გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #17031001800265652
საქმე #3/57-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო~
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი
მოსარჩელე: #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, წარმომადგენლები ნა---------------ი, თ----------–---–---–ი, ნო--------–--ე.
მოპასუხე: #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია, წარმომადგენლები თა----------------–ი, ნა----–----------ე.
მესამე პირები: მ----------------------------------------------------–--------------------------–-------------–--------–------–--–-------------–-------------------------------------–----------------------–---–-------------------------–-------–---–-----------------–---–------------------------------------–---–---------–---------–---–----–-----------–-------–---–-------------------------------------–---–------------------------------–-–------–-------------------------–----------------------–----------------–---–-----------------------–---–-----------------------–---–---------------–---–-----------------–--–---–------------------–--–---–----–--–----------------–-------------–---–----------------–---–---------------–---–-------–-------------------------------------–----–---–---------------------–---–------–---------–---–---–------------------–---–----------------–---–----------------------------–----–---–------–--------------------------------–---–---------------------–---–-------–--------–---–--------------------–---–------------------------------–---–-----–-------------–---–---–-–--------–--–---–-----------------------–-–---–----–--–----------–---–---------------–--–---–----–---–------------–---–------------------–----------------------------–---–--------–-------------------------------------–---–--------------------–---–-------------–---–---------------–-------–---–----------–-----------------------------–----------–--------------------------------–------------------–--------------–----------------------------------------–-------–--–------–------------------------------------------------------------------------------------–---–----–--–--------–---–-----------------–-----–---–----–----–----–---–-------------------------------–----------------–----------------------------------------------------------------------------------–---–--------------------------------------------------------------–-------------–-------------–------------------------------------------–---------------–------–--------–-----–------–--–--------------------------------–---–--------------–------------------------------------------–-----------–-------------------–--------------–---------------–----------------–----–---–------------–--------–-–---–-------------------–---–--------------------------------------------------–-----–---–--------------–-------–---–--------------------–---–-----------------------–-----------–----------–---–------------------------------–---–-------------------–---------------–------------–------–-------------------------–---------------------------------–---–----------------------–--–----------–------------------–--------–----–------–---–--------------------------------–------–---–ი.
დავის საგანი: ქმედების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სასამართლო სხდომაზე სარჩელის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელე ითხოვს დაევალოს #26-ე თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას შეამოწმოს #26-ე თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #------------------------------------------------------------ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ (თანამდებობის) პირთა არჩევასთან დაკავშირებული პირველი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული საარჩევნო დოკუმენტაცია.
სარჩელის საფუძვლები:
2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს ოლქში შემავალ ყველა უბანზე, მათ შორის #------------------------------------------------------------ საარჩევნო უბნებზე ჩატარდა პირველი სხდომები. ზემოთხსენებული კომისიის სხდომებზე დაფიქსირდა, როგორც განსხვავებული აზრები, ასევე საჩივრები, რომელთა ნაწილი, როგორც მოგვიანებით გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი გაურკვევლი მიზეზების გამო არ დაერთო სხდომის ოქმებს.
2018 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა 26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით (#189), სადაც განმარტა ყველა არსებითი ხასიათის დარღვევა. ასევე, საჩივრით ითხოვდა, ყველა უბნის ხელმძღვანელი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მიღებას, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი და ჩაიდინეს დისციპლინური გადაცდომები.
#26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 სექტემბერს #56 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარში მოყვანილი გარემოებები შეისწავლა და მიიჩნია, რომ საუბნო კომისიის წევრების მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
2. მოპასუხის პოზიცია
#26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხომაზე დაზუსტებულ სარჩელზე გაკეთებული განმარტებით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სასამართლო სხდომაზე შესაძლოა გამოიკვეთა გარკვეული კანონდარღვევები საუბნო კომისიების მუშაობისას, თუმცა მიაჩნია, რომ შესაძლებელია არ იქნეს შესწავლილი აღნიშნული #------------------------------------------------------------ საუბნო კომისიების სხდომების და საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #------------------------------------------------------------ საარჩევნო საუბნო კომისიებში ჩატარებულ იქნა პირველი სხდომები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 1, ს.ფ. 141-313, ტ. 2, ს.ფ. 1-88)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 11 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - მე-----------ე, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - მა-------------ე და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - ია--------ე. იმავე დღეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი და საჩივარი საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების დაღვევის თაობაზე, რომელიც გატარდა ჟურნალში. #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა მხოლოდ სხდომის ოქმი (განსხვავებული აზრის დართვის გარეშე) და ცნობები განსხვავებული აზრის და საჩივრის შესახებ. საჩივარზე კომისიის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. ამასთან, განსხვავებული აზრის შედგენის დროდ მითითებულია 2018 წლის 26 სექტემბრის 15:42 საათი, ხოლო #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებულია 15:30 საათით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 1, ს.ფ. 141-163)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 1, ს.ფ. 141-163)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 11 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - თა---–--------------ე, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - მე-------–----ე და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - მა----–--------–--ე. იმავე დღეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი და საჩივარი საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების დაღვევის თაობაზე. განსხვავებული აზრი და საჩივარი გატარდა ჟურნალში. #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა მხოლოდ სხდომის ოქმი (განსხვავებული აზრის დართვის გარეშე) და ცნობები განსხვავებული აზრის და საჩივრის შესახებ. საჩივარზე კომისიის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ.1, ს.ფ. 164-184)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ.1, ს.ფ. 164-184)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 11 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - ლა-–-------------–ი, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - სო----------------ე და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - მა----------–----ი. იმავე დღეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი, რომელიც გატარდა ჟურნალში, შესვლის დროის მითითების გარეშე. ასევე, ის არ დაერთო სხდომის ოქმს და მასთან ერთად არ გადაიგზავნა #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 1, ს.ფ. 185-204)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 1, ს.ფ. 185-204)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 11 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - თი------------–---–ი, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - მა----------------ე და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - ლუ-----–---–-----ი. იმავე დღეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი, რომელიც გატარდა ჟურნალში, მაგრამ სხდომის ოქმთან ერთად არ გადაიგზავნა #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 1, ს.ფ. 205-225)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 1, ს.ფ. 205-225)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 10 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - გი------------------–---–ი, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - გი------------------–---–ი და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - ნა----------–---–ი. იმავე დღეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი, რომელიც გატარდა ჟურნალში, მაგრამ სხდომის ოქმთან ერთად არ გადაიგზავნა #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 1, ს.ფ. 226-244)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 1, ს.ფ. 226-244)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 08 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - სო-–-------------–---–ი, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - ნი-----------–---–ი და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - მა----------–---–ი. იმავე დღეს საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა საჩივარი, რომელიც გატარდა ჟურნალში, მაგრამ მასზე კომისიის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 1, ს.ფ. 245-266)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 1, ს.ფ. 245-266)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 10 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - ვა-–---------–---–---–ი, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - გი-------------–---–ი და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - ფი----------–---–ი. საჩივარი და განსხვავებული აზრი საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 1, ს.ფ. 267-292)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 1, ს.ფ. 267-292)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.9. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 11 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - ხა---------------–---–ი, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - ნო---------ე და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - ეკ----------–---–ი. იმავე დღეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი, რომელიც არ დაერთო სხდომის ოქმს და მასთან ერთად არ გადაიგზავნა #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 1, ს.ფ. 293-313)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 1, ს.ფ. 293-313)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.10. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 11 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - გი-------------–----ი, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - თე-----------------–---–ი და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - გი---–-------------ი. იმავე დღეს სხდომის ოქმის #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნის შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი, რომელიც არ გადაიგზავნა საოლქო კომისიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 2, ს.ფ. 1-22)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 2, ს.ფ. 1-22)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.11. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 11 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - ეკ--------------------–---–ი, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - გუ--------------–---–ი და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - მა--------–---–ი. იმავე დღეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი და საჩივარი საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების დაღვევის თაობაზე, რომელიც გატარდა ჟურნალში. #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა მხოლოდ სხდომის ოქმი (განსხვავებული აზრის დართვის გარეშე). საჩივარზე კომისიის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 2, ს.ფ. 23-45)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 2, ს.ფ. 23-45
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.12. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #-- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 10 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. მიღებული #------18 განკარგულებით #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა - თე---------------–--ე, #------18 განკარგულებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა - გუ-----–----ე და #------18 განკარგულებით კომისიის მდივნად არჩეული იქნა - ნი----–----ე. იმავე დღეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა განსხვავებული აზრი და საჩივარი საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების დაღვევის თაობაზე. #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა მხოლოდ სხდომის ოქმი (განსხვავებული აზრის დართვის გარეშე). საჩივარზე კომისიის მხრიდან შესაბამისი აქტი არ გამოცემულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 2, ს.ფ. 46-68)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 2, ს.ფ. 46-68)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.13. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #3- საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა პირველი სხდომა 09 წევრის შემადგენლობით და დამტკიცებული დღის წესრიგით. სხდომაზე არჩეული იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. აღნიშნული პირების არჩევის განკარგულებებში მათი სახელები არასრულად არის მითითებული. საჩივარი და განსხვავებული აზრი საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმები და განკარგულებები (ტ. 2, ს.ფ. 69-88)
- #----- საუბნო საარჩევნო კომისიის შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალი. (ტ. 2, ს.ფ. 69-88)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.1.14. 2018 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით (#189), სადაც მიუთითებდა შესაძლო დარღვევებზე სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში და ითხოვდა ყველა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მიღებას, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი და ჩაიდინეს დისციპლინური გადაცდომები. აღნიშნულ საჩივარზე #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 სექტემბერს #56 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარში მოყვანილი გარემოებები შეისწავლა და მიიჩნია, რომ საუბნო კომისიის წევრების მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პარტია ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“-ს, წარმომადგენელ ნა---------------ის საჩივარი (ტ. 1, ს.ფ. 32-35)
- #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 სექტემბრის #56 წერილი (ტ. 1, ს.ფ. 46)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ასევე განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს #26-ე თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას შეამოწმოს #26-ე თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #------------------------------------------------------------ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ (თანამდებობის) პირთა არჩევასთან დაკავშირებული პირველი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული საარჩევნო დოკუმენტაცია.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას პრაქტიკულად წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის კანონისმიერი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, შემოწმებულ იქნეს საუბნო კომისიაში არსებული საარჩევნო დოკუმენტაცია, რათა შეფასებულ იქნას მის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამასვე ადასტურებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე მუხლის „ე“ პუნქტი, რომლის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეების პოზიციებით, რიგ შემთხვევებში მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების სამუშაო პროცესში ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევებს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრის არ განხილვას, წარდგენილი განსხვავებული აზრის საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმზე არ დართვას, საუბნო კომისიის წევრების ვინაობის დადგენასთან და სამკერდე ნიშანთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს, გამოცემულ განკარგულებებში რეკვიზიტების არასრულყოფილებას და ა.შ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოხდეს შემოწმება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #3/2012 დადგენილების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიაში შემოსული დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი. ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება).
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომა სხვასთან ერთად წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ასევე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ #26-ე თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალ #------------------------------------------------------------ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ (თანამდებობის) პირთა არჩევასთან დაკავშირებული პირველი სხდომის ჩატარებისას ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევებს. სასამართლო სხდომაზე ასევე დადგენილ იქნა, რომ #26-ე თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჩივარში ასახული გარემოებების გამოსაკვლევად არ მომხდარა შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით #26-ე თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს აღნიშნულ სხდომებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და არსებული ნაკლოვანებების, მომავალში შესაძლო დარღვევების და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამოვლენის, აღმოფხვრის და გამორიცხვის მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის მე-2 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, მოპასუხე #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ მოსარჩელე #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ უნდა აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8, 21-ე, 77-ე, 78-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-19 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მოსარჩელე #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ სარჩელი მოპასუხე #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ დაკმაყოფილდეს.
#26-ე თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალოს შეამოწმოს #26-ე თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #------------------------------------------------------------ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ (თანამდებობის) პირთა არჩევასთან დაკავშირებული პირველი სხდომის საარჩევნო დოკუმენტაცია.
მოპასუხე #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას დაეკისროს მოსარჩელე #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 01 (ერთი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქუჩა №11).
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა