გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210017002191228
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/33075-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ც---–------–---–---–ი

წარმომადგენელი - გ-------–--------–-–---–ი

მოპასუხე - ნუ-------------–---–ი

წარმომადგენლები - 1 - ას--------–------

2 - ალ----------–---–ი

დავის საგანი - ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

მოსარჩელე - ნუ-------------–---–ი

წარმომადგენლები - 1 - ას--------–------

2 - ალ----------–---–ი

მოპასუხე - ც---–------–---–---–ი

წარმომადგენელი - გ-------–--------–-–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ც---–------–---–---–ის სარჩელზე:

 

1.1. დადებულად იქნეს ცნობილი 1----–-–---------–---- და 1----–-–---------–---- ნასყიდობის ხელშეკრულებები და მოსარჩელე ც---–------–---–---–ს (პირადი N------------ გადაეცეს და საჯარო რეესტრში აღირიცხოს საკუთრებაში ქ. თბილისში, ივ----------–---–----------ში, N--.15.--.---.--- საკადასტრო კოდით ნუ-------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 12/14 ნაწილიდან 47.39 კვ.მ. ფართი.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - 2018 წლის 20 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი - 09:53:19 სთ - 09:54:20 სთ).

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1----–-–---------–--- ერთის მხრივ, გი-----------–--ესა და მეორეს მხრივ, გი-------------–---–--------------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გი-----------–--ემ 6000 მანეთად შეიძინა საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისში, თა-----–---–----------ში. ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა როგორც მხარეების, ასევე მოწმეთა მიერ. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე 1970 წლის 11 აგვისტოდან ჩაწერილი არის მისამართზე, ფიქსირდება ჩანაწერები ასევე საბინაო წიგნებში და დღემდე ხდება ფართით ფლობა. 1----–-–---------–---- საცხოვრებელი სადგომის გაფართოების მიზნით, ერთის მხრივ, გი-----------–--ესა და მეორეს მხრივ, გი-------------–---–--------------------–---–ს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება (ხელწერილი), რომლის საფუძველზეც მესაკუთრეს დამატებით გადაეცა 8000 მანეთი საცხოვრებელი სადგომის სანაცვლოდ, რაც ასევე დადასტურდა მოწმეთა ხელმოწერებით.

 

სასარჩელო მოთხოვნა

ნუ-------------–---–ის სარჩელზე:

 

1.2. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე ც---–------–---–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნუ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი 47.39 კვ.მ., მდებარე ქ. თბილისი, ივ----------–---–----------ში, საკადასტრო კოდი N--.15.--.---.--- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ნუ-------------–---–ს.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია ქ. თბილისში. ივ. თა-----–---–------------ში მდებარე უძრავი ქონების 12/14 ნაწილი, საკადასტრო კოდით

 

N--.15.--.---.---. მოსარჩელის საკუთრების ნაწილს ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე ც---–------–---–---–ი და არ აძლევს მესაკუთრეს ქონებით სარგებლობის საშუალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ც---–------–---–---–ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ნუ-------------–---–ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მოსარჩელე ნუ-------------–---–ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ც---–------–---–---–ის წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი 1----–-–---------–--- ერთის მხრივ, გი-----------–--ესა და მეორეს მხრივ, გი-------------–---–--------------------–---–ს შორის გაფორმებული ხელწერილის თანახმად, გი-------------–---–--------------------–---–--, გი-----------–--ისაგან მიიღეს სახლის ღირებულების თანხა 6000 მანეთი, რის საფუძველზეც მას ჩაბარდა ქონება. ხელწერილის თანახმად, გი-----------–--ე ვალდებული იყო ყოველთვიურად ეხადა სახლის ქირა ხუთი მანეთის ოდენობით. ხელწერილის შედგენას ასევე ესწრებოდნენ ილ----------–---–-------------------------------

 

(მტკიცებულება: 1----–-–---------–---- ხელწერილი, ტომი I, ს.ფ. 46)

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი 1----–-–---------–--- ერთის მხრივ, გი-----------–--ესა და მეორეს მხრივ, გი-------------–---–--------------------–---–ს შორის გაფორმებული ხელწერილის თანახმად, გი-------------–---–--------------------–---–მა გი-----------–--ისაგან მიიღეს ბინის გაფართოების მიზნით ბინის ღირებულების თანხა 8000 მანეთი, რის საფუძველზეც მას ჩაბარდა ქონება. ხელწერილის თანახმად, გი-----------–--ე უფლებამოსილი იყო ს-----–---–------ შეთანხმებით გაეყიდა დაკავებული ფართობი და მიღებული გადახდილი თანხის სხვაობა მხარეთა შორის უნდა გაყოფილიყო თანაბრად. ხელწერილის შედგენას ასევე ესწრებოდნენ ალ------------------–---–---–--–--------–-------------------–---–------------------------–---–-.

 

(მტკიცებულება: 1----–-–---------–---- ხელწერილი, ტომი I, ს.ფ. 47)

 

3.2.3. საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის ჩანაწერების თანახმად, ქ. თბილისში, თა-----–---–----------ში 1970 წლის 11 აგვისტოდან მისამართზე ჩაწერილ პირებად ფიქსირდებიან გი-----------–--ე, მა----------–--------–---–------–---. აღნიშნული ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ცნობებით, წიგნში მითითებულია, რომ ც---–- ა---–---მ შეიცვალა გვარი.

 

(მტკიცებულება: საბინაო წიგნის ჩანაწერები, ცნობები, ტომი I, ს.ფ. 14-21, 23, 25)

 

3.2.4. საქმეში წარმოდგენილი „-----–--------------–------ და სხვა კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თა-----–---–----------ში აბონენტად 1990-იანი წლებიდან ფიქსირდება „ა---–---“.

 

(მტკიცებულება: გადახდის ქვითრები, ტომი I, ს.ფ.22, 24, 26, 40-45)

 

3.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, თბილისში, თა-----–---–----------ში მდებარე უძრავი ქონებაზე: ფაქტიური ფართბი: 650 კვ.მ, ლიტერი „კ-ვ“ (საცხოვრებელი) - საერთო ფართი: 116.00 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი: 52.43 კვ.მ, დამხმარე ფართი: 63.57 კვ.მ; ლიტერი „ე“ (საცხოვრებელი) - საერთო ფართი: 65.83 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი: 49.31 კვ.მ, დამხმარე ფართი: 16.52 კვ.მ; ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) - საერთო ფართი: 57.15 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი: 52.46 კვ.მ, დამხმარე ფართი: 4.69 კვ.მ; ლიტერი „ც-გ-ბ-პ“ (დამხმარე) - დამხმარე ფართი: 45.41 კვ.მ. - რეგისტრირებულია მ------–----–-------------------–---–--------------–------------–---–ის საკუთრების (სარგებლობის) უფლება.

 

(მტკიცებულება: ცნობა-დახასიათება, ტომი I, ს.ფ. 34-35)

 

3.2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა თა-----–---–------- (ნაკვ. N21/7), 12/14 ნაწილი, საკადასტრო კოდი N--.15.--.---.--- - რეგისტრირებულია ნუ-------------–---–ის საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 32-33)

 

3.2.7. 2----–-–---------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ეთ----------–---–ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა ნუ-------------–---–ი, რომელმაც მიიღო ეთ----------–---–ის კუთვნილი 12/14 ნაწილი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. თბილისში, თა-----–---–----------ში. ასევე, 2----–-–----------------–- გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნუ-------------–---–ი ცნობილ იქნა ეთ----------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრედ.

 

(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობები, ტომი I, ს.ფ. 28-31, 73-77)

 

3.2.8. 1----–-–------------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გი------------–----------–---ს მემკვიდრედ ცნობილ იქნა მა----------–--------–------–---- რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება - გი-----------–--ის წილი საცხოვრებელი სახლისა, მდებარე ქ. თბილისში, სო----–------–-----.

 

(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ტომი I, ს.ფ. 48)

 

3.2.9. 2----–-–------------------ გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მა----------–---ს მემკვიდრედ ცნობილ იქნა ც---–------–---–---–ი - პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი), რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, ასევე უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, სო----–------–-----, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი.

 

(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ტომი I, ს.ფ. 49-51)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, მხარე თვითონ განსაზღვრავს თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1----–-–---------–--- და შემდგომში 1----–-–---------–--- მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რაც დასტურდება წარმოდგენილი ხელწერილებით, საქმეში არსებული მისამართზე რეგისტრაციის თაობაზე საბინაო წიგნების ჩანაწერებით, ასევე კომუნალური გადასახადის ქვითრებით. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ვინაიდან ხელწერილში მითითებული იყო ქირის გადახდის თაობაზე შეთანხმება, ამიტომ მხარეთა შორის არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ყოველთვიური მინიმალური ქირის თაობაზე შეთანხმება გულისხმობდა მოხმარებული კომუნალური გადასახადების გადახდას, რომლის გადახდაც ხდებოდა მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ. ამდენად, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ც---–------–---–---–ის მიერ სადავო უძრავი ნივთის არამართლზომიერად ფლობის ფაქტს. ამდენად, ნუ-------------–---–ის მითითება ც---–------–---–---–ის მიერ ნივთის უკანონოდ ფლობის თაობაზე დაუსაბუთებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ ც---–------–---–---–ის მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის გადაცემასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნუ-------------–---–ის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-3 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი). ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ც---–------–---–---–ი წარმოადგენს ქ. თბილისში, ივ----------–---–----------ში მდებარე უძრავი ქონებიდან შ--------------------- მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად 47.39 კვ.მ. ფართის მოსარგებლის უფლებამონაცვლეს, რომელმაც ქონების მესაკუთრის მამკვიდრებელთან

სანოტარო წესის დაუცველად გააფორმა წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია და ნივთით უწყვეტად სარგებლობა ხდება 1970 წლიდან, 30 წელზე მეტი დროის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ც---–------–---–---–ის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დასაბუთებულია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) კი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ც---–------–---–---–ი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს ფლობდეს და სარგებლობდეს სადავო უძრავი ქონებიდან მის მიერ დაკავებულ 47.39 კვ.მ. ფართს, მდებარე: თბილისი, ივ----------–---–---------. ამდენად, ნუ-------------–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, ც---–------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ვინაიდან იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით. ხოლო, ვინაიდან ნუ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ც---–------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დადებულად იქნეს ცნობილი 1----–-–---------–---- და 1----–-–---------–---- ნასყიდობის ხელშეკრულებები და მოსარჩელე ც---–------–---–---–ს (პირადი N------------ გადაეცეს და საჯარო რეესტრში აღირიცხოს საკუთრებაში ქ. თბილისში, ივ----------–---–----------ში, N--.15.--.---.--- საკადასტრო კოდით ნუ-------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 12/14 ნაწილიდან 47.39 კვ.მ. ფართი.

 

2. მოსარჩელე ნუ-------------–---–ის სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ც---–------–---–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ნუ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი 47.39 კვ.მ, მდებარე ქ. თბილისი, ივ----------–---–----------ში, საკადასტრო კოდი N--.15.--.---.--- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ნუ-------------–---–ს, არ დაკმაყოფილდეს.

 

3. დაეკისროს მოპასუხე ნუ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე ნუ-------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟი 120 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი