გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2---------------წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი ირმა იაკობაძე
მოსარჩელე _ სსიპ შ--------–----------------
წარმომადგენელი - დ------------------
მოპასუხე _ შპს ,,პ----------“
გუ------------–---
წარმომადგენელი - ა-–------------–---–---
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,პ----------“-ის და გ--------------–--ის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, შპს „პ----------“-ი (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 16 დეკემბრიდან, (იურიდიული და ფაქტიური მისამართი არის ბ----------ს რაიონი დაბა ბ----------, ა----–-----–-ს ქ. N--). მისი საქმიანობის სახე არის „სასტუმროს მომსახურება“. საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელი (100%-იანი წილის მფლობელი) არის გუ------------–--- (პ/ნ 1----------),შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „პ----------“-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 45099.29 ლარს.
შპს „პ----------“-ის მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 25 ივლისის N 3---- ბრძანების საფუძველზე. შემოწმებულ იქნა 2009 წლის 16 დეკემბრიდან 201- წლის 01 დეკემბრის პერიოდი, რომლის შესაბამისად შპს „პ----------“- ს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა 28338,88 ლარი (მოგების გადასახადში - 19482,88 ლარი და დამატებული ღირებულების გადასახადში - 8806 ლარი), რაზეც გამოიცა 2014 წელის 25 ივლისის N0---- საგადასახადო მოთხოვნა. შპს „პ----------“-ის მიერ არ გასაჩივრებულა საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამისად, სსკ-ის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული დავალიანება წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას.
სარჩელის თანახმად, გუ------------–---ს 2014 წლის 28 ივნისს N1------- უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს შეძენილი, მდებარე ქ. თ---–--ში, ლ----–----ს ქ. N 4-–-, ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.5-- და ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.0--, მაშინ, როდესაც მის მიერ დაფუძნებულ (100%-იანი წილით) შპს „პ----------“-ში მიმდინარეობდა საგადასახდო შემოწმება და დადგინდა, რომ მოგების გადასახადის დასაბეგრი ბრუნვა შემცირებული იყო 129886 ლარით, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის დასაბეგრი ბრუნვა შემცირებული იყო 44030 ლარით.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „პ----------“-ის (ს/ნ 2--------) ქონებაზე 2014 წლის 29 ივლისიდან N0---1--- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2014 წლის 04 აგვისტოს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 24 სექტემბერს შპს „პ----------“-ის (ს/ნ 2--------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ბრძანება, რომელიც ელექტრონულად ჩაბარდა 2014 წლის 07 ოქტომბერს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შპს „პ----------“-ს (ს/ნ 2--------) ქონება არ გააჩნია.
შ--------–---------------- მიუთითებს, რომ შპს „პ----------“-ი და გუ------------–--- მოქმედებდნენ საერთო მიზნით და შპს „პ----------“-ის (ს/ნ 2--------) საქმიანობა, ხოლო შემდეგ საქმიანობის შეჩერება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების შპს ,,პ-----ს” და გ--------------–--ის წარმომადგენელმა სსიპ შ-------–----------------- სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და განმარტა, რომ შპს-ს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით და არა დამფუძნებლის, პარტნიორის ან დირექტორის პირადი ქონებით. ამასთანავე საგულისხმო და გასათვალისწინებელია კონკრეტულად რა ქონება შეიძინა ამ დროს გუ------------–---მ. სარჩელში მითითებულია ლ----–----ს N-–ში არსებული ორი უძრავი ქონება, სარდაფი N3-- და ბინა N3- (0-.1-.0-.0--·1--·0-·5--, 0-.1-.0-·0--.1--.0-.037). აღნიშნული უძრავი ქონების საფასური გაცილებით აღემატება მოსარჩელის მიერ მითითებულ საგადასახადო ვალდებულებას, რაც უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ გ--------------–--ის შემოსავალი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შპს „--------- და მას მაშინ და ახლაც გააჩნია სხვა იურიდიული პირები, წარმატებული ბიზნესები, საიდანაც იგი იღებდა და ახლაც იღებს შემოსავალს. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „პ-----ს“ საგადასახადო ვალდებულებები მხოლოდდამხოლოდ შპს „პ-----ს“ საგადასახადო ვალდებულებას წარმოადგენს და არ ვრცელდება სხვა იურიდიულ პირებზე, სადაც გუ------------–--- არის დამფუძნებელი ან პარტნიორი. შესაბამისად გაურკვეველია მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და დასაბუთება, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს გ--------------–--ის მიერ, დროის აღნიშნულ პერიოდში, ნებისმიერი სახით საკუთრების შეძენა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდებად, მით უფრო მაშინ, როცა შეძენილი ქონების საფასური, რომელიც ფაქტია, რომ სხვა სახსრებითაა შეძენილი, ბევრად აღემატება შპს „პ-----ს“ საგადასახადო ვალდებულებას. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამგვარი მიდგომით შპს „პ-----ს“ საგადასახადო ვალდებულების გადახდის ვალდებულება წარმოეშობა როგორც შპს „პ-----ს“, ასევე ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელიც ან პარტნიორიც არის გუ------------–---, ვინაიდან თუ გ--------------–--ის მიერ ნებისმიერი უძრავი ქონებისა თუ სხვა ქონების შეძენას, იმ დროს როცა შპს „პ-----ს“ აქვს დავალიანება, მოსარჩელე უკავშირებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებას. ამგვარი ლოგიკით რაღათქმაუნდა არსებული დავალიანების გადახდა არათუ უშუალოდ შპს „პ-----ს“, არამედ სხვა იურიდიულ პირს მოუწევს, საიდანაც გუ------------–---ს აქვს შემოსავალი, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან არ არსებობს არცერთი სამართლებრივი ნორმა, პრაქტიკა, რომელიც დაავალდებულებს იურიდიულ პირს გადაიხადოს სხვა იურიდიული პირის საგადასახადო დავალიანება.
მოპასუხე ასევე ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, შემოწმებული იქნა 2009 წლის 16 დეკემბრიდან 201- წლის 01 დეკემბრის პერიოდი და მოპასუხეს აღიარებული აქვს საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად მოსარჩელის სარჩელში მითითებული პერიოდი ზუსტად ეხება იმ საანგარიშო პერიოდს, რომელ პერიოდშიც არსებული დავალიანება ექვემდებარება ასევე ჩამოწერას. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „პ----------“-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 45099.29 ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შედარების აქტი (ს.ფ. 19).
3.2. შპს „პ----------“-ი (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 16 დეკემბრიდან, (იურიდიული და ფაქტიური მისამართი არის ბ----------ს რაიონი დაბა ბ----------, ა----–-----–-ს ქ. N--). მისი საქმიანობის სახე არის „სასტუმროს მომსახურება“. საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელი (100%-იანი წილის მფლობელი) არის გუ------------–--- (პ/ნ 1----------).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 32-33).
- ამონაწერი შ--------–----------------ს ერთიანი ბაზიდან( ს.ფ.34).
3.3. შპს „პ----------“-ის მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 25 ივლისის N 3---- ბრძანების საფუძველზე. შემოწმებულ იქნა 2009 წლის 16 დეკემბრიდან 201- წლის 01 დეკემბრის პერიოდი, რომლის შესაბამისად შპს „პ----------“- ს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა 28338,88 ლარი (მოგების გადასახადში - 19482,88 ლარი და დამატებული ღირებულების გადასახადში - 8806 ლარი).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შ--------–----------------ს 2014 წლის 25 ივლისის ბრძანება N3---- (ს.ფ. 25);
3.4. გუ------------–---ს 2014 წლის 28 ივნისს N1------- უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს შეძენილი, მდებარე ქ. თ---–--ში, ლ----–----ს ქ. N 4-–-, ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.5-- და ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.0--.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან( ს.ფ.109-111).
3.5. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „პ----------“-ის (ს/ნ 2--------) ქონებაზე 2014 წლის 29 ივლისიდან N0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2014 წლის 04 აგვისტოს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 24 სექტემბერს შპს „პ----------“-ის (ს/ნ 2--------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ბრძანება, რომელიც ელექტრონულად ჩაბარდა 2014 წლის 07 ოქტომბერს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შპს „პ----------“-ს (ს/ნ 2--------) ქონება არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2014 წლის 07 ოქტომბრის შპს ,,პ----------“ -ის განცხადება(ს.ფ.27).
-2014 წლის 26 სექტემბრის შპს ,,პ----------“ -ის განცხადება(ს.ფ.25).
-ამონაწერები შ--------–----------------ს ერთიანი ბაზიდან( ს.ფ.20-21).
-ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ( ს.ფ.22).
-ამონაწერი შ--------–----------------ს ერთიანი ბაზიდან( ს.ფ.23).
3.6. შპს,,პ-----ს“ 2011-201- წლებში მიღებული აქვს 223 084,6 ლარის შემოსავალი, საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ თანხა არ გადაუხდია ვალდებულების დასაფარავად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სალაროს გასავლის ორდერები და საგადასახადო დავალებები, ამონაწერი ანგარიშიდან, განცხადებები( ს.ფ.36-92);
3.7.გ---------------–--ის თანასაკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბ----------, თ-----ს ქ.N--. ს.კ.6-.0--1-.----0-/5--, მე-4 სართული -ფართი 80.კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება 40 000 აშშ დოლარი;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან( ს.ფ.114-115);
-შპს ,,თ------------------------------ს“ შეფასების დასკვნა;
3.8. გ---------------–--ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ბ----------ს რაიონი დ---- ბ---------- ,,დ------–--. ს.კ.6-.3--0-.6--- 515.00 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება 170 000 აშშ დოლარი;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან( ს.ფ.116-117);
-შპს ,,თ------------------------------ს“ შეფასების დასკვნა;
3.9.გ---------------–--ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ.თ---–--ი, ს----------–--- ქ.N-- ს.კ.0-.-------------.0-.0--, ს--------–---- ბი------- 112,60 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება 102 000 აშშ დოლარი;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან( ს.ფ.112-113);
-შპს ,,თ------------------------------ს“ შეფასების დასკვნა;
3.10.გ---------------–--ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ.თ---–--ი, ლ----–----ს ქ.N-. ს.კ.0-.1-.0-.0--/1--.0-/5--, სარდაფი N3-- 99,74 კვ.მ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.11. გ---------------–--ე ფლობს-100%-იანი წილს შპს ჩ----------ში (ს/ნ 4-------- );
51%-იანი წილს შპს დ------–----------–- (ს/ნ 4--------);
34%-იანი წილს შპს პ-------–-ში (ს/ნ 2--------)-
33,4%-იანი წილს შპს ჯ------------ში (ს/ნ 4--------);
25%-იანი წილს შპს კ--–-------–- (ს/ნ 2--------);
100%-იანი წილს შპს რ--------------–- (ს/ნ 4--------);
50%-იანი წილს შპს კ---------–-----------–ი (ს/ნ 4--------);
100%-იანი წილს შპს ა-----ში (ს/ნ 4--------);
50%-იანი წილს შპს პ-------------ში (ს/ნ 4--------);
16,5%-იანი წილს შპს ა---------------–--------–--------------------------------–--–--–--------------–-------------------------------–--–--–---------–------------------------------–--–--–---------–--–-----–------------------–-------------------------------–--–--–-------–---------------–------------------
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 127-145).
-გ---------------–--ის ანგარიში ბარათი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. შემოსავლების სამსახური სარჩელით მოითხოვს, რომ შპს ,,პ----------“ და გუ------------–--- ცნობილ იქნან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
შემოსავლების სამსახურის სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების გარანტიაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრესი ფუნქცია გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდაა. საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ ვალდებულებებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კანონის მოთხოვნის აღსრულების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
„საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ცალსახაა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, თუმცაღა განსხვავების შეუძლებლობა გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.
6.2.ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან, თუკი: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან, 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით. ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი საქმიანობის არსიდან გამომდინარე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის სახით და დაუშვებელია, ეს მექანიზმი იქცეს გადასახადის გადახდევინების ჩვეულებრივ მიღებულ წესად, რა დროსაც შეზღუდული პასუხისმგებლობის სუბიექტის ვალდებულებების გადახდევინების მიქცევა მოხდება მასთან დაკავშირებულ პირებზე, რომლებსაც მისგან განსხვავებით, გარკვეული ქონება გააჩნიათ. ამგვარი პრაქტიკის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია, მკვეთრად განისაზღვროს კრიტერიუმები, ნიშნები, რომლებიც მსგავს ურთიერთობას ახასიათებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ - საგადასახადო ორგანომ უნდა უზრუნველყოს სასამართლოსთვის ურთიერთკავშირში მყოფი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის წარმოდგენა, რომელთა დეტალურად გაანალიზებაც სარწმუნო საფუძველს შექმნის ცრუმაგიერ პირად აღიარებისთვის.
მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს, რომ რეალურად მოქმედი პირი საქმიანობიდან თავად იღებს სარგებელს, საგადასახადო ურთიერთობებში კი თავისი თავის ნაცვლად რთავს სხვა სუბიექტს, რომელიც ფინანსურად არ არის საკმარისად უზრუნველყოფილი, რათა შეასრულოს ეს ვალდებულებები.
ცრუმაგიერ პირად აღიარების ერთ-ერთი კრიტერიუმი - ერთმანეთისგან განუსხვავებლობა ვლინდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სუბიექტებს შორის ინტერესების აღრევას ან ქონების აღრევას.
სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების ინსტიტუტი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით დადგენილ სპეციალურ მექანიზმს, პასუხისმგებლობის შეზღუდვის არამართლზომიერი გამოყენების წინააღმდეგ მოქმედი ბერკეტს, რომლის გამოყენების უფლებაც გააჩნია შემოსავლების სამსახურს გადასახადის გადახდევინების მიზნებისთვის. თუმცა, ეს ნორმა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც დასტურდება სუბიექტების საქმიანობის და ინტერესების ისეთი ხარისხის ურთიერთაღრევა, როცა ისინი მხოლოდ ფორმალური ნიშნებით ემიჯნებიან ერთმანეთს, სინამდვილეში კი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დირექტორის მხრიდან ზრუნვის მოვალეობის დარღვევა, თუნდაც დადგინდეს ასეთი ფაქტი, უპირობოდ ცრუმაგიერ პირად აღიარებას საფუძველს არ ქმნის და მას შესაძლოა, მოჰყვეს კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგები. კონკრეტული სუბიექტის ცრუმაგიერ პირად აღიარებისთვის უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა სუბიექტების ერთმანეთთან აღრევის შესაბამისი კრიტერიუმები.
6.3. განსახილველ საქმეში საგადასახადო ორგანო პირთა ცრუმაგიერად ცნობის ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს, რომ გუ------------–---ს 2014 წელის 28 ივნისის N1------- უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–--ში, ლ----–----ს ქ. N 4-–-, ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.5-- და ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.0--. მაშინ, როდესაც მის მიერ დაფუძნებულ (100%-იანი წილით) შპს „პ----------“-ში მიმდინარეობდა საგადასახდო შემოწმება და დადგინდა, რომ მოგების გადასახადის დასაბეგრი ბრუნვა შემცირებული იყო 129886 ლარით, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის დასაბეგრი ბრუნვა შემცირებული იყო 44030 ლარით.
როგორც საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, გ--------------–--ის შემოსავალი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შპს,,პ----------“-ით, მას შემოწმების პერიოდშიც და ახლაც გააჩნია სხვა იურიდიული პირები, საიდანაც იღებდა და ახლაც იღებს შემოსავალს, რაც აქარწყლებს მოსარჩელის ვარაუდს, რომ შპს,,პ----------“ დან მიღებული შემოსავლით მან შეიძინა უძრავი ქონებები, რადგან არსებული საგადასახადო დავალიანება ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზემოთაღნიშნული უძრავი ქონებების ღირებულება., შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,პ----------“-ის მხრიდან არ მომხდარა შემოსავლის განრიდება გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით. სასმართლო განმარტავს, რომ შემოსავალი არ ნიშნავს მოგებას, შპს ,,პ----------“-ის საქმიანობა იყო სასტუმროს მომსახურება და აღნიშნული შემოსავალი იხარჯებოდა სასტუმროს ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამდენად, აღნიშნული შიდა ტრანზაქციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება, რაც გამორიცხავს ამ საფუძვლით ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.
საქმეზე დადგენილი ფაქტები ცალსახად მიუთითებს მოპასუხე პირთა ურთიერთდამოკიდებულებაზე, თუმცა, ეს გარემოება არ წარმოადგენს საკმარის წინაპირობას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულია ურთიერთდამოკიდებული პირების ცნება და არსი, კერძოდ, ამ ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო ე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
სასამართლოს მოსაზრებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იმავდროულად, უპირობოდ არ ქმნის საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის. ურთიერთდამოკიდებულ პირებად აღიარება უპირობო გავლენას ახდენს მხოლოდ ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მათ ურთიერთდამოკიდებულების გამო ერთმანეთისთვის განსაზღვრეს). თუმცა, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის იგი ერთ-ერთ, და არა - ერთადერთ უპირობო კრიტერიუმს წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ, თუმცაღა აღნიშნული საკითხის შესწავლა წარმოადგენს სამოქალაქო წესით განსახილველი დამოუკიდებელი მოთხოვნის საგანს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე (საქმე №ას-1307-1245-2014 და საქმე №ას-1158-1104-2014). კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, ეკისრებათ თუ არა კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს პირდაპირ და უშუალოდ, მთელი მათი ქონებით პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია, რომ კომპანიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია; უფლებამოსილია თუ არ სსიპ შ--------–---------------- მოითხოვოს მათგან კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურება და რა სამართლებრივი საფუძვლით. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა შ--------–----------------ს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი მოთხოვნა კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის მიმართ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან და მიიჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა უნდა დარეგულირდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის სხვადასხვა სამართლებრივი მდგომარეობის გამო განსხვავებულია კომპანიის ვალდებულებებისათვის მათი პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სარჩელში მითითებული ფაქტები არ არის საკმარისი მოპასუხე სუბიექტების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს განსახილველ საქმეში ფაქტების მითითებისა და მათი მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სარჩელის დასაბუთების მიზნით როგორც ფაქტების მითითების, ისე - მათი მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენისათვის სამართლებრივ საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომლის ფარგლებშიც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარება (დადასტურება). სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე არის ვალდებული, სარწმუნოდ დაასაბუთოს თავისი სარჩელი, მიუთითოს სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები და წარმოუდგინოს სასამართლოს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც ხელი მიუწვდება გადასახადის გადამხდელის და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე, ხოლო თუ მტკიცებულებათა მოპოვებას თავად ვერ შეძლებს, მხარე აღჭურვილია საპროცესო უფლებით, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ინფორმაციის გამოთხოვა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შ--------–----------------ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. ამდენად, განსახილველ საქმეზე მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2--------------- #2---------------წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება, რომლითაც გუ------------–---ს აეკრძალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი კუთვნილი ქონებათა,1. უძრავი ქონება: ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.5--;
ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.0--;
ს/კ 0-.-------------.0-.0--;
ს/კ 6-.0--1-.----0-.5--;
ს/კ 6-.3--0-.6--;
2. ავტომანქანა U-----------ხ. ნომრით S-----;
3. ცეცხლსასროლი იარაღი:
პისტოლეტი B---------------------, იარაღის ნომერი G-------;
თოფი A------------, იარაღის ნომერი 1----------;
თოფი Z----, იარაღის ნომერი 3----;
თოფი HAENEL , იარაღის ნომერი 3----;
პისტოლეტი MARGOLIN МЦМ, იარაღის ნომერი 9--------;
თოფი ALPHARMS, იარაღის ნომერი 1------;
შაშხანა BERDANA იარაღის ნომერი 8----,გასხვისება და ნებისმიერი ფორმით უფლებრივად დატვირთვა, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2--------------- #2---------------წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება, რომლითაც გუ------------–---ს აეკრძალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი კუთვნილი ქონებათა,1. უძრავი ქონება: ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.5--;
ს/კ 0-.1-.0-.0--.1--.0-.0--;
ს/კ 0-.-------------.0-.0--;
ს/კ 6-.0--1-.----0-.5--;
ს/კ 6-.3--0-.6--;
2. ავტომანქანა U-----------ხ. ნომრით S-----;
3. ცეცხლსასროლი იარაღი:
პისტოლეტი B---------------------, იარაღის ნომერი G-------;
თოფი A------------, იარაღის ნომერი 1----------;
თოფი Z----, იარაღის ნომერი 3----;
თოფი HAENEL , იარაღის ნომერი 3----;
პისტოლეტი MARGOLIN МЦМ, იარაღის ნომერი 9--------;
თოფი ALPHARMS, იარაღის ნომერი 1------;
შაშხანა BERDANA იარაღის ნომერი 8----, გასხვისება და ნებისმიერი ფორმით უფლებრივად დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი