განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100118002529111
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1----------------------------------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორების - ხ---------------------------------------------

ბრალდებულ - გ-------–--------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------–--------------------------- - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ------–----------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------------------------------- მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 1-------ის ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 2--------–ის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

გ-------–----------- ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

2014 წლის 2--------------- განაჩენით გ-------–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

2018 წლის 1-------ს ქ.თბილისში, დ-------- მეტროს ქვედა გასასვლელში მდებარე ა------------- მაღაზიიდან, დაახლოვებით 15:30 საათზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ-------–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ-------------------- კუთვნილ „iphone 7“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულ ნ-------------------- მიადგა მნიშნველოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 2--------–ს დაახლოვებით 21:35 საათზე, ქ------–--–-----–----–-- მეტრო სადგურ „----------------------- მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრ „---------- შენობაში განთავსებულ აფთიაქში „------------------------------- ფილიალიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ეველაინის“ ფირმის 17 (ჩვიდმეტი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის ღირებულების პუდრა ბურთულიანს და პუდრა გარუჯვის ეფექტს ღირებულს 09 (ცხრა) ლარად და 80 (ოთხმოცი) თეთრად. განხორციელებული ქმედების შედეგად შ--------------------------------- მიადგა 27 (ოცდაშვიდი) ლარისა და 60 (სამოცი) თეთრის ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-------–--------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 1-------ის ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 2--------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ბრალდებულის აღიარებასა და მის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე (მოწმეების გამოკითხვის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------------- განაჩენი, დათვალიერების ოქმები, დაკავების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება და სხვ.) დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გ-------–--------- მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს. სასამართლო თვლის, რომ პრეიუდიციულად დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მართლაც ქმნიან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 1-------ის ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 2--------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობას, რაც გ-------–--------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გ-------–--------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის სანქციას, რომელიც უალტერნატოვოდ სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში მძიმე კატეგორიის დანაშაული. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი ჯარიმის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, ბრალდებულს ჩადენილი ქმედებებისათვის, დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ-------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 1-------ის ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 2--------–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს:

2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 1-------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 2--------–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 2--------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (2018 წლის 1-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული და საბოლოოდ გ-------–--------- განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------–--------- სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. გ-------–--------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1-------------

7. ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ,,აიფონ 7“ თავისი ვარდისფერი სილიკონის ჩასადებით, დეოდორანტი და ორი ცალი პუდრი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე