განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმის №1/773-15 10.09.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი მ----------------
დაცვის მხარე
ადვოკატი ნ---------------
ბრალდებული: ი-----–-------–----------------
დაბადების თარიღი: 06.10.1982 წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: წ---–----------------–-------–----------
სისხლის სამართლის საქმე №069110715001
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ი-----–------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის 09 ივლისს, ი-----–------------ წ---–--------------------------–---------–-, ფარულად დაეუფლა ს--------------–------------------------------------------- წყლის მილებს. კომპანიისათვის მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობაა 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ 2015 წლის 11 ივლისს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება 2015 წლის 09 ივლისს წ---–--------------------------–---------–- მიწისქვეშა წყლის გამავალი მილების ფარულად დაუფლების ფაქტზე.
შეტყობინებით (რეგისტრაციის N1516077) დადგენილია, რომ 2015 წლის 11 ივლისს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფ---–----------ს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ჟ------------–---–- 112-ის ოპერატორმა რ------მ აცნობა, რომ მას დაუკავშირდა დ--------------ი, რომელიც იმყოფებოდა ქალაქ თბილისში და სოფელ ფ---–----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილებთან დაკავშირებით ითხოვდა პოლიციის დახმარებას.
შეტყობინებით (რეგისტრაციის N1515999) დადგენილია, რომ დ--------------–---–მა ტელეფონით განაცხადა, რომ მისი სამსახურის მილებს იყენებენ მათი ნებართვის გარეშე და ითხოვა დახმარება.
2015 წლის 11 ივლისით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს წ---–--------------------------–---------–- და წარმოადგენს ი-----–---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს, ასევე ბ-----------------–-ას საცხოვრებელი სახლის ეზოს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო ი-----–---------ის საცხოვრებელი სახლიდან. ეზოში შედიან ლითონის კონსტრუქციის კარის საშუალებით, სადაც საცხოვრებელი სახლი მდებარეობს 15 მეტრში. საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს არის სათესი ფართობი. აღნიშნული სახლიდან 10 მეტრში „ზაბორის“ კუთხიდან შეინიშნება მიწის ნაყარის კვალი, რომელიც გრძელდება ბ-----------------–-ას საკარმიდამო ნაკვეთისკენ. ი-----–---------ის განმარტებით, აღნიშნულ ფართობში ამოღებულ იქნა 48 მეტრის სიგრძის მილი. ი-----–---------ის ეზოში აღმოჩენილ იქნა ლითონის პატარა ზომის ნარჩენი, რომელიც ამოღებულ იქნა და დაილუქა. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ. ამის შემდეგ ი-----–---------ის ეზოდან ამოღებული მილების გაყოლებაზე გადავიდნენ ბ-----------------–-ას ეზოში, სადაც შეინიშნება წყალკანალის მილების სათაო ნაგებობა, სადაც დარჩენილი არის მილის 10 მეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც გაკეთებული არის წყლის გამშვები ონკანები. ბ-----------------–-ას ეზოში გადანაჭრელ მილებს შორის მანძილი არის 24 მეტრი. მიწა შევსებულია. ი-----–---------ისა და ბ-----------------–-ას განმარტებით, 2015 წლის 10 ივლისს მათი ეზოდან სოფელ ქ-------–- მცხოვრებმა ი-----–------------მ ამოიღო მილები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სხვა რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა.
ს--------------–------------------------------------------- დირექტორის გ----------–---–---–ის წერილის თანახმად, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობა, რომელიც უკავშირდება 90 მ. სიგრძის მიწისქვეშა წყლის გამავალი მილის ფარულად დაუფლებას, შეადგენს 20 000 (ოცი ათას) ლარს.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 27 სექტემბერს განხორციელდა საწარმოთა რეორგანიზაცია, კერძოდ სააქციო საზოგადოება „G----”-ის შერწყმა და რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებულ სუბიექტს წარმოადგენს ს--------------–-----------------------------------------“ (ს/ნ 404391975).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ წყალტუბო 29. სოფ. ფ---–-----------ქ--------ს დაფარვის ზონაში არსებული მილსადენი რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „G----”-ის საკუთრებაში.
2015 წლის 9 ივლისის შესყიდვის აქტით (ფორმა N99) დადგენილია, რომ ი-----–------------მ (პ/ნ 5----------) მიჰყიდა ა---------–------------ეს (პ/ნ 3----------) 820 მეორადი მილი. (რაოდენობა 80 მეტრი, ფასი: 85 ლარი). ი-----–------------მ მიიღო 6800 (ექვსი ათას რვაასი) ლარი.
2015 წლის 9 ივლისის შესყიდვის აქტით (ფორმა N99) დადგენილია, რომ ა---------–------------ემ (პ/ნ 3----------) მიჰყიდა შ------–--–-ს“ (ს/ნ 400056997) 820 მეორადი მილი. (რაოდენობა 80 მეტრი, ფასი: 100 ლარი). ა---------–------------ემ მიიღო 8000 (რვა ათასი) ლარი.
2015 წლის 16 ივლისით დათარიღებული ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ადგილი, რომელიც მდებარეობს მ--------–--------------------–------ში, რომელიც წარმოადგენს მდინარე ხრამზე გადასასვლელ ხიდს და მიმდებარე ტერიტორია, სადაც შ------------------------–-–--ი“ ახდენს ხიდის ხიმინჯების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ადგილზე განთავსებულია 800 მმ დიამეტრის მქონე ლითონის მილის 10 ცალი ნაჭერი, საერთო ზომით 48.30 მეტრი... ... ი-----–---------–---ს განმარტებით ადგილზე არსებული ლითონის მილები მისთვის უცნობმა მძღოლმა მოიტანა და დაცალა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მილების ოდენობა იყო 07 ცალი, 800 მმ დიამეტრის მქონე, საერთო ზომით 78.5 მეტრი, რომლებიც სამუშაოების წარმოებისას დაჭრეს 18 ნაწილად. აქედან 30 მეტრის სიგრძის ლითონის მილი დაჭრეს 08 ცალ ნაწილად და გამოიყენეს ხიმინჯების გასამყარებლად. ხოლო ლითონის მილების დანარჩენი 10 ცალი ნაჭერი საერთო ზომით 48.30 მეტრი წარმოადგინა ი-----–---------–---მ, რომელიც ამოღებული იქნა და შესანახად განთავსდა მარნეულის რაიონული სამმართველოს შ---–------ს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში. დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგადაღება.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა---------–------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ მის მეგობარს გ----–--–--–---–ს, რომელიც ცხოვრობს თბილისში, სჭირდებოდა 800 მმ დიამეტრის მილი, რაზედ დაუკავშირდა მას. მან გ----–--–--–---–ს უპასუხა, რომ მოიძებნიდა მეგობრებში და შეატყობინებდა მას. როდესაც მან გაიკითხა ამ მილების შესახებ, უთხრეს, რომ ქ-------–- არის ერთი კაცი, რომელსაც აქვს აღნიშნული მილები. როდესაც მივიდა და იკითხა მილების შესახებ და გაუკეთებდა თუ არა, პასუხად მიიღო, რომ მილები მისი იყო და აქედან გამომდინარე პრობლემაც არ იყო. ამის შემდეგ მან ჰკითხა თუ რა საბუთები მოჰყვებოდა და ი-----–------------მ უპასუხა, რომ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და შესყიდვის აქტი ექნებოდა თან, ოღონდ მას ჯერ წინასწარ უნდა გადაეხადა ფული, რომლის შემდეგაც დატვირთავდა მანქანას. ა---------–------------ემ გ---------ს გადაუხადა ფული, რის შემდეგაც დაიტვირთა მანქანა და მიუტანეს მას მილები. ა---------–------------ემ აღნიშნა, რომ მილები რომლებიც შეიძინა მან, 1 მეტრის ღირებულება იყო 85 ლარი, ხოლო სულ 6800 ლარის იყო. როდესაც ი-----–------------მ დატვირთა მანქანა, მისცა თავისი პირადობის მოწმობის ასლი და ნასყიდობის ხელშეკრულება. მილების წასაღებად ა---------–მა დაიქირავა მძღოლი, რომელმაც მილები წაიღო მარნეულში. მძღოლს ასევე თან გაატანა შესყიდვის აქტი და ის საბუთები რაც ი-----–------------მ გადასცა. ა---------–ს ეჭვი არ შეუტანია, რომ ი-----–-----------ის იყო ეს მილები.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დ--------------ის განმარტებით, როდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ის მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში იურისტის პოზიციაზე. იმდროისათვის კომპანია მუშაობდა მცირე და საშუალო ჰესების განვითარებაზე, ამიტომ კომპანიის თანამშრომლები გამოუშვეს ქუთაისში აღნიშნული მილების შესასწავლად. იმ პერიოდში ტექნიკური მენეჯერი ო-–---–--------- ჩამოვიდა თბილისში და უთხრა, რომ გარკვეულ მონაკვეთზე ამოღებული იყო მილები და ჰკითხა, ხორციელდებოდა თუ არა ეს ყველაფერი ე------------------------------------ს შესყიდვით და დავალებით, რაზეც მან უპასუხა, რომ თავისი კომპანია აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდა, რის შემდეგაც მან მიმართა პოლიციას მილების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით. ო-–---–--------- მიუთითებდა, რომ ამოღებული/მოპარული იყო 90 მეტრის სიგრძის მილი, რომლის მეტრის ღირებულებაც იმ დროისათვის, როდესაც ისინი ენერგეტიკის განვითარების ფონდს გადაეცა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იყო 222 ლარად, ხოლო 90 მეტრის მილი 20 000 ლარის ზარალი იქნებოდა კომპანიისათვის. მოწმემ სასამართლოს ასევე განუმარტა, რომ ის აღნიშნული ფაქტის პერიოდში იყო დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელი, მაგრამ ამჟამად ის აღარაა წარმომადგენლის პოზიციაზე, ვინაიდან 2015 წლის სექტემბრიდან აღარ მუშაობს აღნიშნულ კომპანიაში. დ--------------მა განმარტა, რომ საქართველოს ე------------------------------------ დღესაც განაგრძობს მუშაობას, ხოლო აღნიშნული სადავო მილების განთავსება კომპანიას არ განუხორციელებია, რადგან ეს იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მილები, რომლის ექსპლუატაციიდან ამოღების შემდეგ სახელმწიფომ შემოიტანა ის საქართველოს ე------------------------------------ს კაპიტალში, რომლის მეორადი გამოყენებაც შესაძლებელი იყო მცირე და საშუალო ჰესების განვითარებისათვის, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც გადასცა სახელმწიფომ საწარმოს. ხოლო ამ მილების ღირებულების დათვლა მოხდა დაახლოებით 2013 წელს, რომლის მიზანიც იყო იმ თანხის გამოანგარიშება, რა თანხაც შევიდოდა საწარმოს კაპიტალში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც საწარმოში არსებობს. აღნიშნული დოკუმენტი მას გამოძიებისთვის პირადად არ გადაუცია, ხოლო საწარმოში მუშაობის პერიოდში გამოძიებას არ მოუთხოვია. აღნიშნული სადავო მილების გამოყენება ხდებოდა ქუთაისში მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის, ხოლო სანამ კომპანიას გადმოეცემოდა მილები, მანამდე მისი გამოყენება არ ხდებოდა წყალმომარაგებისათვის. მოწმის განმარტებით, 2013 წლიდან 2015 წლამდე, სანამ ის მუშაობდა საწარმოში, მილები საერთოდ არ გამოიყენებოდა. ეს მილები იყო კაპიტალში და თუ მომავალში ფონდს ექნებოდა ისეთი ჰიდროელექტროსადგური, სადაც მიზანშეწონილი იქნებოდა ტექნიკურად და ეკონომიკურად მილების გამოყენება, ამ შემთხვევაში მოხდებოდა აღნიშნული მილების ჰესების მშენებლობისთვის გამოყენება. ეს მილები სახელმწიფოსგან ფონდს უსასყიდლოდ გადმოეცა მისი 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოში. მოწმის განმარტებით, მისი საწარმოში მუშაობის პერიოდში, აღნიშნული სადავო მილები იყო ფონდის საკუთრება და არავის არ გადასცემია.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბ-----------------–-ამ სასამართლოს უჩვენა, რომ ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონ სოფელ ქ-------–-. აღნიშნულ დღეს სახლში მოაკითხეს და უთხრეს, რომ ისინი იყვნენ ორგანიზაციიდან მოსულები დ აუნდა ამოეღოთ მილები. ბ-----------------–-ას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და წავიდა თვითონ სამუშაოდ, ხოლო როდესაც დაბრუნდა სახლში, სამუშაო დასრულებული იყო და მილებიც უკვე ამოღებული ჰქონდათ. აღნიშნული მილები გამოიყენებოდა აუზისთვის, რომელიც მის ეზოში გადიოდა. ბ-----------------–-ამ აღნიშნა, რომ სადაც მილები გადიოდა მას იქ ადრე ნათესები ჰქონდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით იქ არაფერი აღარ დაუთესავს. იმ ხალხმა, რომლებიც მოვიდნენ ბ-----------------–-ასთან, უჩვენეს საბუთი, რომ უნდა ამოეღოთ მილები, მაგრამ მას საბუთი არ წაუკითხავს. შემდეგ წავიდა სამსახურში, ხოლო როდესაც სახლში დაბრუნდა, მას უთხრეს, რომ, ვინაიდან მას იქ ეთესა ხეხილი და ბოსტნეული, დაუტოვეს საკომპენსაციოდ 200 ლარი. მოწმის განმარტებით ის ვერასდროს მიეკარებოდა ამ მილებს ამოსაღებად, რადგან უფლება არ ჰქონდა, ვერ გაბედავდა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–---------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ მასთან სახლში მივიდნენ მისთვის უცნობი პიროვნებები და უთხრეს, რომ ისინი იყვნენ წყალკანალიდან და უნდა წაეღოთ მილები, რომლებიც გადიოდა ი-----–---------ის ეზოზე, მიწაში და ეკუთვნოდა მთავრობას. იმ ადგილას, საიდანაც მილების ამოღება მოხდა, ი-----–---------ეს ჰქონდა ბოსტნეული დათესილი. პიროვნება, რომელიც მასთან სახლში მივიდა მილების ამოსაღებად, აქამდე არ ჰყავდა ნანახი და არც აღნიშნულ დღეს არ დაინტერესებულა მისი სახელით და გვარით. ი-----–---------ემ განმარტა, რომ მილები რომლის ამოღებაც მოხდა, გადიოდა თავისი საცხოვრებელი სახლის უკან. როდესაც მოვიდნენ ეს პიროვნებები, მას უთხრეს მხოლოდ ის, რომ მილები უნდა ამოეღოთ, მაგრამ როდის - ეს აღარ უთქვამთ. ამის შემდეგ ის წავიდა თავის პირადულ საქმეზე. საღამოს სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ მილები უკვე წაღებული იყო. ეზოს 30 მეტრი იყო ამოთხრილი. მორე დღეს მას მოაკითხეს და უთხრეს, რომ ისინი იყვნენ წყალკანალიდან და ჰკითხეს თუ ვინ ამოიღო მილები, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა ვინ იყვნენ. მხოლოდ ის იცოდა, რომ ისინი იყვნენ თანამშრომლები წყალკანალიდან. ი-----–---------ე განმარტებით, მისთვის საკომპენსაციოდ თანხა არ დაუტოვებიათ და არც არანაირ თანხაზე არ ჰქონიათ საუბარი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა რ----–----------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ ის ცხოვრობს წ---–--------------------------–---------–- და არის ი-----–-----------ის მეზობელი. 2015 წლის ივლისის თვეში ი-----–------------მ უთხრა, რომ მილები ჰქონდა მოსაჭრელი სოფელ ქ-------–-. მან ი-----–------------ს უთხრა თუ რა დასჭირდებოდა სამუშაოდ და ი-----–------------მაც მას ყველა ინვენტარი სამუშაო ადგილზე დაახვედრა. თანხაზეც მორიგებულნი იყვნენ და შეადგენდა 150 ლარს. რუსლანი როდესაც მივიდა მილების ამოსაჭრელად მიწიდან, მას ირაკლისთვის არ უკითხავს, თუ რა უფლებით ჭრიდა ის მილებს და შეიქმნებოდა თუ არა რაიმე პრობლემა ამასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, მან მოჭრა 7 ცალი 11 მეტრიანი მილი, რომლიდანაც 5 ცალი იყო ერთ ეზოში, 2 ცალი კი მეორე ეზოში. ამ მილების მოჭრა მან დაიწყო დილის 9:00 საათზე და დაამთავრა მეორე დღის გამთენიისას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----------–----მ სასამართლოს უჩვენა, რომ დაახლოებით ორი წლის წინ 800 მმ დიამეტრის მილები შეიძინა გ---------–--–--–---–-სგან, რომელსაც დიდი ხანია იცნობს. დანიშნულების ადგილზე უნდა ჩაეტანათ მილები, ასე იყვნენ მოლაპარაკებული. მეორადი მილები იყო, ფასებს ვერ იხსენებს. 13600 ლარი თავისი ტრანსპორტირებით სავარაუდოდ ასე მოილაპარაკეს. მას ჰყავდა ამ მილების კლიენტი ენგურმშენი, რომელიც ხიდებს აშენებდა მარნეულში შ---–------ს გზაზე. ეს მილები მიჰყიდა ამ კომპანიას 14400 ლარად. ტრანსპორტირებაც მარნეულში უნდა განხორციელებულიყო. მოწმის განმარტებით, ლ--–--–---–- მსგავს საქმიანობას ეწეოდა და ჰყიდდა მილებს, რუსთავში ჰქონდა ბაზა, მაგრამ საიდან მოჰქონდა არ იცის. ის შეკვეთას აძლევდა და ლ--–--–---–-ც ამარაგებდა. ფასებს ურთიერთშეთანხმებით ადგენდნენ საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რაც ბაზარზე ღირდა იმის შესაბამისად. უმეტესად ლ--–--–---–- სხვა რკინის ნაკეთობებს ჰყიდდა. შემთხვევით შეხვდა ლ--–--–---–- ერთ დღეს. მოწმემ უთხრა, რომ მილები სჭირდებოდა და მანაც უპასუხა, რომ ჰქონდა და შეეძლო მიეყიდა.
მოწმე ი-----–---------–---მ სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს ენგურჰიდროსპეცმშენში. ისინი მარნეულში ხიდების აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. საჭირო იყო 820 მმ დიამეტრის მილები. ორგანიზაციამ შეუკვეთა ეს მილები და მოწმეს დაუკავშირდნენ, რომ მოვიდოდა ტრაილერი და დაცლიდნენ ამ მილებს. მართლაც მოვიდა ტრაილერი და დაცალეს კიდეც. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში მივიდა გამომძიებელი და უთხრა, რომ მილები მოპარული იყო. მილები 2015 წლის ივლისში შეიძინეს. ეს იყო ტრაილერზე დაწყობილი 78,5 მეტრი მილი. მილების ღირებულება კომპანიამ დაფარა. მოწმის ინფორმაციით, 14000 ლარზე ცოტა მეტი გადაიხადეს. 30 მეტრი იყო გამოყენებული როცა პოლიცია მოვიდა. მილები ჩაბეტონებული იყო მიწაში და ამოღება შეუძლებელი იყო. 48 მეტრი დატვირთეს და წაიღეს კომპანიის თანამშრომლების დახმარებით და დაასაწყობეს მარნეულის პოლიციის განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ო-–---–---------მ სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. 2015 წელს გაუშვეს მივლინებაში, რათა გაეზომა მათ საკუთრებაში არსებული მილი. აზომვების დროს აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ 90 მეტრი იყო ამოთხრილი. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მოახსენა ხელმძღვანელობას. როგორც გაირკვა, თავად კომპანია არანაირ ამოღებით სამუშაოებს არ აწარმოებდა, რის შემდეგაც აღიძრა მოცემული სს საქმე. ფ---–-----------ქ--------ს მონაკვეთზე აღმოაჩინა ამოთხრილი მილები 2015 წლის ივლისში. 2013 წელს ენერგეტიკის განვითარების ფონდს სარგებლობაში გადაეცა წყლის მილები 800 მმ-იანი. გარკვეული მონაკვეთზე მილები კომპანიამ ამოიღო და მივლინების მიზანი ის იყო, რომ დადგენილიყო რამდენი რჩებოდა ამოსაღები. მილები მიწაში ჩამარხული იყო. მეტალო დეტექტორითა და ჯიპიესით იყო შესაძლებელი მიწაში მილების გაზომვა. სწორედ ამ შემოწმების პროცესში აღმოჩნდა მიწიდან ამოღებული მილები დაახლოებით 90 მეტრის მანძილზე. ამ მილის ერთი გრძივი მეტრი 220 ლარი ღირს. მილების ამოღების პროცესს უშუალოდ არ შესწრებია, უბრალოდ ადგილზე აღმოაჩინა ახალი გაჭრილი ტრანშე და იქვე ტრაქტორი. მილები უკვე ამოღებული იყო. სახლის უკან კერძო ნაკვეთში იყო ამოღებული. 2013 ან 2014 წელს, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს გადაეცა მილები, ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზა, რა დროსაც დადგინდა მილების ღირებულება სისქით, ე.წ. კოროზიით, კედლის სისქის მიხედვით და მაშინ შეფასდა მილები ერთი მეტრი 220 ლარად. მოწმის განმარტებით, მან არ იცის ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა 2015 წელს, არც მილების ღირებულება იცის 2015 წლის მდგომარეობით.
მოწმის სახით დაკითხულმა ო-------------–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფ---–----------ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ფ---–----------ს პოლიციის განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ი-----–-----------ის მიერ სოფელ ქ--------ს ტერიტორიაზე ლითონის მილების ფარული დაუფლების ფაქტზე. მოწმის მიერ სასამართლო განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ი-----–------------, წარედგინა ბრალდება. მის მიერ იქნა დაკითხული რამდენიმე მოწმე. ასევე დათვალიერებულ იქნა ადგილმდებარეობა მარნეულის რაიონში, საიდანაც ამოღებულ იქნა ფარულად დაუფლებული ლითონის კონსტრუქციის მილები. გარდა ზემოაღნიშნული მოქმედებებისა, მის მიერ დათვალიერებულ იქნა შესყიდვის აქტები, რომლითაც დასტურდებოდა აღნიშნული მილების ყიდვა-გაყიდვა. დათვალიერებულ იქნა 2 შესყიდვის აქტი. მარნეულის რაიონის სოფელ ი-----–- მიმდინარეობდა ხიდის აღდგენითი სამუშაოები. მის მიერ დათვალიერდა ეს ტერიტორია და ამოღებულ იქნა მილების ნაწილი, რაც გამოყენებული არ იყო იმ მომენტისთვის. მილები დანაწევრებული იყო. ამოღებული ლითონის კონსტრუქციის მილებზე რაიმე სახის ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მათ შორის არც სასაქონლო, ვინაიდან სრულად არ იყო ფარულად დაუფლებული მილები ამოღებული. ასევე შეცვლილი იყო მილების პირვანდელი იერსახე და დანაწევრებული იყო. 48.30 მ მილი იქნა ამოღებული, რომელიც ამჟამად ინახება მარნეულის რაიონის სოფელ შ---–------ს პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე.
მოწმის სახით დაკითხულმა გ--------–-----მ სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანამდებობაზე. 2015 წლის ივნისის თვეში წ---–--------------------------–---------–- ი-----–-----------ის მიერ ფარულად დაუფლებულ იქნა წყალმომარაგების ლითონის მილები. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, ასევე გამოკითხულია მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ი-----–-----------ის ბრალს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ბ-----------------–-ა და ი-----–---------ე განმარტავდნენ, რომ ი-----–------------მ თავად მოიყვანა ტექნიკა, გააჭრევინა ამ მეზობლების საკარმიდამო ეზო და ამოიღო მილები. მოლაპარაკებული იყვნენ, რომ მიწითაც ამოავსებდა ამოღებული მილების ადგილს, რაც გააკეთა კიდეც. ორივე ეზოში იყო ნაყარი მიწა და ამოვსებული მიწით. ერთ ადგილას იყო ე.წ. ჭა, სადაც ძირი იყო დარჩენილი. მილის ცენტრალური ნაწილი, რომელსაც ეტყობოდა მინაჭრელი მილები. ბ-----------------–-ას ეზოში 24 მეტრი მილი იყო ამონაღები. ი-----–---------ის ეზოში კი 48 მეტრი. მოწმეები ადასტურებდნენ, რომ გამთენიიდან გვიან ღამემდე მუშაობდა ტექნიკა. ირაკლის ეზოს მესაკუთრეებისათვის უთქვამს, რომ წყალკანალიდან იყო, საბუთებიც აჩვენა და უთხრა, რომ რაღაც გარკვეულ თანხას მისცემდა, რადგანაც მათ ეზოში შედიოდა და ტექნიკას ამუშავებდა. ეს საბუთები ეზოს მეპატრონეებს არ შეუმოწმებიათ, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ წყალკანალის ხალხი მუშაობდა ადგილზე.
მოწმის სახით დაკითხულმა თ-------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2015 წლის 11 ივლისს მისს მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ფარცხანაყანევში მცხოვრები ი-----–------------ ფარულად უნდა დაუფლებოდა ქ-------–- განთავსებულ ლითონის წყლის მილებს, რომლის დაჭრაში გარკვეული გასამრჯელოს მიღების შემდგომ უნდა დახმარებოდა რ----–----------------. ინფორმაცია მოწმის მიერ მოხსენებულ იქნა ხელმძღვანელობისთვის, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა ი-----–------------.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას.
ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. ფარულობა ქურდობის ხერხია. ფარულობას აქვს ორი კრიტერიუმი: ობიექტური და სუბიექტური. ობიექტურად ფარულად ხდება სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, როცა მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება მესაკუთრის ან სხვა პირებისათვის.
ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით ქურდობად უნდა დაკვალიფიცირდეს ისეთი შემთხვევაც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას სხვა პირთა თანდასწრებით, მაგრამ მათ მიერ ეს ფაქტი მართლზომიერ ქცევად აღიქმება.
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში- დანაშაული მესაკუთრისაგან ფარულად ჩაიდინოს დანაშაული, თუმცა შესაძლოა სინამდვილეში მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–------------ ფარულად დაეუფლა ს--------------–------------------------------------------- კუთვნილ მოძრავ ნივთებს. დასახული დანაშაულებრივი განზრახვაც ბოლომდე მიყვანა.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ო-–---–---------მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2015 წლის ივლისში ფ---–-----------ქ--------ს მონაკვეთზე აღმოაჩინა, რომ უნებართვოდ ამოთხრილი იყო საქართველოს ე------------------------------------ს კუთვნილი მილები დაახლოებით 90 მეტრის მანძილზე.
2015 წლის 11 ივლისით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ წ---–--------------------------–---------–- ი-----–---------ის და ბ-----------------–-ას საცხოვრებელი სახლის ეზოებში შეინიშნებოდა მიწის ნაყარის კვალი. ი-----–---------ისა და ბ-----------------–-ას განმარტებით, 2015 წლის 10 ივლისს მათი ეზოდან სოფელ ქ-------–- მცხოვრებმა ი-----–------------მ ამოიღო მილები.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბ-----------------–-ამ სასამართლოს უჩვენა, რომ ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონ სოფელ ქ-------–-. სახლში მოაკითხეს უცნობმა პირებმა, უჩვენეს საბუთები და უთხრეს, რომ ისინი იყვნენ ორგანიზაციიდან მოსულები და უნდა ამოეღოთ მილები. ბ-----------------–-ას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–---------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ მასთან სახლში მივიდნენ მისთვის უცნობი პიროვნებები და უთხრეს, რომ ისინი იყვნენ წყალკანალიდან და უნდა წაეღოთ მილები, რომლებიც გადიოდა ი-----–---------ის ეზოზე, მიწაში და ეკუთვნოდა მთავრობას.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ წყალტუბო 29. სოფ. ფ---–-----------ქ--------ს დაფარვის ზონაში არსებული მილსადენი რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „G----”-ის საკუთრებაში.
2015 წლის 9 ივლისის შესყიდვის აქტით (ფორმა N99) დადგენილია, რომ ი-----–------------მ (პ/ნ 5----------) მიჰყიდა ა---------–------------ეს (პ/ნ 3----------) 820 მეორადი მილი. (რაოდენობა 80 მეტრი, ფასი: 85 ლარი). ი-----–------------მ მიიღო 6800 (ექვსი ათას რვაასი) ლარი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა---------–------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ მის მეგობარს გ----–--–--–---–ს, რომელიც ცხოვრობს თბილისში, სჭირდებოდა 800 მმ დიამეტრის მილი. როდესაც მან გაიკითხა ამ მილების შესახებ, უთხრეს რომ ქ-------–- ერთი კაცს ჰქონდა აღნიშნული მილები. როდესაც მივიდა და იკითხა მილების შესახებ, ი-----–------------მ უთხრა, რომ მილები მისი იყო და რამე პრობლემა არ იყო. თანხის გადაცემის შემდეგ ი-----–------------მ დაუტვირთა მანქანა მილებით და თან გაატანა პირადობის დამადასტურებელი საბუთი და შესყიდვის აქტი. მილები რომლებიც შეიძინა ა---------–------------ემ, 1 მეტრის ღირებულება იყო 85 ლარი, ხოლო სულ 6800 ლარის იყო. მილების წასაღებად ა---------–მა დაიქირავა მძღოლი, რომელმაც მილები წაიღო მარნეულში.
2015 წლის 16 ივლისით დათარიღებული ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მ--------–--------------------–------ში, სადაც შ----------------------–-–---“ ახდენს ხიდის ხიმინჯების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავსებული იყო 800 მმ დიამეტრის მქონე ლითონის მილის 10 ცალი ნაჭერი, საერთო ზომით 48.30 მეტრი. ი-----–---------–---ს განმარტებით, ეს ლითონის მილები მისთვის უცნობმა მძღოლმა მოიტანა და დაცალა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მილების ოდენობა იყო 07 ცალი, 800 მმ დიამეტრის მქონე, საერთო ზომით 78.5 მეტრი, რომლებიც სამუშაოების წარმოებისას დაჭრეს 18 ნაწილად. აქედან 30 მეტრის სიგრძის ლითონის მილი დაჭრეს 08 ცალ ნაწილად და გამოიყენეს ხიმინჯების გასამყარებლად. ხოლო ლითონის მილების დანარჩენი 10 ცალი ნაჭერი საერთო ზომით 48.30 მეტრი წარმოადგინა ი-----–---------–---მ რომელიც ამოღებული იქნა და შესანახად განთავსდა მარნეულის რაიონული სამმართველოს შ---–------ს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ი-----–-----------ის მხრიდან სხვისი კუთვნილი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მას შემდეგ, რაც ფარულად დაეუფლა ს--------------–------------------------------------------- კუთვნილ მილებს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ის და 2015 წლის 9 ივლისს 6800 ლარად მიჰყიდა ა---------–------------ეს. იმისთვის, რათა დადგინდეს მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვის დროს დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ი-----–-----------ის მიზანი იყო ს--------------–------------------------------------------- კუთვნილი მილების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.
შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–------------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს--------------–------------------------------------------- კუთვნილ მილებს.
ქურდობა დიდი ოდენობით
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებული ი-----–------------ ფარულად დაეუფლა ს--------------–------------------------------------------- კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რითაც მატერიალური ზარალი მიაყენა კომპანიას. მაგრამ სადავოა მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ანუ მილების ღირებულება.
ს--------------–------------------------------------------- დირექტორის გ----------–---–---–ის წერილის თანახმად, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობა, რომელიც უკავშირდება 90 მეტრი სიგრძის მიწისქვეშა წყლის გამავალი მილის ფარულად დაუფლებას, შეადგენს 20 000 (ოცი ათას) ლარს.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ო-–---–---------მ სასამართლოს უჩვენა, რომ 2015 წელს გაუშვეს მივლინებაში, რათა გაეზომა მათ საკუთრებაში არსებული მილი. აზომვების დროს აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ 90 მეტრი იყო ამოთხრილი. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მოახსენა ხელმძღვანელობას. როგორც გაირკვა, თავად კომპანია არანაირ ამოღებით სამუშაოებს არ აწარმოებდა, რის შემდეგაც აღიძრა მოცემული სს საქმე. ფ---–-----------ქ--------ს მონაკვეთზე აღმოაჩინა ამოთხრილი მილები 2015 წლის ივლისში. 2013 წელს ენერგეტიკის განვითარების ფონდს სარგებლობაში გადაეცა წყლის მილები 800 მმ-იანი. გარკვეული მონაკვეთზე მილები კომპანიამ ამოიღო და მივლინების მიზანი ის იყო, რომ დადგენილიყო რამდენი რჩებოდა ამოსაღები. მილები მიწაში ჩამარხული იყო. მეტალო დეტექტორითა და ჯიპიესით მიწაში მილების შემოწმების პროცესში აღმოჩნდა მიწიდან ამოღებული მილები დაახლოებით 90 მეტრის მანძილზე. ამ მილის ერთი გრძივი მეტრი 220 ლარი ღირს. 2013 წელს, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს გადაეცა მილები, ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზა, რა დროსაც დადგინდა მილების ღირებულება სისქით, ე.წ. კოროზიით, კედლის სისქის მიხედვით და მაშინ შეფასდა მილები ერთი მეტრი 220 ლარად. მოწმის განმარტებით, მან არ იცის ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა 2015 წელს, არც მილების ღირებულება იცის 2015 წლის მდგომარეობით.
2015 წლის 9 ივლისის შესყიდვის აქტით (ფორმა N99) დადგენილია, რომ ი-----–------------მ (პ/ნ 5----------) მიჰყიდა ა---------–------------ეს (პ/ნ 3----------) 820 მეორადი მილი. (რაოდენობა 80 მეტრი, ფასი: 85 ლარი). ი-----–------------მ მიიღო 6800 (ექვსი ათას რვაასი) ლარი.
2015 წლის 9 ივლისის შესყიდვის აქტით (ფორმა N99) დადგენილია, რომ ა---------–------------ემ (პ/ნ 3----------) მიჰყიდა შ------–--–-ს“ (ს/ნ 400056997) 820 მეორადი მილი. (რაოდენობა 80 მეტრი, ფასი: 100 ლარი). ა---------–------------ემ მიიღო 8000 (რვა ათასი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადავოა როგორც მილების სიგრძე (კომპანიის წარმომადგენლები მიუთითებენ 90 მეტრს), ასევე მილების ღირებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე უნდა განიხილოს, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე უნდა იმსჯელოს და ქმედება სამართლებრივად შეაფასოს (ქმედების კვალიფიკაცია) მხოლოდ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, ვინაიდან პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა.
ბრალდების ფარგლები მოიცავს როგორც კვალიფიკაციას, ასევე ფაქტებს, რომლებიც ასახულია ბრალის შესახებ დადგენილებაში, ანუ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს კონკრეტულ დანაშაულს.
ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის, სამართლებრივი შეფასების მეტი არგუმენტირებულობისა და დამაჯერებლობისათვის უმჯობესია ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის არსებობა/არარსებობა დადგინდეს და შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის კონკრეტული მუხლის (დანაშაულის) შემადგენლობის ნიშნების გამოყოფით და ამის შემდეგ თითოეული დანაშაულის ნიშნის დასადგენად, მიეთითოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დანაშაულის შემადგენლობის კონკრეტულ ნიშანს.
დანაშაულის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას, საშუალებას იძლევა თითოეულ ნიშანთან მიმართებით შეფასდეს მტკიცებულებების ერთობლიობა, ამასთან გამოჩნდეს, დგინდება თუ არა მტკიცებულებებით დანაშაულის ყველა ნიშანი.
ქურდობას აქვს მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას, ესაა ქურდობა დიდი ოდენობით. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ხოლო ქონებრივი ზიანის ოდენობის დადგენა მნიშვნელოვანია ქურდობის კვალიფიკაციისათვის.
სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ჩაითვლება ქურდობა, რამაც დაზარალებულს მიაყენა 150 ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი, მაგარმ არა უმეტეს 10 000 ლარისა.
სასამართლო განმარტავს, რომ მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა. თუ ფასი ვერ დადგინდა, ქონების ღირებულება განისაზღვრება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეში გვაქვს 2 შესყიდვის აქტი, რომელთა თანახმადაც ფარულად დაუფლებული ქონების (მილების) ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
სასამართლომ ზემოთ განმარტა, რომ ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა. დადგენილია, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე სასაქონლო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია და დაეყრდნო დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლების განმარტებებს, რომ სავარაუდო ზიანი შეადგენდა დაახლოებით 20 000 ლარს. მათი განმარტებები ეყრდნობოდა 2013 წელს ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად ერთი მეტრი მილის ღირებულებად განისაზღვრა 220 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, სასამართლოს არ გამოუკვლევია.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას მასზედ, რომ შეუძლებელი იყო გამოძიების მიერ ამოღებულ მილებზე სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება, რადგან სახეშეცვლილი და დანაწევრებული იყო. სასამართლო განმარტავს, რომ ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა თვით ექსპერტს და დაედგინა რამდენად იყო შესაძლებელი ექსპერტიზის ჩატარება და ფარულად დაუფლებული მილების ღირებულების დადგენა მარნეულის რაიონული სამმართველოს შ---–------ს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში განთავსებული ლითონის მილების ნარჩენებით (10 ცალი ნაჭერი საერთო ზომით 48.30 მეტრი).
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფარულად დაუფლებული მილების ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს საქმეში არსებული შესყიდვის აქტების, კერძოდ კი 2015 წლის 9 ივლისის შესყიდვის აქტით (ფორმა N99), რომლითაც დადგენილია, რომ ა---------–------------ემ (პ/ნ 3----------) მიჰყიდა შ------–--–-ს“ (ს/ნ 400056997) 820 მეორადი მილი (რაოდენობა 80 მეტრი, ფასი: 100 ლარი), 8000 (რვა ათას) ლარად.
სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ შეთანხმება დადებულია მეწარმე სუბიექტთან, რომელიც მსგავს საქმიანობას ეწეოდა, ჰყიდდა მილებს და რუსთავში ჰქონდა ბაზა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის საშუალებას, რომ ი-----–------------მ ჩაიდინა დანაშაული ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწ. ,,ბ“ ქვეპ.). იმისთვის, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა. შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდება ქმედება სამართლებრივად.
კანონის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული - ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყოს ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ, ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ და არა პირიქით - გამორიცხავდნენ;
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა - ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს შესაბამის ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ ქმედების ჩადენას, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ - გონივრულობის ზღვარს;
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი - ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური, გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე ეჭვს ან ვარაუდს არ იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–------------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ს--------------–------------------------------------------- კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, უნდა მოხდეს ი-----–-----------ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი-----–-----------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, რადგან საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე დადასტურდა საპირისპირო.
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი-----–------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ სამი წლის წინ ნამდვილად შეიძინა მილები იმ პირებისაგან, ვის ოჯახშიც გადის მილები. მას ამ მილების მოპარვის განზრახვა არ ჰქონია. ყველამ იცოდა, რომ ეს მილები იყიდებოდა, ყიდიდნენ ოჯახები ვისგანაც ამოიღო. მესაკუთრეებს გადაუხადა ერთს 800 და მეორეს -ცოტა მეტი, ზუსტად ვერ იხსენებს თანხის ოდენობას. არანაირი დოკუმენტი იმ ოჯახებისთვის არ წარუდგენია, რომ თითქოს წყალმომარაგებიდან იყო. არც ჰქონია მსგავსი დოკუმენტი. ტანსაცმელიც კი ჩვეულებრივად სამოქალაქო ეცვა, არც უფიქრია ვინმეს შეცდომაში შეყვანა. მილები შეიძინა ხ------ის და მ---------–--ს ოჯახებისგან. მილების შემდგომ გაყიდვამდე გადაუხადა ოჯახებს თანხა. ტრაქტორის მძღოლსაც, ამწეს მძღოლსაც, შემდუღებელსაც გადაუხადა თანხა. რკინის მილებში დაახლოებით 6800 ლარი აიღო. აღნიშნულზე დოკუმენტიც შედგა. ოჯახებმა მოსთხოვეს ორმოების მიწით ამოვსება, რაც ამოავსებინა ტექნიკას. დიდ სატვირთო ავტომანქანაზე დატვირთეს მილები, შვიდი თუ რვა მილი იყო. საცხოვრებელი სახლების უკან მოხდა ამ მილების ამოღება. ტექნიკა შეიყვანა ჭიშკრიდან, რადგან მთლიანად შემოღობილი იყო ეს ტერიტორიები.
ბრალდებული ი-----–-----------ის ამ განმარტებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, ზემოთ უკვე განხილული მტკიცებულებებით დადასტურდა სრულიად საპირისპირო. სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შეიტანოს და არ გაიზიაროს მოწმეთა ჩვენებები, რომელმაც დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა ქურდობის ფაქტთან დაკავშირებული ყველა დეტალი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ჩვენება დამაჯერებლობასაა მოკლებული და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ამასთან არ დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით.
სასამართლო არ იზიარებს არც დაცვის მხარის მოსაზრებას ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, რადგან თაღლითობის სპეციფიკა იმაში პოულობს თავის გამოხატულებას, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ხ------ე და მ---------–-- იყვნენ ამ მილების მფლობელები და შესაბამისად მესაკუთრეებიც, რადგან ეს მილები იყო მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
მოცემულ შემთხვევაში ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ წყალტუბო 29. სოფ. ფ---–-----------ქ--------ს დაფარვის ზონაში არსებული მილსადენი რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „G----”-ის საკუთრებაში, რომლის რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებულ სუბიექტს წარმოადგენს ს--------------–-----------------------------------------“. შესაბამისად, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია სწორედ ზემოხსენებული კომპანია და არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების ფარულად დაუფლების ნაწილში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით და დაცვის მხარის ვერსია ეწინააღმდეგება ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან ბრალდება დაუსაბუთებელია ქმედების დიდი ოდენობით ქურდობად დაკვალიფიცირების ნაწილში, რის გამოც წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2015 წლის 09 ივლისს, ი-----–------------ წ---–--------------------------–---------–-, ფარულად დაეუფლა ს--------------–------------------------------------------- წყლის მილებს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ოდენობაა 8 000 (რვა ათასი) ლარი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ადასტურებენ ბრალდებულ ი-----–-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----–------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ი-----–------------ს უნდა დაენიშნოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე გახდება საფუძველი მომავალში ი-----–-----------ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ი-----–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
ი-----–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ა----–-------------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ქონებას - მდებარეს წყალტუბოს რაიონი, სოფელი ფ---–---------- (საკადასტრო კოდი: 29.11.32.3--).
ი-----–------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წლის 10 სექტემბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი-----–------------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 15 ივლისიდან 2015 წლის 21 ივლისის ჩათვლით, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- საქმეზე ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული 48.30 მეტრის მილები, რომლებიც ინახება მარნეულის რაიონული სამმართველოს შ---–------ს პოლიციის განყოფილების ეზოში - დაუბრუნდეს დაზარალებულ ს--------------–-----------------------------------------“.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე