გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018002382589 (2/694-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2----–ელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
მოსარჩელე - მზ---------ნია
წარმომადგენელი - ლა-–-----–--ია
მოპასუხე - მა--------უა
წარმომადგენელი - სო--------–------ია
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.მოსარჩელის მოთხოვნა
1.1.მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 ლარის დაკისრება (დაზუსტებული მოთხოვნა, დაზუსტებული სარჩელი და 04.10.2----–-–--------------------
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მზ---------ნიას განმარტებით, მან მოპასუხე მა--------უას სახლის შეძენის მიზნით 2007-2008 წლებში გადასცა 2500 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 4050 ლარს.
გარდა ამისა, მოსარჩელემ 2013-207 წლებში 15950 ლარი გადასცა თავის დას - მა---------ნიას მოსარჩელის მიერ შესაძენ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობისათვის.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2----–ლის 01 ოქტომბერს სახლი მოპასუხემ გადაუფორმა მოსარჩელის დას - მა---------ნიას. ამჟამად საცხოვრებელ სახლს ფლობს სწორედ მა---------ნია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან სახლის ნასყიდობის ღირებულებისა და სახლის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ასევე, მისი მხრიდან მითითებული იქნა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის შესახებ (-----------------–-–--------------–---------------------
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.ჩხ------–---ს რაიონის სო----–------ა ჩხ------–---ში მდებარე 3121 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით - საცხოვრებელი სახლით რეგისტრირებული იყო მოპასუხე მა--------უას თანასაკუთრებად (საკადასტრო კოდი №46.03.3-.---).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-27.04.2----–ლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 04.10.2----–ლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. №46.03.3-.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 01.10.2----–ლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოსარჩელის დის - მა---------ნიას სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-27.04.2----–ლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-01.10.2----–ლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 04.10.2----–ლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.დადგენილია, რომ მოსარჩელე მზ---------ნიასა და მოპასუხე მა--------უას შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
2----–--–ს მოპასუხე მა--------უასა და მოსარჩელის დედას - ინ--------------იას შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რის ფარგლებში ინ--------------იამ მა--------უას გადასცა 2500 აშშ დოლარი ჩხ------–---ს რაიონის სო----–------ა ჩხ------–---ში მდებარე 3121 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზედ მდებარე ხის საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით.
აღნიშნული თანხის გადაცემის შემდეგ, მითითებული უძრავი ქონებით სარგებლობდნენ მოსარჩელის დედა - ინ--------------ია და ასევე, და - მა---------ნი.
მითითებულ მისამართზე 2007 წლიდან დღემდე ცხოვრობს მა---------ნია, ხოლო მზ---------ნიას არასოდეს უცხოვრია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-22.03.2----–ლის გამოკითხვის ოქმი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 04.10.2----–ლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მის მიერ სასამართლოსათვის მითითებული გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება. კერძოდ, მზ---------ნიამ, განმარტა, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასურის სახით მან თანხა გადასცა მოპასუხეს 2500 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, 3121 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე ხის სახლის სანაცვლოდ აშენებული ბლოკის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გაიღო ხარჯები, რომლებსაც უგზავნიდა თავის დას - მა---------ნიას, რაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაზუსტებული სარჩელი;
-შესაგებელი;
-22.03.2----–ლის გამოკითხვის ოქმი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 04.10.2----–ლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3.მზ---------ნიამ სასამართლოს წინამდებარე სარჩელით მომართა 2----–ლის 02 მარტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 04.10.2----–ლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
ამასთან, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარის მტკიცების ტვირთის შესახებ სამართლებრივ დებულებას ვხვდებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები თანხის მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე, არ არის გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ანუ მოვალეობის წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
აღნიშნული ნორმა ადგენს იმ ურთიერთობათა სახეებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება. სწორედ 317-ე მუხლი იძლევა საშუალებას, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინოს თუ რა მოთხოვნა გააჩნია მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ და რომელი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, ,,სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს’’ (---------------------------------------------–--–---
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ თავისი პოზიცია დაასაბუთა იმდაგვარად, რომ მოპასუხესთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება №46.03.3-.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შესყიდვის მიზნით, თუმცა ასეთი ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მის არარსებობას მოსარჩელე არ უარყოფს, თუმცა ითხოვს მისივე განმარტებით მოპასუხისათვის მითითებული ნივთის შესაძენად გადაცემული თანხის - 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დაბრუნებას.
აღნიშნული მოთხოვნის დასასაბუთებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები ინგა წურწუმია და დარეჯან კვარაცხელია, რომლებმაც განმარტეს, რომ ისინი მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტს არ შესწრებიან.
სხვაგვარი ჩვენება მიიღო სასამართლომ მოწმეების ემზ------------ას, ტარ---–----------ს, გუ--------------სა და გი--------–-------------ან, სახელდობრ, მათ დაადასტურეს მოპასუხე მა--------უას მიერ მითითებული პოზიცია მასზედ, რომ 2----–--–ს თანხა 2500 აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხე მა--------უამ ჩხ------–---ს რაიონის სო----–------ა ჩხ------–---ში მდებარე უძრავი ნივთის შესაძენად მიიღო არა მოსარჩელე მზ---------ნიასაგან, არამედ ინ--------------იასაგან.
ამრიგად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მოპასუხისათვის 2500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტის დადასტურება.
6.2.გარდა აღნიშნულისა, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია, თანახმად, სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლებისა, რომლებითაც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება (მოპასუხის მიერ მითითებული). მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელში დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის პოზიციაა, რომ 2007-2008 წლებში თანხის გადახდის მიუხედავად მას მოპასუხემ არ გადაუფორმა უძრავი ქონება. რამდენადაც მოსარჩელის მხრიდან სადავო საკითხი ეხება 2007-2008 წლების მოვლენებს, ხოლო მოსარჩელემ 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდევინების მოთხოვნით სასამართლოს მომართა ამ მოვლენებიდან სამწლიანი ვადის დარღვევით, სასამართლოს მოსაზრებით თუნდაც ამ კუთხითაც სახეზეა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მოთხოვნა ხანდაზმულია.
6.3.რაც შეეხება სახლის მშენებლობისათვის თანხების გაღების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, მოსარჩელემ განმარტა, რომ თანხები 2013-2017 წლებში გადასცა თავის დას - მზ---------ნიას. თუ მართლაც დავუშვებთ, რომ თანხა მოსარჩელემ გადასცა თავის დას და არა მოპასუხეს და ასევე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მხრიდან დადასტურებული არ არის, რომ გამოგზავნილი თანხები მოხმარდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, გაუგებარია რატომ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს თანხა 15950 ლარის ოდენობით მოპასუხე მა--------უამ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სსს კოდექსის 38-ე, 39-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მზ---------ნიას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისის ნიუპორტის ქ. №3-) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა