გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
130210018002495793
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002495793

N2-650-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელეები - ნ----------–-------------------–-----ები

წარმომადგენელი - მ-----------–-შვილი

მოპასუხე - სს ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი - ი-----–--------–-ა

მოპასუხე - ში-------------------------------------------–-–----------------------–---------------–-------------------------

მოპასუხე - გ------------–---ძე

დავის საგანი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისაგან გათავისუფლდეს შემდეგი ქონება: 1. 300 ლარად ღირებული ”პრაიმის” ფირმის ტელევიზორი; 2. 100 ლარად ღირებული ტელევიზორის მაგიდა 3. 300 ლარად ღირებული ,, სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა;. 4. 300 ლარად ღირებული,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი;

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეების შვილის გ------------–---ძის ვალის გადახდევინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღმასრულებელმა მოვალის საკუთრებად მიიჩნია. მოსარჩელეების განმარტებით კი დაყადაღებული ნივთები მათ ეკუთვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სარჩელი ცნო მოპასუხე გ------------–---ძემ, არ ცნეს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა და ,,საქართველოს ბანკმა“

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელეების შვილის გ------------–---ძის მიმართ გურიის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის და სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2018 წლის 5 თებერვალს, აღწერა და ყადაღა დაადო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ იტრიაში მდებარე ქონებას - სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ ნივთებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 5 თებერვლის აქტი (ს.ფ. 17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეთა მითითებით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები მოვალეს არ ეკუთვნის და მათი საკუთრებაა, რის დასადასტურებლადაც მიუთითეს სასაქონლო ზედნადებზე და მოწმეთა ჩვენებებზე;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადგინდა, რომ მასში აღნიშნული ნივთები მოსარჩელეთა საკუთრებაა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 172-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს;

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის);

6.3. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, აღმასრულებელელმა გადახდევინება უნდა განახორციელოს მოვალის კუთვნილი ქონებიდან;

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთების დაყადაღებით მოსარჩელეს აეკრძალა ამ ნივთების განკარგვა – ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება. ვინაიდან, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის და არა მოვალის საკუთრებაა, შესაბამისად, მათზე გადახდევინების მიქცევა არ შეიძლება, ამიტომ უნდა გათავისუფლდნენ ყადაღისაგან;

6.5. წარმოდგენილია 2012 წლის 12 დეკემბრით დათარიღებული სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, ნაზიბროლა ტალახაძემ შპს ,,ანო და მარიში“ იყიდა ,,სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა და ,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი;

მოწმეებმა ალექსანდრე ლომიძემ და თამარ აბრამაშვილმა უჩვენეს, რომ ტელევიზორი ,,პრაიმი“ მოსარჩელეებმა იყიდეს და მათ ეკუთვნით, ისევე როგორც სხვა, აღწერილი ნივთები და მათ შორის - ტელევიზორის მაგიდა, რომელიც მოსარჩელე გ------------–---ძის გაკეთებულია, რომელიც პროფესიით დურგალია;

მოწმეებმა დაადასტურეს ასევე მოსარჩელეების და მოპასუხე გ------------–---ძის განმარტება იმის შესახებ, რომ გ------------–---ძე, თავის ოჯახთან ერთად, თბილისში ცხოვრობს და მშობლების სახლში არაფერი ეკუთვნის;

ამდენად, დადგინდა. რომ სადავო ნივთები მოსარჩელეების კუთვნილებაა და შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოპასუხე გ------------–---ძემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე. მოპასუხეებს სს ,,საქართველოს ბანკსა“ და შს სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტს, რომლებმაც სარჩელი არ ცნეს, სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელეების სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს: - ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 5 თებერვალს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ იტრიაში შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ქონება: 1. 300 ლარად ღირებული ”პრაიმის” ფირმის ტელევიზორი; 2. 100 ლარად ღირებული ტელევიზორის მაგიდა 3. 300 ლარად ღირებული ,, სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა; 4. 300 ლარად ღირებული,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი ;

2. სს ,,საქართველოს ბანკსა“ და შს სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელეების სასარგებლოდ, სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი;

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი