განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების #------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ელენე გოგუაძე
სხდომის მდივანი ნინო ჩინჩალაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–---–-----–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული – ჯ-------------–-----–---ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------------, ვ-–----–----–---------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------, მ------------------------------------------------.
ადვოკატი - გ--------------–--ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის I ნაწილი
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ჯ-------------–-----–---მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ჯ-------------–-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2017 წლის 12 სექტემბერს, პატრულ-ინსპექტორების მიერ ქ. თბილისში, კ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, გაჩერებული იქნა ,------ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W------, რომელსაც მართავდა მძღოლი ჯ-------------–-----–---ი. აღნიშნულით, ჯ-------------–-----–---მა არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენი.
ე.ი. ჯ-------------–-----–---მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის I ნაწილით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა
პატრულ-ინსპექტორმა გ--–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2017 წლის 12 სექტემბერს, შუადღის პერიოდში, თავის მეწყვილე ვ-–---------------------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ კ---------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ჯ-------------–-----–---ი. ბაზაში გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ტ-------–-----–---ს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება. მათ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი, მძღოლი შეამოწმეს ალკოტესტით და ჩამოართვეს ახსნა-განმარტება, რომ ნამდვილად იგი მართავდა ავტომანქანას, რის შემდეგაც ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე. ასევე სასამართლოდან გამოითხოვა განაჩენი და შეკრებილი მასალები გადასცა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პატრულ-ინსპექტორმა ვ-–--------------------მ და სასამართლოს დამატებით განუმარტა, რომ ჯ-------------–-----–---ი მართავდა ,------ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ნომრები. გაჩერების შედეგად ბრალდებულმა მათ ვერ წარუდგინა მართვის მოწმობა, რის შედეგადაც იგი გადამოწმებული იქნა სპეციალურ ბაზაში. აღმოჩნდა, რომ ტ-------–-----–---ი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ჩამორთმეული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება. აღნიშნულის გამო მათ ადგილზევე შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე. მოწმის განმარტებით, გაჩერებისას ტ-------–-----–---ი ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები შ------------–---–ი და ა------–-–---–ი, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და დოკუმენტაციის ავთენტურობის თაობაზე.
ბრალდებულმა ჯ-------------–-----–---მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, გ---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იგი მართავდა ავტომანქანა ,------ს, ავსტრიის სახელმწიფო ნომრით, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის შეაჩერეს პატრულ-ინსპექტორებმა. ამ დროს ბრალდებულს არ აღმოაჩნდა ავტომანქანის მართვის მოწმობა, რის გამოც პოლიციელებმა მისი მონაცემები გადაამოწმეს სპეციალურ ბაზაში. გადამოწმების შედეგად სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულს სასამართლოს მიერ ჩამორთმეული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციელების მიერ გაჩერებისას მას ავტომანქანით ბავშვი გადაჰყავდა, რომელსაც ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა, თუმცა მისი გადაყვანა ტაქსის საშუალებითაც შეეძლო, შესაბამისად დაუძლეველი ძალის პირობებში არ იმყოფებოდა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი განზრახ არ შეასრულა. ბრალდებულს სამართალდამცავების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში დაფიქსირებული განსხვავებული ინფორმაცია, რომ თითქოს ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა, იმით ახსნა, რომ დაკითხვის ოქმს წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი და აღნიშნული უზუსტობა გამორჩა.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენი, 2017 წლის 12 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმეში არსებული ყველა წერილობითი მტკიცებულება) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების გ--–---------–---–ის, ვ-–---------------------, შ------------–---–ის და ა------–-–---–ის ჩვენებები, ასევე ბრალდებულ ჯ-------------–-----–---ის აღიარებითი ჩვენება თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, ხსენებული ჩვენებები ასევე შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებთან(თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენი, 2017 წლის 12 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმეში არსებული ყველა წერილობითი მტკიცებულება) მითითებულ ინფორმაციასთან, რომელიც მხარეთა მიერ არასადაოდ იქნა მიჩნეული.
სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2017 წლის 04 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ჯ-------------–-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2017 წლის 12 სექტემბერს, პატრულ-ინსპექტორების მიერ ქ. თბილისში, კ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, გაჩერებული იქნა ,------ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W------, რომელსაც მართავდა მძღოლი ჯ-------------–-----–---ი. აღნიშნულით, ჯ-------------–-----–---მა არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, ჯ-------------–-----–---ის მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის ფაქტი.
3.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული (და მხარეთა შორის არასადაოდ მიჩნეული) ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ჯ-------------–-----–---მა ჩაიდინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა - დანაშაული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, ე.ი. ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს კანონიერ საქმიანობას მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად. დანაშაულის საგანია დოკუმენტურად გაფორმებული პროცესუალური აქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოტანილი - სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებული იქნეს როგორც მოქმედებით - სასამართლო გადაწყვეტილებისათვის ხელის შეშლა, ისე უმოქმედობით- სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 04 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ჯ-------------–-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (განაჩენი - ს.ფ. 76-78).
ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, პატრულ-ინსპექტორების მიერ ქ. თბილისში, კ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, გაჩერებული იქნა ,------ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W------, რომელსაც მართავდა მძღოლი ჯ-------------–-----–---ი (2017 წლის 12 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - ს.ფ. 4; მოწმეთა ჩვენებები). აღნიშნულით, ჯ-------------–-----–---მა არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი და ჯ-------------–-----–---ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს ჯ-------------–-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს - დაოჯახებულია, ცხოვრობს ოჯახთან ერთად, არის უმუშევარი, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ჯ-------------–-----–---ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ-------------–-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმის 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით გადახადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ჯ-------------–-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ჯ-------------–-----–---ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე