განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
120100118002660918
დავის ტიპი
344 1
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002660918-1/376-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

4 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივა-- - მა---ამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ელ--------- დუ----–-შვილი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლე---ი კა----ძე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1992 წლის 30 ივლისს, რეგისტრირებული და მცხოვრები - ახალციხის რაიონის სოფელი ა--

 

ადვოკატი - ზა--- ზ----ძე

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ლე--- კა----ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ლე--- კა----ძის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 02 ოქტომბერს ლე--- კა----ძე მივიდა თურქეთის მხრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ,,სარფი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვა--- და შემოვიდა საქართველოში. მის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედება გამოვლენილი იქნა 2018 წლის 16 მარტს, ლე--- კა----ძის საქართველოდან თურქეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, საქართელოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავა--- სამმართველოს საორგა--ზაციო სამმართველოს I განყოფილება ,,ვალე“-ს პატრულ-ინსპექტორ მესაზღვრე-კონტროლიორის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისას.

 

1.2. ამდენად, ლე--- კა----ძემ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (გადმოკვეთა).

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 ლე--- კა----ძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი-ფორმა N1; შეტყობინება, მოწმე ნათია ხუციშვილის გამოკითხვის ოქმი, ლე---ი კა----ძის მოწმის სახით მიცემული ჩვენება, ლე---ი კა----ძის პირადობის ასლი, რადიოგრამები, მიმართვის წერილი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლების ცენტრის სახელზე და პასუხი #01898186, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სახელზე და პასუხი #00093829, მიმართვის წერილი საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს სახელზე, ოქმი საზღვრის კვეთების დათვალიერების შესახებ, დადგენილება სისხის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ ელ--------- დუ----–-შვილს, ბრალდებულ ლე---ი კა----ძის და მის ადვოკატ ზა--- ზ----ძეს შორის.

 

3.2. პროკურორმა ელ--------- დუ----–-შვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ლე---ი კა----ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხა--- დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ელ--------- დურგიშვილმა, ბრალდებულმა ლე---ი კა----ძემ და მისმა ადვოკატმა ზა--- ზ----ძემ.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ გა--ხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვა--- ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით ა---ს დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ლე---ი კა----ძე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უა--- განაცხადონ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ა---ს შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები ლე---ი კა----ძის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტა--სათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლია--ა, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ელ--------- დუ----–-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ლე---ი კა----ძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. ლე---ი კა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლე---ი კა----ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მსჯავრდებულ ლე---ი კა----ძის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტა--დან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივა--- საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქა---თ, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმა---სი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

8. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივა--- საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე