გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
030217718002658635
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030217718002658635

განჩინება

საქართველოს სახელით

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

03.10 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

განმცხადებელი: მ----- პ---------,წარმომადგენელი: ს-----–--- შ---------,მოწინააღმდეგე მხარე: თ---------- ყ--–-----,დავის საგანი: განმცახადებლის და მისი არასრულწლოვანი შვილების კანონიერ უფლებების დაცვა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 03 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მომართა მ----- პ---------ს წარმომადგენელმა ს-----–--- შ---------მ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 2----------- მდებარე ქ. ქობულეთში, კ-------–-ს ს--------- I----, N4-ში ყადაღის დადების თაობაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ მ----- პ--------- აპირებს სარჩელი აღძვრას თ---------- ყ--–-----ს წინააღმდეგ თავისი და თავისი არასრულწლოვანი შვილების ნ---- ყ--–-----ს (პ/ნ: 6----------), ნ-----–---- ყ--–-----სა (პ/ნ: 6----------) და მ------- ყ--–-----ს (პ/ნ: 6----------) უფლებების დასაცავად.

განმცხადებლის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2015 წელს მ----- პ---------მ და თ---------- ყ--–-----მ სანახევროდ შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, რომელშიც თ---------- ყ--–-----ს წილი განისაზღვრა 1/2 ნაწილით, თუმცა წილის მეორე ნახევარი შეგნებულად იქნა გადაფორმებული მოპასუხის მამაზე-თ----- ყ--–-----ზე, ვინაიდან 2015 წელს მ----- პ---------სა და მოპასუხეს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, ის საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების თავიდან აცილების მიზნით, მოპასუხე აპირებს მეუღლეებს შორის თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების სხვის სახელზე გადაფორმებას, რითაც ხელი შეეშლება გადაწყვეტილების აღსრულებას.

განმცხადებლის წარმომადგენლის მითითებით, აპირებს მიმართოს სასამართლოს სარჩელით და დაიცვას მისი და არასრულწლოვანი შვილების კანონიერი ინტერესები.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს მომავალში აღსაძრავი სარჩელის მოთხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი უთითებს, რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს სარჩელით და დაიცვას მისი და არასრულწლოვანი შვილების კანონიერი ინტერესები, თუმცა არ აკონკრეტებს რა სარჩელის აღძვრას აპირებს განმცხადებელი, ამასთან აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების წილი გასხვისებულ იქნა თ----- ყ--–-----ზე, ხოლო მომავალში აღსაძრავი სარჩელის მოპასუხე მხარედ უთითებს მხოლოდ თ---------- ყ--–-----ს.

გარდა ამისა განმცხადებელი ითხოვს ქ. ქობულეთში, კ-------–-ს ს--------- I---- N4-ში ს.კ №2----------- მდებარე უძრავ მთლიან ქონებაზე ყადაღის დადებას, წარმოდგენილი მასალების მიხედვით კი აღნიშნული ქონების ერთერთი თანამესაკუთრეა რ----–-- ა-–------, ხოლო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ შეძენილია ქონების ½ წილი, შესაბამისად გაურკვეველია სადაო ქონებაზე მომავალში აღსაძრავი მოთხოვნა შეეხება თუ არა ამ ქონებაში რ----–-- ა-–------ს წილს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განმცხადებელს უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და განესაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ: ხარვეზის შევსების მიზნით, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს მოპასუხე (მოპასუხეები) და მომავალში აღსაძრავი სარჩელის მოთხოვნა, ასევე მიუთითოს დასაყადაღებელი ქონების მოცულობა.

განმცხადებელს ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განესაზღვროს ვადა 3 (სამი) დღე ამ განჩინების მისთვის ჩაბარების დღიდან.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 191-ე, 284-285-ე, 414-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. განმცხადებელმა ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებაში მიუთითოს მოპასუხე (მოპასუხეები) და მომავალში აღსაძრავი სარჩელის მოთხოვნა, ასევე მიუთითოს დასაყადაღებელი ქონების მოცულობა.

2. განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვროს ვადა 3 დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

3. განემარტოს განმცხადებელს, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

 

მოსამართლე შოთა სირაძე