გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2018
საქმის ნომერი
330210117001775741
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2186-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ქეთევან ჭელიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე): შპს „თ-----------------------–ო“

წარმომადგენლები: ქ-------------ე, ნ-----–-----–----–--ე

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე): შპს ,,ს-----------------ო”

წარმომადგენელი: ი-----–-----------ა, ნ------------–ი, რ-----------------ა

 

დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელით): თანხის დაკისრება

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით): ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ს-----------------ოს” მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს -123 839,69 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,ს-----------------ოს” მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 8516,05 ლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე შპს ,,ს-----------------ოს” მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების - 123 839,69 ლარის 0,1%-ის (123,86 ლარი) ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

2.1. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ს-----------------ოსა” და შპს „თ-----------------------–ოს“ შორის 2016 წლის 01 მაისის შეთანხმება №-----------ის მე-4 პუნქტი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 27 იანვარს შპს „თ-----------------------–ოსა“ და შპს ,,ს-----------------ოს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ს-----–----------------------------–------------------ის შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გაეწია მომსახურება - წარედგინა სა----–------------–---ს მონაცემები და მოცემულ მონაცემთა დასამუშავებლად უზრუნველეყო მოპასუხე პროგრამით. ხოლო, მოპასუხეს თავის მხრივ უნდა გადაეხადა ხელშეკრულების მე-10 მუხლით განსაზღვრული ღირებულება.

 

მოსარჩელემ სრულად და დროულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. რაც შეეხება მოპასუხეს, მან ანგარიშსწორების ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ. კერძოდ, 2016 წლის 08 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის მიერ აუნაზღაურებელი იყო 140 529,69 ლარი - 2015 წლის მაისი-ოქტომბრისა და დეკემბრის ღირებულება.

 

2016 წლის 01 მაისს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება და განსაზღვრეს 140 529,69 ლარის გადახდის გრაფიკი, სულ 14 გადახდა, რაც დაარღვია მოპასუხემ.

 

დღევანდელი მდგომარეობით, შეთანხმების შესაბამისად, შესრულებული უნდა იყოს 9 გადახდა, ჯამში კი გადახდილი უნდა იყოს - 86 029,69 ლარი. თუმცა, აქედან ვადის დარღვევით შესრულებულია მხოლოდ 2 გადახდა, ჯამში - 16 690 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 10 იანვარს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და ითხოვა მისგან 123 839,69 ლარის დაუყოვნებლივ დაფარვა და გადახდის ვადა განუსაზღვრა - 16.01.2017 წლამდე, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მოპასუხის გადასახდელი თანხა შეადგენს - 123 839,69 ლარს.

 

შეთანხმების მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს პირგასამტეხლო ვადამოსული და შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. შესაბამისად, ამ პრინციპის გათვალისწინებით, სარჩელის წარმოდგენის თარიღის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს ჯამში - 8 516,05 ლარს.

 

მოსარჩელე სარჩელში, ასევე განმარტავს, რომ მის მიერ გრაფიკით განსაზღვრული თანხის დაუყოვნებლივ სრულად მოთხოვნა გამოწვეულია მოპასუხის უკვე კარგად გამოკვეთილი გადახდისუუნარობით.

 

ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს „ს-----------------ომ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და და განმარტა, რომ არ არსებობს მხარეთა შორის 2016 წლის 01 მაისის შეთანხმება №-----------დან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაუყოვნებლივ მოთხოვნის წინაპირობები. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოპასუხე განმარტავს რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 27 იანვარს შპს „თ-----------------------–ომ“ და შპს „ს-----------------ომ“ გააფორმეს ხელშეკრულება №-------- ს-----–----------------------------–------------------ის გაწევის შესახებ.

 

2016 წლის 01 მაისს მხარეთა შორის, ასევე გაფორმდა შეთანხმება №--------- 2015 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გრაფიკით დაფარვის თაობაზე, რომლის თანახმად, დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. თუმცა, შპს „ს-----------------ოს“ დირექტორი არ იყო უფლებამოსილი დასთანხმებოდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის პირობას შპს „ს-----------------ოს“ პარტნიორთა თანხმობის გარეშე.

 

მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება სცილდება კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს და შესაბამისად სცილდება იმ გადაწყვეტილებათა რიგს, რომლის მიღებაც დირექტორს კომპანიის ყოველდღიური მენეჯმენტის ფარგლებში, კომპანიის პარტნიორთა თანხმობის გარეშე შეუძლია. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე დათანხმება ფაქტობრივად ნიშნავს გასაჩივრების ეფექტურობაზე უარის თქმას, რაც უზღუდავს მ---------ს შესაძლებლობას სათანადოდ დაიცვას თავისი უფლება სასამართლოში და შეედავოს მის მიმართ წარდგენილ შესაძლო უსაფუძვლო მოთხოვნებს.

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს „თ-----------------------–ომ“ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის შეთანხმების გაფორმებისას დაცული იყო ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა, კერძოდ შეთანხმება დადებულია წერილობითი ფორმით, ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ და გამოხატავს მხარეთა ნებას. ამასთან, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს რომ შპს „თ-----------------------–ომ“ იცოდა დირექტორის არაუფლებამოსილების შესახებ, თუმცა მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ მათი მოსაზრებით დირექტორი უფლებამოსილი იყო დაედო მსგავსი შინაარსის შეთანხმება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 27 იანვარს შპს „თ-----------------------–ოსა“ და შპს „ს-----------------ოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №-------- ს-----–----------------------------–-----------------------------------–---- შესახებ 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.2. მხარეთა შორის 27.01.2015წ. გაფორმებული ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შპს „თ-----------------------–ოს“ საფასური მომსახურებაზე და უფლებებზე წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ხოლო, ამავე ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, კი ანაზღაურების საერთო თანხა, რომელიც ექვემდებარება გადახდას დამკვეთის მხრიდან მომსახურებისა და უფლებებისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით შეადგენს - 112 572 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

აღნიშნული თანხის გადახდა, ხელშეკრულების დანართი №----- (ანგარიშსწორების გრაფიკი) განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, უნდა განხორციელებულიყო - 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად - 9381 აშშ დოლარის გადახდით.

 

3.1.3. მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ მიერ სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული მასსა და შპს „ს-----------------ოს“ შორის 2015 წლის 27 იანვარს გაფორმებული №-------- ს-----–----------------------------–-----------------------------------–---- შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

3.1.4. შპს „ს-----------------ოს“ მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული მასსა და შპს „თ-----------------------–ოს“ შორის 2015 წლის 27 იანვარს გაფორმებული №-------- ს-----–----------------------------–-----------------------------------–---- შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ მოსარჩელისათვის მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და 2016 წლის 08 აპრილის მდგომარეობით, შპს „ს-----------------ოს“ ვადამოსული დავალიანება შპს „თ-----------------------–ოს“ მიმართ შეადგენდა - 140 529,69 ლარს.

 

3.1.5. 2015 წლის 27 იანვარს გაფორმებული №-------- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი და 2016 წლის 01 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, 2016 წლის 01 მაისს შპს „თ-----------------------–ოსა“ და შპს „ს-----------------ოს“ შორის გაფორმდა შეთანხმება №----------, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ს-----------------ო“ შპს „თ-----------------------–ოს“ გადაუხდიდა 140 529,69 ლარის ოდენობით დარჩენილ დავალიანებას შეთანხმებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით - 2016 წლის 10 მაისიდან 2017 წლის 10 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად, ასევე გრაფიკით განსაზღვრული ოდენობის თანხის გადახდით.

 

3.1.6. მხარეთა შორის 01.05.2016წ. დადებული შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, ამ შეთანხმებით დადგენილი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების, ან საერთოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „ს-----------------ო“ ვალდებულია გადაუხადოს შპს „თ-----------------------–ოს“ ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადამოსული და შეუსრულებელი ვალდებულების/ფულადი თანხის 0,1%-ის ოდენობით ვადის გადაცილების დღიდან ყოველი კონკრეტული ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

3.1.7. შპს „ს-----------------ოს“ მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული მასსა და შპს „თ-----------------------–ოს“ შორის 2016 წლის 01 მაისს გაფორმებული №---------- შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება. კერძოდ, შპს „ს-----------------ოს“ მიერ ვადადარღვევით და მხოლოდ ორჯერ მოხდა გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა ჯამში - 16 690 ლარის ოდენობით. დარჩენილი, გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მოპასუხეს არ გადაუხდია.

 

3.1.8. შპს „ს-----------------ოს“ 2017 წლის 10 იანვრის გაფრთხილების წერილით ეცნობა შპს „თ-----------------------–ოს“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ. ამასთან, დავალიანების სრულად და დაუყონებლივ შესასრულებლად განესაზღვრა ვადა - არაუგვიანეს 2017 წლის 16 იანვრისა, თუმცა უშედეგოდ. გაფრთხილების წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 11 იანვარს.

 

3.1.9. მხარეთა შორის 01.05.2016წ. დადებული შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რონ სასამართლო დავის შემთხვევაში, შპს „თ-----------------------–ო“ უფლებამოსილია მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აღნიშნულ შეთანხმებას ხელს აწერს შპს „თ-----------------------–ოს“ დირექტორი - ნ------------–--ე და შპს „ს-----------------ოს“ დირექტორი - ზ----------------.

 

3.1.10. შპს „ს-----------------ოს“ წესდების 6.5. პუნქტის თანახმად, ს--------------ს მიმდინარე მმართველობის ჩვეულებრივი საქმეების შესრულება ეკისრება დირექტორს საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, გარდა იმ საქმეებისა, რომლის შესახებ საჭიროა პარტნიორთა წინასწარი გადაწყვეტილება. აღნიშნული პუნქტის თანახმად, ერთ-ერთ ისეთ საქმეს, რომლის განსახორციელებლადაც საჭიროა შპს „ს-----------------ოს“ პარტნიორთა წინასწარი გადაწყვეტილება წარმოადგენს: „სხვა საქმეები, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას...“

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თ-----------------------–ოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს „ს-----------------ოს“ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-91 მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, მე-400, 629-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები. ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითად კი მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 27 იანვარს შპს „თ-----------------------–ოსა“ და შპს „ს-----------------ოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №-------- ს-----–----------------------------–-----------------------------------–---- შესახებ 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით, დამკვეთმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა შპს „თ-----------------------–ოსათვის“ მომსახურების საფასური ჯამში - 112 572 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო თანხის გადახდა უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართი №----- განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად - 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად - 9381 აშშ დოლარის გადახდით.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი იყვნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს „თ-----------------------–ომ“ ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის 27.01.2015წ. გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, ხოლო შპს „ს-----------------ომ“ მხოლოდ ნაწილობრივ გადაიხადა გაწეული მომსახურების საფასური, რის გამოც დავალიანების დაფარვის მიზნით, 2016 წლის 01 მაისს მხარეთა შორის, ასევე გაფორმდა შეთანხმება №----------, რომლითაც შპს „ს-----------------ომ“ იკისრა ვალდებულება შპს „თ-----------------------–ოსათვის“ გადაეხადა დარჩენილი დავალიანება - 140 529,69 ლარის ოდენობით შეთანხმებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით - 2016 წლის 10 მაისიდან 2017 წლის 10 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად, ასევე გრაფიკით განსაზღვრული ოდენობის თანხის გადახდით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

მხარეები, ასევე სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „ს-----------------ოს“ მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული მასსა და შპს „თ-----------------------–ოს“ შორის 2016 წლის 01 მაისს გაფორმებული №---------- შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება. კერძოდ, შპს „ს-----------------ოს“ მიერ ვადადარღვევით და მხოლოდ ორჯერ მოხდა გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა ჯამში - 16 690 ლარის ოდენობით. დარჩენილი დავალიანება მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი.

 

ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მართალია მოსარჩელე სარჩელის შემოტანის დროისათვის ითხოვდა როგორც ვადამოსული, ისე ვადამოუსვლელი დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას იმ საფუძვლით, რომ მისი განმარტებით მოპასუხე იყო გადახდისუუნარო, თუმცა, ვინაიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (2018 წლის 10 სექტემბერი) უკვე გასულია სარჩელის შემოტანის დროს ჯერ კიდევ ვადამოუსვლელი, გრაფიკით გათვალისწინებული დავალიანების დაფარვის ვადაც (ბოლო გადახდა უნდა განეხორციელებინა 2017 წლის 10 ივნისს) სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს იმსჯელოს ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის მართლზომიერებაზე.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების - 123 839,69 ლარის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 01.05.2016წ. დადებული შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, ამ შეთანხმებით დადგენილი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების, ან საერთოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „ს-----------------ო“ ვალდებულია გადაუხადოს შპს „თ-----------------------–ოს“ ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადამოსული და შეუსრულებელი ვალდებულების/ფულადი თანხის 0,1%-ის ოდენობით ვადის გადაცილების დღიდან ყოველი კონკრეტული ვალდებულების სრულად შესრულებამდე. დადგენილია, ასევე რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე შეთანხმების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს მოსარჩელეს გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ 01.05.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნილი, სარჩელის აღძვრის დღემდე დაანგარიშებული, პირგასამტეხლოს ოდენობა - 8516,05 ლარის ოდენობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 3000 ლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი - 8516,05 ლარისა.

სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ 01.05.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ სარჩელის აღძვრის დღიდან (2017 წლის 24 იანვარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების - 123 839,69 ლარის 0,1%-ის (123,86 ლარი) ოდენობით, ასევე არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,01%-მდე.

 

შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

ზემოთ აღნიშნული მუხლი წარმოადგენს გარიგების შინაარსის კონტროლის განმსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერძო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. კერძოდ, გამოყოფს “სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, რადგან მოქმედი სამართალი გარიგების მონაწილეთა მიერ განხორციელებულ ნების გამოვლენასა და სხვა ქმედებას სამართლებრივად დაუშვებლად მიიჩნევს.

 

შეგებებული სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის მხარეთა შორის 2016 წლის 01 მაისს გაფორმებული შეთანხმების მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად სასამართლო დავის შემთხვევაში, შპს „თ-----------------------–ო“ უფლებამოსილია მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ შპს „ს-----------------ოს“ დირექტორი, რომელიც ხელს აწერს ზემოთ აღნიშნულ შეთანხმებას, წესდების თანახმად, არ იყო უფლებამოსილი დასთანხმებოდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის პირობას შპს „ს-----------------ოს“ პარტნიორების თანხმობის გარეშე, ვინაიდან შეთანხმების აღნიშნული პირობა სცილდება წესდებით გათვალისწინებული კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს და საჭიროების პარტნიორთა წინასწარ გადაწყვეტილებას.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დასადგენ საკითხს წარმოადგენს ის თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს კომპანიის ჩვეულებრივ საქმიანობად და შესაბამისად, 01.05.2016წ. შეთანხმებით განსაზღვრული - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის პირობა არის თუ არა კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის შემადგენელი ელემენტი.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად კი ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება ს--------------ს ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დირექტორების კომპეტენცია, ეს უფრო კანონისმიერი მოწესრიგების საკითხია, რომელიც დირექტორის, როგორც კორპორაციული სუბიექტის ადგილს უკავშირდება, თუმცა მან სასამსახურო ხელშეკრულებაშიც შეიძლება ჰპოვოს ასახვა დირექტორის უფლება-მოვალეობების დადგენისას, რომლებიც სწორედ კანონისმიერი კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარეობს. დირექტორის კომპეტენციაში შემავალ საკითხთა წრის განსაზღვრისას ამოსავალია შემდეგი წესი: დირექტორის კომპეტენციაში შედის ყველა საკითხი, გარდა პარტნიორთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებისა. როგორც წესი, დირექტორის კომპეტენციაშია ს--------------ს მიმდინარე საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობის ფარგლებში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. შესაბამისად, საინტერესოა თუ რას მოიცავს მიმდინარე ხელმძღვანელობის შინაარსი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ აკონკრეტებს, თუ რა განეკუთვნება ს--------------ს მიმდინარე საქმიანობას, ანუ ს--------------ს ჩვეულებრივ საქმიანობას, რასაც კანონის რიგ მუხლებში ვხვდებით. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა „მიმდინარე“ განმარტებულია როგორც ყოველდღიური, საყოველთაო, მორიგი, ხოლო სიტყვა „ჩვეულებრივი“, კი როგორც სხვებისგან არგამორჩეული, ისეთი, როგორიც ბევრი სხვაა. ამდენად, ს--------------ს მიმდინარე ანუ ჩვეულებრივი საქმიანობა შეიძლება განიმარტოს, როგორც იმ იურიდიული მოქმედებების ერთობლიობა, რომლებსაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, შიდასაზოგადოებრივ და გარესაზოგადოებრივ ურთიერთობებში ასრულებს ყოველდღიური და საწარმოსათვის ჩვეული, არაგანსაკუთრებული საქმიანობის სახით, ხოლო ის მოქმედებები და გარიგებები, რომლებიც თავიანთი შინაარსის, მოცულობის, მიზნის გათვალისწინებით, აგრეთვე, პასუხისმგებლობის მოსალოდნელი რისკის მაღალი ხარისხის გამო, ყოველდღიურ მიმდინარე საქმიანობას არ განეკუთვნება, შესაძლებელია, განვიხილოთ როგორც ისეთი, რომელიც სცილდება ს--------------ს ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებისა და შპს „ს-----------------ოს“ წესდებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 01 მაისს გაფორმებულ შეთანხმებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე გათვალისწინებული პირობა - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ წარმოადგენს ს--------------ს საწარმოო საქმიანობას, ვინაიდან აღნიშნული არ არის დაკავშირებული არც ს--------------ს საქმიანობის შინაარსთან და არც მისი განხორციელების საშუალებებთან, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების პროცედურული ნაწილი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ს--------------ს უშუალო საქმიანობასთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის პირობაზე დათანხმება არ სცდება შპს „ს-----------------ოს“ წესდებით გათვალისწინებულ დირექტორის უფლებამოსილების ფარგლებს. აღნიშნული წესდების 6.5. მუხლით პირდაპირაა გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლის განსახორციელებლადაც დირექტორს ესაჭიროება პარტნიორთა წინასწარი გადაწყვეტილება. სასამართლოს მოსაზრებით, კი შეთანხმების სადავო პუნქტი არ არის ს--------------ს მიმდინარე ან/და სხვა საქმიანობის შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად არ წარმოადგენს ე.წ. „უჩვეულო“ გარიგებას, რომელზე დათანხმებასაც ესაჭიროებოდა შპს „ს-----------------ოს“ პარტნიორთა წინასწარი გადაწყვეტილება.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ შპს „ს-----------------ოს“ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, მოპასუხე შპს „ს-----------------ოს“ მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (სასარჩელო მოთხოვნის 52,39%) უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2619,5 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“.

 

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 150 ლარი. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შუამდგომლობაზე ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.

 

შეგებებული სარჩელის საპროცესო ხარჯი

 

მოპასუხის მიერ შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „ს-----------------ოს“ შეგებებული სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 3800 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 3800 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „თ-----------------------–ოს“ სარჩელი შპს „ს-----------------ოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. შპს „ს-----------------ოს“ დაეკისროს შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ 123 839,69 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს „ს-----------------ოს“ დაეკისროს შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 3000 ლარის გადახდა.

 

1.3. შპს „ს-----------------ოს“ მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დავალიანების - 123 839,69 ლარის - 0,01%-ის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. შპს „ს-----------------ოს“ მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2 619,5 ლარის გადახდა.

 

3. შპს „ს-----------------ოს“ მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 3800 ლარის გადახდა.

 

4. შპს „თ-----------------------–ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 18 იანვარს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარიდან - 100 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1---------.

 

5. შპს „ს-----------------ოს“ შეგებებული სარჩელი შპს „თ-----------------------–ოს“ მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/2186-17

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

10 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ქეთევან ჭელიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე): შპს „თ-----------------------–ო“

წარმომადგენლები: ქ-------------ე, ნ-----–-----–----–--ე

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე): შპს ,,ს-----------------ო”

წარმომადგენელი: ი-----–-----------ა, ნ------------–ი, რ-----------------ა

 

დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელით): თანხის დაკისრება

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით): ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „თ-----------------------–ოს“ სარჩელი შპს „ს-----------------ოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. შპს „ს-----------------ოს“ დაეკისროს შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ 123 839,69 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს „ს-----------------ოს“ დაეკისროს შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 3000 ლარის გადახდა.

1.3. შპს „ს-----------------ოს“ მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დავალიანების - 123 839,69 ლარის - 0,01%-ის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. შპს „ს-----------------ოს“ მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2 619,5 ლარის გადახდა.

 

3. შპს „ს-----------------ოს“ მოსარჩელე შპს „თ-----------------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 3800 ლარის გადახდა.

 

4. შპს „თ-----------------------–ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 18 იანვარს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარიდან - 100 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1---------.

 

5. შპს „ს-----------------ოს“ შეგებებული სარჩელი შპს „თ-----------------------–ოს“ მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი