გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2018
საქმის ნომერი
020310018002655195
კატეგორია
დავის ტიპი
საარჩევნო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №02031001-002655195 (3/174-1-)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 201- წელი ქ. ზუ-------

 

შესავალი ნაწილი

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - ერთ-------–------–-------------------–---------------–------------------------–------------------------ში - ან--–----–--ე

 

მოპასუხე - №6--------------------–------------------------

წარმომადგენელები: ას----------ია, ნა-------ვა

 

მესამე პირები: №2- სა--------------------------ა, ირმ-------–-ძე, მი-----------ხი

№2- სა--------------------------ის თავმჯდომარე - რო-----------ია

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების გახორციელების დავალება, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის დადასტურება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.№-- საოლქო საარჩევნო კომისიის 201- წლის 29 სექტემბრის №11----8 წლის განკარგულების ბათილად ცნობა №2- საარჩევნო უბნის კომისიის სხდომაზე დაფიქსირებული დარღვევების გამო შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2.შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის №-- საოლქო საარჩევნო კომისიაში ირმ-------–-ძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების დავალება;

 

1.3.საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის დადასტურება №-- საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - მი-----------ხის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრუების გამო (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 01.10.201- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს დარჩენილი ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1.სასამართლოს სხდომაზე მესამე პირთაგან გამოცხადდა მხოლოდ №2- სა--------------------------ის თავმჯდომარე - რო-----------ია და ირმ-------–-ძე, რომლებმაც სარჩელი არ ცნეს.

 

4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეზე არ არის

 

4.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 201- წლის 2-------------ს ჩატარდა №2- სა--------------------------ის პირველი სხდომა, რათა აერჩიათ კომისიის ხელმძღვანელი პირები, კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი.

 

თავდაპირველად არჩეულ იქნა კომისიის თავმჯდომარე, შემდგომ კომიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-№2- სა--------------------------ის №1 სხდომის ოქმი (ს.ფ. 83);

-სა--------------------------ის განკარგულებები ხელმძღვანელ პირთა არჩევის თაობაზე (ს.ფ. 91-93);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2.2.დადგენილია, რომ როდესაც სხდომაზე კენჭი ეყარა თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას, ხმის დათვლის დროს №-- საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა - ირმ-------–-ძემ მიმართა კომისიის წევრს - ნ-----–---------–--ძეს, რომელიც იხედებოდა მობილურ ტელეფონში, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც ნ-----–---------–--ძემ დამოუკიდებელი ნების გამოვლენით, ხელის აწევით მხარი დაუჭირა თავმჯდომარის მოადგილედ მა--------–------ს არჩევის საკითხს.

 

მსგავს ფაქტს ირმ-------–-ძის მხრიდან კომისიის მდივნის არჩევის პროცესში ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-№2- სა--------------------------ის №1 სხდომის ოქმი (ს.ფ. 83);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2.3. 201- წლის 2-------------ს №6--------------------–------------------------ს საჩივრით მიმართა ამავე საოლქო საარჩევნო კომისიაში ე-----------–--–-----–----- მოძრაობის წარმომადგენელმა - ან--–----–--ემ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა №2- უბანზე კენჭისყრის ხელახლა ჩატარება იმ საფუძვლით, რომ საოლქოდან მივლენილი პირის - ირმ-------–-ძე უხეშად ჩაერია №2- უბანში გახსნის დღეს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევისას, რითაც საჩივრის ავტორის მოსაზრებით კომისიის წევრს ნ-----–---------–--ძეს ზემოქმედებით შეაცვლევინა გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ან--–----–--ის საჩივარი;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2.4. 201- წლის 2-------------ს №6--------------------–------------------------მ კანონით დადგენილი წესით შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და 201- წლის 29 სექტემბერს მიიღო №11----8 განკარგულება საარჩევნო სუბიეტის ,,ერ---------–------–-----------------ს’’ წარმომადგენლის - ან--–----–--ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ კომისიის წევრმა ნ-----–---------–--ძემ თავის არჩევანი დააფიქსირა საკუთარი სურვილით, რის გამოც ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევის ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ან--–----–--ის საჩივარი;

-კომისიის წევრების წერილობითი ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 21-26);

-სადავო აქტი;

-ვიდეო ფირი;

-სხდომის ოქმი (ს.ფ. 94);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე საარჩევნო კოდექსთან და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის პირობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებულ ,,არსებით დარღვევად” მიიჩნევა ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით; გ) კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობა სადავო აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებით სწორედ ზემოთ მითითებული პირობების არსებობის, თუ არარსებობის დადგენით უნდა განისაზღვროს.

 

7.2.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

გამომდინარე აქედან, ზუ-------ს რაიონული სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ საქმის განხილვის შედეგად გამოკვეთილ არსებით საკითხებზე და მისცემს მათ სამართლებრივ შეფასებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებულ აქტს - 201- წლის 29 სექტემბრის №11----8 განკარგულებას საოლქო კომისიაში წარდგენილი საჩივრის შესაბამისად, საფუძვლად უდევს მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ №2- საარჩევნო უბანში საოლქოდან მივლენილი პირი - ირმ-------–-ძე უხეშად ჩაერია №2- უბანში გახსნის დღეს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევის პროცესში, რითაც კომისიის წევრს - ნ-----–---------–--ძეს ზემოქმედებით შეაცვლევინა გადაწყვეტილება.

 

მესამე პირმა ირმ-------–-ძემ უარყო №2- სა--------------------------ის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას ნ-----–---------–--ძის თავისუფალ ნებაზე რაიმე გავლენის მოხდენის ფაქტი და აღნიშნა, რომ მან უბრალოდ მიანიშნა კომისიის წევრს ნ-----–---------–--ძეს ჩაბმულიყო პროცესში. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მდივნის არჩევის პრიცესში მისი მხრიდან კომისიის წევრებთან ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია.

 

მსგავს გარემოებაზე მიუთითეს №2- სა--------------------------ის თავმჯდომარემ - რო-----------იამ, ასევე, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკიხულმა კომისიის წევრებმა ნ-----–---------–--ძემ, ნათ--–------------------------------------------–--დიამ.

 

კონკრეტულად ყურადსაღებია ნ-----–---------–--ძის ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას იგი დაკავებული იყო მობილური ტელეფონით, რითაც გამოეთიშა კომისიის მუშაობის პროცესს, რაც შეამჩნია საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ირმ-------–-ძემ და თხოვა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია.

 

ნ-----–---------–--ძის განმარტებით ირმ-------–-ძის მხრიდან მის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცესში გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად.

 

იმისათვის, რომ სწორი შეფასება მიეცეს ირმ-------–-ძის ქმედებას, აუცილებელია მოხმობილ იქნეს №-- ზუ-------ს საოლქო საარჩევნო კომისიის 201- წლის 2- სექტემბერს მიღებული №10/201- განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის 201- წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზუ-------ს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების სა--------------------------აში დანიშვნისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე, რომლის მე-2 მუხლი მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ საოლქო წარმომადგენლებს არა აქვთ საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩარევის უფლება, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, მათ ევალებათ შეარულონ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული სხვა დავალებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მესამე პირი - ირმ-------–-ძე №-- საარჩევნო კომისიის წარმომადგენლად დანიშნული იყო №2- საარჩევნო უბანში.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ ირმ-------–-ძის, როგორც №2- საარჩევნო უბანში №-- ზუ-------ს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქცია იყო კომისიის მუშაობის პროცედურულ საკითხებზე კომისიის წევრებისათვის გაეწია რეკომენდაცია, დახმარება და მიეცა მათთვის განმარტება.

 

ის ფაქტი, რომ ირმ-------–-ძემ კომისიის სამოშაო რეჟიმიდან გასულ ნ-----–---------–--ძეს შესთავაზა დაეფიქირებინა თავისი პოზიცია კანდიდატურასთან დაკავშირებით, აღნიშნული ემსახურებოდა კომისიის სწორად მუშაობის პროცესის უზრუნველყოფას, მის ეფექტურად წარმართვას და არ უნდა იქნეს განხილული ირმ-------–-ძის მხრიდან კომისიის საქმიანობის პროცესში ჩარევად, რადგან ამ პროცესში ჩაბმულობის შესახებ შეთავაზება სრულებითაც არ ნიშნავს მითითებას, რომ კომისიის წევრმა სავალდებულოდ მისცეს ხმა კონკრეტულ კანდიდატს. კომისიის საქმიანობის პროცესში ჩაბმულობის გამოხატულებაა თუნდაც კომისიის წევრის პოზიციის დაფიქსირება მასზედ, რომ იგი უარს აცხადებს კანდიდატისათვის ხმის მიცემაზე, ან თუნდაც ისე, როგორც მაგალითად, ეს გააკეთა ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ალ-----------–-----–--ლმა წერილობითი სახით განსხვავებული აზრის დაფიქსირებით.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა უბრალოდ ფაქტი, რაც არ შეიძლება შეფასდეს სამართალდარღვევად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ირმ-------–-ძეს კომისიის წევრის არჩევანის თავისუფლებაზე და კენჭისყრის შედეგად მიღებული განკარგულების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

 

აგრეთვე, მხედველობის მიღმა ვერ დარჩება ის გარემოება, რომ ირმ-------–-ძის მხრიდან მდივნის არჩევის პროცესში კომისიის წევრების მიმართ უშუალო ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია, დაადასტურეს არა მხოლოდ მოპასუხის შუამდგომობით დაკითხულმა მოწმეებმა, არამედ თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმაც.

 

7.3.სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის პოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - მი-----------ხის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნას შესრულების თაობაზე, არ დასტურდება საქმის მასალებით. კერძოდ, ზეპირი მოსმენით საქმის განხილვამ ცხადყო, რომ ან--–----–--ის საჩივართან დაკავშირებით ის აუციელებელი ინფორმაცია - საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ირმ-------–-ძისა და კომისიის წევრების წერილობითი ახსნა-განმარტებები, რაც საჭირო იყო სადავო საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიამ მი-----------ხის თავმჯდომარეობით გამოითხოვა და გამოიკვლია. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის წარმართვისას თავმჯდომარის მხრიდან პროცედურების დარღვევას (დახურული სხდომის შემდგომ სხდომის გახსნას და გადაწყვეტილების მიღებას), აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის დადგენას მოსარჩელე შეეცადა ვიდეო ფირით, თუმცა იგი უტყუარად არ ადასტურებს მი-----------ხის მხრიდან კომისიის სხდომაზე მოსარჩელის მიერ მითითებული დარღვევების განხორციელების ფაქტს.

 

7.4.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კანონით განსაზღვრული ამ ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, ვერ წარმოადგინა სარჩელში და სასამართლოს სხდომაზე მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1.სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს სსს კოდექსის 178-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, სარჩელს უნდა დაერთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) საგადახდო დავალებისა და სალაროს შემოსავლის ორდერის სახით (დედანი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესით. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა, არაქონებრივ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რამდენადაც სარჩელზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2-7-ე მუხლებით, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.№6--------------------–------------------------ში ერ---------–------–-----------------ს წარმომადგენლის - ან--–----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 01 დღის ვადაში ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუ-------, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა