატოვებული ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა
2.1. შ-----------–---------–-–---------------------------------------–--------–-–-----------------------–--ის გამომძიებელმა კ--- ჯ------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნულ სს საქმეში იყო დამხმარე გამომძიებელი, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმეტში, რომელშიც ჯ------–ის გარდა მონაწილებდა ბრალდებული, ადვოკატი, თარჯიმანი, ექსპერტები და პოლიციის თანამშრომლები. ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა დ--------ამ მიუთითა ის ლოკაციები და მიიყვანა იმ ადგილას, სადაც დამალული იყო ნარკოტიკი. ნარკოტიკების სამალავი ადგილი იყო ა-----------ის ქუჩაზე მდებარე სკვერი. სკვერში დასაჯდომების უკან, მიწის ზედაპირზე იყო ნარკოტიკული საშუალება შავ პარკში მოთავსებული და ჩამარხული, ისე, რომ გამვლელი ვერ დაინახავდა. აღნიშნულის შემდგომ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, ამოღებული ნარკოტიკი დაილუქა ექსპერტების მიერ. შემდგომ მოხდა ბინის ჩხრეკა, რასაც, ასევე ესწრებოდა ბინის მეპატრონეც. შემდგომ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალებები არ იყო.
2.2. შ-----------–---------–-–---------------------------------------–--------–-–----------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- ქ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ა-------------------ას ქუჩაზე სასაფლაოების მიმდებარედ, უნდა ყოფილიყო უ-------- მოქალაქე ს------ დ--------ა და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის მიღების შემდეგ ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი, სადაც პიროვნებას ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული პიროვნება იქნა გამოკითხულ, რის შემდეგად ბრალდებულის მითითებით გაემართნენ ოთხ ადგილას, სადაც ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის განმავლობაშიც ჩატარდა ოთხი ამოღება. ქ---–--–---–ის მიერ ჩატრადა, მხოლოდ სამი ამოღება. მოწმის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის საჭირო გახდა, რადგან ბრალდებულმა განაცხადა, რომ სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება თბილისის მასშტაბით მოთავსებული ჰქონდა ოთხ ადგილას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვ-–----–----–ას №---ში მდებარე ვა--------------–-------------------–------------------–----–ი შენობიდან, ს------ დ--------ას მითითებით გაემართნენ ბ---- გ-------– ს--–----- ქუჩისკენ, სუპერმარკეტ „---------ს“ მიმდებარედ, კორპუსის წინ, სადაც ბრალდებულის მითითებით ერთი ადგილიდან ამოიღეს საიზოლაციო ლენტში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ ბრალდებულის მითითებით გაემართნენ ქ. თბილისის ზ------ ა-----------ის ქუჩაზე, მდებარე სკვერში, ბრალდებულმა მიუთითა სკვერში სამ ადგილას, სადაც მისი განმარტებით ქონდა ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მოთავსებული იყო დამალულ ადგილას, ბუჩქებში, სკამის ქვეშ მინდორში იყო ჩამალული, ისე, რომ ყველა ვერ დაინახავდა. ქ---–--–---–მა განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დ--------ამ განაცხადა თუ არა, რომ სარეალიზაციოდ ჰქონდა გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ზუსტად არ ახსოვს.
თუმცა მოწმის განმარტებით, ის რომ ნარკოტიკული საშუალება სარეალიზაციოდ იყო გამზადებული, დასტურდებოდა პირველ რიგში ს------ დ--------ას ჩვენებით, მეორე მხრივ, ს------ დ--------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი კუთვნილი „სამსუნგის“ ტიპის მობილური ტელეფონით, რაზეც დაინიშნა ექსპერტიზა. ქ---–--–---–ის მიერ ექსპერტისგან გამოთხოვილი იქნა ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია სურათების სახით. სურათებში იყო გადაღებული კონკრეტულად ზ------ ა-----------ის ქუჩა და მონიშნული იყო მარკერით მიმართულება. ასევე იყო რუკები, სადაც იყო მითითებული წერტილი ა-----------ის ქუჩაზე, კონკრეტულად სკვერზე. აღნიშნული გარდა კიდევ იყო ადგილები და რუკები, სადაც მითითებული იყო თუ სად უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ფოტოები დათარიღებული იყო 30 მაისით. ამის გარდა, თვითონ ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო სურათები გადაღებული, რომელიც შეხვეული იყო საიზოლაციო ლენტში, იმის მსგავსი, როგორიც იქნა ამოიღო.
ამის გარდა, ჩატარებული იქნა ინფორმაციის გამოთხოვა, რომელსაც ესწრებოდა თარჯიმანი. ქ---–--–---–ის მიერ მობილურ ტელეფონში გახსნილი იქნა აპლიკაცია სახელწოდებით „wire” სადაც, ბრალდებულს ვინმე „----ზე“, გაგზავნილი ჰქონდა დაახლოებით 20 ლოკაცია. ჯერ იყო რუსული ტექსტით წარწერა, აღწერილობა იყო ადგილის, შემდეგ იყო ლინკი, რომელიც გადადიოდა სხვა ვებ-გვერდზე, სადაც იყო 3-4 სურათი. შორიდან გადაღებული კონკრეტული ადგილის სურათი, ასევე იყო კონკრეტული მისამართის აბრა, ასევე იყო რუკაზე მითითებული მისამართი, წერტილით მონიშნული და ის ადგილი სადაც იყო ნარკოტიკული საშუალება.
2.3. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ქ---–--–---–ის მონაწილეობის სასამართლო სხდომაზე მოხდა ნივთიერი მტკიცებულების - დისკის დათვალიერება, სადაც განთავსებულია ს------ დ--------ას მობილური ტელეფონიდან ამოღებული მასალა. აღნიშნული ფოტოსურათების დათვალიერებით დადასტურდა გ------- ქ---–--–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, სადაც განმარტავს, რომ სურათებში იყო გადაღებული კონკრეტულად ზ------ ა-----------ის ქუჩა და მონიშნული იყო მარკერით მიმართულება. ასევე იყო რუკები, სადაც იყო მითითებული წერტილი ა-----------ის ქუჩაზე, კონკრეტულად სკვერზე. აღნიშნული გარდა კიდევ იყო ადგილები და რუკები, სადაც მითითებული იყო თუ სად უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. ამის გარდა, თვითონ ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო სურათები გადაღებული, რომელიც შეხვეული იყო საიზოლაციო ლენტში, იმის მსგავსი, როგორიც იქნა ამოიღო.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ს------ დ--------ამ თავი დამნაშავედ არ სცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ნაწილში და განმარტა, რომ საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 23 მაისს, ტურისტული მიზნით. საქართველოში ცხოვრობდა ვ-–----–----–ას გამზირზე. ნარკოტიკული საშუალება უნდოდა პირადი მოხმარებისთვის, სატელეფონო შეტყობინებით დაუკავშირდა პირს, რომლისგანაც უკრაინაში მოიპოვებდა ნარკოტიკულ საშუალებას და კითხა - ხომ არ შეიძლებოდა თბილისშიც ეშოვა. პიროვნებამ უთხრა, რომ შეეძლო თბილისში ნარკოტიკის შოვნა და უგზავნიდა მისამართებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. შემდეგ, დ--------ა მიდიოდა მისამართებზე და უკან უგზავნიდა ფოტოებს „ტელეგრამით“. მოწმის თქმით, მან მიუთითა პოლიციას იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ამოღებულ იქნა ვ-–----–----–ას ქუჩაზე, ზ------ ა-----------ის ქუჩაზე 3 ადგილზე სკვერში და ბ---- გ-------– ს--–----- ქუჩაზე ერთ ადგილზე. ამ ადგილებზე ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებდა იმიტომ, რომ თან არ ეტარებინა ქალაქში ჯიბით. მიდიოდა პარკში, ჯდებოდა სკამზე და მოიხმარდა ნარკოტიკს. ბრალდებულის თქმით ვ-–----–----–ას სკვერში სამ ადგილას იმიტომ დატოვა ნარკოტიკი, რომ შეიძლება სკამი დაკავებული ყოფილიყო და ერთ სკამზე ვერ დამჯდარიყო. იმ ადგილებს სადაც ნარკოტიკი ჰქონდა დატოვებული სურათი იმიტომ გადაუღო და მარკერით მიუთითა, რომ არ დავიწყებოდა და ეპოვა, რადგან როცა მოიხმარს ნარკოტიკს მახსოვრობა ერღვევა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფოტოსურათებთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ ტელეფონში არსებულ ფოტოებზე ასახული არ იყო ნარკოტიკული საშუალებები. ბრლდებულის განმარტებით, იმიტომ უგზავნიდა ,-----ს“ შეტყობინებას, შემდეგი შინაარსით - ნარკოტიკული საშუალება, წითელი ფერის, ადგილმდებარეობას, რა მიმართულებით უნდა გაიხედოს, რა ფერისაა, რამდენი გრამი და ა.შ., რომ თავად „----ის“ გაგზავნილი იყო „ტელეგრამით“, შემდეგ ვერ პოულობდა მითითებულ ადგილს და ისევ უკან უგზავნიდა იმის მითითებით, რომ ამ ადგილას არაფერი იყო, ცარიელი იყო და გამოეგზავნა სხვა მისამართი. ხოლო იგივე „ტელეგრამით“ კი იმიტომ არ უგზავნიდა, რომ ის უკვე აღარ ჭირდებოდა და გააუქმა.
2.5. გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებებისა, ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტი დასტურდება 2018 წლის 30 მაისის პატაკით, მოწმეების - ჯ--- ზ----–---–ის, ბ---- მ-------–---–ის, ნ------- ბ----–--ას, გ------- ბ------–---–ის და ბ------ ჯ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის, დაკავების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური გამოკვლევის №------ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- და №---------------- დასკვნებით, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №-------- დასკვნით, 2018 წლის 6 და 16 ივლისის ოქმებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, 2018 წლის 14 ივლისის ოქმით ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა სასამართლო სხდომაზე უდავოდ გახადეს და სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.6. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებს მიეკუთვნება ,,ალფა-პვპ“.
2.8. ბრალდებულ ს------ დ--------ას მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტი დადასტურდა, როგორც თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ასევე სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული და უდავოდ გახდილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის და შენახვის ნაწილში ს------ დ--------ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს------ დ--------ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 31 მაისს, ს------ დ--------ა იმყოფებოდა ქ.თბილისი, პ---–---------აიას ქუჩაზე არსებული სასაფლაოების ასასვლელ გზაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა რვა შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, საერთო წონით 4,7261 გრამი.
2.9. რაც შეეხება ბრალდებულ ს------ დ--------ას მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მე-4 ნაწილით ასევე კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურის ისე საზღაურის გარეშე, როგორიცაა გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში და ასე შემდეგ. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა პირზე.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას, არამედ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობას.
2.11. ბრალდებულ ს------ დ--------ას მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა დადასტურდა სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ შ-----------–---------–-–---------------------------------------–--------–-–-----------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- ქ---–--–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის განმავლობაშიც მოხდა ოთხი ამოღება. ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება თბილისის მასშტაბით მოთავსებული ჰქონდა ოთხ ადგილას. ექსპერიმენტის დროს ბ---- გ-------– ს--–----- ქუჩაზე, სუპერმარკეტ „---------ს“ მიმდებარედ, კორპუსის წინ, ბრალდებულის მითითებით ერთი ადგილიდან ამოიღეს საიზოლაციო ლენტში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება, შემდეგ კი ქ.თბილისის ზ------ ა-----------ის ქუჩაზე, მდებარე სკვერში, ბრალდებულმა მიუთითა სკვერში სამ ადგილას, სადაც მისი განმარტებით ქონდა ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული. გ------- ქ---–--–---–ოს ჩვენების სისწორე დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა მიერ უდავოდ გახდილი შემდეგი მტკიცებულებებით: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ნარკოლოგიური გამოკვლევის №------ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- და №---------------- დასკვნებით, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №-------- დასკვნით, 2018 წლის 6 და 16 ივლისის ოქმებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, 2018 წლის 14 ივლისის ოქმით ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ. ის რომ, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ნამდვილად ეკუთნოდა ს------ დ--------ას, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ უარყო თავად ბრალდებულმაც და აქვე განმარტა, რომ ამ ადგილებზე ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებდა იმიტომ, რომ თან არ ეტარებინა ქალაქში ჯიბით. მიდიოდა პარკში, ჯდებოდა სკამზე და მოიხმარდა ნარკოტიკს. ბრალდებულის თქმით ვ-–----–----–ას სკვერში სამ ადგილას იმიტომ დატოვა ნარკოტიკი, რომ შეიძლება სკამი დაკავებული ყოფილიყო და ერთ სკამზე ვერ დამჯდარიყო. იმ ადგილებს სადაც ნარკოტიკი ჰქონდა დატოვებული სურათი იმიტომ გადაუღო და მარკერით მიუთითა, რომ არ დავიწყებოდა და ეპოვა, რადგან როცა მოიხმარს ნარკოტიკს მახსოვრობა ერღვევა.
2.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია არ უარყოფს და ადასტურებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად ეკუთვნოდა, თუმცა უარყოფს, რომ სხვადასხვა მისამართებზე ნარკოტიკების მიწაში ჩამალვის მიზანი პირადი მოხმარება იყო და არა მათი გასაღება, ხოლო ფოტოების გადაღება და მარკერით მითითების მიზანი იყო, რომ არ დავიწყებოდა და ადვილად ეპოვა. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის აღნიშნული ჩვენება არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ გახდილი არცერთი მტკიცებულებიდან და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. ასევე გაუგებარია სასამართლოსთვის თუ არა გასაღების მიზანი, რას ისახავდა მიზნად ლოკაციებისთვის ფოტოების გადაღება და მათი „wire” აპლიკაციით, ვინმე „----ზე“ გაგზავნა, რომელიც ამოღებული იქნა სწორედ დ--------ას მობილური ტელეფონის დათვალიერების შემდეგ.
2.13. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ს------ დ--------ას განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისკენ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ოპერატიული მუშაობის საფუძველზე დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან მოხდა ბრალდებულის დაკავება. ამდენად, ბრალდებულმა ს------ დ--------ამ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, შესაბამისად ადგილი აქვს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობას.
2.14. შესაბამისად მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები და მხარეების მიერ უდავოდ გახდილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.
2.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს------ დ--------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
3.5. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ს------ დ--------ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს------ დ--------ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ს------ დ--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ს------ დ--------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს ს------ დ--------ას სოციალურ სტატუსს, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
5.4. ს------ დ--------ას მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოოს სსკ-ის 19,260-ე მუხლი მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას.
5.5. ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილ ფარგლებში სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს, სასამართლო ითვალისწინებს ს------ დ--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს და თვლის, რომ ზემოთ დასახელებული გარემოებების და ასევე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახის, ოდენობის და გასაღების მიზანის გათვალისწინებით ბრალდებულ ს------ დ--------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
5.6. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
10 ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს, მობილური ტელეფონი, პასპორტი, პლასტიკური ბარათი, მაგთიკომის პლასტიკური ბარათი, ჩანთა, ბლოკნოტი, გასაღები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს------ დ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ს------ დ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
2. ს------ დ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ს------ დ--------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მაისიდან;
4. ს------ დ--------ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. 10 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შ----------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, პასპორტი, პლასტიკური ბარათი, მაგთიკომის პლასტიკური ბარათი, ჩანთა, ბლოკნოტი, გასაღები, რომელიც ინახება შ----------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი