განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/333-18წ. 02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - ოთ--- სა------ე;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ი----- ლო----ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.1-.1--- წელს, პ/ნ 1---------- მცხ: ქ.ბო-------ი, ნი----–--ის ქ.N1-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2- ივლისს დაახლოებით 1-:30 საათზე ქ.ბო-------ში თავის საცხოვრებელ სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მა-- ავ-–------ს 1- წლის შვილის ვლ-------- ლო----ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კერძოდ: ყავის ჭიქა ესროლა ზურგის არეში, მარჯვენა ხელი ჩაავლო კისერში ძლიერად მოუჭირა და იქვე მდგარ საწოლზე დააგდო, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა თავის და მარჯვენა ყურის არეში, მარცხენა ფეხში ჩაავლო ხელები, დაითრია და იატაკზე დააგდო. წაქცეულს ზედიზედ რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ბეჭების არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე, 2018 წლის 2- ივლისს დაახლოებით 1-:30 საათზე ქ.ბო-------ში თავის საცხოვრებელ სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მა-- ავ-–------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მა-- ავ-–------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ი----- ლო----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებია, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ი----- ლო----ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, (მა-- ავ-–------ის შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: ნა----–- ალ-----–---–ის, და---- ჯა----–---–ის, ვლ-------- ლო----ის ჩვენებები, არასრულწლოვან ვლ-------- ლო----ის, დაბადების მოწმობის ასლი, დაზარალებულ მა-- ავ-–------ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მა-- ავ-–------თან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მა-- ავ-–------ის მიმართ, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმი, ი----- ლო----ის დაკავების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგ----ც უდავო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგ----ც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგ----ც პრეიუდიცია.
დაზარალებულ მა-- ავ-–------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მიმდინრე წლის 2- ივლისს იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან ი-----ი ლო----ესთან, 1- წლის შვილთან ვლ-------- ლო----ესთან და დასთან ნა----–- ალ-----–---–თან ერთად. დაახლოებით 1-:30 საათზე როდესაც მოწმე სახლიდან გასვლას აპირებდა სამსახურთან დაკავშირებით ი-----ი ლო----ეს უთხრა, რომ მასაც მოეძებნა სამსახური, ამაზე გაბრაზებულმა ი-----ი ლო----ემ ყავის ჭიქა ესროლა ზურგის არეში, მარჯვენა ხელი ჩაავლო კისერში ძლიერად მოუჭირა და იქვე მდგარ საწოლზე დააგდო, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა თავის და მარჯვენა ყურის არეში, მარცხენა ფეხში ჩაავლო ხელები, დაითრია და იატაკზე დააგდო, წაქცეულს ზედიზედ რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ბეჭების არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ნა----–- ალ-----–---–ი და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი ი----- ლო----ის შეჩერებას ცდლობდნენ, გაიყვანეს მეორე ოთახში ი----- ლო----ე, რომელიც იქიდან აგინებდა და ემუქრებოდა, რომ არ აცოცხლებდა. ბრალდებულის აგრესიულობიდან გამომდინარე მა-- ავ-–------ს საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, რომ იგი მუქარას სისრულეში მოიყვანდა.
მოწმე ნა----–- ალ-----–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 2- ივლისს იმყოფებოდა ბო-------ში დის საცხოვრებელ სახლში, სახლში ასევე იყო მისი და მა-- ავ-–------ი მეუღლესთან ი-----ი ლო----ესთან და 1- წლის შვილთან ვლ-------- ლო----ესთან ერთად. დაახლოებით 1-:30 საათზე როდესაც მა-- სახლიდან გასვლას აპირებდა სამსახურთან დაკავშირებით, ი-----ი ლო----ეს უთხრა, რომ მასაც მოეძებნა სამსახური, ამაზე გაბრაზებულმა ი-----ი ლო----ემ ყავის ჭიქა ესროლა ზურგის არეში, მარჯვენა ხელი ჩაავლო კისერში ძლიერად მოუჭირა და იქვე მდგარ საწოლზე დააგდო, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა თავის და მარჯვენა ყურის არეში,მარცხენა ფეხში ჩაავლო ხელები, დაითრია და იატაკზე დააგდო, წაქცეულს ზედიზედ რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ბეჭების არეში, გამომეტყველებაზე შეატყო რომ დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მოწმე და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი ი----- ლო----ის შეჩერებას ცდლობდნენ, გაიყვანეს მეორე ოთახში ი----- ლო----ე, რომელიც იქიდან აგინებდა და ემუქრებოდა მეუღლეს.
მოწმე და---- ჯა----–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ბო-------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მიმდინარე წლის 2- ივლისს დაუკავშირა მას მა-- ავ-–------ი, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
არასრულწლოვანი მოწმის ვლ-------- ლო----ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 2- ივლისს იმყოფებოდა ბო-------ში სახლში, სახლში ასევე იყო დედამისი მა-- ავ-–------ი, მამა ი-----ი ლო----ე და დეიდა ნა----–- ალ-----–---–ი, დაახლოებით 1-:30 საათზე როდესაც დედა სახლიდან გასვლას აპირებდა სამსახურთან დაკავშირებით, მამას უთხრა, რომ მასაც მოეძებნა სამსახური, ამაზე გაბრაზებულმა ი-----ი ლო----ემ ყავის ჭიქა ესროლა ზურგის არეში, მარჯვენა ხელი ჩაავლო კისერში ძლიერად მოუჭირა და იქვე მდგარ საწოლზე დააგდო, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა თავის და მარჯვენა ყურის არეში,მარცხენა ფეხში ჩაავლო ხელები, დაითრია და იატაკზე დააგდო, წაქცეულს ზედიზედ რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ბეჭების არეში, გამომეტყველებაზე შეატყო, რომ დედამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ის და ნა----–- ალ-----–---–ი ი----- ლო----ის შეჩერებას ცდლობდნენ, გაიყვანეს მეორე ოთახში ი----- ლო----ე განაგრძობდა გინებას და მუქარას.
2018 წლის 2- ი--–---ს საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მოწმე მა-- ავ-–------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, ქ.ბო-------ში ნი----–--ის ქ.N1--ში არსებულ ორსართულიან, მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე არსებულ ოროთახიან ბინაზე, სადაც მა-- ავ-–------მა მიუთითა შედარებით დიდ ოთახში არსებულ საწოლთან ადგილზე და განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ი-----ი ლო----ემ სწორედ აღნიშნულ ადგილზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
2018 წლის 2- ი--–---ს საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა მოწმე ნა----–- ალ-----–---–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ.ბო-------ში ნი----–--ის ქ.N1--ში არსებულ ორსართულიან, მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე არსებულ ოროთახიან ბინაზე, სადაც ნა----–- ალ-----–---–მა მიუთითა შედარებით დიდ ოთახში არსებულ საწოლთან ადგილზე და განმარტა რომ ი-----ი ლო----ემ სწორედ აღნიშნულ ადგილზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მა-- ავ-–------ს.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულინ ბიურის N7--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მა-- ავ-–------ის მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 27 ი--–---ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მა-- ავ-–------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად 12- პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პ-თა და საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ი-----ი ლო----ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ი-----ი ლო----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება ნასამართლობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ი----- ლო----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ი-----ი ლო----ეს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 27--274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- ლო----ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვის ვადით;
ასევე, ი----- ლო----ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი 2 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
საბოლოოდ, ი----- ლო----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 2 თვის ვადით;
3. ი----- ლო----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 2- ი--–---დან;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მსჯავრდებულს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი