გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2500862-2/485-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - თ----- ზ------–---–ი
მოპასუხე - ა------ მ-----------–-–---–ი
ვ-----–- ჭ---------ე
წარმომადგენელი - ი----- ხ-------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ა------ მ-----------–-–---–ს და ვ-----–- ჭ---------ეს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 12812.19 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6095.25 ლარი, პროცენტი - 3716.94 ლარი, პირგასამტეხლო - 3000 ლარი.
1.2. მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–ს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების - 420.97 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–ს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ ოვერდრაფტიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 626.26 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „ლ-------------სა“ და ა------ მ-----------–-–---–ს შორის 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა №0002/2014/07723 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 12000 ლარი. წლიურ 17.50% და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 01.03.2019 წლამდე. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, თავდებმა პირმა - ვ-----–- ჭ---------ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 18034.16 ლარით. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა თუმცა, არ უზრუნველყო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხით და საპროცენტო სარგებლით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა. 2017 წლის 1 მარტიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად ერიცხებათ პირგასამტეხლო.
2011 წლის 15 სექტემბერს ა------ მ-----------–-–---–ს გაუაქტიურდა საკრედიტო ლიმიტი 500 ლარის ოდენობით. მსესხებლის მიერ აღნიშნული თანხის დაბუნება ხორციელდებოდა პერიოდულად. ბოლო გადახდა შესრულდა 2015 წლის 26 სექტემბერს.
სს ,,ლ-------------მა’’ ა------ მ-----------–-–---–ს მისივე მოთხოვნით გაუაქტიურა ოვერდრაფტი N94506063897. მსესხებლის მიერ ოვერდრაფტის დაფარვის გრაფიკი დარღვეულია 2015 წლის 26 აგვისტოდან.
მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა, ასევე საკრედიტო ბარათიდან და ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანება.
2.2. მოპასუხე ვ-----–- ჭ---------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 მარტს სს ,,ლ-------------სა’’ და ა------ მ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N002/2014/07723, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 12000 ლარი, 60 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 17.75%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 0002/2014/07723-1, რომლის მიხედვითაც ვ-----–- ჭ---------ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 18034,15 ლარით.
3.1.4. ა------ მ-----------–-–---–ს 15.09.2011წ. გაუაქტიურდა საკრედიტო ბარათი 500 ლარის ოდენობით. 04.06.2018წ. მდგომარეობით საკრედიტო ლიმიტიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 420.97 ლარს.
3.1.5. ა------ მ-----------–-–---–ს 26.08.2015წ. გაუაქტიურდა ოვერდრაფტი. 04.06.2018წ. მდგომარეობით ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 626.26 ლარს.
3.1.3. 01.03.2017 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა N002/2014/07723 საკრედიტო ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი; 26.09.2015 წლიდან ა------ მ-----------–-–---–ის მხრიდან დაირღვა საკრედიტო ლიმიტის, ხოლო 26.08.215 წლიდან ოვერდრაფტის დაფარვის გრაფიკი.
3.1.6. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.03.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2014/07723;
- 14.03.2014წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 14.03.2014წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 14.03.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- ვ-----–- ჭ---------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 02.07.2012წ.-31.12.2018წ;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 29.08.2011წ.-31.12.2018წ;
- 05.06.2018წ. N03065/22819 ცნობა დავალიანების შესახებ;
- 05.06.2018წ. N03065/22820 ცნობა დავალიანების შესახებ;
- 05.06.2018წ. N03065/22811 ცნობა დავალიანების შესახებ;
- საკრედიტო ბარათის პირობები;
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეებს ა------ მ-----------–-–---–ის და ვ-----–- ჭ---------ის დავალიანება სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ 14.03.2014წ. სესხის N0002/2014/07723 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 12812.19 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6095.25 ლარი, პროცენტი - 3716.94 ლარი; ჯარიმა 3000 ლარი;
3.2.2. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–მა და ვ-----–- ჭ---------ემ ცნეს სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ასევე ა------ მ-----------–-–---–მა ცნო სარჩელი საკრედიტო ლიმიტიდან და ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ასევე გაცემული იქნა საკრედიტო ლიმიტით გათვალისიწნეული თანხა და ოვერდრაფტის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა------ მ-----------–-–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,საქართველოს ბანკსა’’ და ა------ მ-----------–-–---–ს) შორის გაფორმებული 2014 წლის 14 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა------ მ-----------–-–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. მოპასუხეებმა გადააცილეს ორი და მეტ გადახდას, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ ა------ მ-----------–-–---–ის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ბარათიდან და ოვერდრაფტიდან გამომდინარე ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 6095,25 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). ასევე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე წარმოადგენს- 420,97 ლარი და ოვერდრაფტიდან - 626,26 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 3716,94 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 3000 ლარი უნდა შემცირდეს 3-ჯერ და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 1000 ლარით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------------სა'' და ა------ მ-----------–-–---–ს შორის 2014 წლის 14 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------------სა'' და მეორეს მხრივ ვ-----–- ჭ---------ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ვ-----–- ჭ---------ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 18034.16 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 14 მარტის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს - 10812.19 ლარის ოდენობით.
7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 14 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების 5.3. მუხლში მითითებულია: მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ №0002/2014/07723 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–მა და ვ-----–- ჭ---------ემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, ასევე ა------ მ-----------–-–---–მა სარჩელი ცნო ოვერდრაფტიდან და საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლეს. მოპასუხე მხარემ სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–ს და ვ-----–- ჭ---------ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 141.50 ლარის გადახდა.
ამასთან, სს ,,ლ-------------ს’’ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 385 ლარიდან 182.85 ლარი და 100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–ს და ვ-----–- ჭ---------ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N002/2014/07723 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 10812.19 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6095.25 ლარი, პროცენტი - 3716.94 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–ს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების - 420.97 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–ს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანების - 626.26 ლარის გადახდა.
6. მოპასუხე ა------ მ-----------–-–---–ს და ვ-----–- ჭ---------ეს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 141.50 ლარის გადახდა.
7. სს ლ-------------ს დაუბრუნდეს 13.06.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 385 ლარიდან 182.85 ლარი (საგადასახადო დავალება 5143929217), ასევე 13.06.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადასახადო დავალება 5143929238) და 13.06.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადასახადო დავალება 5143929246).
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი