გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2362-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - დ--------–--ე
კანონიერი წარმომადგენელი - ზ---------–--ე
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------ე
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
წარმომადგენელი - თ----------------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის N05 ბრძანება დ--------–--ის ექსპერტად რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის M---------------- გადაწყვეტილება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება;
1.4. დაევალოს მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ექსტერნის ფორმით გასამართ გამოცდაზე დ--------–--ის დაშვების თაობაზე (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: ს.ფ. 217 და 18.07.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 11:10:49).
2. მოპასუხების პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2 მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ დ--------–--ე დაიბადა 2----–-–-------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 164).
3.1.2. შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ 2016 წლის 8 სექტემბრის N3-117 ბრძანებით დამტკიცდა ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ სასწავლო და დასვენების დღეების განრიგი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ 2016-2017 სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დაიწყო 2016 წლის 24 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ 2016 წლის 8 სექტემბრის N3-117 ბრძანება (ს.ფ. 172).
3.1.3. შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ 2016 წლის 24 ოქტომბრის N02-946 ბრძანების საფუძველზე, დ--------–--ე ჩაირიცხა შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ პირველ კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ 2016 წლის 24 ოქტომბრის N02-946 ბრძანება (ს.ფ. 171).
3.1.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N137 ბრძანებით განისაზღვრა ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსპერტნად რეგისტრაციის ვადა დადგინდა 2018 წლის 19 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხოლო გამოცდის ჩატარების ვადა დადგინდა 2018 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N137 ბრძანება (ს.ფ. 143-144).
3.1.5. 2018 წლის 27 თებერვალს დ--------–--ის კანონიერმა წარმომადგენელმა - მ----------–-–---–მა განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსს და მოითხოვა ექსერნატის ფორმით მე-2 კლასის მე-2 სემესტრისა და მე-3 კლასის სასწავლო პროგრამის დასაძლევ გამოცდებზე დ--------–--ის რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 თებერვალის განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 162-165).
3.1.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის N05 ბრძანებით უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე შპს ,,კ---–--------------–---–-–------------ის“ II კლასის მოსწავლეს დ--------–--ეს, ვინაიდან მისი ასაკი არ შეესაბამებოდა/არ აღემატებოდა ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 19 მარტის N9 ბრძანებით გასწორდა დაშვებული შეცდომა ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის N05 ბრძანებაში და ბრძანების სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ექსტერნად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის N05 ბრძანება (ს.ფ. 166-167);
-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 19 მარტის N9 ბრძანება (ს.ფ. 176).
3.1.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის M---------------- წერილით დ--------–--ის კანონიერ წარმომადგენელს - მ----------–-–---–ს ეცნობა, რომ დ--------–--ეს უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს უფლება ჰქონდა ექსტერნატის ფორმით ჩაებარებინა ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამებოდა ან აღემატებოდა ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული ჰქონდა წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დ--------–--ის ასაკი არ შეესაბამებოდა ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლის ასაკობრივ ჯგუფს, იგი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ექსტერნის გამოცდაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 168).
3.1.8. 2018 წლის 12 მარტს დ--------–--ის კანონიერმა წარმომადგენელმა - მ----------–-–---–მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი (სამინისტროში რეგისტრაციის N------), რომლითაც მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დ--------–--ის 2018 წლის ექსტერნატის გამოცდებზე დაშვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ----------–-–---–ის განცხადება (საჩივარი) და განცხადება (დამატებითი მოსაზრებები საჩივართან დაკავშირებით) (ს.ფ. 154-158).
3.1.9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის M---------------- გადაწყვეტილებით დ--------–--ის კანონიერი წარმომადგენლის - მ----------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი (სამინისტროში რეგისტრაციის N------; 12.03.2018) არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის M--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-54);
-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის ნინო გვენცაძის განცხადება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების ნომრის დაზუსტებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 210-211).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ--------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის N05 ბრძანება დ--------–--ის ექსპერტად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის M---------------- წერილი, რომლითაც დ--------–--ის კანონიერ წარმომადგენელს - მ----------–-–---–ს ეცნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის N05 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შედეგი განხილულ უნდა იქნეს ზემოაღნიშნულ ბრძანებასთან ერთობლიობაში. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე დ--------–--ის კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნა ექსტერნის ფორმით გასამართ გამოცდაზე დ--------–--ის დაშვების თაობაზე.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
ხსენებული კანონის მე-2 მუხლის ,,მ“ პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლება არის განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს, ხოლო ,,ო“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი). ამასთან, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.
სასამართლო მიუთითებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ.ა“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც, ხოლო ,,ქ“ პუნქტის თანახმად, კერძო სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და სამინისტრო, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის მიხედვით, ექსტერნატი არის იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებაზე“, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი). ამავე დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით: ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა; ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს დ--------–--ის კანონიერმა წარმომადგენელმა - მ----------–-–---–მა განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსს და მოითხოვა ექსერნატის ფორმით მე-2 კლასის მე-2 სემესტრისა და მე-3 კლასის სასწავლო პროგრამის დასაძლევ გამოცდებზე დ--------–--ის რეგისტრაცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის N05 ბრძანებით უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე შპს ,,კ---–--------------–---–-–------------ის“ II კლასის მოსწავლეს დ--------–--ეს, ვინაიდან მისი ასაკი არ შეესაბამებოდა/არ აღემატებოდა ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის M---------------- წერილით დ--------–--ის კანონიერ წარმომადგენელს - მ----------–-–---–ს ეცნობა, რომ დ--------–--ეს უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე.
სასამართლო მიუთითებს, ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. მოცემულ შემთავევაში მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, რომ დ--------–--ის ასაკი არ შეესაბამება ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს.
ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ--------–--ე დაიბადა 2----–-–-------------------. ასევე დადგენილია, რომ დ--------–--ე შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ პირველ კლასში ჩაირიცხა შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ 2016 წლის 24 ოქტომბრის N02-946 ბრძანების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების, 2015 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის 29 მარტამდე მოქმედი რედაქციის, პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი, ხოლო დასრულების თარიღად – 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი. იმ შემთხვევაში თუ 10 ივნისი ემთხვევა პარასკევს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 10 ივნისი.
ამავე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების, 2016 წლის 29 მარტიდან 2016 წლის 20 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის, პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ 10 ივნისი ემთხვევა პარასკევს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვროს 10 ივნისი.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასწავლო წელი 2015 წელს დაიწყო 14 სექტემბერს, იმ დროსთვის მოსარჩელე დ--------–--ე ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად არ იყო 6 წლის, შესაბამისად, მისი ასაკი არ შეესაბამებოდა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურისთვის გათვალისწინებულ ასაკს. 2016 სასწავლო წლის დაწყების მომენტისთვის - 2016 წლის 15 სექტემბერისთვის კი, დ--------–--ე იყო 6 წლის და უფლება ჰქონდა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაეწყო სწავლა.
ამასთან, ის გარემოება, რომ შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ 2016 წლის 8 სექტემბრის N3-117 ბრძანებით დამტკიცდა ,,კ---–--------------–---–-–-------------ის’’ სასწავლო და დასვენების დღეების განრიგი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ 2016-2017 სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დაიწყო 2016 წლის 24 ოქტომბერს, ვერ შეცვლის სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ქ“ პუნქტის თანახმად, კერძო სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანება.
ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შპს ,,კ---–--------------–---–-–-------------მა’’ 2016-2017 სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დაიწყო 2016 წლის 24 ოქტომბერს, აღნიშნული სასწავლო წლისთვის პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 6 წელი შეუსრულდათ 2016 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების, 2016 წლის 29 მარტდან 2016 წლის 20 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის, პირველი პუნქტიდან გამომდინარე.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხეების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან დ--------–--ის ასაკი არ შეესაბამებოდა ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლის ასაკობრივ ჯგუფს, იგი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ექსტერნის გამოცდაში.
6.3. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ 2018 წლის 27 თებერვლის განცხადებით დ--------–--ის კანონიერი წარმომადგენელი ითხოვდა ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სასწავლო პროგრამის დასაძლევ გამოცდებზე დ--------–--ის რეგისტრაციასაც. სასამართლო მიუთითებს ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები. ამდენად, ხსენებული პუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებზე მსჯელობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ 2018 წლის 27 თებერვალს დ--------–--ის კანონიერმა წარმომადგენელმა - მ----------–-–---–მა განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსს და მოითხოვა ექსერნატის ფორმით მე-2 კლასის მე-2 სემესტრისა და მე-3 კლასის სასწავლო პროგრამის დასაძლევ გამოცდებზე დ--------–--ის რეგისტრაცია, რაც უსაფუძვლოს ხდის ხსენებულ ნორმაზე მოსარჩელე მხარის მითითებას.
6.4. ამასთან, სასამართლო იმ გარემოებაზეც მიაქცევს მხარეთა ყურადღებას, რომ ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რესურსცენტრი, ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N137 ბრძანებით განისაზღვრა ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები, რომლის თანახმად, ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსპერტნად რეგისტრაციის ვადა დადგინდა 2018 წლის 19 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის N05 ბრძანებით უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე შპს ,,კ---–--------------–---–-–------------ის“ II კლასის მოსწავლეს დ--------–--ეს, ვინაიდან მისი ასაკი არ შეესაბამებოდა/არ აღემატებოდა ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, რომლის მეხუთე პუნქტით განისაზღვრა აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის M---------------- წერილით დ--------–--ის კანონიერ წარმომადგენელს - მ----------–-–---–ს ეცნობა, რომ დ--------–--ეს უარი ეთქვა ექსტერნად რეგისტრაციაზე და განემარტა მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის განმარტებას მოსარჩელის ექსტერნად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული ბრძანების მიღების ვადის დარღვევის შესახებ.
ამასთან, სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ გასაჩივრების ვადის და წესის მითითების მოთხოვნის დაუცვლეობა არ იწვევს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებირვი აქტის ბათილობას, არამედ ზემოქმედებას ახდენს გასაჩივრების ვადის ათვლაზე.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 5 მარტის დ--------–--ის ექსტერნად რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში N05 ბრძანებისა და შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 6 მარტის M---------------- გადაწყვეტილების (წერილის) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, აქედან გამომდინარე კი, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ--------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
მოსამართლე ნათია ბუსკაძე