განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
080100118002406728
დავის ტიპი
236 2 , 179 3 გ , 179 2 ბ
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3---18 (#0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 აგვისტო 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- სი------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ----- რა-----–-ს ძე ა-------ი - დაბადებული 1--- წლის 0- ივ-–--ს, აზერბაიჯანის მოქალაქე, პასპორტის №P-------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: აზერბაიჯანი, ქალაქი ბ---- ნა----ს რაიონი ტ.-------------ს ქუჩა N7----

 

ბრალდებული - ჰ------- ჰა----ს ძე ა-----ი - დაბადებული 1--- წლის 2------ს, აზერბაიჯანის მოქალაქე, პასპორტის NP-------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: აზერბაიჯანი, ქალაქი აბ–-------, მე----------ს დასახლ. ა.ჯა------ ქუჩა N7-

 

ადვოკატი - ფი----- ცე--–---ე, მუ----- ხვ---–---ი

 

თარჯიმანი - გ---- ბა–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები; სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალის ფორმა:

 

ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით

2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, რ----- ა-------მა, ჰ------- ა-----მა და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა, მოძრაობდნენ რა ჰ------- ა-----ის მართვის ქვეშ მყოფი „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ს მოდელის „R--------” სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით, თბ--–------------–----–--ის საავტომობილო მაგისტრალზე, ხა--------–ის რაიონის სოფელ სა------ის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ქ. ბა------ს მიმართულებით მიმავალი „BMW X5” მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა---- მ-–---ი (საჭესთან) და მისი ბიძა ნ----- მ-–---ი. მოქმედებდნენ რა წინასწარ შეთანხმებულად და ურთიერთშორის როლების განაწილებით, რ----- ა-------ის თანამზრახველებმა პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა---- მ-–---ი ჩასვეს „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ს მოდელის ავტომანქანის უკანა სალონში იატაკზე, ხოლო ნ----- მ-–---ი გადააჯინეს „BMW X5” მარკის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანით, ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები მიიყვანეს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში. აღნიშნულ ადგილზე რ----- ა-------ი და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა---- მ-–---ის ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 (სამოცდაათი ათას) აშშ დოლარს, ნ----- მ-–---ის ზურგჩანთას მასში მოთავსებული 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარით (სულ 140 000 აშშ დოლარს), ამ უკანასკნელთა კუთვნილ „SAMSUNG NOTE 8” და „IPHONE 6+” მოდელის მობილურ ტელეფონებს, ა---- მ-–---ის კუთვნილ 700 (შვიდას) ლარს, 200 (ორას) აშშ დოლარს, 40 (ორმოც) თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, პირად ნივთებს და ნ----- მ-–---ის სხვადასხვა პირად ნივთებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ რ----- ა-------მა და მისმა თანმხლებმა პირებმა გატაცებულ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვეს „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ს მოდელის ზემოხსენებული ავტომანქანით, რომელიც კვალის არევის მიზნით მიატოვეს ხ-–----ის რაიონის დაბა სუ----–-, სა------–---–-ს ქუჩის დასაწყისში, ხოლო შემდგომ მოძრაობა განაგრძეს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით რ----- ა-------ის კუთვნილი და მისივე მართვის ქვეშ მყოფი „MERCEDES BENZ”-ის მოდელის „R--------“ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით. რ----- ა-------მა და მისმა თანამზრახველებმა დასახელებული ავტომანქანა მიატოვეს თერჯოლის რაიონის სოფელ ბა--------ის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ნივთებთან და დანაშაულის ჩადენის იარაღებთან ერთად ფეხით მიიმალნენ.

 

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა

რ----- ა-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 09 მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის P 08 ე.წ „ლუგერის“ რვა ცალი ვაზნა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა მისი მართვის ქვეშ მყოფი „MERCEDES BENZ”-ის მარკის „R--------“ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანის სალონში, წინა სავარძლებს შორის არსებულ სათავსოში. 2017 წლის 01 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ბა--------ის ტერიტორიაზე ჩატარებული დათვალიერების შედეგად აღნიშნული ვაზნები ამოღებულ იქნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა რ----- ა-------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას თავი დამანშვედ არ ცნო და აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მანქანის ავტოსერვისში, იმ დღეს იქ დარჩა, რადგან აკეთებდა ავტომობილს, შემდეგ იყო რ-------–ი, სადაც ის გააჩერა პოლიციამ და დააჯარიმა. იქიდან კი მივიდა სასტუმრო „სე-----–ი“ და მანქანა გააჩერა იქვე. შემდეგ “Whatsapp”-ით ემესიჯა მეგობარს, გამოიძახა ტაქსი, მოვიდა წითელი ფერის „ოპელი“, შეხვდა მეგობარ ქალს, და საღამოს დაბრუნდა ისევ სასტუმროში, სადაც შეხვდა მის მეგობარ ჰ----ს (ჰ------- ა-----ს) და ისინი წავიდნენ თბ--–---ს გავლით დასავლეთისკენ. გვირაბთან მისვლამდე საწავავი დაიმატეს, ხოლო „პერევლის“ შემდგომ, მარკეტში წყალი, სიგარეტი და სხვა რაღაცები იყიდეს, მერე შეხვდა პოლიცია, უცებ შეეშინდა, დაძრა მანქანა ეგონა აყაჩაღებდნენ, იქვე პატრულიც იდგა სპეციალურად დაარღვია, რომ პატრულს გაეჩერებინა მაგრამ ის არ გააჩერეს. შემდეგ მარჯვნივ შეუხვია და წავიდა წინ, ამის შემდეგ გზა გადაუკეტა მანქანამ და დაუწყეს უკნიდან, ჯიპიდან სროლა, გადავიდნენ გზაზე მოპირდაპირე მხარეს და შენიშნეს დასახლება, იფიქრა ხალხის შეეშინდებათ და აღარ შემოვლენო, მერე გზა აღარ იყო და გააჩერეს მანქანა, უნდოდა ქურთუკი ამოეღო საბარგულიდან და გაქცეულიყვნენ, რა დროსაც შეამჩნია მანქანის უკანა მხარეს მარკასთან ტყვიის კვალი და მეგობარს უთხრა, „კიდე კაი ჩვენ არ მოგვხვდაო“. შემდგომ იქვე რაღაც ხიდი იყო და იმის მიმართულებით გაიქცნენ, თან შორიდან ხედავდნენ რომ მათ მანქანას მიუახლოვდა მანქანა. მაშინ ვერ მიხვდნენ პოლიცია იყო თუ ვინმე სხვა აყაჩაღებდათ, რადგან ფორმა არ ეცვათ და არც ციმციმები ქონდათ. შემდეგ სროლის ხმა გაიგეს და ალბათ მაშინ ჩაამტვრიეს უკანა მინა, თორე მანამდე მისი განმარტებით სხვა დაზიანება გარდა უკან ნატყვიარისა მანქანას არ ჰქონია. ბრალდებულის განმარტებით, მათი მოკვლა უნდოდათ, ამიტომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და ტყეში დაიმალნენ. პატარა ტბა გადაიარეს სადაც ჩავარდა და მთლიანად დასველდა, ტელეფონიც ჩაუვარდა, გზაც დაკარგეს, ვეღარ გაიგეს სად მიდიოდნენ, ის ღამე ტყეში გაათენეს და დილით იპოვეს გზა, რის შემდეგ ჰ----მ დარეკა თავის მეგობართან მოუყვა რაც გადახდათ, რომ მათი მოკვლა უნდოდათ. მერე მოაკითხეს ჰ----ს მეგობრებმა, ჩასხდნენ მანქანაში, ცოტა ხანი იმოძრავეს მანქანით, რის შემდეგ სპეცრაზმი მიუახლოვდათ და მოუწოდეს გაეჩერებინათ, ისინი, დააწვინეს ასფალტზე, შეუკრეს ხელები, ყველას ეცვა ფორმა, ჩააჯინეს მანქანაში, რა დროსაც ერთ-ერთმა ფორმიანმა პიროვნებამ ფული ჩაუდო ჯიბეში. შემდეგ რაღაცებს ეკითხებოდნენ, მაგრამ ვერ პასუხობდა რადგან არ ესმოდა. მერე მოვიდა „პიკაპის“ მანქანით გამომძიებელი და მოიყვანეს ვიღაც ქალბატონი, ვინც იცოდა თურქული, იმ ქალბატონმა აუხსნა თუ რაში იყო საქმე მაგრამ კარგად არც მისი ესმოდა და უთხრა, რომ ფული ჩაუდეს და რატო ჩაუდეს ვერ გაიგო, მაგრამ თარჯიმანი არ პასუხობდა. ამის შემდგომ დაიწყეს მანქანის შემოწმება და ფოტო გადაღება. მისივე განმარტებით მას პირადი ფული ჰქონდა ქურთუკში, დაახლოებით 4 ათასი დოლარი, მერე სურათებს უღებდნენ მას, უღებდნენ მათ მიერ ჯიბეში ჩადებულ ფულს. შემდეგ წაიყვენეს პოლიციაში სადაც ვერ გებულობდა რას ეუბნებოდნენ და ამბობდა, რომ არანაირი დანაშუალი არ ჩაუდენია და ითხოვდა აეღოთ მისთვის ანაბეჭდები, რადგან დაემტკიცებინა უდანაშაულობა, შემდეგ ჰკითხეს რა უნდოდა საქართველოში და უპასუხა, რომ მანქანა იყიდა და უნდა გაეყიდა, იმიტომ იყო აქ. ამის შემდეგ აღმოჩნდა ციხეში სრულიად უდანაშაულოდ. წინასწარი დაკავების იზოლატორში უთხრეს რომ დაზარალებულები თუ ვერ ამოიცნობდნენ გაუშვებდნენ. ვერ წარმოიდგენდა რომ ამ ეტაპამდე მოვიდოდა. ბრალდებულის განმარტებით დაზარალებულის ნათქვამი რომ 2 წლის წინ ნახა, არის ტყუილი. კატეგორიულად აცხადებს, რომ არც ერთ დაზარალებულს არ იცნობს. სურვილი ჰქონდა კითხვები დაესვა პროცესზე დაზარალებულისათვის, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა რადგან კარგად არ ესმოდა თუ რას ამბობდნენ. როდესაც დააკავეს აიღეს მისი ანაბეჭდი და სადაც უნდოდათ იქ დადებდნენ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. რაც შეეხება მის მანქანაში დაზარალებულის სისხლის კვალს, შეუძლებელია ის იქ ყოფილიყო, რადგან შემთხვევის დროს აღნიშნული ავტომობილი იქ არ ყოფილა და დაზარალებულს მასთან შეხება არ ჰქონია. სამართალდამცავებმა არ შეიწუხეს თავი, რომ მას სიმართლე დაედგინა, მათ არ მოიპოვეს ის მტკიცებულებები რაც მას წარდგენილ ბრალდებაში გაამართლებდა. მისივე განმარტებით სიცრუეა, ის რასაც გამომძიებელი ამბობს, რადგან მას გაქცევა არ უცდია და ფიზიკურად ვერც გაიქცეოდა რადგან თავზე უამრავი სპეცრაზმის თანამშრომელი ადგა და შეუძლებელი იყო მათ გაქცეოდა. თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ ჩაუდენია, ის რასაც აბრალებენ. 30 წლის განმავლობაში არასდროს ჩაუდენია დანაშაული, ოთხი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და საყაჩაღოდ არ ეცალა, 5 წელი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, სულ ბოლოს გემის კაპიტანი იყო, საკუთარი ბიზნესებიც აქვს და ნამდვილად არაფერში ჭირდებოდა სხვისი ქონება. არასდროს უფიქრია ვინმესთვის რამე წაერთმია, მისი განმარტებით ის მსხვერპლია და დანაშაულს აბრალებენ.

 

ბრალდებულმა ჰ------- ა-----მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ მას თან ჰქონდა საკუთარი ფული, დაახლოებით ასი ათასი დოლარი. სპეცრაზმმა ნახა თუ არა მისი ოქროს ბეჭედი და სხვა ნივთები გააძრეს და წაიღეს. იქ არც დამსწრე პირი ყოფილა და არც არავინ, განყოფილებაში თარჯიმანს ეკითხებოდა თუ სად იყო მისი ფული და ოქროები, რაზეც მან უპასუხა, რომ არაფერი დაიკარგებოდა და ყველაფერს დაუბრუნებდნენ, მაგრამ მისთვის ისინი არავის დაუბრუნებია. ბრალდებულის განმარტებით ის ბრილიანტებზე მუშაობდა, ჰქონდა ბრილიანტების ბიზნესი და ჰქონდა დიდი თანხა ასაღები და სწორედ ამიტომაც მოუწყვეს რომ ის თანხა არ ამოეღო. მისი განმარტებით დანაშაულის ჩადენა რომ სდომოდა, საკუთარი მართვის მოწმობით არ იქირავებდა მანქანას, ეს ბავშვური საქციელია და მეტი არაფერი. ჩვენებაზე უარს რაც შეეხება განმარტა, რომ მას არ ესმოდა რას ეუბნებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, არც მისი ესმოდათ და ამიტომაც არ მისცა ჩვენება. ხოლო დაზარალებულებს რაც შეეხება, ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან, დაიზეპირეს ჩვენებები, მოვიდნენ და თქვეს. არც პროკურორს აბრალებს არაფერს და არც მოსამართლეს, ეს ყველაფერი მისი განმარტებით თურქეთში დადგმული სცენარია, გაათამაშეს აქ და უდანაშაულოს სჯიან. ღმერთის წინაშე დაიფიცებს რომ რ-----ი იქ არ ყოფილა. თავად „ს------ს“ სასტუმროში იყო ხოლმე, მესამე ოთახში რჩებოდა და კარგად იცნობს ს------ს. ეზოში კამერის წინ აყენებდა მანქანას და უკვირს როგორ არ აღმოჩნდა არაფერი. სასტუმროს მენეჯერი ალბათ პოლიციამ გააფრთხილა და ამიტომაც თქვა რომ არ ყოფილანო, მისი განმარტებით თუ კი იყაჩაღებდა, მაშინ გადავიდოდა აზერბაიჯანში და არ წამოვიდოდა დასავლეთის მიმართულებით. აღნიშნა რომ ის ცხოვრობდა თურქეთში და საქართველოში ჩამოვიდა რ----- ა-------თან ერთად, ხოლო დანარჩენი ისე იყო როგორც რ-----მა მოყვა. მას სხვა მეტი დასამატებელი არაფერი აქვს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების რ----- ა-------ის და ჰ------- ა-----ის პოზიციას მათი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან აღნიშნულ არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში წარმოდგენილ და მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობილობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და იგი განცხადებულია მათი პასუხისმგებლობისაგან თავი არიდების მიზნით.

 

მოწმე ნ----- მ-–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი მუშაობს ფირმაში, სადაც ეწევიან საბითუმო ვაჭრობას და ყიდიან ფეხსაცმლის მასალებს, ფირმის ხელმძღვანელია ფ------–- გუ-–---ი, პროდუქცია შემოაქვთ თურქეთიდან. ანგარიშსწორება ხან ბანკის მეშვეობით ხდება და ხანაც ხელით მიაქვთ ფული, რადგან ბანკს მაღალი საკომისიო აქვს. პირადად მას თანხა ორჯერ აქვს წაღებული თურქეთში, ერთხელ იყო მარტო, ხოლო მეორედ თან ახლდა ა---- მ-–---ი. 2017 წლის 01 დეკემბერს ის, მის ძმისშვილ ა---- მ-–---თან ერთად წავიდა თბ--–---დან დასავლეთის მიმართულებით „BMW X5” მარკის ავტომობილით, დაახლოებით ღამის 9-დან 10 საათამდე პერიოდში. საჭესთან იჯდა ა---- მ-–---ი. მათ თან მიჰქონდათ ფულადი თანხა 140 ათასი დოლარის ოდენობით. გაცდნენ თუ არა ხ-–----ს, სოფ. სა------ასთან ახლოს მათ დაედევნათ ავტომობილი, რომელსაც ჩართული ჰქონდა ციმციმები და ხმამაღლა მოლაპარაკე რომლის საშუალებით მოუწოდებდნენ გადაეყენებინათ ავტომანქანა, მოულოდნელად მათ ჩაუკეტეს გზა და ა----ი იძულებული გახდა გაეჩერებინა ავტომობილი. მათ ა----ი გადაიყვანეს „პრადოს“ მარკის ავტომობილში, ის პირი რომელმაც ა----ი გადაიყვანა მანქანიდან იყო ბ---------- მა-------ი, ხოლო თვითონ მოათავსეს უკანა სალონში და იარაღი დაადეს თავზე, როცა საუბარი დაიწყეს მიხვდა რომ ისინი აზერბაიჯანიდან იყვნენ. მას ჩხუბი მოუვიდა ავტომობილში, ერთ-ერთს იარაღი წაართვა და სროლა სცადა მაგრამ იარაღმა არ გაისროლა, მის მიმართ დაიწყეს ფიზიკური ძალადობა, ამ ჩხუბის დროს მანქანა გააჩერეს და „პრადოს“ ჯიპიდან მესამე პიროვნება გადმოჯდა მათ ავტომობილში, შემდეგ მას თავში ჩაარტყეს იარაღი, რის გამოც გონება დაკარგა და გაითიშა, როდესაც გამოფხიზლდა, ისხდნენ ავტომობილში და იმყოფებოდნენ ტყეში. მანქანის გასაღები, ტელეფონები, ფულადი თანხა და პირადი ნივთები ვერ იპოვეს და გადაწყვიტეს დახმარების სათხოვნელად ტრასაზე გასულიყვნენ, დაახლოებით 20 წუთი მათ არცერთმა ავტომობილმა არ გაუჩერა. შემდეგ სატვირთო ავტომობილმა გაიარა და ის გააჩერეს, დარეკეს პოლიციაში და პოლიციას აუხსნეს მომხდარის შესახებ.

 

დაზარალებულმა განმარტა, რომ როდესაც ისინი თბ--–---დან გამოვიდნენ იქნებოდა დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევარი, თანხა იდო უკანა სავარძელზე, ნაწილი ა----ის ჩანთაში, ნაწილი კი მასთან, თანხა იყო დაფასოებული ას დოლარიან კუპიურებად, თითოში იყო 10 ათასი დოლარი და შეკრული იყო ყვითელი ფერის რეზინით. მათ გარდა, ბენზინგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტის, ავტომობილი არსად არ გაუჩერებიათ. მოწმის განმარტებით ყაჩაღობაში მონაწილეობდა დაახლოებით ხუთი კაცი, რადგან სამი იყო მასთან, ხოლო ორი ა----თან. შემთხვევის შემდგომ როცა მან და ა----მა მომხდარის შესახებ ერთმანეთში ისაუბრეს ა---- მ-–---მა უთხრა რომ ის ერთ-ერთ თავდამსხმელს, კერძოდ რ----- ა-------ს იცნობდა, რომელიც გაიცნო ორი წლის წინ ბ----ში, მეგობრის დაბადების დღეზე. ხოლო პირადად ის თავდამსხმელებიდან არც ერთ პიროვნებას არ იცნობდა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, ბ---------- მა-------ი, რომელმაც ის ავტომობილიდან გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, ფოტოსურათებით ამოცნობის დროს ამოიცნო. მათ მომხდარის შესახებ ყველაფერი მოახსენეს ფ------–- გუ-–---ს, ხოლო რაც შეეხება იმას, ჰქონდათ თუ არა მათ ურთიერთობა აზარტულ თამაშებთან, კატეგორიულად უარყო და განმარტა რომ ისინი არასდროს თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს.

 

მოწმე ა---- მ-–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს გადამზიდავ ფირმაში, შპს “პი-------ა“-ში და არის მინდობილი პირი, ფირმის ოფისი მდებარეობს ლ--–--ს ბაზრობაზე, ხოლო მისი ხელმძღვანელია თურქეთის მოქალაქე. ისინი ახდენენ ტექსტილის გადაზიდვას. 2017 წლის 30 ნოემბერს ლ--–--ს ბაზრობიდან წავიდა ვა--------––ი, სადაც ოფისში ფ------–- გუ-–---თან შეაგროვა თანხა, ხოლო შემდგომ წავიდა სახლში აიღო ნივთები, დაურეკა ფ------–- გუ-–---ს, რომელმაც უთხრა რომ წასულიყვნენ მისი BMW X5” მარკის ავტომობილით. რომელიც მოუყვანეს მათ, საჭესთან დაჯდა მისი ბიძა ნ----- მ-–---ი და წავიდნენ ბა------ს მიმართულებით, მცხეთაში ჩაასხეს საწვავი და გააგრძელეს გზა, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით თანხა 140 ათასი დოლარი, 700 ლარი და 200 დოლარი, ისინი მიდიოდნენ საქონლის შესაძენად. თანხა ორ ჩანთაში იყო გადანაწილებული, ნაწილი მას, ხოლო ნაწილი კი ნ----- მ-–---ს ედო რათა საზღვარზე გადატანისას პრობლემა არ შექმნოდათ.

 

დაახლოებით „პერევალთან“ მათ შავმა ავტომობილმა რომელსაც ციცმციმები ჰქონდა ჩართული მოუწოდა გაეჩერებინათ ავტომანქანა, მათ ისინი პოლიციის თანამშრომლებად მიიღეს და გააჩერეს ავტომანქანა გვერდზე, „პრადოს“ მარკის ავტომობილიდან გამოვიდნენ უცნობი პირები, მიუახლოვდნენ მათ, გადმოიყვანეს ის მანქანიდან და ძალის გამოყენებით ჩასვეს თავის ავტომობილში, რომელიც იყო „პრადო“-ს მარკის, შავი ფერის, ის ჩასვეს უკან, იატაკზე, სადაც მისივე განმარტებით შენიშნა ავტომატი, მას შეუკრეს ხელები და გააგრძელეს გზა, გაიარეს დაახლოებით ორი კილომეტრი და მიიყვანეს ბიძამისის ნ----- მ-–---ის ავტომობილთან, ჰ------- ა-----მა გადასვა ის ძალის გამოყენებით, რის შემდგომ სწრაფად დატოვეს ადგილი. მას ხელები ჰქონდა გაკრულ მდგომარეობაში, ხოლო ნ----- მ-–---ი იყო გათიშული და თავი ჰქონდა გატეხილი, იგი შეეცადა გონზე მოეყვანა ბიძა, რის შემდგომ თხოვა გაეხსნა ხელები და გაქცეულიყვნენ. გადმოვიდნენ მანქანიდან, გავიდნენ ტრასაზე და ცდილობდნენ ავტომობილების შეჩერებას, ერთ-ერთ სატვირთო მანქანას გადაუდგნენ წინ, რომელიც გააჩერეს და დარეკეს საპატრულო პოლიციაში, მოვიდა პოლიცია, ნ----- მ-–---ი წაიყვანეს განყოფილებაში, ხოლო ის დარჩა შემთხვევის ადგილზე. დილის საათებში ისიც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში სადაც მათ წარუდგინეს ფოტოსურათები ამოცნობის მიზნით. მან განაცხადა რომ ფოტოსურათზე ამოიცნო შემთხვევის ადგილზე მყოფი სამი პირი: ბ---------- მა-------ი, რომელმაც ის მანქანიდან ძალით ჩაიყვანა და გადასვა „პრადოს“ ჯიპში, ასევე ამოიცნო ჰ------- ა-----ი და რ----- ა-------ი. სასამართლო პროცესზე დაკითხვისას პროკურორის შეკითხვაზე, იყო თუ არა ბრალდებულებიდან რომელიმე ა---- მ-–---ისთვის ნაცნობი, მან უპასუხა რომ „დიახ, ბრალდებულის სკამზე მსხდომი ორი პიროვნება არის რ----- ა-------ი და ჰ------- ა-----ი, ისინი არიან ის პირები, რომლებმაც ის და ბიძამისი ნ----- მ-–---ი დააყაჩაღეს“. მან რ----- ა-------ი მარტივად ამოიცნო, რადგან მას ადრეც იცნობდა, დაახლოებით ორი წლის წინ გაიცნო მეგობრის დაბადების დღეზე ბ----ში და მას შემდეგ შემთხვევამდე ორი კვირით ადრე, კვლავ ნახა მის უბანში მყოფი ა-------ი, რომელმაც დახმარება თხოვა მას ავტომობილის დალომბარდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ა----მა უარი უთხრა, რადგან სოფელში მიდიოდა და ეჩქარებოდა.

დაზარალებულის განმარტებით თავდამსხმელებმა მათგან გაიტაცეს 140 ათასი აშშ დოლარი, თანხა დაფასოებული იყო ცამეტ შეკვრად, თითოში ას დოლარიანი კუპიურით, ხოლო ერთი შეკვრა იყო შერეული კუპიურები, ისინი შეკრული იყო ყვითელი ფერის რეზინებით და თითოეულში იყო ათი ათასი დოლარი, ხელჩანთები იდო უკანა სავარძელზე. ასევე წაიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი „SAMSUNG NOTE 8“ რომლის ღირებულება დაახლოებით 2 500 ლარს შეადგენს, ასევე საფულე რომელშიც იდო 700 აშშ დოლარი და 200 ლარი, აგრეთვე პირადი მოხმარების ნივთები. ნ----- მ-–---ის კუთვნილი „IPHONE 7“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

მოწმე გ--–- გ-------მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს დილის საათებში შევიდა განყოფილებაში ოპერატიული შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მათთვის ცნობილი გახდა რომ მოხდა ყაჩაღობის ფაქტი და მონაწილე პირები გადაადგილდებოდნენ დასავლეთის მიმართულებით ნაცრისფერი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით L--------. საგამოძიებო მოქმედებაში აგრეთვე მონაწილეობას ღებულობდა სპეცდანიშნულების რაზმი, რადგანაც მოწმის გადმოცემით მათთვის ცნობილი გახდა რომ შესაძლოა ყაჩაღობაში მონაწილე პირებს თან ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღი. შეიკრიბა ჯგუფი რომელშიც იმყოფებოდა თავად გ--–- გ-------, გ------ი მს----–--ე და დ----- ხა--–------ე, ისინი იმერეთის სამხარეო სამმართველოდან სპეცრაზმთან ერთად გავიდნენ და დაახლოებით თერჯოლის გადასახვევთან, შემოხვდათ აღნიშნული ავტომანქანა, რომელიც გაჩერებულ იქნა და სპეცრაზმის თანამშრომლებმა მოახდინეს მათზე რეაგირება, ავტომანქანა გაჩერდა თუ არა გაიღო უკანა მარჯვენა კარები საიდანაც ერთ-ერთი პიროვნება შეეცადა გაქცევას, რომელიც სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენების შემდგომ იქნა დაკავებული. გამომძიებლის მიერ დაკავებულს განემარტა უფლებები, რადგანაც შეიტყვეს რომ მან ქართული არ იცოდა, საჭირო გახდა თარჯიმნის გამოძახება, რომელსაც დაახლოებით ორი საათი დააგვიანდა, ამის შემდგომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა დ----- ხა--–------ის მიერ. წინა მარჯვენა ჯიბეში ბრალდებულს აღმოაჩნდა ორი ცალი ას დოლარიანი კუპიურების შეკვრა, ასევე იყო თანხა ეროვნულ ვალუტაში, ამოღებული თანხა დაილუქა პოლიეთილენის პარკში 413 ნომერი ლუქის ბეჭდით. შემდგომ კი ბრალდებული გადაყვანილ იქნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თარჯიმანთან ერთად. საერთო ამოღებული თანხა მოწმის განმარტებით შეადგენდა 20 (ოცი) ათას დოლარს, ასევე ბრალდებულისაგან ამოღებულ იქნა აზერბაიჯანული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც იკითხებოდა გვარი ა------ი. ფულად თანხასთან დაკავშირებით ბრალდებული ამბობდა რომ ის მისი არ არის და ჩაუდეს. ბრალდებულს ტანთ ეცვა მუქი ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის სვიტერი და ფეხსაცმელი, რომელიც იყო დასვრილი, ხელებზე და ფეხებზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, რომელზეც ბრალდებულმა გამომძიებელს განუმარტა, რომ ისინი მიიღო ტყეში ყოფნის დროს, რადგან წინა საღამოს იმყოფებოდა ტყეში. ავტომობილში ისხდნენ სულ 4 მგზავრი, უკან ა-------ი და ა-----ი, ხოლო წინ ორი ქართველი პიროვნება.

 

მოწმე არ---– რი----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ხა--------–ის რაიონული სამმართველოს, ბო------ს პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად 2011 წლიდან. 2017 წლის 30 ნოემბერს იმყოფებოდა ბო------ს პოლიციის განყოფილებაში, ოპერატიულ ჯგუფში, საღამოს 8 საათის შემდგომ ახორციელებდნენ შემოვლას, შემოვლაზე იმყოფებოდა განყოფილების უფროსთან ერთად, დაახლოებით იქნებოდა 12 საათი, იყვნენ რი------ს უღელტეხილზე, გვირაბთან, რა დროსაც განყოფილების უფროსთან დარეკა განყოფილების მორიგემ და შეატყობინა, რომ შემოვიდა შეტყობინება ყაჩაღობის შესახებ, რომელიც მოხდა სოფელ სა------აში, მათ დაუყოვნებლივ მოატრიალეს ავტომობილი და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ორი ტრაილერი, ტრაილერის მძღოლი ორი მამაკაცი და აგრეთვე ორი დაზარალებული პირი, მისვლისთანავე იკითხეს თუ რა ხდებოდა, რაზეც დაზარალებულებმა უპასუხეს რომ ისინი მოემართებოდნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით “BMW X5”-ის მარკის ავტომობილით, გვირაბის გამოვლის შემდგომ მათ უკან მოჰყვებოდათ შავი ფერის „TOYOTA PRADO“-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც ჰქონდა ციმციმები და საყვირით მოუწოდეს მათ, ა---- და ნ----- მ-–---ებს, რომ გადაეყენებინათ ავტომობილი, დაზარებულებს ეგონათ რომ მათ მოუწოდებდათ პოლიცია, დაემორჩილნენ მათ და გადააყენეს ავტომანქანა რა დროსაც ა---- მ-–---ს მიუახლოვდა ერთი-ერთი პიროვნება, მოჰკიდა ხელი და ჩასვა „TOYOTA PRADO“-ს მარკის ავტომობილში, რომელიც შეიყვანეს ჩიხში, იარაღის მუქარით წაართვეს ფულადი თანხა დაახლოებით 145 ათასი ამერიკული დოლარი და სხვადასხვა ნივთები, რის შემდეგაც დატოვეს დაზარალებულები ადგილზე და თვითონ მიიმალნენ. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ ის ხელმძღვანელების დავალებით დაუკავშირდა სხვა კავშირზე მყოფ პირებს დახმარებისათვის, დაახლოებით დილის 5 საათზე ერთ-ერთი სოციალური ქსელით, პირადმა წყარომ მას აცნობა, რომ ყაჩაღობაში მონაწილე პირები გადაადგილდნენ შავი ფერის „TOYOTA PRADO“-ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით “R--------” რომელიც დაბა სუ----–-, ერთ-ერთ ქუჩაზე მიატოვეს, დაახლოებით დილით 10 საათისთვის მან კვლავ მიიღო მეორე ინფორმაცია იგივე წყაროსგან, რომლის თანახმადაც აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირები დასავლეთის მიმართულებით გაემართნენ თეთრი ფერის „MERCEDES BENZ“-S კლასის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით „R--------“, რომელიც მიატოვეს ბა---------–ი, აღნიშნული ინფორმაცია რ----ის მიერ მიწოდებულ იქნა ხელმძღვანელობისათვის და შედგა ინფორმაციული პატაკი. სხვა საგამოძიებო მოქმედებები მას ამ საქმესთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია.

 

მოწმე კა------ ზვ------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ხა--------–ის რაიონული სამმართველოს ბო------ს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად 2013 წლიდან. ბო------ს პოლიციის განყოფილება მდებარეობს თბ--–------------–----–--ის ცენტრალურ მაგისტრალზე, ქალაქ ზე----------დან დაახლოებით 28 კილომეტრის მოშორებით, გზის მარცხენა მხარეს ხა--------–ის რაიონში. მოწმის განმარტებით იგი 2017 წლის 30 ნოემბერს არ მუშაობდა და იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, ხა--------–ში, ღამის საათებში, დაახლოებით 12 საათამდე მას დაუკავშირდნენ სამსახურიდან და აცნობეს რომ უნდა გამოცხადებულიყო. ბო------ს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ხა--------–ის რაიონის სოფელ სა------აში მოხდა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება მოხდა კა------ ზვ------ის მიერ, შემდგომ მოწმის განმარტებით პოლიციის თანამშრომლების მიერ განყოფილებაში მიყვანილ იქნა ორი მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლები. ისინი გამოკითხა კა------ ზვ------ემ, როგორც დანაშაულის შემტყობინებელი პირები, სატვირთო ავტომანქანის მძღოლები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამის შემდგომ საქმეში ჩაერთო იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ჯგუფი და მას სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ უწარმოებია.

 

მოწმე ი-----–- არ-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ხა--------–ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლად 2008 წლიდან. 2017 წლის 30 ნოემბერს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ხა--------–ის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. მის მიერ დაბარებულ და გამოკითხულ იქნა მოწმე შ--–-- ძ-----ა, რომელმაც დაადასტურა რომ ქონდა შეხება დანაშაულის ჩამდენ ერთ-ერთ პირთან, კერძოდ ჰ------- ა-----თან, ძ-----ა იყო შუამავალი და ა-----ს აქირავებინა ის მანქანა რომლითაც ჩადენილი იქნა დანაშაული. ავტომობილი იყო „PRADO“-ს მარკის და ის ნაქირავები იყო ზ---- კა----–---–---–ისგან, რომელთანაც ა-----ი მიიყვანა შ--–-- ძ-----ამ. ი-----–- არევაძის მიერ დათვალიერდა ძ-----ას მობილური ტელეფონი რომელშიც იყო მართვის მოწმობის ფოტოები, აგრეთვე ზარები ა----ს და ძ-----ას შორის და მის მიერ ნანახი იქნა ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულება. შ--–-- ძ-----ას დაკითხვა მოხდა ხა--------–ის რაიონულ სამმართველოში და ძ-----ამ განმარტა რომ ა-----ს ახლდა მეორე პიროვნებაც როდესაც ისინი ავტომობილის დასაქირავებლად მივიდნენ.

 

მოწმე ზ----- მი-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, კერძოდ ხა--------–ის რაიონის სოფელ სა------აში განხორციელებულ ყაჩაღობასთან დაკავშირებით. 2 დეკემბერს დილით განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზე-----------ქუ------ს საავტომობილო გზაზე მოძრაობდა „მერსედესის“ მოდელის ავტომობილი, რომელსაც მართავდა შ----- დ-----ა, აღნიშნულ ავტომობილში იმყოფებოდნენ ყაჩაღობაში მონაწილე პირები ა-----ი და ა-------ი. მოწმის განმარტებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი რომელშიც შედიოდნენ თავად ზ----- მი-----–---–ი, მ--–---- ვა-----------ე, გ--–- გ-------, გ------ი მს----–--ე და გამოძახებულ იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმი, რადგან ყაჩაღობაში მონაწილე პირები იყვნენ შეიარაღებული. აღნიშნული „მერსედესის“ ავტომობილი გამომძიებლების მიერ შემჩნეულ იქნა თერჯოლის რაიონის სოფელ გო-------ში, სადაც მოხდა მისი გაჩერება და აღნიშნული პირების დაკავება, რადგან ბრალდებულებს არ ესმოდათ ქართული ენა, მოწვეულ იქნა თარჯიმანი და განემარტა მათ უფლება-მოვალეობანი, შემდეგ ჩატარდა პირადი ჩხრეკა და ა-----ისაგან ამოღებულ იქნა 50 ათასი ამერიკული დოლარი, აგრეთვე აზერბაიჯანული პირადობის მოწმობა, დაახლოებით 60 ლარამდე თანხა, ორი მობილური ტელეფონი, ბინადრობის მოწმობა. ეს ყველაფერი დაილუქა და მოეწერა ხელი. მოწმის განმარტებით ისინი გადაყვანილ იქნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში. ბრალდებულმა ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით გამომძიებელს განუმარტა, რომ ფული ეკუთვნის მას.

 

მოწმე გ------ი მს----–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში. მისი განმარტებით 2017 წლის 2 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით დილის 8 საათიდან 9-ის 20 წუთამდე მონაკვეთში შეკრიბა ისინი ხელმძღვანელობამ და გააცნო ინფორმაცია მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, მისცეს მათ დავალებები და შეიქმნა ჯგუფები და დავალების მიღებიდან დაახლოებით 15 წუთში გავიდნენ სპეცრაზმთან ერთად, დანაშაულის შესახებ მათ გააჩნდათ ინფორმაცია რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებს ა-------ს და ა-----ს უნდა ჩაედინათ ყაჩაღობა და ისინი „მერსედესის“ მოდელის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ ზე-----------ქუ------ს გზაზე, დასავლეთის მიმართულებით. საგამოძიებო ჯგუფმა აღნიშნული „მერსედესის“ ავტომობილი შენიშნა გ-------ნის სავალ გზაზე, კერძოდ ბრ---–-----ის გადასახვევთან. შეაჩერეს ავტომობილი რა დროსაც უკანა მარჯვენა კარიდან გადმოვიდა ა-------ი, რომელმაც დააპირა გაქცევა, თუმცა ის შეჩერებულ და დაკავებულ იქნა სპეცრაზმის მიერ. შემდგომ მას მიუახლოვდნენ: თვითონ, გ--–- გ------- და დ----- ხა--–------ე. დ----- ხა--–------ემ განუმარტა ბრალდებულს თუ რაში ედებოდა ბრალი, გაირკვა რომ ის ქართულ ენას არ ფლობდა, საჭირო გახდა თარჯიმნის გამოძახება, რომელსაც დაახლოებით ორი საათი დააგვიანდა, თარჯიმნის გამოცხადების შემდგომ ბრალდებულს დ----- ხა--–------ის მიერ გაეცნო მისი უფლება მოვალეობები. ბრალდებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა გამომძიებლების გ------ი მს----–--ის, დ----- ხა--–------ის და გ--–- გ-------ს მიერ. ჩხრეკას უშუალოდ აწარმოებდა დ----- ხა--–------ე. პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დოლარების ორი შეკვრა, თითოში იყო 100 (ასი) ცალი 100 (ას) დოლარიანი, სულ 20 (ოცი) ათასი დოლარი. აგრეთვე ამოღებულ იქნა აზერბაიჯანული პირადობის მოწმობა, ბრალდებულს აღენიშნებოდა ნაკაწრები, რაზეც გამომძიებელს განუმარტა რომ ისინი მიიღო წინა დღეს ტყეში ყოფნისას. ჩხრეკის დასრულების შემდგომ ბრალდებული გადაყვანილ იქნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში. ამოღებულ თანხაზე მან გამომძიებლებს განუმარტა რომ მისი არ არის და ის ჩაუდო მას სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირმა. ავტომობილში ისხდნენ სულ 4 მგზავრი, უკან ა-------ი და ა-----ი, ხოლო წინ ორი ქართველი პიროვნება, ერთ-ერთი იყო შ----- დ-----ა, სულ ამოღებულ იქნა „ბარსეტკის“ მსგავსი ჩანთიდან 50 ათასი დოლარი.

 

მოწმე დ----- ამ------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი 2017 წლის 01 დეკემბერს. მისი განმარტებით შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა გვიან ღამით და დასრულდა გამთენიისას, იგი მდებარეობდა ხა--------–ის რაიონის სოფელ სა------აში. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ იქნა შავი ფერის „BMW X5“-ის მარკის ავტომობილი რომლის დათვალიერებაში გამომძიებლებთან ერთად მონაწილეობდნენ ექსპერტები და კინოლოგი, აგრეთვე შემთხვევის ადგილის დათვალიერებას მოწმის სტატუსით ესწრებოდა ა---- მ-–---ი, რომელმაც გამომძიებლებს უთხრა რომ სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ ის და მისი ნათესავი და მათზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა. ავტომობილიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები და კვლები, როგორც გარე სახელურებიდან ისე შიგნითა სალონიდან. ავტომობილის უკანა მარცხენა კარის მინა იყო ჩამსხვრეული და კარის ჩარჩოს ქვედა ნაწილზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ამოღებულ და დალუქულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

მოწმე გ------ი მა------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად. მის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2017 წლის 01 დეკემბერს ჩატარებულ იქნა თეთრი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომობილის დათვალიერება და შემდგომ მისი ამოღება, იგი იმყოფებოდა სოფელ ბა--------ის ტერიტორიაზე, ასევე მის მიერ აღებულ იქნა ნიმუშები ბრალდებულებისაგან, ასევე ამოღებული იქნა მათი ტანსაცმელი, ავტომობილის დათვალიერებას რაც შეეხება, მას ვიზუალური დათვალიერებისას გარედან არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, მხოლოდ ჩამსხვრეული იყო უკანა მარჯვენა საქარე მინა და შუშები მიმოფანტული იყო როგორც გარეთ, ასევე ავტომობილის უკანა სალონში, ავტომობილი დამუშავებულ იქნა ექსპერტების მიერ როგორც შიგნიდან ისე გარედან, აღებული იქნა ნიმუშები, ავტომობილის წინა სალონიდან ამოღებულ იქნა ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის მოწმობა და დაზარალებულ ა---- მ-–---ის კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტი. აგრეთვე ამოღებულ იქნა 08 ცალი ვაზნა, ხოლო საბარგულიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ტურისტული ტიპის ჩანთა, რომელშიც განთავსებული იყო ტანსაცმელები. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა შესაბამისი წესით, ამის შემდგომ მოხდა ავტომობილის დალუქვა და იგი გადაყვანილი იქნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში.

 

მოწმე კა------ თუ---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი და აღნიშნულ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი სახის საგამოძიებო მოქმედებები: კერძოდ, 2017 წლის 01 დეკემბერს, დაბა სუ----–- მყოფი „LAND CRUISER PRADO”-ს ფირმის ავტომობილის დათვალიერება, ამოღება, რომელიც იმყოფებოდა სა------–---–-ს ქუჩაზე, იგი შემთხვევის ადგილზე გაემართა გამომძიებელ ლ-–- ჩხ-------ან ერთად და მათ იქ დახვდათ ხ-–----ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც იცავდნენ პერიმეტრს. ავტომობილი იყო დაკეტილ მდგომარეობაში, რომლის ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა რომ პულტიანი გასაღები იდო წინა მარცხენა საბურავის ზედაპირზე, აღნიშნული გასაღების მეშვეობით მოხდა ავტომობილის გაღება და იქიდან კვლებისა და ნიმუშების ამოღება, ავტომანქანას დამონტაჟებული ჰქონდა ციმციმები და ხმოვანი სიგნალი. სალონში ნაპოვნი იქნა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც იყო ერთ-ერთ შპს-ს სახელზე, ასევე იყო ხელშეკრულება და იგი გაფორმებული იყო 29 ნოემბერს, ხელმომწრები იყვნენ შპს-ს წარმომადგენელი და ვინმე ჰ------- ა-----ი, ავტომანქანა დაქირავებული იყო სამი დღით. ამის შემდგომ ავტომობილი გადმოყვანილ იქნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დაილუქა და განთავსდა სპეციალურ სადგომზე. 2017 წლის 0- დეკემბერს პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები გადაადგილდებოდნენ ქუ-------ზე----------ს საავტომობილო გზაზე და იყვნენ შეიარაღებულნი, სპეცრაზმის მიერ შეჩერებულ იქნა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, საიდანაც გადმოყვანილ იქნა ოთხი პირი. ავტომობილის წინა სალონში ისხდნენ ლ---- ჯი----–---–- და შ----- დ-----ა, ხოლო უკანა სალონში ჰ------- ა-----ი და რ----- ა-------ი. კა------ თუ---------ს მიერ, დაკავებული იქნა ჰ------- ა-----ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მათ შორის კომუნიკაცია დამყარდა რუსულ ენაზე, ბრალდებულმა მოითხოვა თურქულ-აზერბაიჯანული ენის მცოდნე თარჯიმანი, ადგილზე გამოცხადდა ორი თარჯიმანი. ბრალდებულმა დაკავებისას განმარტა, რომ ის არ იყო ჰ------- ა-----ი და იყო ნ---- მა---------- დაბადებული 04.12.1972 წელს, მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა რა დროსაც აღმოჩენილ იქნა 50 ათასი აშშ დოლარი, რომელიც ცალ-ცალკე იყო ხუთ შეკვრად შეკრული და გადახვეული პატარა რეზინით, ყველა იყო 100 დოლარიანი კუპიურა, ასევე აღმოჩენილი იქნა აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი და თურქეთის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობა, გაცემული ნ---- მა----------ს სახელზე, ფოტოზე გამოსახული იყო ჰ------- ა-----ი. ასევე ა-----ის შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 110 დოლარის ოდენობით და „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი.

 

მოწმე მ----- შე----–--მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლად. აღნიშნულ საქმეზე იგი იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჯგუფში მასთან ერთად იმყოფებოდა დ----- ხა--–------ე, გ------ი მა------, კა------ თუ---------, დ----- ამ------–---, ჯ------- ი-----ე. ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული აქვს დ----- ხა--–------ეს და თავად მ----- შე----–--ს. მის მიერ ჩატარებულია დაზარალებულ ა---- მ-–---ის დაკითხვა, ა---- და ნ----- მ-–---ებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება, მათ მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, აგრეთვე, 03 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებულ იქნა შ----- დ-----ას პირადი ჩხრეკა, ავტომობილის ჩხრეკა, მისი მოწმის სახით დაკითხვა და მობილური ტელეფონის დათვალიერება. დაზარალებულების ა---- და ნ----- მ-–---ების მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დალუქა ავტომობილებიდან ამოღებული დოკუმენტები, გახსნა დაასკანერა და დალუქა დაქტილობარათები, დაკითხა მოწმე, მოახდინა ავტომობილებიდან ამოღებული დოკუმენტების განცალკევება და დალუქვა, ასევე მოახდინა ჰ------- ა-----ის მონაწილეობით ვიდეო-კამერების დათვალიერება, სარეგისტრაციო ჟურნალის და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ტერმინალის დათვალიერება, ფ------–- გუ-–---ის მოწმის სახით გამოკითხვა, ა---- მ-–---ის მიერ წარმოდგენილი ტელეფონის ყუთის დათვალიერება, ნ----- მ-–---ის მიერ წარმოდგენილი საგარანტიოს დათვალიერება, მა-------ებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება, აზ--–--- მა-------ის გამოკითხვა, შ--–-- ძ-----ას დამატებით გამოკითხვა და მისი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, შპს „მაგთიკომი“-დან და „ჯეოსელი“-დან ინფორმაციის გამოთხოვა და საიტ „პრაიმ ტაიმის“ დათვალიერება. მოწმე ადასტურებს მის მიერ ნაწარმოები ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორეს და სინამდვილეს. შ----- დ-----ას ავტომობილის ჩხრეკას რაც შეეხება, აღნიშნული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ ბრალდებული პირები რ----- ა-------ი და ჰ------- ა-----ი, ისინი დაკავებულები იქნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ნა-–-------–-ს ტერიტორიაზე, ბრ---–-------ს გადასახვევთან, მათი დაკავება მოხდა ერთდროულად და შემდგომ ჩატარდა ავტომობილის ჩხრეკა. ავტომობილი იყო შ----- დ-----ას კუთვნილი და მის მართვის ქვეშ მყოფი. ავტომობილის ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა შ----- დ-----ას და მისი მგზავრის ლ---- ჯი----–---–-ს მობილური ტელეფონები, ბრალდებულების პირადი ნივთები, მათ შორის დოკუმენტები - მართვის მოწმობა და პასპორტი, ტანსაცმელი და რ----- ა-------ის ქურთუკი, რომლის ჯიბეში აღმოჩენილი იქნა ოთხი ათასი ამერიკული დოლარი ყველა კუპიურა იყო ას დოლარიანი, ხოლო უშუალოდ ავტომობილში, მძღოლის სავარძლის უკანა მხარეს იატაკზე აღმოჩენილი იქნა რეზინით შეკრული ოცი ათასი ამერიკული დოლარი ორ შეკვრად დაფასოებული, ას დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა 2017 წლის 15 დეკემბერს.

 

მოწმე დ----- ხა--–------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე ის იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი და ძირითადად მის მიერ იქნა ნაწარმოები გამოძიება. პირადად მან 2017 წლის 01 დეკემბერს მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული ნ----- მ-–---ი რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს დანაშაულის შესახებ, ხოლო ა---- მ-–---მა მათ განუმარტა რომ იგი იცნობდა ერთ-ერთ ბრალდებულ რ----- ა-------ს, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ გაიცნო საერთო მეგობრის ემირ ყუ--------ის დაბადების დღეზე ბ----ში, ერთ-ერთ რესტორანში. აგრეთვე მის მიერ ჩატარებულ იქნა ფოტოსურათებით ამოცნობა როგორც ა---- მ-–---ის, ასევე ნ----- მ-–---ის მონაწილეობით, ა---- მ-–---მა ფოტოზე ამოიცნო რ----- ა-------ი, ასევე ამოიცნო ჰ------- ა-----ი და ბ---------- მა-------ი და ამოცნობის დროს მიუთითა დანაშაულში მათი როლების შესახებ. კერძოდ ის რომ „პრადოს“ საჭესთან იჯდა ჰ------- ა-----ი, როცა უკვე მანქანა შეაჩერეს და თავდასხმა განახორციელეს ა---- მ-–---ი გადასვეს „პრადოს“ ჯიპში უკანა სავარძელზე, სადაც იჯდა ასევე რ----- ა-------ი, რომელსაც თავზე ეხურა „კაპიშონი“ და ფეხი დააბიჯა კისერზე ა---- მ-–---ს, ხოლო მა-------ი აღჭურვილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით. ოპერატიული ინფორმაციის მეშვეობით გამოძიებისათვის ცნობილი გახდა რომ დანაშაულში მონაწილე პირებმა „პრადოს“ მარკის ავტომობილი მიატოვეს სუ----–-, გზაზე. რ----- ა-------ი და ჰ------- ა-----ი დაკავებულნი იქნენ თერჯოლის რაიონის სოფელ გო-------ში ბრ---–-------ს გადასახვევთან. ისინი მოძრაობდნენ შ----- დ-----ას კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით. დაკავების შემდგომ მათ ჩაუტარდათ ჩხრეკა, დაკავების მომენტში რ----- ა-------ი შეეცადა გაქცევას თუმცა ის შეაჩერა სპეცრაზმმა და დააწვინა ასფალტზე, შემდგომ გამოძახებულ იქნენ თარჯიმნები, რადგან ბრალდებულებმა არ იცოდნენ ქართული, თარჯიმნის გამოცხადების შემდგომ განემარტათ მათ უფლებები. პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფულადი თანხა. პირადად რ----- ა-------ისგან მის მიერ ამოღებულ იქნა 20 ათასი ამერიკული დოლარი, ყველა ას დოლარიანი კუპიურებით, რომელიც დაფასოებული იყო ორ შეკვრად ყვითელ რეზინში, საათი, ყელსაბამი და სხვა პირადი ნივთები, ყველა ამოღებული ნივთი აღწერილ იქნა ოქმში და დალუქულ იქნა შესაბამისი წესით. ხოლო ჰ------- ა-----ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა კა------ თუ---------ს მიერ და მისგანაც იქნა ამოღებული ფულადი თანხა, კერძოდ 50 ათასი ამერიკული დოლარი, ხოლო შ----- დ-----ას ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 24 ათასი ამერიკული დოლარი. დაკავებული პირები მოთავსებულ იქნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, გამომძიებლის მიერ მოწვეული იქნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და შემდგომ პროკურორის და ადვოკატ მადონა არჯევანიძის მონაწილეობით ჩატარდა პიროვნული ამოცნობა დაკავებულების. ისინი ამოიცნო ა---- მ-–---მა. შემდგომ პროკურორის მიერ ბრალი წარედგინა ბრალდებულებს. გამომძიებელ ხა--–------ეს აგრეთვე მოწმის სახით ჰყავს დაკითხული ზ---- კა----–---–---–ი რომელმაც დაადასტურა ავტომობილის ა-----ზე და ა-------ზე გაქირავების ფაქტი, ანალოგიური დაადასტურა მოწმე შ--–-- ძ-----ამ. ასევე მის მიერ იქნა დანიშნული ექსპერტიზები. აგრეთვე საბოლოო დაზუსტებული ბრალები წარუდგინა ბრალდებულებს. ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება მოუწიათ ორჯერ ვინაიდან პირველ ჯერზე ჩატარებისას გამოირკვა ისეთი საკითხები და ამოღებულ იქნა ისეთი ნიმუშები, რომლებზეც ვერ მოხერხდა პასუხის მიღება და ამიტომაც საჭირო გახდა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა. ა-----ის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა „პრადოს“ ავტომობილის საჭეზე, ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობაზე, ხელის მუხრუჭზე, რაც შეეხება ა-------ის ბიოლოგიურ მასალას, ის აღმოჩნდა მის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში და აგრეთვე დაზარალებულების კუთვნილ „ბმვ“-ს მარკის ავტომობილში. დ----- ხა--–------ის მიერ ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი შ--–-- ძ-----ას მონაწილეობით, თბილისში ლ----–---ს ქუჩაზე, რა დროსაც ძ-----ამ მიუთითა იმის შესახებ თუ სად შეხვდა ის ბრალდებულებს, რა ადგილზე შეადგინა ხელშეკრულება და ა.შ.

 

მოწმე გ------ი აბ–-------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 01 დეკემბერს ის იმყოფებოდა სამსახურში რა დროსაც შევიდა შეტყობინება რომ ესაჭიროებოდათ ექსპერტ კრიმინალისტების დახმარება, კერძოდ, დასათვალიერებელი იყო ადგილმდებარეობა თერჯოლის რაიონის სოფელ ბა--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი მის მეწყვილე ბ------ უ----–----თან ერთად გაემართა აღნიშნულ მისამართზე. ისინი მივიდნენ ბა---------–ი, საყანე ნაკვეთებში, კონკრეტულად ა--------ს ტერიტორიაზე , გადავიდნენ მდინარე ყვ-----–-- მეორე მხარეს და მივიდნენ გაშლილ ადგილზე სადაც მათ დახვდათ რამდენიმე თანამშრომელი, ისინი იცავდნენ ტერიტორიას რადგან იქ იდგა თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი. ადგილზე მისულ ექსპერტებს გამომძიებელმა განუმარტა, რომ დასათვალიერებელი იყო ავტომობილი და ამოსაღები იყო სხვადასხვა სახის კვლები და ნიმუშები. მოწმის განმარტებით მან შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო ფოტო ილუსტრაციით, შემდგომ კი გადავიდა ავტომობილის დათვალიერებაზე. თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილს აღენიშნებოდა ტალახის კვლები და უკანა მარჯვენა კარის საქარე მინა იყო ჩამსხვრეული, კარის როგორც გარეთა ისე შიდა სახელურიდან იქნა აღებული ანაწმენდები. მოხდა ავტომობილის სალონში არსებული ნივთების დათვალიერება და ამოღება, ძირითადად მასში იყო ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალები, დოკუმენტები, ასევე აღმოჩენილ იქნა პისტოლეტის 08 ცალი ვაზნა. სპეციალისტის დახმარებით გაღებულ იქნა ავტომობილის საბარგული, საიდანაც ამოიღეს ნივთები რომელიც დაილუქა შესაბამისი წესით, ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები სავარძლებიდან, ამის შემდგომ ავტომობილი დაილუქა და ევაკუატორის მეშვეობით გადაყვანილ იქნა იმერეთის სამხარეო დეპარტამენტში. ამოღებულ დოკუმენტებს რაც შეეხება, მოწმის განმარტებით ისინი იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, საქართველოს მიერ გაცემული, ოღონდ უცხო ქვეყნის მოქალაქის, კონკრეტულად ვის ეკუთვნოდა ის მოწმე ვერ იხსენებს. აგრეთვე იყო ფირმის დოკუმენტები.

 

მოწმე რ----- ბა--------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი 2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდა კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტად, ბა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში. იგი აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა სამსახურში, დაუკავშირდნენ სამხარეო პოლიციიდან, ბა--------ის ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწაზე, გრუნტიან გზაზე იმყოფებოდა გუბეში გაჩერებული თეთრი ფერის მერსედესი სახელმწიფო ნომრით 7--. რადგან იყო სახელმწიფო მიწა დაუკავშირდნენ მას და შესაბამისად გამოცხადდა ის ბა--------ის გადასახვევთან, მდინარე ყვ-----–--თან ხელმარჯვნივ, კერძო ნაკვეთებამდე 10-15 მეტრის მოშორებით, სახელმწიფო მიწაზე, მისი განმარტებით მანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში, უკანა მარჯვენა საქარე მინა იყო ჩამსხვრეული, მანქანა იყო ტალახით დასვრილი, სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა. რ----- ბა--------–--ის მისვლის შემდგომ გაიხსნა ავტომობილი და ჩატარდა დათვალიერება, რაზეც ხდებოდა ოქმების შედგენა, სალონიდან ამოღებულ და დალუქულ იქნა ტანსაცმელი და 8 ცალი ვაზნა. რ----- ბა--------–--ის განმარტებით მისთვის ცნობილი გახდა რომ მოხდა ყაჩაღობა და აღნიშნული მანქანით იმყოფებოდნენ ბრალდებულები და შემდეგ გამოიცვალეს მანქანა და დატოვეს იმ გზაზე.

 

მოწმე გ------ი ქა--------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, აღებულ იქნა ნიმუშები ბრალდებულებისაგან, ასევე მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და ნივთმტკიცებათა გახსნა დათვალიერებაში. მისი განმარტებით აღნიშნული მოქმედებები ჩატარდა დეკემბრის თვის დასაწყისში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ხა--------–ის რაიონის სოფელ სა------აში, დათვალიერება დაიწყეს დასურათებით და შემდგომ იქნა აღებული ანაწმენდები და სისხლის მაგვარი ლაქები. აგრეთვე ამოღებულ იქნა ავტომობილის კარზე არსებული ხელის კვალი, რომელიც დაილუქა შესაბამისი წესით და გადაეცა გამომძიებელს, ანაწმენდები აღებულ იქნა საჭიდან, ტორმუზიდან და ყველა იმ ადგილიდან სადაც შესაძლო იყო ბრალდებულებს ხელი მოეკიდათ, ბრალდებულებისგან წინასწარი დაკავების იზოლატორში აღებული იქნა თმის, ფრჩხილის, ნერწყვის და ხელის ანაწმენდის ნიმუშები. იგი საგამოძიებო ექსპერიმენტზე იმყოფებოდა ექსპერტ გ------ კ------სთან ერთად, დანაშაულის გარემოებებზე მათ უთითებდათ დაზარალებულები ა---- და ნ----- მ-–---ები. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ცალ-ცალკე, ჯერ ერთი დაზარალებულის მონაწილეობით, ხოლო შემდგომ მეორის. ნივთმტიცებების გახსნა-დათვალიერებას რაც შეეხება ის მოხდა დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებში, სამხარეო სამმართველოს შენობაში, გ------ი ქა--------ე იმყოფებოდა მის მეწყვილე კა------ ცე--–---ესთან ერთად.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე გ------ კ------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას და განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, აღებულ იქნა ნიმუშები ბრალდებულებისაგან, ასევე მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. ბრალდებულებისგან წინასწარი დაკავების იზოლატორში აღებული იქნა თმის, ფრჩხილის, ნერწყვის და ხელის ანაწმენდის ნიმუშები. ნიმუშების აღებას ესწრებოდა გამომძიებელი მა------, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტს კი გამომძიებელი შე----–--. ბრალდებულებისგან ხელის კვლის ნიმუშების დაქტილოსკოპირება მოხდა გორგოლაჭით და ტუშის გამოყენებით და დატანილ იქნა დაქტილობარათზე, რომელიც შემდგომ სპეციალურ პაკეტში დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.

 

მოწმე კა------ ცე--–---ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება მეწყვილე გ------ი ქა--------ესთან ერთად და აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ნივთმტკიცებათა გახსნა, დასკანერება, დალუქვაში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ხა--------–ის რაიონის სოფელ სა------აში და იგი დათვალიერდა 2017 წლის 01 დეკემბერს. იქ მისვლისას ექსპერტებს ადგილზე დახვდათ პოლიციის თანამშრომლები, აგრეთვე „BMW X5“-ის მარკის ავტომობილი. ადგილზე გამოცხადებული ექსპერტები დაელოდნენ კინოლოგებს და მათი მოსვლის შემდგომ დათვალიერება დაიწყეს დასურათებით და იქნა აღებული ანაწმენდები და სისხლის მაგვარი ლაქები, აგრეთვე ხელის კვალი იგი ამოღებულ იქნა წინა და უკანა კარების ე.წ „სტოიკიდან“. ექსპერტების მიერ ამოღებული ნივთმტკიცებები დალუქული იქნა სპეციალურ პაკეტებში და დასურათდა. სულ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა დაახლოებით 25 ან მეტი პაკეტი. ფოტოგადაღება აწარმოა თავად კა------ ცე--–---ემ. დათვალიერებას ესწრებოდა გამომძიებელი დ----- ამ------–---. ნივთმტკიცებათა გახსნა, დასკანერება, დალუქვა მოხდა სამხარეო სამმართველოში, ექსპერტები იქ გამოიძახა გამომძიებელმა მ----- შე----–--მ.

 

მოწმე ფ------–- გუ-–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ის ახდენს ფეხსაცმლის მასალის საბითუმო ვაჭრობას თურქეთიდან, მას ეხმარება ერთი პიროვნება ჰ-–-- ა----, რომელიც აწვდის მასალებს და გუ-–---ი მას ყოველთვიურად უგზავნის თანხას ბანკის მეშვეობით. გუ-–---ის სამუშაო ადგილი, საწყობი მდებარეობს ვა--------––ი, ლა------ N---ში. მას ჰყავს „BMW X5” მარკის შავი ავტომობილი. გუ-–---მა განმარტა, რომ ის იცნობს ა---- მ-–---ს და ნ----- მ-–---ს, ისინი ახლობლები არიან ერთმანეთის და ერთად გაიზარდნენ. ა---- და ნ----- მ-–---ები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. მოწმის განმარტებით 2017 წლის 30 ნოემბერს რადგან წლის ბოლო იყო გადაწყვიტეს რომ საქონელი შეეძინათ დიდი ოდენობით, იაფად და ამიტომ მოილაპარაკეს, რომ ა----ი და ნ-----ი ბათუმამდე, გუ-–---ის ავტომობილით წაიღებდნენ თანხას, გადავიდოდნენ საზღვარზე და ავტობუსით წავიდოდნენ თურქეთში, მათ თან მიჰქონდათ 140 ათასი აშშ დოლარი, საიდანაც 70 ათასი აშშ დოლარი იყო გუ-–---ის, რომელიც მან ა---- მ-–---ისგან ისესხა. მ-–---ები თბ--–---დან გავიდნენ საღამოს, დაახლოებით 8 საათის მერე. დაახლოებით 12 საათის შემდეგ ა---- მ-–---ი დაუკავშირდა გუ-–---ს და უთხრა რომ დააყაჩაღეს და იმყოფებოდნენ პოლიციაში. შემთხვევიდან ორი დღის შემდგომ იგი შეხვდა ა---- და ნ----- მ-–---ებს, რომლებმაც მოუყვნენ რომ გზაზე, გვირაბის შემდეგ ისინი გააჩერა შავი ფერის „პრადოს“ ავტომობილმა, რომელსაც ჩართული ქონდა ციმციმები. ნ-----ი გადაიყვანეს უკან სკამზე, ა----ი თავის მანქანაში და გააგრძელეს გზა, შემდეგ სადღაც სოფლის გზაზე გავიდნენ, დააბეს ა----ი და ნ-----ი და იქვე დატოვეს ორივე, წაიღეს ყველაფერი რაც ქონდათ და წავიდნენ. შემდეგ ა---- და ნ----- მ-–---ები გზაზე გავიდნენ და ითხოვეს შველა. გუ-–---მა განმარტა რომ სხვა დროს თვითონ დადის საქონლის შესაძენად და მ-–---ებს პირველად გაატანა თანხა.

 

მოწმე ზ---- კა----–---–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ცხოვრობს ქალაქ თბილისში, მე-----–---ს ქუჩა N---ში, სახლში მას გახსნილი აქვს ოფისი, შპს „ჯო---------------რ“-ი, აღნიშნულ ოფისში ზ---- კა----–---–---–ი მუშაობს მეუღლესთან ერთად და ისინი აწარმოებენ ავტომობილების გაქირავებას. მისი განმარტებით აღნიშნულ შპს-ზე ირიცხება სამი ავტომობილი, სამივე არის „TOYOTA PRADO LAND CRUISER“. მოწმის განმარტებით აღნიშნული „TOYOTA PRADO LAND CRUISER“ ავტომობილი არის შავი ფერის, სახელმწიფო ნომრით R--------. 2017 წლის 29 ნოემბერს დაახლოებით 6-დან 7 საათამდე ზ---- კა----–---–---–ს დაუკავშირდა შორეული ნაცნობი შ--–-- ძ-----ა, რომელიც აგრეთვე აქირავებს ავტომანქანებს და ჰკითხა ჰყავდა თუ არა შავი „პრადო“ თავისუფალი, მან უთხრა რომ ჰყავდა, შავი „პრადო“ 2010 წლიანი, რომელსაც აქირავებდა 100 დოლარად დღეში, შ--–-- ძ-----ამ უთხრა რომ ჰყავდა კლიენტი, რომელსაც აღნიშნული მანქანის დაქირავება უნდოდა, მან თხოვა შ--–-- ძ-----ას რომ „ვაიბერში“ გადაეგზავნა იმ პირის მონაცემები, რომელსაც მანქანის დაქირავება სურდა, შ--–-- ძ-----ამ გადმოუგზავნა აღნიშნული, როდესაც გადახედა ინფორმაციას, მოქალაქე, რომელსაც ავტომობილის დაქირავება სურდა იყო აზერბაიჯანელი, სრულწლოვანი და ის დაეთანხმა მიექირავებინა მასზე მანქანა, დაიბარა ოფისში და მანამდე კი შეუდგა ხელშეკრულების მომზადებას. სატელეფონო ზარის დასრულებიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდგომ მის საცხოვრებელ სახლთან მივიდა შავი ავტომობილი, „აუდი“ რომელშიც ისხდნენ შ--–-- ძ-----ა და ორი პიროვნება, მან აღნიშნული პირები შეიპატიჟა, დასხდნენ ოფისში და მან და შ--–-- ძ-----ამ დამქირავებელ პირებს რუსულ ენაზე განუმარტეს თუ რა ვალდებულებები ეკისრებოდათ, დაახლოებით 5 წუთი ისაუბრეს, შემდგომ გადასცა ავტომობილის გასაღები და გააცილა სახლიდან, ავტომანქანაში ჩასხდა ორი პიროვნება და გაემგზავრნენ პირდაპირი მიმართულებით, ავტომობილი იქირავეს ორი დღით და გადაიხადეს 200 დოლარი, საიდანაც შუამავალს 40 დოლარი გადაუხადა. მეორე დღის გამთენიისას მისი მეუღლის ტელეფონზე შევიდა ზარი, რეკავდა პოლიციის თანამშრომელი და კითხულობდა თუ ვის ეკუთვნოდა ავტომობილი, მოწმემ უთხრა, რომ მანქანა მისი იყო და ჰყავდა გაქირავებული, პოლიციის თანამშრომელმა აუხსნა მას სიტუაცია და უთხრა რომ სჭირდებოდა იმ პირთა მონაცემები ვისაც ავტომობილი მიაქირავა, მან პოლიციის თანამშრომელს „ვაიბერზე“ გაუგზავნა იმ პირის საპასპორტო მონაცემები ვისაც მანქანა მიაქირავა, მას უთხრეს რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ამ ავტომანქანით და იგი მიტოვებულ იქნა სუ-----ს ტერიტორიაზე, ავტომობილი არ იყო დაზიანებული. ზ---- კა----–---–---–მა განმარტა, რომ მან იჯარის ხელშეკრულება გააფორმა ჰ------- ა----თან, ხელშეკრულება შედგა ორ ეგზემპლარად, რომელზეც ორივე მხარემ მოაწერა ხელი, ერთი დაიტოვა თვითონ, ხოლო მეორე თან წაიღო ა----მა. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მას სახლში აქვს დამონტაჟებული ორი ვიდეო კამერა, საიდანაც სამართალდამცავებმა ამოიღეს ჩანაწერი. მან სასამართლო სხდომის დარბაზში მსხდომი პირებიდან მიუთითა ერთ-ერთზე, და განმარტა, რომ პიროვნება რომელიც ზის შუაში, აცვია ლურჯი ფერის მაისური, არის მელოტი, დაახლოებით 45 წლის არის ჰ------- ა-----ი.

 

მოწმე შ--–-- ძ-----ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ის ქალაქ თბილისში აქირავებს ავტომანქანებს, ასევე ასრულებს შუამავლის ფუნქციას, კერძო მფლობელებთან აფორმებს ხელშეკრულებებს, ავტომობილები მის საკუთრებაში არ არის. მას ოფისი არ აქვს, და კლიენტებს ხვდება კ----- აფ------ N---ში. მანქანები დგას გარეთ, მიკრულია მასზე განცხადება რომ ისინი ქირავდება, შესაბამისად მოდიან დაინტერესებული პირები. ნოემბრის ბოლო დღეებში მივიდა კლიენტი, აირჩია მანქანა, „AUDI Q7“ სურდა ორი დღით, ერთი დღით დაქირავების ფასი შეადგენდა 70 აშშ დოლარს, მომხმარებელმა ის იქირავა ორი დღით, გადაიხადა 140 აშშ დოლარი და წაიყვანა. ასევე ითხოვა მეორე ავტომობილის „პრადოს“ ჯიპის დაქირავება, რომელიც მას არ ჰყავდა, ამიტომაც დამქირავებელს ის გაჰყვა მის ნაცნობ ზ---- კა----–---–---–თან, რომელსაც ჰყავდა აღნიშნული „პრადოს“ ჯიპი. იგი დაუკავშირდა კა----–---–---–ს, გადაუგზავნა მანქანის დამქირავებლის მონაცემები და როდესაც მივიდნენ მანქანის წამოსაყვანად ხელშეკრულებაც მზად დახვდათ, მანქანა დაიქირავეს, თანხა გადაუხადა და წავიდნენ. შ--–-- ძ-----ა წავიდა „AUDI Q7“ ავტომობილით, ხოლო დამქირავებლები „პრადოს“ ჯიპით, საბურთალოს ტერიტორიაზე ა-------ი გადმოჯდა „AUDI Q7“ ავტომობილში, საჭესთან, ხოლო ა----ი იჯდა „პრადოს“ საჭესთან. ძ-----ა კი წაიყვანეს მის სამუშაო ადგილზე, „პრადო“ კი წავიდა ვაჟა-ფშაველას მიმართულებით. მოგვიანებით მას დაუკავშირდა კა----–---–---–ი და დაიბარა მასთან სახლში, იქ მისულს დახვდა პოლიცია, მათ უთხრეს რომ მოხდა დანაშაული „პრადოს“ ავტომობილით, მოწმემ პოლიციას აცნობა რომ მან დამქირავებლებს „აუდის“ ავტომობილიც მიაქირავა. მოწმის განმარტებით დამქირვებლებმა ავტომობილი წაიყვანეს 2017 წლის 29 ნოემბერს, აუდი იპოვა 2, ან 3 დეკემბერს რ-------–ი, დარეკა პოლიციაში და აცნობა, რომ ავტომობილი იპოვა, თუმცა ვერ ნახა გასაღები, მანქანის კარი ღია იყო, შემდეგ დაუკავშირდნენ მეპატრონეს რომელმაც გასაღები გამოაგზავნა ქუ------დან. შემდგომ კი მისმა მეპატრონემ ავტომობილი წაიყვანა ქუ-----–ი, პოლიციაში აღნიშნული მანქანა არ მოხვედრილა, უბრალოდ აცნობეს პოლიციას რომ იპოვეს.

 

მოწმე ვა-–------ ჩა-------–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, გამთენიისას 7-დან 8-ის ნახევრამდე დროის მონაკვეთში მას დაურეკეს სუ-----ს პოლიციიდან და თან მივიდნენ მასთან სახლში, მათ თან ახლდათ იმერეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები და აუხსნეს რომ ჩასატარებელი იყო გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებელი იყო მისი, როგორც დაბა სუ-----ს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის დასწრება. ჩავიდნენ დაბა სუ----–-, რუ-------–-ს ქუჩაზე, აღნიშნული არის ცენტრალური ქუჩა, რუ-------–-სა და სა------–---–-ს ქუჩის კვეთაზე, ქუჩიდან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით იდგა ავტომანქანა, შავი ფერის „LAND CRUISER PRADO” მანქანას გარშემო შემოუარეს პოლიციელებმა, მანქანა იყო დაკეტილი, შეამჩნიეს რომ წინა მარცხენა საბურავზე იდო გასაღები, გასაღები დამუშავებულ იქნა კრიმინალისტების მიერ და ამის შემდეგ მოხდა მანქანის გაღება და მისი დამუშავება, მანქანაში აღმოჩნდა რომ დამონტაჟებული იყო ციმციმები და ხმამაღლა მოსაუბრე მოწყობილობა. მოწმეს აუხსნეს რომ აღნიშნული მანქანა იყო გატაცებული, მანქანიდან კონკრეტული ნივთმტკიცებების ამოღების შემდეგ მოხდა მათი დალუქვა და მას, როგორც საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს მოაწერინეს ხელი ლუქზე.

 

მოწმე შ----- დ-----ამ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მას მის საკუთრებაში ჰყავს „ე” კლასის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით L--------, რუხი ფერის. მოწმის განმარტებით მას 2017 წლის 2 დეკემბერს დაურეკა მეგობარმა ლ---- ჯი----–---–მა, იგივე თა------ და უთხრა რომ სტუმრები არიან აზერბაიჯანიდან ჩამოსული პრობლემა შეექმნათ გზაში და თხოვა რომ მანქანით წაყოლოდა, საღამოს 6 საათზე გავიდენენ, სტუმრებმა გადმოუგზავნეს მათ ლოკაცია, მაგრამ ვერ მიაკვლიეს, რადგან არ იცოდნენ თუ სად იყვნენ კონკრეტულად, საღამოს ქუ-----–ი ივახშმეს და დილით თა------ მოახერხა „გა----თან“ ჰ------- ა-----თან დაკავშირება და ერთმანეთს შეხვდნენ ბრ---–-------ს გადასახვევთან, სტუმრები საზამთროების დახლის უკანა მხრიდან გამოვიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ, შემდეგ შეაჩერა ისინი სპეცრაზმმა. მოწმის განმარტებით ის ადრე, დაახლოებით 10-12 წლის წინ შეხვდა ამ ორი აზერბაიჯანელი პიროვნებიდან ერთ-ერთს, სურათიც აქვს მასთან ერთად გადაღებული, ის ამ პიროვნებას მოიხსენიებს მეტსახელით „გ----“ და განმარტა რომ სახელი და გვარი არ იცის, თუმცა ის პიროვნება სხდომის დარბაზში ზის და აცვია მოკლე მკლავიანი მაისური და როდესაც მას ლ---- ჯი----–---–მა დახმარებისათვის დაურეკა უთხრა რომ სწორედ ის პიროვნება „გ----“ და მისი თანმხლები პირი იყვნენ ჩამოსულნი. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც მანქანაში ჩასხდნენ სტუმრები, დაახლოებით 3 წუთი იარეს და შემდგომ შეაჩერა ისინი სპეცრაზმმა, მოწმის გადმოცემით, მანქანაში ჩასხდომის შემდგომ „გ----“ და თა----- ერთმანეთში საუბრობდნენ, თუმცა მისთვის უცნობია რაზე საუბრობდნენ, რადგან მან არ იცის რუსული. სტუმრებს ტანთ ეცვათ დუტის ქურთუკები და „გა----“ პატარა ჩანთა ქონდა თან. როდესაც სპეცრაზმმა შეაჩერა ისინი, გადმოიყვანეს მანქანიდან და დააწვინეს მიწაზე. ავტომანქანაში საჭესთან იჯდა თვითონ, მის გვერდით იჯდა თა-----, ხოლო აზერბაიჯანელები უკან ისხდნენ. მიწაზე დაწვენის შემდგომ მოხდა ამ პირების ჩხრეკა, შედგა ოქმი და მოეწერა ხელი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 დეკემბრის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 02.12.2017, 04:17-04:38 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ----- მ-–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (აღწერილობითა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ 02.12.2017 04:53-05:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა---- მ-–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობითა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმე გ------ი გრ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ის მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამედიცინო ექსპერტის თანამდებობაზე. მან დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ მ----- შე----–--ს დადგენილების საფუძველზე შემოწმებული იქნა ორი პიროვნება ნ----- მ-–---ი და ა---- მ-–---ი. ნ----- მ-–---ი შემოწმებული იქნა 02.12.2017 წელს, ექსპერტის მიერ ის შემოწმებული იქნა გარეგნულად.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 მარტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია რომ ექსპერტიზაზე F-------- პაკეტით (წარწერით "...U-------- ავტომობილის სალონის უკანა მარჯვენა ხალიჩიდან ამოღებული წებოვანი ლენტი...") წარმოდგენილი წებოვანი ლენტის ზედაპირზე აღენიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

ექსპერტიზაზე F-------- პაკეტით (წარწერით: "... ავტომანქანა "ბმვ" U-------- წინა მარცხენა კარის ძელიდან ამოღებული ხელის 01 კვალი...") წარმოდგენილი, ერთ ცალ დაქტილოფირზე (მაქს. ზომით 20x48მმ) გადატანილი ხელის გულის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N1). კვალი იდენტურია 0--------- წელს დაბადებული რ----- რა-----–ის ძე ა-------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის გულის ანაბეჭდის.

 

ექსპერტიზაზე F-------- პაკეტით (წარწერით: "ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარების სახელურის ქვემო ზედაპირიდან აღებული ხელის კვალი ერთ დაქტილოფირზე ... ავტომანქანა ტოიოტა პრადოს სახ. N R-------- ...") წარმოდგენილი ერთ ცალ დაქტილოფირზე (მაქს. ზომით 560x85მმ) გადატანილი ხელის თითის დვრილოვანი ხაზების კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

F-------- პაკეტით (წარწერით: "ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთის გარეთა ზედაპირიდან ამოღებული ხელის კვალი ერთ დაქტილოფირზე .... ავტომანქანა ტოიოტა პრადოს სახ. N R-------- ...") წარმოდგენილი ერთ დაქტილო ფირზე (მაქს. ზომით 66x73მმ) გადატანილი ხელის გულის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N2). კვალი არ არის იდენტური :1) 1--------- წელს დაბადებული ა---- ვი----–-ს ძე მ-–---ის, 2) 2--------- წელს დაბადებული ნ----- ნუ--------ს ძე მ-–---ის, 3) 0--------- წელს დაბადებული რ----- რა-----–-ს ძე ა-------ის, 4) 2--------- წელს დაბადებული ჰე------ ჰა----ს ძე აგ---- - სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე გამოსახული ხელის თითების და ხელის გულების ანაბეჭდების.

 

F-------- პაკეტით (წარწერით: "ავტომანქანის ავზის სახურავიდან აღებული ხელის ერთი კვალი ერთ დაქტილოფირზე .... ავტომანქანა ტოიოტა პრადოს სახ. N R-------- ...") წარმოდგენილი, ერთ ცალ დაქტილობარათზე (მაქს. ზომით 62x73 მმ) გადატანილი ხელის თითის კვლებიდან ერთი თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N3). კვალკი არ არის იდენტური 1) 1--------- წელს დაბადებული ა---- ვი----–-ს ძე მ-–---ის, 2) 2--------- წელს დაბადებული ნ----- ნუ--------ს ძე მ-–---ის, 3) 0--------- წელს დაბადებული რ----- რა-----–-ს ძე ა-------ის, 4) 2--------- წელს დაბადებული ჰე------ ჰა----ს ძე აგ---- - სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე გამოსახული ხელის თითების და ხელის გულების ანაბეჭდების. კვლევით ნაწილში აღნიშნული მიზეზის გამო კვალი ვერ იქნა შედარებული რ----- რა-----–-ს ძე ა-------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მითიტებული თითების შესაბამის მიდამოებთან.

 

F-------- პაკეტით (წარწერით: "ავტომანქანის წინა მარჯვენა კარების სახელურის ქვემოდან ამოღებული ხელის კვალი ერთ დაქტილობარათზე .... ავტომანქანა ტოიოტა პრადოს სახ. N R-------- ...") წარმოდგენილი, ერთ ცალ დაქტილოფირზე (მაქს. ზომით 44x75მმ) გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N4). კვალი იდენტურია 2--------- წელს დაბადებული ჰე------ ჰა----ს ძე აგ----ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის.

F-------- (წარწეწრით: "ავტომანქანის უკანა მარცხენა კარების გარეთა ზედაპირიდან ამოღებული ხელის კვლები ორ დაქტილოფირზე, იმავე კარების მინიდან ერთი კვალი ერთ დაქტილოფირზე .... ავტომანქანა ტოიოტა პრადოს სახ. N R-------- ...") წარმოდგენილი 3 (სამი) ცალ დაქტილოფირზე გადატანილი ხელის კვლებიდან:

 

ა) დაქტილოფირზე (მაქს. ზომით 75x129მმ, უკანა მხარეზე წარწერით: "კარების ზედაპირ") გადატანილი ხელის გულის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;

 

ბ) დაქტილოფირზე (მაქს. ზომით 35x54მმ, უკანა მხარეზე წარწერით: "უკანა კარების მინა") გადატანილი ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;

 

გ) დაქტილოფირზე (მაქს. ზომით 40x46მმ, უკანა მხარეზე წარწერით: "კარების ზედაპირ") გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

მოწმე ქე------ გო--–---–მა სასამართლო დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დაქტილოსკოპიის ექსპერტის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა დაქტილოსკოპიური კვლევა. მოწმემ დადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ გაცემულ იქნა ორი ექსპერტიზის დასკვნა. შესადარებელი ნიმუშები ექსპერტიზაზე შედის დაქტილო ბარათზე დატანილი. საკვლევი ობიექტები ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი იყო დალუქულ მდგომარეობაში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით FC-------.....ავტომანქანის საჭიდან ამოღებული ანაწმენდი“.... მოთავსებულ ანაწმენდზე ობ.N19 (კონტეინერები: „სველი ანაწმენდი საჭის ზედა ნაწილიდან“ და „მშრალი ანაწმენდი საჭის ზედა ნაწილიდან“) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N19-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ობ. N34-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N19-ის მინორული წილი ეკუთვნის ჰე------ ა----- (ობ. N135; პაკეტი წარწერით „...ჰე------ აგ----ს ნერწყვის ნიმუში). ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.N20.21) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N20-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი, ხოლო ობ. N21-ის მაჟორული (ძირითადი) წილი - ობ.N34-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N20.21-ის გენეტიკურ პროფილებში შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

პაკეტში წარწერით „F-------- ....ანაწმენდები ა/მ-ს გასაღებიდან და ე.წ ბრელოკიდან საკონტროლო ნიმუშთან ერთად....“ მოთავსებულ ანაწმენდზე - ობ. N22 (კონტეინერები, წარწერით: „სველი ანაწმენდი გასაღების“ და „მშრალი ანაწმენდი გასაღებიდან“) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილებისაგან. ობ. N22-ის გენეტიკური პროფილი არ არის გამორიცხული ეკუთვნოდეს ბ--–--– ჰ---- ო---–-ს (ობ. N133) და ობ. N43-ის გენეტიკური პროფილის მქონე პირის მამრობითი სქესის ნათესავს. ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის ობ. N23 (კონტეინერები წარწერით: „სველი ანაწმენდი ბრელოკიდან“ და „მშრალი ანაწმენდი ბრელოკიდან“) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი ნაწილი ჰე------ აგ----ს (ობ. N135) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.N23-ის გენეტიკურ პროფილში დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

პაკეტში წარწერით: „F-------- ავტომობილის სალონში განთავსებული ხმამაღლა მოლაპარაკის მოწყობილობის მიკროფონიდან აღებული ანაწმენდები...„ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N30) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ობ. N34-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო მინორული წილი - ჰე------ აგ----ს (ობ. N135 გენეტიკური პროფილის იდენტურია).

 

პაკეტში წარწერით „F-------- ....ავტომანქანის წინა მარჯვენა კარების შიდა სახელური და კარების გასაღები სახელურიდან აღებული ანაწმენდი.....“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N35) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ჰე------ აგ----ს (ობ. N135) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N35-ის გენეტიკური პროფილის მინორულ წილში ვლინდება ნ----- მ-–---ის (ობ. N137) გენეტიკური პროფილის თანამონაწილეობა.

 

პაკეტში წარწერით: „F--------.... ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის სახელურსა და კარის გარეთა სახელურის ზედაპირიდან შიგნიდან აღებული ანაწმენდი ოთხი.....“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N37) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ობ. N22.27-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N37-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი ნ----- მ-–---ის (ობ.N137) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

პაკეტში წარწერით „F-------- ავტომობილის უკანა მარცხენა კარის შიდა მოპირკეთების პლასმასის ზედაპირიდან აღებული სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში.......“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N39) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ----- მ-–---ს (ობ. N137).

 

პაკეტში წარწერით: „...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული რუხი ფერის კაპიშონიანი სპორტული ზედა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით და ნიადაგზე მცირე დანაშრევებით....“ მოთავსებულ კაპიუშონიან ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N52,53) წამოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ----- მ-–---ს (ობ. N137).

 

პაკეტში წარწერით: “... რ----- ა-------ის ფრჩხილის ნიმუშები...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N58,59) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ა-------ს (ობ.N134).

 

პაკეტში წარწერით „...რ----- ა-------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი....“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N82,83) ჯემპრზე (ობ. N84) არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N82-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- მ-–---ს (ობ. N). ობ. N83-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ა-------ს (ობ. N134), ხოლო ობ. N84-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ნ----- მ-–---ს (ობ. N137), ხოლო მინორული წილი - რ----- ა-------ს (ობ.N134). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე სისხლზე და სხვა ბიოლოგიურ მასალაზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით: „... ჰე------ აგ----საგან ამოღებული ტანსაცმელი....“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ. N85,86) და მონაცრისფრო შარვალზე (ობ. N87) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ სვიტერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N88) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ----- მ-–---ს, ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ ქურთუკსა და წყვილს ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით „...ამოღებული მობილური ტელეფონი „სამსუნგის“ ფირმის....“ მოთავსებული მობილური ტელეფონის შალითაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ.N98), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ----- მ-–---ს (ობ. N).

 

მოწმე ვ---- ო-------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი მუშაობს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიური ექსპერტის თანამდებობაზე. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ მის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაცემულ იქნა ორი ექსპერტიზის დასკვნა ნომრით 0--------. კვლევის საგანი იყო N94 და N93 პაკეტი. N94 პაკეტი იყო გახსნილი ქიმიო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტ თ-- გო---------სთან ერთად. ხოლო N93 პაკეტი უშუალოდ მის მიერ იქნა გახსნილი. მის წინაშე ყველა პაკეტი იქნა წარდგენილი დალუქული სახით, ისინი იყო შეფუთული შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ პაკეტებში, გააჩნდა თავიანთი ინდივიდუალური შტრიხ-კოდები და აღინიშნებოდა წარწერები. მის მიერ ჩატარდა სეროლოგიური და გენეტიკური კვლევა, ასევე გაკეთდა მონაცემების სტატისტიკური ანალიზი და შემდეგ გაკეთდა დასკვნა. 2018 წლის 04 აპრილს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ დ----- ხა--–------ის მომართვით დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც გაიცა ექსპერტ ვ---- ო-------ს მიერ 2018 წლის 04 მაისს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 27 ივნისის N1------- - დასკვნით დადგენილია “BMW X5” მოდელის სახელმწიფო ნომრით V-------- ავტომობილის უკანა მარცხენა კარების მინაზე და “Mercedes – Benz S 350”-ის მოდელის სახელმწიფო ნომრით R-------- ავტომობილის უკანა მარჯვენა კარების მინაზე არსებული მექანიკური დაზიანების კვლები თავისი ფორმით, ლოკალიზაციით და წარმოქმნის დინამიური ხასიათით განვითრებულია რაღაც ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

- Toyota Land Cruiser Prado”-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით R-------- და “Mercedes –Benz E 320” ავტომობილზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი გარდა ექსპლუატაციის ცვეთისა აღმოჩენილი ვერ იქნა.“

მოწმე გ--- ხი------ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ ტრასოლოგის თანამდებობაზე. 2018 წლის 05 იანვრის დადგენილების მიხედვით გ--- ხი------ დაევალა „BMW X5”-ის, „TOYOTA LAND CRUISER”-ის და ორი „MERCEDES-BENZ S350”, „MERCEDES-BENZ E320”-ის მოდელის ავტომობილების გამოკვლევა. კითხვები იყო შემდეგი სახის: „BMW X5”-ის მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით „U--------”, „TOYOTA LAND CRUISER”-ის მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით „R--------” და „MERCEDES-BENZ S350”-ის მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით „R--------” და „MERCEDES-BENZ E320” -ის მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით „L--------” აღენიშნება თუ არა მექანიკური დაზიანების კვლები და დადებით შემთხვევაში რომელ ადგილებში და რა სახის. წარმოდგენილი ავტომობილები იდგა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში, დათვალიერებისას დადგინდა რომ:

 

- „BMW X5”-ის მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით „U--------” დათვალიერებისას დადგინდა, რომ უკანა მარცხენა კარის მინას აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი მინის გაბზარვის სახით და იგი განვითარებულია მექანიკური დაზიანების შედეგად, ფიზიკური ძალის გამოყენებით.

 

- „MERCEDES-BENZ S350” სახელმწიფო ნომრით „R--------” ავტომობილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ უკანა მარჯვენა კარის მინას აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი მინის გაბზარვის სახით და განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

- „TOYOTA LAND CRUISER”-ის მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრით „R--------” და „MERCEDES-BENZ R320” -ის მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრით „L--------” ავტომობილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ მათზე რაიმე მექანიკური დაზიანების კვალი არ აღინიშნება.

 

ექსპერტის განმარტებით აღნიშნულ ავტომობილებს ზემოხსენებული დაზიენებების გარდა, სხვა არანაირი, გარდა საექსპლუატაციო ცვეთისა დაზიანებები არ აღენიშნებოდა. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში იგი აუცილებლად იქნებოდა ასახული ექსპერტიზის დასკვნაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 დეკემბრის ტექნიკური ექსპერტიზის N1-------- დასკვნით დადგენილია, რომ „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: რ----- ა-------ის (R-----------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტი NP------- დამზადებულია სტამბური წესით და შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს;

რ----- ა-------ის (R-----------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის საიდენტიფიკაციო ბარათი A------------ და მართვის მოწმობა A--------- დამზადებულია სტამბური წესით და შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტების ბლანკებს.

 

ჰ------- აგ-----ს (A------------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტი N P------- და ნ---- მა----------ს (M---------------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტი N C-------- დამზადებულია სტამბული წესით და შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტების ბლანკებს.

 

ნ---- მა----------ს სახელზე შევსებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მძღოლის მოწმობა AB N------ არ არის დამზადებული სტამბული წესით, არ შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. ის დამზადებულია კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.

 

ნ---- მა----------ს (M---------------) სახელზე გაცემული თურქეთის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობა B--------- დამზადებულია სტამბური წესით და აქვს ნამდვილი დოკუმენტისათვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები.

 

ზემოთმითითებულ დოკუმენტებში არ არის შეცვლილი ფოტოსურათები და დოკუმენტების გრაფებში არსებულ ჩანაწერებში ცვლილებები შეტანილი არ არის“.

 

მოწმე რუ----------------------–----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 09 იანვრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N44/ჰ სს N0----------- დასკვნით დადგენილია, რომ „ჰ------- აგ-----ს (A------------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტი N P-------, ნ---- მა----------ს (M---------------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტი N C-------- (ლურჯი ფერის ყდაში მოთავსებული), მართვის მოწმობა AB N------ და თურქეთის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობა B----------ზე არსებული პიროვნების ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

სს N0------------ საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარმოდგენილ ჰ------- აგ-----ს (A------------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტზე N P------- ნ---- მა----------ს (M---------------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტზე N C-------- (ლურჯი ფერის ყდაში მოთავსებული), მართვის მოწმობაზე AB N------ და თურქეთის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობაზე B---------, არსებლ ფოტოსურათებზე გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.“

 

მოწმე გ------ი გ------აძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 1.გამოსაკვლევი 08 (რვა) ცალი ვაზნა წარმოადგენს სტანდარტული 9მმ კალიბრის მრავალი ერთეული შესაბამისი კონსტრუქციის იარაღისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას - 1908 წლის ნიმუშის P 08 ე.წ „ლუგერის“ ვაზნებს, ისინი ვარგისი იყო გამოსაყენებლად - სროლისათვის.

 

2. გამოსაკვლევი 02 (ორი) ერთეული მჭიდი წარმოადგენს სტანდარტული 7.62 მმ (7.62X39) კალიბრის კარაბინებს ავტომატური ან მათი მოდიფიკაციის იარაღებისათვის განკუთვნილ კონსტრუქციულ დეტალს - 30 ვაზნის ტევადობის მჭიდებს.

 

მოწმე ნა----–ა მძ--–----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ექსპერტ ბალისტიკოსად. მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებულ იქნა ბალისტიკური ექსპერტიზა, მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის წინაშე ნივთმტკიცებები წარმოდგენილი იყო სპეციალურ პაკეტებში, დალუქულ მდგომარეობაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს 2018 წლის 30 იანვრის N1---- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 1. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ჰე------ აგ----ს სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მართვის მოწმობაზე A--------- და ზ---- გუ--------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირადობის მოწმობაზე P-------- არსებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

2. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ჰე------ აგ----ს სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მართვის მოწმობაზე და ზ---- გუ--------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირადობის მოწმობაზე არსებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია სხვადასხვა პირების იერსახის გამოსახულება.

 

3. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ჰე------ აგ----ს სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მართვის მოწმობაზე A--------- და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N44 დასკვნის ფოტოცხრილიდან ამოღებულ ჰ------- აგ-----ს (A------------) სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტზე N P------- არსებულ ფოტოსურათებზე გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

მოწმე ვა------ ბუ--------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ მიცემული დასკვნის სისწორე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის 2018 წლის N3--- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წამოდგენილ 2007 წლის გამოშვების BMW X5 - ს მარკის და მოდელის სახელმწიფო ნომრით V-------- ავტომობილის უკანა მარცხენა კარის მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების გათვალსიწინებით დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 100 (ასი) ლარს, ხოლო 2005 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ S 350 მარკის და მოდელის სახელმწიფო ნომრით R-------- ავტომობილის უკანა მარჯვენა კარის მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 140 (ასორმოცი) ლარს.

 

მოწმე ნი----–---- სა-------ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის თანამდებობაზე.

 

მის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს ჩატარებულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზა, წარდგენილი იყო ორი ავტომობილი, 2007 წელს გამოშვებული „BMW X5” და 2005 წელს გამოშვებული „MERCEDES BENZ”-ი მოწმის განმარტებით ორივე ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა უკანა კარის საქარე მინები, მის მიერ მოხდა აღნიშნული საქარე მინების დათვალიერება, დადგენილ იქნა მეორადი მინების და მისი აღდგენითი სამუშაოების ფასები. და საბოლოოდ დადგინდა რომ 2007 წელს გამოშვებული „BMW X5”-ის საქარე მინის დაზიანებით გამოწვეული ზარალი შეადგენდა 100 (ას) ლარს, ხოლო 2005 წელს გამოშვებული „MERCEDES BENZ”-ის საქარე მინის დაზიანებით გამოწვეული ზარალი შეადგენდა 140 (ას ორმოც) ლარს. ექსპერტის მიერ ავტომობილების დათვალიერება მოხდა ჯავახიშვილის ქუჩა N12-ში, სამხარეო პოლიციის ეზოში, გამომძიებელთან ერთად, მან ასევე მოახდინა ავტომანქანების დასურათება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 1.2. N1 ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება ვერ მოხერხდა, რადგან მითითებული მოწყობილობა არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში, კერძოდ: არ იტვირთება ოპერატიული სისტემა.

 

1.2. N2 ტელეფონში გააქტიურებული იყო ოპერატიულ სისტემაში შესასვლელი უსაფრთხოების კოდი, აღნიშნული კოდის პროცესია დროებით შეჩერებული იქნა ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით, რის შემდგომაც მოწყობილობიდან განხორციელდა ინფორმაციის ამოღება, რაც შემდგომ გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით „PhoneN2” რომელიც დაარქივებული იქნა პროგრამა „WinRar“-ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით „PhoneN2.rar“ (ზომა 164,061,440 ბაიტი) აღნიშნული შემდგომ ჩაწერილი იქნა Verbatim-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით „MA---------------“.

 

3.4 N3 ტელეფონში ინფორმაცია არ ფიქსირდება, რადგან აღნიშნული მოწყობილობა არის საწარმოო კონფიგურაციაზე.

 

3.4 N4 ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება ვერ მოხერხდა, რადგან ექსპერტის წინაშე მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი არ ყოფილა აღნიშნული მოწყობილობის ოპერატიულ სისტემაში შესასვლელი გრაფიკული უსაფრთხოების კოდი. ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით მითითებული ტელეფონის სისტემაში ავტორიზაცია ვერ განხორციელდა.

 

1.2.3.4. N1-4 სიმ ბარათებიდან ამოღებული ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეებში სახელწოდებებით “SimCard_N1”; “SimCard_N2”; “SimCard_N3” და “SimCard_N4”, რომლებიც შემდგომ დაარქივებული იქნა პროგრამა „WinRar“-ის გამოყენებით, ფაილი სახელწოდებით „SimCards.rar” (ზომა 375,420 ბაიტი). აღნიშნული შემდგომ ჩაწერილი იქნა Verbatim-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით „MA---------------“. წარმოდგენილი სიმ ბარათების სააბონენტო ნომრების დადგენა ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით ვერ მოხერხდა.

 

მოწმე დ----- უმ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ მიცემული დასკვნის სისწორე.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს 112-ის ოპპერატორს დაუკავშირდა მოქალაქე გ------ი მი--–----–--ა და აცნობა, რომ დააყაჩაღეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, შავი „პრადოს“ ჯიპით. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

2017 წლის 01 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხა--------–ის რაიონ სოფელ სა------აში, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 01 დეკემბერს 04:15 საათზე დამთავრდა 2017 წლის 01 დეკემბერს 09:25 საათზე. უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მივიდნენ ხა--------–ის რაიონის სოფელ სა------აში გამავალი თბ--–------------–----–--ის 163-ე კილომეტრის მიმდებარედ, უშუალოდ ცენტრალური საავტომობილი გზის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული შესახვევით, რომელსაც გააჩნია ნიადაგისსაფრიანი ზედაპირი. ხსენებული გზის ხელმარცხნივ შემაღლებული ბორცვია, რომელსაც გააჩნია ლითონის ღობე, ხოლო გზიდან ხელმარჯვნივ მცირე ხევია და ხევზე გადასასვლელი ბეტონის კონსტრუქციის ბოგირით. ზემოხსენებულ გზაზე ცენტრალური საავტომობილო გზიდან 115 მეტრის მოშორებით გზაზე დგას მოშაო ფერის „BMW”-ს მარკის „X-5“ მოდელის „U--------“ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანა, რომელიც დათვალიერებაში მონაწილე ა---- მ-–---ის განმარტებით ეკუთვნის მის მეგობარს ფ------–- გუ-–---ს და ამ მანქანით სარგებლოს ბოლო რამდენიმე დღეა და უშუალოდ შემთხვევამდე ავტომანქანას პირადად მართავდა, რის შემდეგაც ავტომანქანის საჭესთან დაჯდა ერთერთი თავდამსხმელი. მან განაცხადა თანხმობა მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის დათვალიერების შესახებ, რაც დაადასტურა წერილობით ოქმში შესაბამისი ჩანაწერითა და ხელმოწერით. შემთხვევის ადგილი დაცულია. ავტომანქანის ძრავი გამორთულ მდგომარეობაშია. ავტომანქანის ოთხივე საბურავი დაზიანებულია, ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის შუშა ჩამსხვრეულია და საქარე მინის ზედა ნაწილის დამჭერი რეზინის ჩარჩო, ზედა ნაწილით მოშორებულია კარს. ავტომაქანის დანარჩენი სამი კარისა და საბარგულის კარის შუშები, ასევე წინა საქარე მინა მთელი-დაუზიანებელია. ექსპერტების მიერ „BMW”-ს მარკის „X-5“ მოდელის „U--------“ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანის წინა მარცხენა კარის გარე სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში, რაც დაილუქა სპეციალურ საექსპერტო პაკეტში (ობიექტი N1, პაკეტი N1 F----------). ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან ასევე აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუშები, რაც დაილუქა (ობიექტი N2, პაკეტი N2 F---------). ანალოგიური წესით აღებული იქნა ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის და უკანა მარჯვენა კარის გარე სახელურების ანაწმენდები, რაც დაილუქა ცალცალკე საექსპერტო პაკეტებში (ობიექტი N3, პაკეტი N3, F-----------; ობიექტი N4, პაკეტი N4 F-----------). ავტომაქანის კარებები თავისუფლად იღება და ისინი გასაღებით ან საკეტით არაა ჩაკეტილი. ავტომანქანას გააჩნია მოშავო ფერის ტყავის სავარძლები. ავტომანქანის უკანა მარცხენა შუშა ჩამსხვრეულია, კარის საქარე მინის ჩარჩოს ქვედა ნაწილზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ასევე ამოღებული იქნა (ობიექტი N5, პაკეტი N5 F-----------). ავტომანქანის დათვალიერებისას სალონის უკანა მარცხენა რეზინის მცირე ზომის ფეხსაფენი ხალიჩის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა; რეზინის ხალიჩა ამოღებული იქნა და დაილუქა ბიოლოგიურ პაკეტში (ობიექტი N6, პაკეტი N6 F-----------). ავტომანქანის უკანა სალონში უკანა მარჯვენა რეზინის ფეხსაფენ ხალიჩაზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა წებოვანი ლენტის ხვეული, რომლითაც ა---- მ-–---ის განმარტებით ბოროტმოქმედებმა მას ზურგისაკენ შეუკრეს ხელები. წებოვანი ლენტი ამოღებული იქნა და დაილუქა ბიოლოგიურ საექსპერტო პაკეტში (ობიექტი N7 პაკეტი N7 F----------). სპეციალისტ კინოლოგის მიერ ავტომანქანის სალონში წინა მარჯვენა ფეხსაფენი რეზინის ხალიჩიდან აღებული იქნა სუნის კვალი სპეციალური გააქტიურებული ნახშირით, რაც დაილუქა მინის მცირე ზომის ქილაში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის N-- ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (ობიექტი N8, ლუქის N--). ასევე ავტომანქანის უკანა მარჯვენა ფეხსაფენი რეზინისა და მძღოლის წინა მარცხენა ფესხაფენი რეზინის ხალიჩებიდან კინოლოგის მიერ გააქტიურებული ნახშირის მეშვეობით აღებული იქნა რეზინის კვლები, რაც ანალოგიურად დაილუქა მცირე ზომის ორი მინის ქილაში პოლიციის დეპარტამენტის N-- ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (ობიექტი N9, ობიექტი N10, ლუქის N--). ექსპერტების მიერ ავტომანქანის საჭიდან სათანადო საექსპერტო ბამბის ტამპონიანი წკირის მეშვეობით აღებული იქნა ანაწმენდების ნიმუშები, რაც დაილუქა სპეციალურ საექპერტო ბიოლოგიურ პაკეტში (ობექტი N11, პაკეტი N8 F---------) შემდგომ ავტომანქანის წინა მარცხენა (მძღოლის) მხარის არსებული კარის შიდა პანელიდან მათ შორის პანელის შიდა სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდების ნიმუშები (ობიექტი N12 , პაკეტი N9, F---------). ანალოგიურად აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუშები უკანა მარცხენა კარის შიდა პანელიდან და სახელურიდან (ობიქეტი N13, პაკეტი N10, F---------), ასევე იგივე წესით ანაწმენდის ნიმუშები აღებული იქნა ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა პანელიდან (ობიექტი N14, პაკეტი N11, F---------) და უკანა მარჯვენა კარის შიდა პანელიდან (ობიექტი N15, პაკეტი N12, F---------). ავტომანქანის გადაცემათა კოლოფის ბერკეტიდან აღებული იქნა ანაწმენდების ნიმუში (ობიექტი N16, პაკეტიN13, F---------). სალონში წინა სავარძლებს შორის არსებული ე.წ ,,ბარი’’-ს მცირე სათავსოს ზედაპირიდან აღებული იქნა ანაწმენდების ნიმუშები (ობიექტი N17, პაკეტი N14, F---------). ავტომანქანის უკანა სალონში ტყავის სავარძლის მარცხენა მხარეს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სავარაუდოდ უკანა მარცხენა კარის საქარე მინის ნამსხვრევების ფრაგმენტები, რაც დაილუქა ცალკე (ობიექტი N16, პაკეტი N15, F---------). შემდგომი სავარაუდო საექსპერტო კვლევისათვის წინა მარცხენა სავარძლიდან აღებული იქნა მიკრონაწილაკები სპეციალური საექსპერტო საშუალებებით, რაც დაილუქა (ობიექტი N19, პაკეტი N16, F---------), ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ასევე აღებული იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები (ობიექტი N20, პაკეტი N17, F---------). ავტომანქანის უკანა სალონში უკანა სავარძელზე დევს მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, ორი ცალი მოლურჯო ფერის მაისური, ერთი ცალი მომწვანო ფერის მუქი პირსახოცი, და ერთი წყვილი მოშავო ფერის წინდა, რომელიც ა---- მ-–---ის განმარტებით ეკუთვნის მას. ტანსაცმელი დაილუქა ერთად (ობიექტი N--, პაკეტი N18, F---------). იქვე სალონში უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეს დევს მუქი ფერის საშუალო ზომის ხელჩანთა, რომელშიც დევს მოთეთრო ფერის მაისური მოშავო ფერის ერთი ცალი და მოლურჯო კუბოკრული ფერის მეორე ტრუსი და NIVEA-ს ფირმის დეზედორანტი. იქვე სავარძელზე დევს მცირე ზომის მოშავო ფერის ხელჩანთა, რომელშიც დევს მობილური ტელეფონის ორი დასამუხტი და მობილური ტელეფონის ავტომანქანის მოწყიბილობაში დასამუხტი ორი ცალი მოწყობილობა, რომლებიც ა---- მ-–---ის განმარტებით ეკუთვნის მას. ორივე ხელჩანთა მასში არსებული ნივთებით დაილუქა ერთ პაკეტად (ობიექტი N22, პაკეტი N19, F---------). ხსენებული ნივთების ამოღების შემდეგ ავტომანქანის უკანა სალონში უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან აღებული იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები, რაც დაილუქა საექსპერტო ბიოლოგიურ პაკეტებში (ობიექტი N23, პაკეტი N20, F---------). ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის მარჯვენა მხრიდან ასევე აღებული იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები (ობიექტი N24, პაკეტი N--, F---------). ავტომანქანის უკანა სალონიდან ამოღებული იქნა მონაცრისფრო ფერის ROVENTA-ს ფირმის მტვერსასრუტი, რომელსაც ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგავარი ლაქები ნაწვეთების სახით. მტვერსასრუტის სიგრძისა და ფორმის გამო იგი დაილუქა ორ ცალ საექსპერტო ბიოლოგიურ პაკეტში (ობიექტი N25, პაკეტი N22, F---------, F---------). დათვალიერებისას იგივე ავტომანქანიდან 5 მეტრის მოშორებით ლითონის კონსტრუქციის მესერის იქეთ შემაღლებულ ბორცვზე არსებულ ბუჩქნარზე აღმოჩენილი იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული ერთი შეკვრა ქართული თხილის პაკეტით, პოლიეთილენის მოთეთრო ფერის პარკს ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ხსენებული დაილუქა ერთად (ობიექტი N26, პაკეტი N23, F---------). იქვე ზემოთხსენებული პოლიეთილენის პაკეტის აღმოჩენის ადგილიდან 2,5 მეტრის მოშორებით შეღმართზე ბუჩქებში აღმოჩენილი იქნა მონაცისფრო მორუხო ფერის კაპიშონიანი, წინ ელვაშესაკრავიანი სპორტული ზედა, რომელსაც ორივე სახელოსთან და წინა მარჯვენა ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ნიადაგის მცირე ფენის დანაშრევები. სპორტული ზედა სამოსი დაილუქა (ობიექტი N27, პაკეტი N24, F---------). ექსპერტების მიერ სპეციალური საექსპერტო დაქტილოსკოპიური საშუალებების გამოყენებით დამუშავდა ავტომანქანის შუშების კორპუსი, ასევე შიდა საკონტაქტო ზედაპირის მქონე და ავტომანქანაში არსებული ნივთების ზედაპირები რა დროსაც ავტომანქანის წინა მარცხენა (მძღოლის) მხარეს კარების ძელზე უშუალოდ ავტომანქანის კარის ძელის კორპუსზე შიდა ნაწილში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხელის ერთი კვალი, რაც დაილუქა საექსპერტო ბიოლოგიურ პაკეტში (ობიექტი N28, პაკეტი N25, F---------). დათვალიერდა ავტომანქანის საბარგული, სადაც ა---- მ-–---ის განმარტებით დევს სალოცავი ხალიჩა და ე.წ სინთეტიკური გადასაფარებელი, რაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ არ იქნა მიჩნეული. ავტომანქანის გასაღები დათვალიერებით ნაპოვნი ვერ იქნა. დათვალიერების შემდეგ სხვა რაიმე ნივთი, საგანი, კვალი ან სავარაუდო საკვლევი ობიექტი, რასაც შესაძლოა მნიშვნელობა ქონოდა გამოძიებისათვის აღმოჩელი და შესაბამისად ამოღებული არ ყოფილა. ამოღებულ დალუქულ პაკეტებზე შესრულდა შესაბამისი აღნიშვნები და მასზე გაკეთდა სათანადო ხელმოწერები დათვალიერებაში მონაწილე პირთა მხრიდან. დათვალიერების დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება, რომელსაც ახორციელებდნენ უშუალოდ ექსპერტები NIKON -ის ფირმის საექსპერტო ციფრული ფოტოაპარატით.

 

2017 წლის 01 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა---- ვი----–-ს ძე მ-–---მა ამოიცნო ფოტო N2-ზე გამოსახული პიროვნება რ----- ა-------ი, რომელიც ორი წლის წინ ქ. ბ----ში გააცნო მისმა მეგობარმა ე--- ნუ----–---მა, რომელსაც მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს, ავტომანქანაში ყოფნისას თავზე ეხურა „კაპიშონი“ და ფეხით აწვებოდა კისრის არეში.

 

2017 წლის 01 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა---- ვი----–-ი ძე მ-–---მა ამოიცნო რიგით N1 ფოტოზე გამოსახული პირი, რომელიც იჯდა „პრადოს“ ჯიპის საჭესთან, შემდგომ ამ ყაჩაღმა „პრადოს“ ჯიპიდან ჩაბნელებულ ჩიხში გადასვა ის ფ------–- გუ-–---ის ავტომანქანაში.

 

2017 წლის 02 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა---- ვი----–-ს ძე მ-–---მა ამოიცნო მარჯვნიდან რიგით პირველი პირი ჰა------ ა----ი (ნ---- მა------------), რომელიც მისი განმარტებით იჯდა „პრადოს“ ჯიპის საჭესთან და შემდეგ მან ძალის გამოყენებით გადასვა ჩიხში ფ------–- გუ-–---ის ავტომანქანაში.

 

2017 წლის 02 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა---- ვი----–-ს ძე მ-–---მა ერთი შეხედვით ამოიცნო მარჯვნიდან პირველი მდგარი რ----- ა-------ი, რომელსაც იცნობს და გაცნობილი ყავს ქ.ბ----ში, ორი წლის წინ. გაცნობის შემდეგ მასთან შეხვედრილია ერთჯერ. მისი განმარტებით რ----- ა-------ი ყაჩაღობის დროს იჯდა „ტოიოტა პრადოს“ უკანა სავარძელზე და როდესაც ის ჩამხობილი ყავდათ სავარძლებს შორის, რ----- ა-------ი აჭერდა ფეხს კისერზე და თავზე, რომელსაც შეხედა სახეზე, როცა აიხედა ზევით მას ეცვა „კაპიშონიანი“ ზედა.

 

2017 წლის 02 დეკემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 დეკემბერს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 დეკემბერს 09:20 საათზე ქუ-----–ი ზე----------ს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, თერჯოლის რაიონ სოფელ გო-------ში, ბრ---–-------ს გადასახვევთან, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა დ----- ხა--–------ემ, ამავე დაპარტამენტის გამომძიებელმა გ--–- გ-------მ, გ------ი მს----–--ემ და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა რ----- ა-------ი, რომელიც ავტომანქანის შეჩერების შემდეგ შეეცადა გაქევას. მას პირადი ჩხრეკის შედეგად ტანთცმული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა 100 აშშ დოლარიანი კუპიურის ორი შეკვრაა, რომელიც შეკრული აღმოჩნდა მოყვითალო ფერის 2-2 რეზინის მეშვეობით, მათ შორის პირველ შეკვრაში აღმოჩნდა 100 (ასი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარის კუპიურები, სულ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. მეორე შეკვრაში აღმოჩნდა 100 (ასი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურები, სულ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, საერთო ჯამში 20 000 აშშ დოლარი, რომლებიც მოთავსდა პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში და დაილუქა.

 

2017 წლის 02 დეკემბერს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 დეკემბერს 09:20 საათზე ქუ------ ზე----------ს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, თერჯოლის რაიონ სოფელ გო-------ში, ბრ---–-------ს გადასახვევთან შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებელის კა------ თუ---------ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ----- მი-----–---–ის და მ--–---- ვა-----------ის მიერ, შსს განსაკუთებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად დაკავებული იქნა ჰა------ ა-----ი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას მის ტანზე დიაგონალურად გადაკიდებული მოშავო ფერის ტყავის ხელჩანთიდან ამოღებული იქნა რეზინის მოვარდისფრო თასმით შეკრული 500 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, სულ 50 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2017 წლის 03 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 03 დეკემბერს 16:45 საათზე და დამთავრდა 2017 წლის 03 დეკემბერს 17:25 საათზე, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ხა--------–ის რაიონ სოფელ ბო-----–ი, სა------ა-ხუ---–ი, ის ჩატარდა დაზარალებულ ნ----- მ-–---ის მონაწილებითა და მისი ჩვენების საფუძველზე. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ხა--------–ის რაიონული სამმართველოს ბო------ს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაზარალებულ ნ----- მ-–---ს წაეკითხა მის მიერ 2017 წლის 01 დეკემბერს მიცემული ჩვენება, სადაც ის აღწერს მასსა და ა---- მ-–---ზე ყაჩაღურად თავდასხმის დეტალებს. ნ----- მ-–---მა განმარტა რომ სრულიად ეთანხმება და ადასტურებს მის ჩვენებას და თანახმაა საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით აჩვენოს ის ადგილები, რაც აღწერილი აქვს ჩვენებაში. აღნიშნულის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი მოთავსდნენ „ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის B------ სახელმწიფო ნომრის ავტომობილში და გაემართნენ აღმოსავლეთით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რი------ს უღელტეხილის მიმართულებით. სოფლების ბო------ს, სა------ას, ვე----------–ას გვალით მივიდნენ სოფელ ხუ---–ი, სადაც ნ----- მ-–---ის მითითებით გაჩერდნენ თბ--–------------–----–--ის ცენტრალური საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე, კილომეტრაჟის აღმნიშვნელი საგზაო ნიშნულიდან აღმოსავლეთით 30 მეტრით დაცილებულ ადგილზე და ნ----- მ-–---მა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ადგილზე „ტოიოტა პრადოს“ მოდელის ავტომობილის წინ ჩადგომის საშუალებით გააჩერებინეს „ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი მას და ა---- მ-–---ს და დაესხნენ თავს შეიარაღებული პირები. ხსენებული სიტუაციის მოდელირების მიზნით ნ----- მ-–---ის მითითებით „ბმვ X5“ მოდელის ავტომობილის გაჩერების ადგილზე მოთავსებული იქნა სამსახურეობრივი „ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის B------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილი, ხოლო „ტოიოტა პრადოს“ მოდელის ავტომობილის გაჩერების ადგილზე მოთავსებული იქნა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის „შკოდას“ მარკის A-------- სახ. ნომრის ავტომობილი. ნ----- მ-–---ის განმარტებით, გაჩერების შემდეგ ავტომობილები იდგნენ სწორედ აღნიშნულ პოზიციაში. აღნიშნულის შემდეგ ნ----- მ-–---ის მითითებით გაემართნენ დასავლეთით, ქუ------ს მიმართულებით და 7 კმ-ს გავ-–-- შემდეგ გაჩერდნენ სოფელ სა------აში, სადაც შევიდნენ საავტომობილო გზიდან მარჯვენა მხარეს გრუნტიანი გზით. ცენტრალური საავტომობილო გზიდან 100 მეტრის გავლის შემდეგ მივიდნენ იმ ადგილზე სადაც ნ----- მ-–---ის განმარტებით თავდამსხმელებმა გააჩერეს „ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი და დაიწყეს მისი ჩხრეკა. აღნიშნული ადგილიდან აღმოსავლეთით 5 მეტრში, ბუნებრივად მზარდ ბუჩქებში აღმოჩენილი იქნა „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის გასაღები „M“ ლოგოს მქონე ჩამოსაკიდებლით, რომელიც ნ----- მ-–---ის განმარტებით არის მისი კუთვნილი „ბმვ 525“ მოდელის ავტომობილის გასაღები, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პაკეტში F--------. აღნიშნულით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.

 

2017 წლის 03 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 03 დეკემბერს 17:27 საათზე და დამთავრდა 2017 წლის 03 დეკემბერს 18:00 საათზე. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ხა--------–ის რაიონის სოფელ ბო-----–ი, სა------აში და ხუ---–ი. ის ჩატარდა დაზარალებულ ა---- მ-–---ის მონაწილებითა და მისი ჩვენების საფუძველზე. ხა--------–ის რაიონული სამმართველოს ბო------ს პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულ ა---- მ-–---ს წაეკითხა მის მიერ 2017 წლის 01 დეკემბერს მიცემული ჩვენება, სადაც ის აღწერს მასსა და ნ----- მ-–---ზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის დეტალებს. ა---- მ-–---მა სრულად დაადასტურა მისი ჩვენება და თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით ადგილზე ეჩვენებინა ის ადგილები, რაც აღწერილი აქვს ჩვენებაში. აღნიშნულის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები მოთავსდნენ „ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის B------ სახელმწიფო ნომრის სამსახურეობრივ ავტომობილში და გაემართნენ აღმოსავლეთით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რი------ს უღელტეხილის მიმართულებით. სოფელის სა------ას, ვე----------–ას გავლით მივიდნენ სოფელ ხუ---–ი, სადაც ა---- მ-–---მა მიუთითა თბ--–------------–----–--ის საავტომობილი გზის 156-ე კილომეტრზე, კილომეტრაჟის აღმნიშვნელი საგზაო ნიშნიდან აღმოსავლეთით 30 მეტრში მდებარე ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე გააჩერეს და დაესხნენ თავს მას და ნ----- მ-–---ს შეიარაღებული პირები „ტოიოტა პრადოს“ მოდელის ავტომობილით, როდესაც ისინი მოძრაობდნენ მისი მართვის ქვეშ არსებული „ბმვ X5“ მოდელის ავტომობილით. ხსენებული სიტუაციის მოდელირების მიზნით, ა---- მ-–---ის მითითებით „ბმვ X5“ მოდელის ავტომობილის გაჩერების ადგილზე მოთავსებული იქნა „ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის B------ სახ. ნომრის მქონე ავტომობილი, ხოლო „ტოიოტა პრადოს“ მოდელის ავტომობილის გაჩერების ადგილზე მოთავსებული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის „შკოდას“ მარკის A-------- სახ. ნომრის ავტომობილი. ა---- მ-–---ის განმარტებით, გაჩერების შემდეგ ავტომობილები იდგნენ სწორედ აღნიშნულ პოზიციაში. აღნიშნულის შემდეგ ა---- მ-–---ის მითითებით გაემართნენ დასავლეთით და 7 კმ-ს გავ-–-- შემდეგ გაჩერდნენ სოფელ სა------აში, სადაც შევიდნენ საავტომობილო გზიდან მარჯვენა მხარეს გრუნტიანი გზით. ცენტრალური საავტომობილო გზიდან 100 მეტრის გავლით მივიდნენ ადგილზე, სადაც ა---- მ-–---ის განმარტებით თავდამსხმელებმა გააჩერეს „ბმვ X5“ მოდელის ავტომანქანა და დაიწყეს მისი ჩხრეკა. აღნიშნული ადგილიდან დასავლეთით 10 მეტრში ა---- მ-–---მა მიუთითა ადგილი, სადაც მისი განმარტებით თავდამსხმელებმა გააჩერეს ტოიოტა პრადოს მოდელის ავტომობილი. აღნიშნულით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია დანაშაულზე - ყაჩაღობაზე, რაც ობიექტური მხრივ გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, რომელიც მიმართულია ისეთი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაკენ, როგორიცაა უპირველეს ყოვლისა საკუთრების უფლება და აგრეთვე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმის და მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობისას ადგილი აქვს მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ადამიანზე თავდასხმას, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რასაც შესაძლებელია შედეგად მოყვეს თავდასხმის ობიექსტის ფიზიკური დაზიანება ან და შიშით გამოწვეული ფსიქიკური ტრამვა. თავდასხმა წარმოადგენს ადამიანის მიმართ განხორციელებულ უეცარ, ხშირად ძალადობაში გამოხატულ აგრესიულ აქტს, რომელსაც გააჩნია მოულოდნელობის ეფექტი და მიმართულია დაზარალებულის ფიზიკური თუ ფსიქიკური პარალიზებისაკენ, რათა ამ უკანასკნელმა გაათვითცნობიეროს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მიმდინარე იმწუთიერი და რეალური საფრთხის არსებობა. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიმართ გამოყენებული ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა ამ უკანასკნელის მიერ აღქმული იქნას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მომდინარე რეალურ, განხორციელებად საფრთხედ, რომლის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზებით, წინააღმდეგობის გადალახვის გზით დაეუფლოს მატერიალურ სიკეთეს. ყაჩაღობა შეიძლება ჩადენილი იქნეს ფიზიკური ძალადობის გარეშეც, კერძოდ ადამიანზე თავდასხმისას გამოყენებული იქნეს მხოლოდ ფსიქიკური იძულება, გამოხატული როგორც სიტყვიერად სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, ასევე უსიტყვოდ, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად გამოყენებული სხვა ნივთის დემონსტრირებაში, რათა ასეთი მუქარა დაზარალებულის მხრიდან აღქმული იქნეს ობიექტურად რეალურ საფრთხედ. სუბიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რამეთუ დამნაშავეს შეცნობილი აქვს მისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მოსალოდნელი შედეგი და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის მოძრავ ნივთს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს სისხლის სამართლის თეორიასა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმზეც, კერძოდ მასზედ, რომ ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელი პირობა არ არის თავდამსხმელი ვერბალურად გამოხატავდეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარას, არამედ დაზარალებულის მიმართ ძალადობის შესაძლო განხორციელების რეალურად აღსაქმელად საკმარისია იარაღის, დანის ან მისი მსგავსი საგნის დემონსტრირებაც კი.

 

ყაჩაღობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა - ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად. მის მაკვალიფიცირებელ გარემოებებში იგულისხმება ყაჩაღობის ჩადენა, როგორც ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ისე მისი ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ. თუ ყაჩაღობა ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, არ არის სავალდებულო, რომ ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია, რომ მათგან თუ გინდ ერთ-ერთმა მიმართოს ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვით იყოს მოცული, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ამსრულებლის ექსცესი.

 

რაც შეეხება ყაჩაღობას ჩადენილს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) თუკი ქურდობის და ძარცვის დროს დიდი ოდენობა გულისხმობს ქონების მითვისების უკვე შემდგარ ფაქტს, როდესაც დამნაშავე უკვე დაეუფლა ქონებას და მისი განკარგვის შესაძლებლობა აქვს, ყაჩაღობის დროს შეიძლება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მხოლოდ მიზანი არსებობდეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება, ყაჩაღობა დამთავრებულია მაშინ, როდესაც თავდასხმა განხორციელდა, მთავარია დადგენილი იქნას განზრახვა, რომ ყაჩაღობა მიმართული იყო დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებისაკენ.

 

ხოლო რაც შეეხება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას, ის გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არა აქვს. ამ დროს მთავარია პირმა ისეთ ადგილზე შეინახოს იარაღი, რომ შეეძლოს მისი გამოყენება როცა დასჭირდება. განსახილველი მუხლის მეორე ნაწილის ობიექტური მხარე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვაა. ხოლო სარძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონკრეტულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი.

 

განსახილველი სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებითა და სასამართლოში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სიღრმისეული ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულების ჰ------- ა-----ის და რ----- ა-------ის ქმედებანი სრულიად მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანს. უპირველეს ყოვლისა სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 23:30 საათზე ჰ------- ა-----მა და რ----- ა-------მა და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა, მოძრაობდნენ რა ჰ------- ა-----ის მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა ლენდკუიზერ პრადოს“ მოდელის R-------- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით თბ--–------------–----–--ის საავტომობილო მაგისტრალზე ხა--------–ის რაიონ სოფელ სა------ის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ქ.ბა------ს მიმართულებით მიმავალი „ბმვ X5” მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა---- მ-–---ი (საჭესთან) და მისი ბიძა ნ----- მ-–---ი. მოქმედებდნენ რა წინასწარ შეთანხმებულად და ურთიერთშორის როლების განაწილებით, პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ისინი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა---- მ-–---ის ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 (სამოცდაათიათასი) აშშ დოლარს, ნ----- მ-–---ის ზურგჩანთას მასში მოთავსებული 70 000 (სამოცდაათიათასი) აშშ დოლარით (სულ 140 000 აშშ დოლარი), ამ უკანასკნელთა კუთვნილ „სამსუნგ ნოუტ 8“ და „აიოფონ 6ს+“ მოდელის მობილურ ტელეფონებს, ა---- მ-–---ის 700 (შვიდასი) ლარს, 200 (ორასი) აშშ დოლარს, 40 (ორმოცი) თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, პირად ნივთებს და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვეს „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ მოდელის ზემოხსენებული ავტომანქანით, რომელიც კვალის არევის მიზნით მიატოვეს ხ-–----ის რაიონ დაბა სუ----–-, სა------–---–-ს ქუჩის დასაწყისში, ხოლო შემდგომ მოძრაობა განაგრძეს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით რ----- ა-------ის კუთვნილი და მისივე მართვის ქვეშ მყოფი „მერსედეს ბენც ს 63“ მოდელის ავტომანქანით, დასახელებული ავტომანქანა მიატოვეს თერჯოლის რაიონ სოფ. ბა--------ის ტერიტორიაზე და მიიმალნენ.

 

ასევე რ----- ა-------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა - 09 მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუში ე.წ „ლუგერის“ 08 (რვა) ცალი ვაზნა, რომელსაც თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის სალონში ინახავდა.

 

სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზი იძლევა საშუალებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს თავდამსხმელთა თითოეულ მოქმედებას, რის საფუძველზეც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი შემადგენლობის ყველა ელემენტი, კერძოდ - მოულოდნელი თავდასხმა დაზარალებულების ა---- მ-–---ისა და ნ----- მ-–---ის მიმართ, დაზარალებულთა მხრიდან მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების იმწუთიერი საფრთხის რეალურად შეგრძნება და აღქმა იარაღისმაგვარი საგნების დემონსტრირებით, ქონების დაუფლების გაადვილების მიზნით ამ უკანასკნელთა ნების პარალიზება, რათა უსიტყვოდ შეასრულონ თავდამსხმელთა მითითებანი, რაც შემდგომ გამოიხატა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის გადაცემის მოთხოვნასა და სხვადასხვა ნივთების დაუფლებაში.

 

სასამართლოს შეფასებით მოვლენათა განვითარების ერთიან ჯაჭვში არსებულ საკვანძო მტკიცებულებებს წარმოადგენს თვითმხილველი ადამიანების - თავად დაზარალებულების ა---- მ-–---ის და ნ----- მ-–---ის ურთიერთშეთავსებადი და სარწმუნო ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც აგრეთვე დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულების ა---- მ-–---ის და ნ----- მ-–---ის, როგორც უშუალოდ მთელი ამ თავდასხმის მონაწილეთა ჩვენებას და მიაჩნია, რომ ისინი თანმიმდევრულად, ლოგიკურად და ზუსტად გადმოცემენ და მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რომლებიც აღნიშნული შემთხვევის დაწყებას, განვითარებას და დასრულებას ახლდა თან. მართალია დაზარალებულმა ნ----- მ-–---მა ვერ მიუთითა და ვერ ამოიცნო აღნიშნულ თავდამსხმელთაგან ვერც ერთი, მაგრამ მან სასამართლო სხდომაზე მომხდარი ფაქტი შემდეგნაირად აღწერა „გაცდნენ თუ არა ხ-–----ს, სა------ასთან ახლოს, მათ შენიშნეს ავტომობილი, რომელსაც ჩართული ჰქონდა ციმციმები და ხმამაღლა მოლაპარაკე, რომლის საშუალებითაც მოუწოდებდნენ, რომ გადაეყენებინათ ავტომობილი. ამ დროს მათ თან ჰქონდათ თანხა 140 000 (ასორმოციათასი) დოლარის ოდენობით. ა----მა გააჩერა მანქანა, თავდამსხმელებმა ა----ი გადაიყვანეს „პრადოს“ მარკის ავტომობილში, ხოლო თვითონ მოათავსეს უკანა სალონში და იარაღი დაადეს თავზე. მან მოხერხა იარაღის წართმევა და სროლა სცადა, მაგრამ იარაღმა არ გაისროლა, შემდეგ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იარაღი ჩაარტყეს თავში, რის შედეგადაც გონება დაკარგა, როდესაც გონს მოეგო ის და ა---- მ-–---ი ისხდნენ ავტომობილში და იმყოფებოდნენ ტყეში“.

 

დაზარალებულმა ა---- მ-–---მა სასამართლო სხდომაზე კიდევ უფრო განავრცო, დააკონკრეტა აღნიშნული ინფორმაცია და განმარტა, რომ „დიახ ბრლდებულის სკამზე მსხდომი ორი პიროვნება არიან რ----- ა-------ი და ჰ------- ა-----ი, სწორედ ის პირები, რომლებმაც ის და ბიძამისი ნ----- მ-–---ი დააყაჩაღეს“. დაზარალებულმა დეტალურად აღწერა თავდასხმის მომენტი და აღნიშნა, რომ „დაახლოებით „პერევალთან“ მათ შავმა ავტომობილმა, რომელსაც ციმციმები ჰქონდა ჩართული მოუწოდა გაეჩერებინა მანქანა, გაჩერებისთანავე მიუახლოვდნენ ეს პირები, გადმოიყვანეს ის ავტომანქანიდან თავის „პრადოს“ მარკის ავტომობილში და ჩასვეს უკან მანქანის იატაკზე, გაუკრეს ხელები, რა დროსაც მან შენიშნა ავტომატი, ის მიიყვანეს ბიძასთან, რომელიც გათიშული იყო და თავი ჰქონდა გატეხილი, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით თანხა 140 000 (ასორმოციათასი) დოლარის ოდენობით, ასევე 700 ლარი და 200 დოლარი, თანხა ორ ჩანთაში იყო განაწილებული, ნაწილი მას ედო, ნაწილი ნ----- მ-–---ს, რათა საზღვარზე გადატანისას პრობლემა არ შექმნოდათ.“ დაზარალებულმა განმარტა, რომ რ----- ა------ი მას ადრეც ჰყავდა ნანახი ბ----ში, დაბადების დღეზე, შემდეგ კი მას თბილისშიც შეხვდა.

 

სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია 2017 წლის 01 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების შინაარსი, რითაც დგინდება, რომ დაზარალებულმა ა---- ვი----–-ს ძე მ-–---მა ფოტოსურათზე ამოიცნო N2 და N1 ნომრით გამოსახული პიროვნებები, ბრალდებულები ჰ------- ა-----ი და რ----- ა-------ი, მანვე 2017 წლის 02 დეკემბერს პირის ამოცნობის დროს ერთი შეხედვით ამოიცნო მარჯვნიდან პირველი რ----- ა------ი, რომელიც მისი განმარტებით ყაჩაღობის დროს იჯდა „ტოიოტა პრადოს“ უკანა სავარძელზე და როდესაც ის ჩამხობილი ყავდათ სავარძლებსშორის, მას ფეხს აჭერდა კისერზე და თავზე, ასევე მან ამოიცნო ჰ------- ა-----ი, რომელიც მისი განმარტებით ყაჩაღობის დროს იჯდა „პრადოს“ ჯიპის საჭესთან, რომელმაც შემდგომ ძალის გამოყენებით გადასვა იგი ჩიხში ფ------–- გუ-–---ის ავტომანქანაში.

აღსანიშნავია აგრეთვე სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- კა----–---–---–ის ჩვენება, რომელმაც ამოიცნო და ერთმნიშვნელოვნად მიუთითა ჰ------- ა-----ზე, პირზე რომელმაც მისგან 2017 წლის 29 ნოემბერს იქირავა „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ს მარკის ავტომობილი ორი დღით და გადაიხადა 200 დოლარი. ხოლო მოწმე შ--–-- ძ-----ამ დადასტურა ჰ------- ა-----ისა და რ----- ა-------ის მიერ ზ---- კა----–---–---–ისაგან TOYOTA LAND CRUISER” -ის ქირავნობის და წამოყვანის ფაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე, ერთ-ერთ ძირითად და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანების - ექსპერტების მიერ სათანადო მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული კვლევები, რაც შემდეგ შესაბამის დასკვნაში აისახება.

 

2018 წლის 09 მარტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება „ექსპერტიზაზე F-------- პაკეტით (წარწერით: "... ავტომანქანა "ბმვ" U-------- წინა მარცხენა კარის ძელიდან ამოღებული ხელის 01 კვალი...") წარმოდგენილი, ერთ ცალ დაქტილოფირზე (მაქს. ზომით 20x48მმ) გადატანილი ხელის გულის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N1). კვალი იდენტურია 0--------- წელს დაბადებული რ----- რა-----–ის ძე ა-------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის გულის ანაბეჭდის.“ ასევე „F-------- პაკეტით (წარწერით: "ავტომანქანის წინა მარჯვენა კარების სახელურის ქვემოდან ამოღებული ხელის კვალი ერთ დაქტილობარათზე .... ავტომანქანა ტოიოტა პრადოს სახ. N R-------- ...") წარმოდგენილი, ერთ ცალ დაქტილოფირზე (მაქს. ზომით 44x75მმ) გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N4). კვალი იდენტურია 2--------- წელს დაბადებული ჰე------ ჰა----ს ძე აგ----ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის“.

 

2018 წლის 20 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია „პაკეტში წარწერით FC-------.....ავტომანქანის საჭიდან ამოღებული ანაწმენდი“.... მოთავსებულ ანაწმენდზე ობ.N19 (კონტეინერები: „სველი ანაწმენდი საჭის ზედა ნაწილიდან“ და „მშრალი ანაწმენდი საჭის ზედა ნაწილიდან“) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N19-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ობ. N34-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N19-ის მინორული წილი ეკუთვნის ჰე------ ა----- (ობ. N135; პაკეტი წარწერით „...ჰე------ აგ----ს ნერწყვის ნიმუში). ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.N20.21) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N20-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი, ხოლო ობ. N---ის მაჟორული (ძირითადი) წილი - ობ.N34-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.“

 

პაკეტში წარწერით „F-------- ....ავტომანქანის წინა მარჯვენა კარების შიდა სახელური და კარების გასაღები სახელურიდან აღებული ანაწმენდი.....“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N35) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ჰე------ აგ----ს (ობ. N135) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N35-ის გენეტიკური პროფილის მინორულ წილში ვლინდება ნ----- მ-–---ის (ობ. N137) გენეტიკური პროფილის თანამონაწილეობა.

 

პაკეტში წარწერით „...რ----- ა-------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი....“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N82,83) ჯემპრზე (ობ. N84) არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N82-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- მ-–---ს (ობ. N). ობ. N83-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ა-------ს (ობ. N134), ხოლო ობ. N84-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ნ----- მ-–---ს (ობ. N137), ხოლო მინორული წილი - რ----- ა-------ს (ობ.N134)“.

 

2017 წლის 07 დეკემბრის N0-------- და N0-------- სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნის საფუძველზე ასევე დადგენილია დაზარალებულებს, როგორც ნ----- მ-–---ს, ასევე ა---- მ-–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდათ დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2017 წლის 01 დეკემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--------ის ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის, სახ. ნომრით R-------- დათვალიერებისას ავტომაქანის წინა სალონში, წინა სავარძლებს შორის განთავსებული სათავსოდან ამოღებული იქნა 08 ცალი მოყვითალო ფერის ვაზნები, რომლებსაც უკანა მხრიდან გააჩნია წარწერა 9 ო ო, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში, რომლებიც 2018 წლის 11 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს სტანდარტულ 9 მმ კალიბრის მრავალი ერთეული შესაბამისი კონსტრუქციის იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის -1908 წლის ნიმუშის P 08, ე.წ „ლუგერის“ ვაზნებს და ისინი ვარგისი იყო გამოსაყენებლად - სროლისათვის. ამავე ექსპერტიზის დასკვნით გამოსაკვლევი 2 (ორი) ერთეული მჭიდი წარმოადგენს სტანდარტულ 7.62 მმ (7,62x39) კალიბრის კარაბინებს, ავტომატზე ან მათი მოდიფიკაციის იარაღებისათვის განკუთვნილ კონსტრუქციულ დეტალს - 30 ვაზნის ტევადობის მჭიდებს.

 

დაზარალებულთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ორივე მათგანმა მათ მიმართ იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით განხორციელებული ძალადობა აღიქვეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მომდინარე რეალურად განხორციელებად, იმწუთიერ საფრთხედ. აღნიშნულ ფაქტზე მეტყველებს ნ----- მ-–---ის თავდაცვის ინსტიქტით განპირობებული აქტიური მოქმედება თავდამსხმელის წინააღმდეგ და მის მიმართ ფიზიკური შეწინააღმდეგება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარე არასწორ სამართლებრივ შეფასებას აძლევს ბრალდებულების მოქმედებებს და უსაფუძვლოდ აპელირებს ინკრიმინირებულ დანაშაულში მათ უდანაშაულობაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი დაჟინებული მოთხოვნა მტკიცებუელების გაყალბებისა და მათი ე.წ „ხელოვნურად შექმნასთან“ დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელიც კონკრეტულად დაქტილოსკოპიური ბარათების გაყალბებას და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის დათვალიერებას ეხება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, კერძოდ: საექსპერტო კვლევების, უშუალოდ ექსპერტებისა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების დაკითხვით, ნივთიერი მტკიცებულებების, როგორც სასამართლო სხდომაზე, ასევე ადგილზე გამოკვლევის დროს დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრება და მათ მიერ გაურკვეველი წარმოშობის ფოტოსურათების დემონსტრირება მტკიცებულებათა გაყალბების თაობაზე არანაირად არ დასტურდება და შესაბამისად სასამართლო მხოლოდ ზეპირ განცხადებებსა და სავარაუდო მოსაზრებებზე დასკვნებს ვერ გააკეთებს და მათ მტკიცებულებებით სტატუსს ვერ მიანიჭებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო სრულად იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ჰ------- ა-----ის და რ----- ა-------ის მიერ ჩადენილი ქმედების, როგორც ყაჩაღობის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ჰ------- ა-----მა და რ----- ა-------მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

რ----- ა-------მა ასევე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

საქართველოს სსსკ 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის დამნაშავეობაში.

 

ზემოთ ხსენებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი შემხებლობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულების ჰ------- ა-----ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო რ----- ა-------ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისათვის.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჰ------- ა-----ის და რ----- ა-------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულსა და ოჯახურ მდგომარეობას, პოსტ დანაშაულებრივ მოქმედებას და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხს დამდგარი შედეგისადმი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს ჰ------- ა-----ს და რ----- ა-------ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს:

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ რ----- ა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

გაუქმდეს რ----- ა-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად რ----- ა-------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 02 დეკემბრიდან.

 

ჰ------- ა-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

გაუქმდეს ჰ------- ა-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ჰ------- ა-----ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 02 დეკემბრიდან.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“ მარკის, R-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერების დროს სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშებიდან, ხელის კვლებიდან, მიკრონაწილაკების და თმისმაგვარი ღეროების ნიმუშებიდან, სისხლის კვლებიდან, სუნის ნიმუშებიდან, ნიადაგის ნიმუშებიდან: ავტომანქანის წინა მარცხენა კარის შიდა მხარის სახელურისა და კარის გასაღებ სახელურიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალა (ობ. N34); ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის გარეთა სახელურიდან სველი და უკანა მარცხენა კარის გარეთა სახელურიდან მშრალი ანაწმენდზე არსებული შერეული ბიოლოგიური მასალის მინორული წილი (ობ. N18); ავტომანქანის საჭიდან ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული შერეული ბიოლოგიური მასალის (ობ. N19) მაჟორული წილი, (ობ. N20) ერთ-ერთი წილი და (ობ. N21) მაჟორული წილი; "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს" მარკის ავტომანქანის გადაცემთა კოლოფის ბერკეტის ზედაპირიდან აღებულ ანაწმედზე არსებული შერეული ბიოლოგიურ მასალის ერთ-ერთი წილი (ობ. N24); ავტომანქანის წინა უკანა საყრდენზე აღებულ ანაწმენდზე არსებული შერეული ბიოლოგიური მასალის მაჟორული წილი (ობ. N25); "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს" მარკის ავტომანქანის ხელის მუხრუჭის ბერკეტის ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე არსებულ შერეული ბიოლოგიური მასალის ერთ-ერთი წილი (ობ. N29), ავტომანქანის ხმამაღალი მოლაპარაკის მოწყობილობის მიკროფონიდან აღებულ ანაწმედზე არსებული შერეული ბიოლოგიური მასალის მაჟორული წილი (ობ. N30), ავტომანქანის გასაღებიდან და ე.წ. ბრელოკიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალა (ობ. N22); ავტომანქანის წინა უკანა საყრდენზე შიდა მხრიდან არსებული სახელურებიდან აღებულ ანაწმედზე არსებული ბიოლოგიური მასალა (ობ. N27); "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს" მარკის ავტომანქანის უკანა სავარძლის დასაჯდომიდან აღებული სისხლი (ობ. N38); ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ სამ პოლიეთილენის ბოთლზე არსებული შერეული ბიოლოგიური მასალის (ობ. 106) ერთ-ერთი წილი; ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის ქვემოდან ამოღებულ პოლიეთილენის პარკზე არსებული სისხლი (ობ. N96) - დაერთოს აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის N0----------- საქმეს.

 

შემთხვევის ადგილზე „ბმვ X5“ მარკის U-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერების დროს სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშებიდან და სისხლის კვლებიდან: ავტომანქანიდან ამოღებულ მტვერსასრუტზე არსებული სისხლი (ობ. N54); ავტომანქანიდან ამოღებულ ჯინსის შარვალზე არსებული სისხლი (ობ. N91,92), ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებულ ხელჩანთაზე და ე. წ. ბარსეტკაზე (მცირე ზომის ხელჩანთაზე) არსებული სისხლი (ობ. N113, 115) - დაერთოს აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის N0----------- საქმეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ მოთეთრო ფერის პარკზე არსებული სისხლი (ობ. N56); შ----- დ-----ას კუთვნილ "მერსედესის" მარკის ავტომანქანის უკანა სალონიდან ამოღებულ მოლურჯო ფერის ნაქსოვ ქუდზე არსებული ბიოლოგიური მასალა (ობ. 73); ა---- მ-–---ისგან ამოღებულ მაისურზე არსებული სისხლი (ობ. N89) - დაერთოს აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის N0----------- საქმეს.

საგარეჯოს რაიონის სოფელ კა---–---–ი ბა----------ნ მა-------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული მცირე ზომის ტყავის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ორ მჭიდით და „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონი; ბა----------ნ მა-------ის მამის ბ--–--– ჰ---- ო---–-სგან (მა-------ი) აღებული ნერწყვის ნიმუში; ჰ------- ა----ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტი P-------, ნ---- მა------------ს სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტი C--------, მოლურჯო ფერის ტყავის გარსაცმით, ნ---- მა----------ს სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მართვის მოწმობა AB N------ და ნ---- მა----------ს სახელზე გაცემული თურქეთის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობა B N------, ჰ------- ა----ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მართვის მოწმობა A--------- და ზ---- გუ--------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირადობის მოწმობის ქსეროასლი P-------; ბ---------- მა-------ის ძმების - ის----- მა-------ის, აზ--–--- მა-------ის, კა-----–--- მა-------ის, კა------ მა-------ის და ჰ---- მა-------ის ნერწყვის ნიმუშები; „მერსედეს ბენცის“ მარკის R-------- სახ. ნომრის ავტომანქანა - დაერთოს აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის N0----------- საქმეს.

 

შემთხვევის ადგილზე „ბმვ X5“ მარკის U-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერების დროს სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, სისხლის კვლები, მიკრონაწილაკების ნიმუშები, სუნის ნიმუშები, ხელის ერთი კვალი და შუშის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილზე „ბმვ X5“ მარკის U-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული რეზინის საფენი, წებოვანი ლენტის ხვეული, ა---- მ-–---ის ჯინსის შარვალი, ორი მაისური, ერთი პირსახოცი და ერთი წყვილი წინდა, ა---- მ-–---ის საშუალო ზომის ხელჩანთა, რომელშიც დევს მაისური, ორი ტრუსი და დეზოდორანტი, ასევე, მცირე ზომის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებულია მობილური ტელეფონის ორი დასამუხტი აპარატი, ,,ROVENTA”-ს ფირმის მტვერსასრუტი, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოთეთრო ფერის პოლეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული ერთი შეკვრა ქართული თხილის პაკეტით და მონაცრისფრო-მორუხო ფერის კაპიუშონიანი სპორტული ზედა, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

„ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“ მარკის, R-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერების დროს სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, ხელის კვლები, მიკრონაწილაკების და თმისმაგვარი ღეროების ნიმუშები, სისხლის კვლები, სუნის ნიმუშები, ნიადაგის ნიმუშები, მოთეთრო ფერის სალფეთქები, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს

 

„ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“ მარკის, R-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული მოშავო ფერის ავტოკალამი, სველი სალფეთქის პაკეტი წარწერით „heppy Fresh“, მობილური ტელეფონის ე.წ. „იუესბი“ ელსადენი სისხლის ლაქებით, პოლიეთილენის პარკში შეხვეული ნაზუქის ნატეხი, პატარა ზომის შესაკრავიანი გამჭირვალე პოლიეთილენის პარკი, მოთეთრო პლასტმასის ე.წ. „ჟგუტის“ ნაწილი, ერთლიტრიანი ნახევრად სავსე გამჭირვალე სითხით „ბორჯომის“ ეტიკეტიანი პლასტმასის ბოთლი, ანალოგიური სავსე ბოთლი შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, 0,5 ლიტრიანი გამჭირვალე სითხით სავსე პლასტმაისის ბოთლი „ბაკურიანი“-ს ეტიკეტით და სალაროს ქვითარი, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

„ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“ მარკის, R-------- სახ. ნომრის ავტომანქანაზე დამაგრებული ციმციმა და ხმამაღალი მოლაპარაკე - განადგურდეს

 

თერჯოლის რაიონის სოფელ ბა--------ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რ----- ა-------ის „მერსედესის“ მარკის R-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, მიკრონაწილაკების ნიმუშები, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.

 

თერჯოლის რაიონის სოფელ ბა--------ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რ----- ა-------ის „მერსედესის“ მარკის R-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ტანსაცმელები, მოშავო ფერის ნაჭრის ზურგჩანთა, მასში მოთავსებული „ნივეას“ ფირმის აეროზოლით, ვერცხლისფერი კბილის ჯაგრისით და კბილის პასტით, ოთხკუთხა ფორმის შავი ფერის პლასტმასის ტურისტული ჩანთა და მასში მოთავსებული მოშავო ფერის ტყავის უბის წიგნაკი, „ქლიარისა“ და „პალმოლივის“ ფირმის შამპუნები; „არკოს“ ფირმის წვერის საპარსი ქაფი, „ნივეას“ ფირმის დეზერდორანტი, კბილის ჯაგრისი, ორი ცალი თეთრი და შავი ფერის ტელეფონის დასამუხტი, შავი ფერის „ფოლიპსის“ ფირმის ელექტრო თმის საპარსი, თავისივე სავარცხლებით და თმის სავარცხელი, „ალკატელის“ ფირმის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი, შავი ფერის ტყავის ცარიელი საფულე, სველი სალფეთქის შეკვრა, შავი ფერის პლასტმასის ფეხსაცმლის მაშველი, „ჯვს“-ის ფირმის ელექტრო თმის საპარსი, თეთრი ფერის ტელეფონის დასამუხტი და თეთრი ფერის პოლიეთილენის პაკეტი წარწერით „ზუმერი“, მორუხო ფერის „ადიდასის“ ფირმის სპორტული ფეხსაცმელი, ამავე ფირმის მოლურჯო-მოშავო ფერის სპორტული ფეხსაცმელი და ერთი წყვილი ფეხსაცმლის შესაკერი კალაპოტი, მოლურჯო და მოშავო ფერის ნაქსოვი ორი ქუდი, შუშის ბოთლში ჩასხმული მოყვითალო ფერის სითხე, სათვალის ჩასადები მოშავო ფერის ტყავის ყუთი, მობილური ტელეფონის შავი და თეთრი ფერის ორი დასამუხტი, ყავისფერი ტყავის ცარიელი საფულე, შავი ფერის სათვალის პლასტმასის ჩასადები ყუთი და შავი ფერის მზის სათვალე, სიგარეტ „ვინსტონის“ კოლოფი, მასში მოთავსებული 14 ღერი სიგარეტით, ავტომანქანის სუნამო და სათვალის ჩასადები პლასტმასის ყუთი, ავტომანქანის საწმენდი ორი ტილო, სიგარეტ „პარლამენტის“ კოლოფი, მასში მოთავსებული 9 ღერი სიგარეტით, ავტომანქანის სალონის დასაფენი ოთხი ხალიჩა, ტურისტული ორი ჩანთა, მათში მოთავსებული ტანსაცმელებით, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

„მერსედესის“ მარკის R-------- სახ. ნომრის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული რვა ცალი ვაზნა, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - გადაეგზავნოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.

 

თერჯოლის რაიონის სოფელ ბრ---–-------ს გადასახვევთან შ----- დ-----ას კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულ ტყავის საფულე, მოლურჯო ფერის ქურთუკი და დუტის მოშავო ფერის ქურთუკი, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ბრალდებულ ჰ------- ა-----ისაგან აღებული ნიმუშები, ბრალდებულ რ----- ა-------ისგან აღებული ნიმუშები, დაზარალებულ ა---- მ-–---ისგან აღებული ნიმუშები, დაზარალებულ ნ----- მ-–---ისგან აღებული ნიმუშები, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.

 

ბრალდებულ ჰ------- ა-----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, ბრალდებულ რ----- ა-------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დაზარალებულ ა---- მ-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დაზარალებულ ნ----- მ-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ჰ------- ა-----ის "ვერტუს" ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, "სამსუნგის" ფირმის " მობილური ტელეფონი, შ----- დ-----ას კუთვნილი "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, და ლ---- ჯი----–---–-ს კუთვნილი "სამსუნგი გალაქსი J7 Prime"-ის მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

რ----- ა-------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მართვის მოწმობა A---------, რ----- ა-------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტი P-------, რ----- ა-------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირადობის მოწმობა A------------, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

რ----- ა------ისგან ამოღებული 20 000 აშშ დოლარი, ჰ------- ა-----ისაგან ამოღებული 50 000 აშშ დოლარი, 110 აშშ დოლარი, შ----- დ-----ას ავტომანქანიდან ამოღებული 20 000 აშშ დოლარი და 4 000 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში - დაუბრუნდეს დაზარალებულებს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

რ----- ა------ისგან ამოღებული HUBLOT-ის ფირმის მაჯის საათი და ვერცხლისფერი მეტალის ძეწკვი, 61 ლარი და 50 თეთრი, ჰ------- ა-----ისაგან ამოღებული 70 ლარი - დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

„ბმვ X5“ მარკის U-------- სახ. ნომრის ავტომანქანა, „ტოიოტა ლენდ-კრუიზერ პრადოს“ მარკის, R-------- სახ. ნომრის ავტომანქანა და „მერსედესის“ მარკის L-------- სახ. ნომრის ავტომანქანა, რომელიც იმყოფება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში - დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს ან შესაბამის უფლებამოსილ პირებს.

 

„s markets“-ის ვიდეოჩანაწერი, შპს „ს---------“-ის ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის ვიდეოჩანაწერი, შპს „მ-----------------------------–-----------“-ს ვიდეოჩანაწერი, შპს „კო-------“-ს ვიდეოჩანაწერი და ზ---- კა----–---–---–ის საცხოვრებელ სახლი ვიდეოჩანაწერები DVD-R დისკებზე დალუქული 05 პაკეტად, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შპს „“მ--“-ის მარკეტ მარის ვიდეოჩანაწერი და შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მცხეთა-ნატახტარის ავტოგასამართ სადგურის ვიდეოჩანაწერი DVD-R დისკებზე დალუქული 02 პაკეტად, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაზე დართული 02 ცალი DVD-R დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი