განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002611384
1-790/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ნ----- გ-------–-ძე
ბრალდებული -ც---- ი------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N0-----------
ბრალდებული: ც---- ი------ე
მამის სახელი: ალიოშა
დაბადებული: 16.06.1-----–--–---------–--------------------–----------–------------–-------–----–-----------------------------------------------–-----------------------------------------------–------------------------------------------------------------–---------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 11:00 საათზე ქ.ბათუმსი, მელიქიშვილის და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, "მერსედესის" მარკის ავტომანქანამ სახელმწიფო NOO 692 DO, რომელსაც მართავდა ც---- ი------ე, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების 2.3 მოთხოვნა და შეეჯახა "ბმვ" მარკის ავტომანქანას სახN GG 422 UU რომელსაც მართავდა ტ------–------------–--ე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ---------------ძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მ-------------ემ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:
2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 11:00 საათზე ქ.ბათუმსი, მელიქიშვილის და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, "მერსედესის" მარკის ავტომანქანამ სახელმწიფო NOO 692 DO, რომელსაც მართავდა ც---- ი------ე, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების 2.3 მოთხოვნა და შეეჯახა "ბმვ" მარკის ავტომანქანას სახN GG 422 UU რომელსაც მართავდა ტ------–------------–--ე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ---------------ძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მ-------------ემ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
2018 წლის 30 მაისის N106/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ ც---- ი------ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების 2.3 მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლი ტ------–------------–--ეს მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0011036643 დასკვნის თანახმად, მ-------------ე -მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 16.04.18წ. დაესვა დიაგნოზი მარცხენა ლავიწის ძვლის სამხრე ბოლოს ამოვარდნილობა, ჩატარებული იქნა მედიცინის დოქტორის სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის ნიკოლოზ საინიშვილის კონსულტაცია, რომლის მიხედვით კტ კვლევის დისკზე არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება მარცხენა მესამე ნეკნის მოტეხილობები კონსოლიდაციის ნიშნებით აქსილარულ და მედიოკლავიკულარულ ხაზებზე. დაზიანებები პოსტრავმულია. ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (16.04.18) წინააღმდეგობასი არ არის. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №003164918 დასკვნის თანახმად, ნ---------------ძე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 16.04.18წ. აღენიშნებოდა კისრის მეორე მალის სხეულის მარჯვენა კიდის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა და მარჯვენა მხარეს რკალის ხაზოვანი მოტეხილობა. მარჯვნივ ნეკნების მრავლობითი და ბეჭის ძვლის ნამსხვროვანი მოტეხილობა. გულმკერდის და წელის მალების განივი მორჩების მრავლობითი მოტეხილობა. თავის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობები. მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ც---- ი------ემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ც---- ი------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ც---- ი------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ც---- ი------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, (თვით ბრალდებულის განმარტება სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებით) სასამართლო თვლის, რომ ც---- ი------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ც---- ი------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მასვე, ორი წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ც---- ი------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ბრალდებული ც---- ი------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ც---- ი------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ც---- ი------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს
პირობით მსჯავრდებულ ც---- ი------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „მერსედესის’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№OO 692 DO, დაუბრუნდეს მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი