გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210018002567876
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22846 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე მ-----– მ----------

წარმომადგენელი გ------- გ--------–---–-

მოპასუხე ა--------- ბ-----–---–-

წარმომადგენელი თ----- კ-------–---–-

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის საქმე №---------- გადაწყვეტილებით მ-----– მ----------სათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს მ-----– მ----------ს არასრულწლოვანი შვილის ქ---- მ----------ს (დაბადებული 2--- წლის 5-------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 30 ივლისიდან) ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის გადახდა.

მ-----– მ----------ს და ა--------- ბ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 5-------------ს შეეძინათ შვილი ქ---- მ----------. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, მ-----– მ----------ს არასრულწლოვანი შვილის, ქ---- მ----------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 225 (ორას ოცდახუთი) ლარის ოდენობით. მ-----– მ---------- 2018 წლის 12 ივლისიდან აღარ არის დასაქმებული. მითითებული პერიოდიდან იგი გათავისუფლდა ს----------–----–--------------------------- ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელის ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა, მას მატერიალური შემოსავალი არ აქვს. ხოლო მოპასუხე ა--------- ბ-----–---–- დასაქმებულია და ყოველთვიურად აქვს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მ-----– მ----------ს მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, არსებობს საფუძველი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა შემცირდეს.

(სარჩელი, 2018 წლის 27 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მ-----– მ----------ს განესაზღვრა საალიმენტო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილის, ქ---- მ----------ს მიმართ. მოსარჩელე მხარე იხდიდა დადგენილ ალიმენტს ყოველთვიურად არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის მიზნით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ საალიმენტო ვალდებულების დადგენამდე, მამა არანაირ მონაწილეობას არ იღებდა შვილის აღზრდაში. არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მათი საჭიროებებიც და შესაბამისი ხარჯის ოდენობაც. ქ---- მ---------- სწავლობს კერძო ს----–- შპს ,,ჰ--–----“-ში, სადაც სწავლის წლიური საფასური შეადგენს 3300 (სამი ათას სამასი) ლარს. ამასთან, არასრულწლოვანი დამატებით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საგანმანთლებლო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში, რაც ასევე დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯებთან. ამასთან, მართალია, მოსარჩელე გაათავისუფლეს ს----------–----–---------------------------------, თუმცა შესაძლებელია იგი ეწეოდეს სხვა საქმიანობას, იყოს თვით დასაქმებული და ჰქონდეს გარკვეული შემოსავალი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დღევანდელი საბაზრო და ეკონომიკური პირობების მხედველობაში მიღებით, არასრულწლოვანი ქ---- მ----------ს ინტერესებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ალიმენტის შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

(შესაგებელი, 2018 წლის 27 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე მ-----– მ---------- და მოპასუხე ა--------- ბ-----–---–- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. მოპასუხე ა--------- ბ-----–---–- არასრულწლოვანი ქ---- მ----------სთან და დედასთან ერთად ცხოვრობს თავის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ა---––-----------; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).

3.1.3. მოსარჩელე მ-----– მ---------- სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს ყოველთვიურად უხდიდა არასრულწლოვანი ქ---- მ----------ს. მოსარჩელის მიერ ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის 01 ივლისს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_სს ,,თ----------ის“ ამონაწერი ა--------- ბ-----–---–-ს ანგარიშიდან, პერიოდი 10.07.2017-10.07.2018 წელი (ს.ფ. 56-72).

3.1.4. მ-----– მ---------- 2018 წლის ა--------- თვის დასაწყისში გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამჟამად, იმყოფება რ------------------–--–-.

მისი დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილი არ არის;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მ-----– მ----------ს და ა--------- ბ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 5-------------ს შეეძინათ შვილი ქ---- მ----------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 2--------- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 18);

3.2.2. მ-----– მ---------- და ა--------- ბ-----–---–- განქორწინდნენ 2----–-–------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ 2----–-–------------------ გაცემული განქორწინების მოწმობა ს---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17).

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, ა--------- ბ-----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ-----– მ----------ს არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 0--------------- დაბადებული ქ---- მ----------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 225 (ორას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2014 წლის 23 დეკემბრიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ს.ფ. 14-15).

3.2.4. ს----------–----–--------------------------- 2018 წლის 1-----–---- ბრძანებით, შ----------------------------- გ-------–------------–---------------------------–---–----------------------------–----------------------------------------–----–-------------- ი------------, პ---–-–--------–-------- მ-----– მ---------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შ--------------------------------- საქართველოს ს--------------–--------------ში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შ-- ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 16 ივლისის მიმართვა, ს----------–----–--------------------------- 2018 წლის 1-----–---- ბრძანება N1------ (ს.ფ. 19-20).

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, მ-----– მ----------ს 2014 წლის ნოემბრის 2018 წლის ივლისის თვის ჩათვლის უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. 2018 წლის იანვრის თვიდან ივნისის თვის ჩათლით მ-----– მ----------ს ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 2028 (ორი ათას ორას ოცდარვა) ლარს, ხოლო 2018 წლის ივლისის თვეში - 753.28 (შვიდას ორმოცდაცამეტი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარს;

2014 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის ივლისის თვის ჩათვლით, მ-----– მ----------ს მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 91 786.38 (ოთხმოცდათერთმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 23 ა--------- მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 108-111).

მოპასუხე მხარე მიუთითებს მ-----– მ----------ს შესაძლო დასაქმებისა და გარკვეული შემოსავლის არსებობაზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოსარჩელე მხარის დასაქმებისა (თუნდაც გარკვეული პერიოდულობით) და შემოსავლების მიღების ფაქტს დაადასტურებდა.

3.2.6. ა--------- ბ-----–---–- დასაქმებულია სსიპ ,,ს----------–--------------–-----ში“ ს-------------–--------------------------- პოზიციაზე, ასევე, მუშაობს ს----------–-------------------------------–- და ქ--------–-----------–----------------ში;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, ა--------- ბ-----–---–ს 2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 22 აგვისტომდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მითითებულ პერიოდში, მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 276 843.19 (ორას სამოცდათექვსმეტი ათარ რვაას ორმოცდასამი ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 23 ა--------- მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 108, 112-116);

_სს ,,თ----------ის“ ამონაწერი ა--------- ბ-----–---–-ს ანგარიშიდან, პერიოდი 10.07.2017-10.07.2018 წელი (ს.ფ. 56-84).

3.2.7. არასრულწლოვანი ქ---- მ---------- 2017 წლიდან სწავლობს შპს ს----–- ,,ჰ--–----–-“, სადაც მისი ერთი სასწავლო წლის ღირებულება (სწავლის საფასური) შეადგენს 3300 (სამი ათას სამასი) ლარს;

ა--------- ბ-----–---–- ყოველთვიურად იხდის სწავლების საფასურს 330 (სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2018 წლის 29 მაისის ხელშეკრულება (ს.ფ. 41-44);

_სს ,,თ----------ის“ 2017 წლის 10 ივლისის საგადახდო დავალება N1---------, 2017 წლის 17 ოქტომბრის საგადახდო დავალება N1---------, 2017 წლის 06 ნოემბრის საგადახდო დავალება N1---------, 2017 წლის 04 დეკემბრის საგადახდო დავალება N1---------, 2018 წლის 11 იანვრის საგადახდო დავალება N1---------, 2018 წლის 05 თებერვლის საგადახდო დავალება N1--------, 2018 წლის 06 მარტის საგადახდო დავალება N1---------, 2018 წლის 03 აპრილის საგადახდო დავალება N1---------, 2018 წლის 07 მაისის საგადახდო დავალება N1---------, 2018 წლის 01 ივნისის საგადახდო დავალება N1---------, 2018 წლის 01 ივნისის საგადახდო დავალება N1--------- (ს.ფ. 45-55).

არასრულწლოვანი ქ---- მ----------ს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მ-----– მ----------საგან თანხმობა არ მიუღია.

3.2.8. მოპასუხე ა--------- ბ-----–---–-ს განმარტებით, არასრულწლოვანი ქ---- მ---------- დადის შემდეგ წრეებზე: მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს შესწავლა (ყოველთვიური გადასახადი 25 (ოცდახუთი) ლარი, ცეკვის სწავლება სტუდიაში ,,პ-----------ში“ (საფასური თვეში 80 (ოთხმოცი) ლარი), ცურვა (საფასური 100 (ასი) ლარი. არასრულწლოვანი ასევე დამატებით ემზადება ინგლისურ ენაში კერძო პედაგოგთან და სწავლების ყოველთვიური გადასახადია 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. არასრულწლოვანი ასევე იღებს მონაწილეობას ე.წ. საკვირაო სკოლაში გამართულ აქტივობაში, სადაც ხდება მისთვის ხელსაქმის შესწავლა და ბავშვს შესაბამისი ნივთების შესაძენად დაახლოებით ესაჭიროება 50 (ორმოცდაათი) ლარი;

მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ არასრულწლოვანი ქ---- მ----------ს სწორი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ აქტივობებში მონაწილეობის მიღებასთან და ამასთან დაკავშირებული ყოველთვიურად ხარჯის საჭიროებასთან მიმართებით. მოპასუხე მხარე სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, არ ადასტურებს 3.2.8. პუნქტში მითითებულ სხვადასხვა აქტივობებში არასრულწლოვანის მონაწილეობას და მოსარჩელის მიერ თანხების გაღების ფაქტს.

3.2.9. მოსარჩელე მ-----– მ----------ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების მიზნით იგი გაემგზავრა რ------------------–--–-. მითითებული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის დღევანდელი მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს საფუძველს მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებისა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის, ასევე ალიმენტის ცნება-დანიშნულების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ქ---- მ----------ს სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს იგი 175 (ას სამოცდათუხთმეტი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1231-ე, 1222-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე, 1215-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მ-----– მ----------მ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მატერიალური მდგომარეობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

მ-----– მ----------ს და ა--------- ბ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0--------------- შეეძინათ შვილი ქ---- მ----------. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მ-----– მ---------- და ა--------- ბ-----–---–- განქორწინდნენ 2----–-–------------------. არასრულწლოვანი ქ---- მ---------- ცხოვრობს დედასთან, ა--------- ბ-----–---–თან ერთად (3.2.1., 3.1.1., 3.1.2).

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, ა--------- ბ-----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ-----– მ----------ს არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 0--------------- დაბადებული ქ---- მ----------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 225 (ორას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2014 წლის 23 დეკემბრიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, მოსარჩელე მ-----– მ---------- სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს ყოველთვიურად უხდიდა არასრულწლოვანი ქ---- მ----------ს. მოსარჩელის მიერ ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის 01 ივლისს (3.1.3).

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელი ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, გადასახადელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. მოცემული ნორმა, მართალია, ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პერიოდისათვის, 2015 წლის მარტის თვეში, მოსარჩელე მ-----– მ----------ს ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2076.85 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, მ-----– მ----------ს 2014 წლის ნოემბრის 2018 წლის ივლისის თვის ჩათვლის უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. 2018 წლის იანვრის თვიდან ივნისის თვის ჩათლით მ-----– მ----------ს ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 2028 (ორი ათას ორას ოცდარვა) ლარს, ხოლო 2018 წლის ივლისის თვეში - 753.28 (შვიდას ორმოცდაცამეტი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარს. 2014 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის ივლისის თვის ჩათვლით, მ-----– მ----------ს მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 91 786.38 (ოთხმოცდათერთმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარი (3.2.5).

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს თავისი მატერიალური შემოსავლის ცვლილებაზე, კერძოდ, ს----------–----–--------------------------- 2018 წლის 1-----–---- ბრძანებით, შ----------------------------- გ-------–------------–---------------------------–---–----------------------------–----------------------------------------–----–-------------- ი------------, პ---–-–--------–-------- მ-----– მ---------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შ--------------------------------- საქართველოს ს--------------–--------------ში (3.2.4). ამდენად, სახეზეა, მოსარჩელე მხარის, როგორც ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გაუარესება.

 

დადგენილია, რომ დასაქმებულია მოპასუხე ა--------- ბ-----–---–-ც. იგი მუშაობს სსიპ ,,ს----------–--------------–-----ში“, ს----------–-------------------------------–- და ქ--------–-----------–----------------ში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, ა--------- ბ-----–---–ს 2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 22 აგვისტომდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მითითებულ პერიოდში, მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 276 843.19 (ორას სამოცდათექვსმეტი ათარ რვაას ორმოცდასამი ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მშობლის დასაქმებისა და მაღალი შემოსავლის მიღების ფაქტი არ ათავისუფლებს მეორე მშობელს კანონით დადგენილი არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოპასუხე ა--------- ბ-----–---–- მიუთითებს, რომ მოსარჩელე მ-----– მ---------- შესაძლებელია იყოს დასაქმებული და ჰქონდეს გარკვეული მატერიალური შემოსავალი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ არის წარმოდგენილი. თავად მ-----– მ----------ს წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაემგზავრა რ------------------–--–-, 2018 წლის ა--------- თვის დასაწყისში და მისი დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილი არ არის. მოსარჩელე მ-----– მ---------- ამჟამად იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც მ-----– მ----------ს ჯანმრთელობის პრობლემებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი მკურნალობის საჭიროების შესახებ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა (3.1.4., 3.2.9). სასამართლო აქვე აღნიშნავს, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოსარჩელისათვის დასმული დიაგნოზი ახდენს თუ არა გავლენას მისი შრომისუნარიანობის ხარისხზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ქ---- მ----------ს ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. არასრულწლოვანი ქ---- მ---------- 2017 წლიდან სწავლობს შპს ს----–- ,,ჰ--–----–-“, სადაც მისი ერთი სასწავლო წლის ღირებულება (სწავლის საფასური) შეადგენს 3300 (სამი ათას სამასი) ლარს. ა--------- ბ-----–---–- ყოველთვიურად იხდის სწავლების საფასურს 330 (სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით (3.2.7). შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ (სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებით, არასრულწლოვანი ქ---- მ----------ს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მ-----– მ----------საგან თანხმობა არ მიუღია.

 

ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. ა--------- ბ-----–---–-ს განმარტებით, არასრულწლოვანი ქ---- მ---------- დადის შემდეგ წრეებზე: მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს შესწავლა (ყოველთვიური გადასახადი 25 (ოცდახუთი) ლარი, ცეკვის სწავლება სტუდიაში ,,პ-----------ში“ (საფასური თვეში 80 (ოთხმოცი) ლარი), ცურვა (საფასური 100 (ასი) ლარი. არასრულწლოვანი ასევე დამატებით ემზადება ინგლისურ ენაში კერძო პედაგოგთან და სწავლების ყოველთვიური გადასახადია 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. არასრულწლოვანი ასევე იღებს მონაწილეობას ე.წ. საკვირაო სკოლაში გამართულ აქტივობაში, სადაც ხდება მისთვის ხელსაქმის შესწავლა და ბავშვს შესაბამისი ნივთების შესაძენად დაახლოებით ესაჭიროება 50 (ორმოცდაათი) ლარი (3.2.8). ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ აქტივობებში მონაწილოების მიღების საკითხთან დაკავშირებით, მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ. მოპასუხე მხარეს ზემოაღნიშნულ აქტივობებში არასრულწლოვნის მონაწილეობის დასტურად არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებანი, რის გამოც მოპასუხე სადავოდ ხდის როგორც ქ---- მ----------ს დამატებით წრეებზე სიარულის ასევე მოსარჩელის მხრიდან ამისათვის თანხების გაღების ფაქტს. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომაროების ცვლილება (ყოველთვიური შემოსავლის ოდენობის შემცირება) წარმოადგენს უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს.

 

სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 27.09.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა ორსულიანი ოჯახისათვის შეადგენდა 2018 წლის ივლისის თვეში - 243.1 ლარს და აგვისტოს თვეში - 242.9 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს ორსულიანი ოჯახში ერთი წევრისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას, რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, საშუალოდ 50 ლარი (125+50=175 ლარი). შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და არასრულწლოვანი ქ---- მ----------ს სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარით.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მ-----– მ----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ა--------- ბ-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მ-----– მ----------ს (პირადი №0----------) სარჩელი ა--------- ბ-----–---–-ს (პირადი №1----------) მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით:

 

შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის საქმე №---------- გადაწყვეტილებით მ-----– მ----------სათვის (პირადი №0----------) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს მ-----– მ----------ს (პირადი №0----------) ქ---- მ----------ს (დაბადებული 2--- წლის 5-------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 30 ივლისიდან) ყოველთვიურად 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ა--------- ბ-----–---–ს (პირადი №1----------) მ-----– მ----------ს (პირადი N0----------) სასარგებლოდ 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე