გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2018
საქმის ნომერი
330210018002369581
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/9102-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი,2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - სს „--------------

წარმომადგენელი - გ---–---------–---–ი

მოპასუხე - ნ-----–--–------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ-----–--–------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3918.89 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 164.76 ლარი, პროცენტი - 1001.47 ლარი, ჯარიმა- 721 ლარი, დაზღვევა - 31.66 ლარი);

1.2. ნ-----–--–------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (28.02.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 164.76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 30.66 ლარს;

1.3. ნ-----–--–------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (28.02.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 164.76 ლარზე, ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 10.82 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 721 ლარისა.

(მტკიცებულება: 26.03.2018 წლის სარჩელი, 24.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია.

მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ 600 ლარის ფარგლებში.

(მტკიცებულება: 15.05.2018 წლის შესაგებელი, 24.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „------------სა“ და მოპასუხე ნ-----–--–------ეს შორის 2012 წლის 06 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-----–--–------ის სახელზე გაიცა კრედიტი 3 500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, მოქმედების ვადა 1161 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თის 10 რიცხვში, ხელშეკრულებაზე ტანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.12.2012 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#2--------------);

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ნ-----–--–------ემ 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და 2018 წლის 28 თებერვალს სს „---------------ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად მოპასუხის დავალიანება არის:

 

· 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 918.89 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 164.76 ლარი, პროცენტი - 1001.47 ლარი, ჯარიმა- 721 ლარი, დაზღვევა - 31.66 ლარი);

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერები ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.12.2012 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#2--------------);

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი ანგარიშიდან;

- 03.01.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (# 1----------);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „---------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. ნ-----–--–------ისათვის სს „---------------ს სასარგებლოდ 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3918.89 ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 164.76 ლარი, პროცენტი - 1001.47 ლარი, ჯარიმა- 721 ლარი, დაზღვევა - 31.66 ლარი), ასევე, 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (28.02.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) ძირითად თანხაზე - 2 164.76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 30.66 ლარს და 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (28.02.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 164.76 ლარზე, ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 10.82 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 721 ლარისა.

5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ერთქვას 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 164.76 ლარზე, ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის (ყოველთვიურად - 10.82 ლარი, ჯამში არაუმეტეს - 721 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 172.31 ლარი, იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 229.75 ლარი.

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სასამართლო მოსამზადებელ სტადიაზე სარჩელი ცნო 600 ლარის ფარგლებში, რომლის პროპორციული ბაჟი 18 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის 12.56%-ის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, 21.63 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის 132.68 ლარის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მოპასუხე ზურაბ გეწაძეს მოსარჩელე სს „---------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასური - 229.75 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე ნ-----–--–------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3918.89 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 164.76 ლარი, პროცენტი - 1001.47 ლარი, ჯარიმა- 721 ლარი, დაზღვევა - 31.66 ლარი);

3. მოპასუხე ნ-----–--–------ეს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (28.02.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 164.76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 30.66 ლარს;

4. მოსარჩელეს უარი ერთქვას 2012 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 164.76 ლარზე, ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის (ყოველთვიურად - 10.82 ლარი, ჯამში არაუმეტეს - 721 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე;

5. მოპასუხე ნ-----–--–------ეს სს “---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 132.68 ლარის გადახდა;

6. მოპასუხე ნ-----–--–------ეს სს “---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 229.75 ლარის გადახდა.

7. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „------------ს“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 18 ლარი, რაც სს „------------ის“ 2--------- წლის №25 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;

8. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 21.63 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე