გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2897-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აგვისტო 20-8 წელი თ---–---
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე (მოპასუხე მესამე პირის სარჩელზე ) - ლ-------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ--------------–------ე
მოპასუხე - ქ--–--------–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ს---–-----------ე
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) - გ---–-------------–--ე
წარმომადგენელი - ნ-------------ა
მოპასუხე მესამე პირის სარჩელზე - შ----------–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიაზაცია;
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითად სარჩელზე
მოპასუხე ქ--–--------–----------–----–--------------ას მოსარჩელე ლ-------------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სასესხო დავალიანება 20000 ლარის ოდენობით და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–--------–--–---–---------------------–----------------------------------------------–----------------------- ფართი (საკადასტრო კოდი: N0-.1-.3--0--.0--.0-.0--) დაექვემდებაროს იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციას შ----------–---–ის სასესხო დავალიანების გადახდევინების მიზნით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა 20-7 წლის 3 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ლ-------------–---–სა და შ----------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს და 200- წლის 1------------ს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, შ----------–---–ს სესხის სახით გადაეცა 20000 ლარი. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–--------–--–---–---------------------–---------------------------------------- (საკადასტრო კოდი: N0-.1-.3--0--.0--.0-.0--).
შ----------–---–მა მოსარჩელის მიმართ სასესხო ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც 20-0 წლის 10 მარტს ლ-------------–---–მა სარჩელით მიმართა შ--------------------------------– 20-0“-ს, რა დროსაც დადგინდა რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით შ----------–---–ის საკუთრების რეგისტრაცია გაუქმებული იყო თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-2 წლის 2-----------–ის N2--------- გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შ---------------------------------–ი 20-0“-მა თავისი 10.0-.20-4წ. N0-/---- დადგენილებით საქმის წარმოება შეაჩერა, საჯარო რეესტრში მესაკუთრის რეგისტრაციამდე.
როგორც გაირკვა შ----------–---–ის საკუთრების უფლება უძრავი ქონებაზე გაუქმებულ იქნა იმ მოტივით, რომ იგი ჩაითვალა უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენად. ასევე დადგინდა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა არაპრივატიზებულ ფართს, რომელიც უკანონოდ იქნა პრივატიზებული მ--------------–--ის მიერ და ბათილად იქნა ცნობილი თ---–---ს ი----------------------------------ასა და მ--------------–--ს შორის გაფორმებული 11.04.2---წ. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება. 20-2 წლის 2-----------–ის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ---------–---ა და შ----------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ქ--–--------–----------–----–--------------ის სახელზე. შესაბამისად შ---------------------------------–ი 20-0“-მა 2015 წლის 0-----------–ის დადგენილებით შეწყვიტა საარბიტრაჟო საქმის წარმოება, ვინაიდან სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე არ წარმოადგენდა მოდავე მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ გამსესხებელს (იპოთეკარს), ხოლო ქ--–--------–----------–----–--------------ა, მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს, შ----------–---–ის გადაუხდელი სასესხო დავალიანების - 20000 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს და ამ მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება უნდა დაექვემდებაროს იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციას.
1.2. მესამე პირის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი შ----------–---–სა და ლ-------------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტები და 1-.0-.0-წელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ 200- წლის 1-----------ის ხელშეკრულების მე-3 პუნქტი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სადავო უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. თ---–-----------------–---–--------------------------------ში (საკადასტრო კოდი N0-.1-.3--0--.0--.0-.0--), ამჟამად წარმოადგენს ქ. თ---–----------–----–------ის საკუთრებას. აღნიშნულ ბინაში 1-8- წლიდან დღემდე, N0----- ორდერის თანახმად, მუდმივად ცხოვრობს ბინის ძირითადი დამქირავებლის, აწგარდაცვლილ ჟ-------------–-ძის მეუღლე გ---–-------------–--ე. ბინის უკანონო გზით ხელში ჩაგდება და მისი ბინიდან გამოსახლება სცადა გ---–-------------–--ის ყოფილმა რძალმა მ--------------–--მა, რომელიც 20-- წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. მან უკანონოდ განახორციელა ბინის პრივატიზაცია 2--- წლის 1--------–ს, ხოლო 200- წლის 2-------ს ასევე უკანონოდ გაასხვისა ბინა მოქ. შ----------–---–ზე. აღნიშნული ქმედებების უკანონობა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 20-0 წლის 1------ის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საქმეზე N-------0- და 20-2 წლის 2-----------–ის გადაწყვეტილებით საქმეზე N2---------. პირველი გადაწყვეტილებით მ--------------–--ის სახელზე განხორციელებული ბინის პრივატიზაცია ბათილად იქნა ცნობილი, როგორც უკანონოდ განხორციელებული, ხოლო მეორე გადაწყვეტილებით ბინის შემძენი შ----------–---–ი აღიარებული იქნა არაკეთილსინდისიერ შემძენად და ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ----------–---–ი რეგისტრირებული იქნა ბინის მესაკუთრედ. შედეგად, გაუქმებულ იქნა საჯარო რეესტრში მისი საკუთრების რეგისტრაცია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2----–-–-------------ოსათვის (შემდგომ 17.1-.0-წ) თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ დავის განხილვის პროცესში ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებული პირი შ----------–---–ი ჩართული იყო მესამე პირად. დავის განხილვებს ასევე ესწრებოდა და საქმის კურსში იყო შ----------–---–ის მეგობარი და მოსარჩელე ლ-------------–---–ი. როდესაც ცხადი გახდა რომ შესაძლებელი იყო სასამართლო წესით გაუქმებულიყო მ--------------–--ის სახელზე განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, რითაც საფრთხე შეექმნებოდა მესაკუთრედ რეგისტრირებულ შ----------–---–ის საკუთრებას, მეგობრებმა, ერთის მხრივ შ----------–---–მა და მეორეს მხრივ ლ-------------–---–მა, შეიმუშავეს გეგმა, რაც გამოიხატა სადავო ბინის იპოთეკით დატვირთვაში. აღნიშნულის დასტურია ის ფაქტი, რომ თავდაპირველ იპოთეკის 1-.0-.0-წ. ხელშეკრულებაზე, რომელსაც ვადა გაუვიდა 2--- წლის 1- აგვისტოს, მხარეებმა შ----------–---–მა და ლ-------------–---–მა, 20-0 წლის 1--------ს კვლავ შეადგინეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ----------–---–ი იღებდა ვალდებულებას ერთი თვის ვადაში გადაეხადა სესხად აღებული 20 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სსკ-ის მე-300 მუხლის საფუძველზე, ბინა საკუთრებაში გადაეცემოდა ლ-------------–---–ს. 20-0 წლის 2---------ოს, ბინის იმჟამინდელ მესაკუთრეს შ----------–---–სა და იპოთეკარ ლ-------------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ლ-------------–---–ი. თუმცა 20-1 წლის 20 აპრილს ამ უკანასკნელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და წარუდგინა შეთანხმება 20-0 წლის 2---------ოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. შედეგად სადავო ბინის მესაკუთრედ კვლავ დარეგისტრირდა შ----------–---–ი, ხოლო იპოთეკარად ლ-------------–---–ი.
ამდენად საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ შ----------–---–ს არ ჰქონდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და მის მიერ გამოვლენილი ნება სადავო ბინის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილად. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ასევე ლ-------------–---–ისათვის, რომელიც პრივატიზაციის შესახებ მიმდინარე სასამართლო განხილვებიდან მოყოლებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საკითხზე მიმდინარე დავების ჩათვლით, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და სასამართლოში დავის განხილვის შედეგების შესაბამისად, იცვლებოდა სადავო ბინის მესაკუთრე, რაც გ---–-------------–--ის ბინის დაუფლების მიზნით როგორც მსესხებლის, ისე გამსესხებლის არაკეთილსინდისიერების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა და მიუთითებს მოპასუხეთა შეთანხმებულ ქმედებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქ--–--------–----------–----–--------------ის პოზიცია ძირითად სარჩელზე:
მოპასუხე ქ--–--------–----------–----–--------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით ლ-------------–---–ის სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, გარემოებებზე, რომელიც წინ უძღოდა ქ. თ---–--–--------------–---–----------------------------ის მესაკუთრედ სსიპ თ--------------–ი ქალაქი თ---–----------–----–------ის რეგისტრაციას: იპოთეკით დატვირთული ბინის ძირითად დამქირავებელს თ---–---ს ყოფილი ს-----------------ის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1-80 წლის 26 ოქტომბრს გაცემული #0----- ორდერის შესაბამისად წარმოადგენდა გ---–-------------–--ის გარდაცვლილი მეუღლე ჟ-------------–-ძე. ბინის ორდერის მიხედვით, ბინაში თავდაპირველად, 1-8- წლიდან ჩაწერილები იყვნენ გ---–----ა და ჟ-------------–-ძეები და მათი შვილები - ზ------------------------–--ეები. 1-89 წელს ზ------------–--ე დაქორწინდა მ------–----–---–---თან, რომელიც 1-89 წლის 21 დეკემბერს ჩაეწერა ზემოაღნიშნულ ბინაში. 200- წლის 15 ოქტომბერს მ------–----–---–---ის განცხადების საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებით ზ------------–--ე და მ------–----–---–---ი განქორწინდნენ. 20---–-–----------------–ს მ------–----–---–---მა (რ------–---ა) სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თ---–---ს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქ. თ---–--–ი, ქ-----------–-ს შ-------–ი კ-----. ბ------ -დან გ---–-------------–--ის ასევე ზ-----, მ------- და მ------ ს-------ის რეგისტრაციის მოხსნა. ქ.თ---–---ს ისანი სამგორის რაიონული სასამართლოს 20---–-–----------ის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული პირები მოიხსნენ რეგისტრაციიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც არ იყო შესული კანონიერ ძალაში. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამგორის სამსახურის მიერ 2----–-–------------------ს განხორციელდა ჩანაწერი ბინიდან გ---–-------------–--ის, ზ-----, მ------- და მ------ ს-------ის რეგისტრაციის მოხსნის შესახებ.
2--- წლის 1--------–ს ქ.თ---–---ს ი----------------------------------ასა და მ---------–--- შორის გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თ---–--–--------------–---–---------------------------. პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე მ---------–--ი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. 200- წლის 2-------ს მ---------–---ა და შ----------–---–ს შორის გაფორმდა აღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
გ---–-------------–--ის 2--- წლის 1- დეკემბრის მიმართვის საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 200- წლის 4------------ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2----–-–-----------------ის ჩანაწერი გ---–-------------–--ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ და სააგენტოს დაევალა მისი რეგისტრაციის აღდგენა ზემოაღნიშნულ ბინაზე.
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებით ბათილად იქნა ცნობილი პრივატიზებისა და შ----------–---–სა და მ---------–--- შორის 200- წლის 2-------ის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე დადგინდა რომ შ----------–---–ის არაკეთილსინდისიერების ფაქტი, რომ მისი საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე კანონიერად არ წარმოშობილა და იგი არასოდეს ყოფილა აღჭურვილი ნამდვილი სამოქალაქო უფლებით.
ქ. თ---–---ს მ----–----–-------- მ----ა მიუთითებს, რომ უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში (რომელსაც საფუძვლად უდევს მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენა) რომელიც დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკა გადადის ნივთის შემძენზე, როგორც გარდამავალი უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის არსებობს სამართლებრივად "უნაკლო" გარიგება. იმ პირობებში, კი როდესაც პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები სასამართლომ მიიჩნია კანონსაწინააღმდეგოდ და ასევე დაადგინა, რომ შ----------–---–ის მიერ ქონების შეძენისას წინდახედულობის ნორმები დაცული არ ყოფილა და იგი წარმოადგენდა არაკეთილსინდისიერ შემძენს შესაბამისად ქ. თ---–--–ი, ქ-----------–-ს შ--------, მ--------------–ი მდებარე #-- ბინა, რომელიც თ---–----------–----–------ის საკუთრებაში ირიცხება ვერ იქნება გარდამავალი იპოთეკის უფლებით დატვირთული.
2.2. მოპასუხის პოზიცია მესამე პირის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) სარჩელზე
მოპასუხეებმა ლ-------------–---–მა და შ----------–---–მა ერთობლივად წარმოდგენილი შესაგებლით გ---–-------------–--ის სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელისათვის სადავო 1-.0-.200- და 17.1-.200-წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების არსებობის შესახებ ცნობილი იყო 200- წლიდან, რაც დასტურდება თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N-------0- და თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N2------0- გადაწყვეტილებებით. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით მას შეეძლო აღეძრა წინამდებარე სარჩელი ხანდაზმულობის სამ წლიან ვადაში, რაც მას არ შეუსრულებია. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. რაც შეეხება 26.0-.20-0 წელს მხარეებს შორის გაფორმებული სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას და 1-.04.20-1წლის შეთანხმებას, სადავო ქონების ყიდვის დროს 26.0-.20-0 წელს ლ-------------–---–ისათვის არ იყო ცნობილი უძრავი ქონების ნაკლის შესახებ, ხოლო მას შემდეგ რაც თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 17.10.20-0 წლის N-------0- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თ---–---ს ი----------------------------------ასა და მ--------------–--ს შორის გაფორმებული 11.04.2---წ სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება ლ-------------–---–მა გადაწყვიტა გაეუქმებინა პრობლემური ანუ ნაკლიანი ნასყიდობის ხელშეკრულება და აღედგინა 1-.0-.200- წლის და 17.1-.200- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების პირობები.
2.3. მესამე პირის გ---–-------------–--ის პოზიცია ძირითად სარჩელზე
მესამე პირმა გ---–-------------–--ემ მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას და მიუთითა, რომ 1-8- წლიდან, საბინაო ორდერის საფუძველზე, ცხოვრობს და რეგისტრირებულია სადავო ბინაში და მხოლოდ ფინანსური სახსრების უქონლობის გამო, ვერ ახერხებს ბინის პრივატიზაციას საკუთარ სახელზე.
უდავო ფაქტია, რომ შ----------–---–სა და ლ-------------–---–ს შორის არსებული თითქოსდა მსესხებლისა და გამსესხებლის ურთიერთობა, ორივე მხარისათვის ხელსაყრელია და გამიზნულია სადავო ბინის ხელში ჩასაგდებად. შ----------–---–ი არაკეთილსინდისიერების ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და იგი სადავო ვერ გახდება. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ სადავო ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო ქ. თ---–----------–----–------ის სახით, რომელიც ვერ გახდება ურთიერთობის უფლებამონაცვლე და პასუხისმგებელი იმ ფიზიკური პირის ქმედებებზე, რომელიც სასამართლო წესით აღიარებული იქნა არაკეთილსინდისიერად. მესამე პირმა ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ---–-------------–--ე 1-8- წლიდან უწყვეტად ცხოვრობს ქ.თ---–--–ი, ქ-----------–-ს შ--------, კ--------------------------------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმები, გ.ორმოცაძის სარჩელი, ქ--–--------–----------–----–--------------ის შესაგებელი);
-21.02.1- თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმეზე N2--------- (ს.ფ.21-33);
- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-0 წლის 1------ის გადაწყვეტილება საქმეზე N-------0- (ს.ფ. 251-266);
3.1.2. ლ-------------–---–სა და შ----------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ----------–---–ს სესხის სახით გადაეცა 20000 ლარი ორი წლის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ----------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქ თ---–--–ი, შ-------- ქინძმარაული კ-------------------------------------------–-----------, (საკადასტრო კოდი: N0-.1-.3--0--.0--.0-.0--),სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–-------------ოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 1-);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-1-).
3.1.3. 200- წლის 1------------ს ლ-------------–---–ს და შ----------–---–ს შორის შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 1-.0-.200- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, სარგებელთან და საურავთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილების თანახმად სესხისათვის განისაზღვრა სარგებელი 3%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის თანხას (20000 ლარს) დაერიცხებოდა საურავი (პირგასამტეხლო) 0.3% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის, რომლის დარიცხვა გაგრძელდებოდა სესხის თანხის სრულად დაბრუნებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 200- წლის 1-----------ის ცვლილება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში (ს.ფ. 1-);
3.1.4. 20-0 წლის 1--------ს ლ-------------–---–ს და შ----------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება 2----–-–-------------ოს და 1-----------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაგრძელების შესახებ.
ხელშეკრულების თანახმად, ,,მესაკუთრე-მსესხებელი“ შ----------–---–ი კისრულობდა ვალდებულებას ერთი თვის ვადაში გადაეხადა ,,იპოთეკარ-გამსესხებელ“ ლ-------------–---–ისათვის არსებული სასესხო დავალიანება; ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სესხის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც საჯარო რეესტრში ირიცხებოდა შ----------–---–ის სახელზე გადავიდოდა და აღირიცხებოდა ლ-------------–---–ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-0 წლის 1--------ის ხელშეკრულება (ს.ფ. 17).
3.1.5. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-0 წლის 1------ის (საქმე N-------0-) გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, გ---–-------------–--ის სასარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2--- წლის 1--------–ს ქ.თ---–---ს ი----------------------------------ასა და მ--------------–--ს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება მ--------------–--ისათვის ქ. თ---–--–ი, ქ-----------–-ს შ--------, N- კორპუსში მდებარე N-- ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 20-0 წლის 1------ის გადაწყვეტილება (ს.ფ. 251-266).
3.1.6. თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-2 წლის 2-----------–ის (საქმე N2---------) გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, ბათილად იქნა ცნობილი შ----------–---–სა და მ--------------–--ს შორის 200- წლის 2-------ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით შ----------–---–ი ცნობილ იქნა უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს 20-2 წლის 2-----------–ის გადაწყვეტილება (ს.ფ.21-33).
3.1.7. 20-0 წლის 2---------ოს შ----------–---–მა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიყიდა იპოთეკარს. რის შედეგადაც უძრავ ქონებაზე გაუქმდა იპოთეკა, მოგვიანებით კი, 20-1 წლის 4----------ს მხარეთა მიერ გაფორმდა შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე _ სადავო უძრავ ქონებაზე კვლავ აღდგა შ----------–---–ის საკუთრების უფლება,ხოლო ლ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 11-, 1-0-1-1);
- განცხადება (ს.ფ 1-0);
- ლ-------------–---–ის განცხადება (ს.ფ 1-4).
3.1.9. თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-2 წლის 2-----------–ის (საქმე N2---------) და თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-0 წლის 1------ის (საქმე N-------0-) გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ.თ---–--–ი, შ-------- ქ-----------–-, კორპუსი 3, ბინა N---ში მდებარე უძრავ ქონებაზე გაუქმდა შ----------–---–ის რეგისტრაცია და 20-4 წლის 1- ნოემბრიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სსიპ თ--------------–ი ქალაქი, ქალაქ თ---–----------–----–------ის საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 65-66).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1 ლ-------------–---–ის სარჩელზე მოპასუხე სსიპ თ--------------–ი ქალაქი, ქ--–--------–----------–----–--------------ა, არ წარმოადგენს გამსესხებელსა და შ----------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს და 200- წლის 1-----------ს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის პირად მოვალეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–-------------ოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 1-);
- 200- წლის 1-----------ის ცვლილება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში (ს.ფ. 1-);
3.2.2 ლ-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-8-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 1-9-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლის დეფინიციის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხისა და მესამე პირის პოზიციას, ლ-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ლ-------------–---–სა და შ----------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ----------–---–ს სესხის სახით გადაეცა 20000 ლარი ორი წლის ვადით. 200- წლის 1------------ს ლ-------------–---–ს და შ----------–---–ს შორის შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 1-.0-.200- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, სარგებელთან და საურავთან დაკავშირებით. 20-0 წლის 1--------ს ლ-------------–---–ს და შ----------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება 2----–-–-------------ოს და 1-----------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაგრძელების შესახებ, რომლის თანახმად ,,მესაკუთრე-მსესხებელმა“ შ----------–---–მა იკისრა ვალდებულება ერთი თვის ვადაში გადაეხადა ,,იპოთეკარ-გამსესხებელ“ ლ-------------–---–ისათვის სასესხო დავალიანება; შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა კრედიტორისათვის დაიწყო 20-0 წლის 1- აპრილიდან. აღნიშნული 20-0 წლის 1--------ის ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაგრძელების შესახებ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
20-0 წლის 2---------ოს შ----------–---–მა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიყიდა იპოთეკარს. რის შედეგადაც უძრავ ქონებაზე გაუქმდა იპოთეკა, მოგვიანებით კი, 20-1 წლის 4----------ს მხარეთა მიერ გაფორმდა შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე _ სადავო უძრავ ქონებაზე კვლავ აღდგა შ----------–---–ის საკუთრების უფლება და ლ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 20-0 წლის 1--------ს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერ სამოქალაქო დავა განხილულ და გადაწყვეტილ იქნებოდა არბიტრაჟის მიერ და ასევე მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 1-8-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 1-9-ე და 1-0-ე მუხლები.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის განხილვისათვის, კომპეტენტური შეიძლება იყოს როგორც სასამართლო, ასევე კერძო არბიტრაჟი, შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის პირობებში. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-1--ე მუხლების საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სამართალწარმოება საქართველოში ხორციელდება საერთო სასამართლოების მეშვეობით, მაგრამ სახელმწიფო “არბიტრაჟის შესახებ” კანონის შემოღებით უზრუნველყოფს სამართალწარმოების ალტერნატიულ საშუალებას. საარბიტრაჟო შეთანხმებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სადავოობა წარმოადგენს სასამართლოში დამოუკიდებელი განხილვის საგანს. მანამდე კი ერთი მხარის მიერ გამოხატული ნება საარბიტრაჟო განხილვისათვის, არ შეიძლება შეფასდეს იმგვარად, რომ არბიტრაჟი არ წარმოადგენს სამოქალაქო უფლების დაცვისათვის კომპეტენტურ ორგანოს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ ლ-------------–---–ის მიერ 20-3 წლის 0--------ს შ--------------------------------–ი 20-0“-ისათვის, მოპასუხე შ----------–---–ის მიმართ სასესხო დავალიანების ამოღების მიზნით სარჩელით მიმართვის შედეგად, შეწყდა სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა, რომელიც დაიწყო 20-0 წლის 1- აპრილს;
სამოქალაქო კოდექსის 1-9-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომი გაგრძელების შეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდება, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დამთავრებასთან ერთად. თუ ერთ-ერთი მხარე პროცესს კვლავ განაგრძობს, შეწყვეტის შემდეგ დაწყებული ხანდაზმულობის ახალი ვადა ისევე შეწყდება, როგორც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა სარჩელის შეტანით.
შ---------------------------------–ი 20-0“-ის 2015 წლის 0-----------–ის საქმის წარმოების განახლებისა და შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დასტურდება, რომ ვინაიდან იპოთეკით დატვითული უძრავი ქონების მესაკუთრეს 1-.11.1-წ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენდა ს-------------------–-----–--ი ქალაქ თ---–----------–----–------ი, რომელიც არ იყო მოდავე მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, დავის განხილვის კომპეტენციის არ არსებობის გამო, შეწყდა N0-/---- საარბიტრაჟო საქმის წარმოება, რის შემდეგაც 2015 წლის 1- თებერვალს ლ-------------–---–მა განსახილველი სარჩელით მომართა სასამართლოს; ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, გამორიცხავს პროცესუალურ მოწინააღმდეგეთა არგუმენტაციის საფუძვლიანობას, ლ-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
3.2.3. გ---–-------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტს უკავშირებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ გ---–-------------–--ისათვის იმთავითვე, 200- წლიდან იყო ცნობილი, რისი დასტურიცაა საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებები.
სასამართლო არ იზიარებს ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. ამ უფლების
განხორცილება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა და მასზე ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1-8-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობებისათვის, რომელიც არ ითვალისწინებენ სპეციალურ ვადას. კონკრეტულ შემთხვევაში გარიგების სადავო პუნქტების ბათილობის ნორმატიული საფუძვლად მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე უთითებს. სსკ-ის 54 მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილად ცნობას კი არ გააჩნია სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადა და მის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო - 10 წლიანი ვადა, რაც სარჩელის ავტორს დაცული აქვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გავიზიარებთ მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას და მივიჩნევთ, რომ მისი უფლების დარღვევის შესახებ გ---–-------------–--ისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდანვე;
შესაბამისად, გ---–-------------–--ის სარჩელი ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ არის ხანდაზმული და არსებული მოთხოვნა განხორციელებადია, რამდენადაც სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2015 წელს.
3.2.4. საქმეში არსებულ მტკიცბულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ-------------–---–მა, როგორც შ----------–---–თან დაახლოვებულმა პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონება, რომელითაც უზრუნველყოფილ იქნა სესხი კანონიერი მესაკუთრის ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ დაიტვირთა იპოთეკით და რომ ამ ქონებაზე საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა.
სასამართლო იზიარებს გ---–-------------–--ის პოზიციას რომ "ლ-------------–---–მა თავიდანვე იცოდა შ----------–---–ის საკუთრების უფლების ნაკლის თაობაზე", შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მტკიცებულების ხასიათსა და კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის მტკიცებულებები შეიძლება, იქნეს მიჩნეული სასამართლოს მიერ ცალკეული გარემოებების დადგენისა თუ უარყოფის დადასტურებისათვის საკმარის და უტყუარ საშუალებად. ისეთ პირობებში, როცა მხარის ახსნა-განმარტება სათანადო წესით არ არის უარყოფილი და შედავებული მეორე მხარის მიერ, იგი შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებად.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს გ---–-------------–--ის სარჩელზე მოპასუხე პირთა ახლო მეგობრულ ურთიერთობაზე, რაც მართალია საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, თუმცა მოპასუხეებს აღნიშნული გარემოება არც შესაგებლით და არც სასამართლო პროცესზე სადავო არ გაუხდიათ. მეტიც 1-.0-.1-წ სასამართლო სხდომაზე ლ-------------–---–მა პარალელი გაავლო რა ძმისაგან თანხის სესხების ფაქტთან, დასძინა რომ შ----------–---–თან მეგობრული ურთიერთობა, არ წარმოადგენს საფუძველს უარი თქვას გასესხებული თანხის მოთხოვნაზე. ლ-------------–---–მა ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იგი სისტემატიურად ესწრებოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებს; ლ-------------–---–ის მიერ სასამართლო პროცესზე გამოთქმული არგუმენტებიდან, სასამართლოსათვის ასევე ცხადი გახდა, რომ იპოთეკარი დეტალურად არის ინფორმირებული მსესხებლის პირადი და მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ, რაც ერთობლიობაში უყალიბებს სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ შ----------–---–თან ახლო ურთიერთობაში მყოფი ლ-------------–---–ი, 2----–-–-------------ოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, ინფორმირებული იყო როგორც მსესხებლის უფლებრივი ნაკლის ასევე იმ დავების თაობაზე, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 2--- წლიდან.
საყურადღებოა, რომ სასამართლო დავის ფარგლებში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაახლოვებით ერთი თვით ადრე 200- წლის 1- ივლისის თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, გ---–-------------–--ის განცხადების საფუძველზე შეჩერებულ იქნა ქ.თ---–---ს ი--------------------–-–-------------------–--ის საუბნო განყოფილების 200- წლის 1-----–--ის გაფრთხილება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, ამასთანავე გაფრთხილების გამოცემის მომენტისათვის უკვე არსებობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 200- წლის 4-------ის ბრძანება N- სადავო ბინაზე გ---–-------------–--ის რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, ლ-------------–---–ის მიერ გონივრულობის ფარგლებში, წინდახედულობის ნორმის დაცვის შემთხვევაში, უფლების ნაკლის გამოაშკარავება რთული არ უნდა ყოფილიყო.
კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილების თვალსაზრისით ასევე საყურადღებოა ის ქმედებები, რომელიც გამსესხებელმა განახორციელა მოვალისაგან თანხის ამოღების მიზნით: კერძოდ 1-.0-.0- წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სესხის დაბრუნების ბოლო ვადას 2--- წლის 1- აგვისტო წარმოადგენდა, მხარეთა შეთანხმებით 20-0 წლის 1--------ს გაგრძელებულ იქნა მხოლოდ ერთი თვით, იმ პირობით რომ აღნიშნულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც საჯარო რეესტრში ჯერ კიდევ ირიცხებოდა შ----------–---–ის სახელზე გადავიდოდა ლ-------------–---–ის საკუთრებაში. შ----------–---–სა და ლ-------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მართალია 20-0 წლის 0- სექტემბერს ლ-------------–---–ი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ, თუმცა მოგვიანებით მხარეთა შორის ფორმდება შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე (დამოწმების თარიღი 1-.04.20-1), რის შედეგადაც უძრავ ქონებაზე კვლავ აღდგა შ----------–---–ის საკუთრების უფლება, ხოლო ლ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკა.
სესხად გაცემული თანხის დაუბრუნებლობის პირობებში, მსესხებლის და გამსესხებლის განსაკუთრებულ ურთიერთნდობაზე მეტყველებს როგორც ის ფაქტი რომ მათ ერთობლივი შესაგებელი წარმოადგინეს სასამართლოში გ---–-------------–--ის სარჩელზე, ასევე ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და სასამართლოს მიერ არასათანადო მოპასუხეობის სამართლებრივ შედეგებზე მითითების მიუხედავად, როგორც თანხის დაკისრების ასევე უძრავი ქონების დაკისრების ნაწილში, სარჩელზე პასუხისმგებელ პირად მხოლოდ ქ--–--------–----------–----–--------------ა დაასახელა;
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-------------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გ---–-------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 153-ე, 1-5-ე, 286-ე, 31--ე, 623-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით. იპოთეკის უფლების წარმოშობა უკავშირდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153.1 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით იგი არ შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია.
დადგენილია რომ ლ-------------–---–სა და შ----------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ----------–---–მა ლ-------------–---–ისაგან ისესხა 20000 ლარი, ორი წლის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც თავის მხრივ შ----------–---–მა 200- წლის 2-------ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა გ---–-------------–--ის ყოფილი რძლის _ მ--------------–--ისაგან. უდავო გარემოებაა, რომ ბინაში, რომელითაც უზრუნველყოფილ იქნა სესხი, 1-80 წლიდან დღემდე ცხოვრობს და რეგისტრირებულია გ---–-------------–--ე, რომლის მიერ შედავებულ იქნა როგორც უძრავი ქონების პრივატიზების, ასევე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების მართლზომიერება.
წინამდებარე მესამე პირის სარჩელით დავის საგანია 2----–-–-------------ოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა. კერძოდ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს შორის 2----–-–-------------ოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სწორედ იმ (მე-3 და მე-4 ) პუნქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც მსესხებლის შ----------–---–ის მიერ ლ-------------–---–ისაგან აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მსესხებლის სახელზე რიცხული უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონება, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ მოპასუხეთა შორის გაფორმებული 200- წლის 1-----------ის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობას, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, იმ დასაბუთებით რომ შ----------–---–ი როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენი არ იყო უფლებამოსილი პირი უფლებრივად დაეტვირთა სადავო ქონება, ხოლო ლ-------------–---–ი წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ იპოთეკარს, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის უფლების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციის გავრცელებას.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია რამდენად წარმოადგენს გამსესხებელი კეთილსინდისიერ იპოთეკარს, ხოლო რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთი, შემძენის არაკეთილსინდისიერებისა აწევს მოწინააღმდეგე მხარეს და არა შემძენს;
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
დადგენილია, 20-0 წლის 17 მასის თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გ---–-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2--- წლის 1--------–ს ქ.თ---–---ს ი----------------------------------ასა და მ--------------–--ს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება მ--------------–--ისათვის ქ.თ---–--–ი, ქ-----------–ის შ--------, N- კორპუსში მდებარე N-- ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს, შ----------–---–ის არგუმენტაციას, რომ სადავო ქონების შეძენისა და იპოთეკით დატვირთვის დროს მისთვის უცნობი იყო უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლის შესახებ და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნორმის დანაწესზე, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესულ, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-2 წლის 2-----------–ის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შ----------–---–ის სარჩელი გ---–-------------–--ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხოლო გ---–-------------–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი შ----------–---–სა და მ--------------–--ს შორის 200- წლის 2-------ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტია, რომ უძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს წარმოადგენს გ---–-------------–--ე, ხოლო შ----------–---–ი უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი მყიდველია და შესაბამისად არ არსებობდა უძრავ ქონებაზე ამ უკანასკნელის საკუთრების წარმოშობის საფუძველი სსკ-ის 31--ე მუხლით განმტკიცებული პრეზუმციის საფუძველზე.
უდავო გარემოებაა, რომ 20-0 წლის 17 მასის თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს 20-2 წლის 2-----------–ის გადაწყვეტილებების საფუძველზე, გაუქმდა შ----------–---–ის საკუთრების რეგისტრაცია და უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თ---–---, შ-------- ქ-----------–-, კო--------------------------, ბინა N---ის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა და დღემდე ფიქსირდება ქ--–--------–----------–----–--------------ა.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“. ამავე დროს „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-2 წლის 26 ივნისის N-/1/51- გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე, 31--ე მუხლებით, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული საკუთრების შეძენის კომპლექსური წესის ერთ-ერთ ელემენტს და მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ნორმები იცავს როგორც შემძენის ასევე იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი, წარმოადგენს იმ უფლების შემძენს, რომლითაც მას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული ქონებიდან.
ზოგადი წესის თანახმად, საკუთრების შეძენა ხდება ქონების ნამდვილ მესაკუთრესა და შემძენს შორის დადებული გარიგების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე მუხლი და ამავე კოდექსის 31--ე მუხლის მე-2 ნაწილი კი შეეხება შემთხვევას, როდესაც უძრავი ქონების გასხვისება ხდება იმ პირის მიერ, რომელიც არასწორად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, „შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე“. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 17.10.20-7. №3/4/550 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია.“
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა დანაწესის საფუძველზე სასამართლო მიუთითებს: სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე და 31--ე მუხლებში ნახსენებ ტერმინ „გამსხვისებელში“ ყოველთვის იგულისხმება პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი, გაასხვისოს საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უფლება და ამდენად, ის არ არის უფლებამოსილი დადოს გარიგება; ხოლო კეთილსინდისერი გამსესხებლის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოება - მსესხებლის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია; ანუ შემძენის კეთილსინდისიერება ეფუძნება ობიექტურ ფაქტორს, საჯარო რეესტრის მონაცემებს, რაც განპირობებულია თვით კანონის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების მიმართ დადგენილი უტყუარობის ფიქციით და ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს შემძენის არაკეთილსინდისიერებაა.
შემძენი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამსხვისებელს მიიჩნევს მის მიერ შეძენილი ქონების მესაკუთრედ და ეს უკანასკნელი ასეთად არის რეგისტრირებული რეესტრში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სსკ-ის 1-5-ე და 31--ე მუხლები შეიცავენ არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად, რეესტრის ჩანაწერის წინაღმდეგ ადმინისტრაციული დავა ან დავა უძრავი ქონების საკუთრების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმირებულია შემძენი, ასევე წარმოადგენს შემძენზე საკუთრების გადასვლის შემაფერხებელ გარემოებას, ვინაიდან საჩივრის/დავის არსებობა მიუთითებს, რომ სადავო ქონების რეალურმა მესაკუთრემ მიიღო სათანადო ზომები დაშვებული უზუსტობის აღმოსაფხვრელად.
შესაბამისად, სადავო საკითხის გამორკვევისას გამოკვლეულ უნდა იქნეს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან, რეგისტრირებული უფლების სადავოობასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში, მესამე პირმა უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, რის საფუძველზეც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მართალია სადავო გარიგების შედგენისას იპოთეკით დატვირთული ნივთი, საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ირიცხებოდა მსესხებლის შ-----------–---–ის სახელზე, როგორც უფლებრივად უნაკლო, თუმცა ლ-------------–---–მა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონება, რომელითაც უზრუნველყოფილ იქნა სესხი კანონიერი მესაკუთრის ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ დაიტვირთა იპოთეკით და რომ ამ ქონებაზე საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. იმ პირობებში კი როდესაც მყიდველი ინფორმირებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის შესახებ დავის არსებობის თაობაზე, მისი ვალდებულებაა გადაამოწმოს უფლების ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია და თავად ატაროს ის რისკი, რომელიც შესაძლოა საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაბათილებას მოჰყვეს შედეგად.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნებს რომ განსახილველ შემთხვევაში ლ-------------–---–ი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერების იპოთეკარს და ვერ ისარგებლებს იმ ნორმათა დაცვითი ფუნქციით, რომლებიც ადგენენ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმციას და იცავენ უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. ამდენად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები.
სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლების თანახმად, ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე. მხოლოდ მას შეუძლება გაასხვისოს, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთოს ან მოგების მიღების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს იგი სხვა პირს, ასევე უფლებამოსილია არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის (სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგის) დამრღვევ გარიგებად.
მხედველობაშია მისაღები საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საჯარო წესრიგის დაცვის აუცილებლობის თავლსაზრისითაც (სუსგ Nას-15-15-20-6, 1 მარტი 20-6 წელი), რომლის მიხედვით „სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ემუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს”.
სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებებით განმტკიცებულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი კეთილსინდისიერების პრინციპი (სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლი). სწორედ აღნიშნული პრინციპით ხელმძღვანელობა იცავს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს ამ ურთიერთობათა შესაძლო უარყოფითი შედეგებისაგან, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. სამართალი პირთა სამართლიანობის შეგრძნებით ნაკარნახევი პრინციპები და წესებია, ამიტომ, ნებისმიერი პირი თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს ამ პრინციპების შესაბამისად. კეთილსინდისიერების პრინციპი კი პირის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში განიხილავს. ამ პრინციპის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია, გამიჯნოს სამართლიანი უსამართლოსაგან და თავისი ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმს შეუსაბამოს.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარიგებათა სადავოდ გამხდარი პუნქტების სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის საფუძველი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე არ იწვევს ამავე ხელშეკრულებების ბათილობას სესხის ნაწილში.
შესაბამისად გ---–-------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შ----------–---–სა და ლ-------------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 და მე-4, ასევე 1-.0-.0-წ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ 200- წლის 1-----------ის ხელშეკრულების მე-3 პუნქტები.
6.3. მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილება, თავისთავად გამორიცხავს ლ-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, 1-.0-.0-წელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე. თუმცა სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გ---–-------------–--ის სარჩელის არ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლ-------------–---–ის სარჩელს, ქ--–--------–----------–----–--------------ის წინააღმდეს ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:
იპოთეკა, როგორც სანივთო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება იმ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე, კრედიტორისათვის სესხის დაბრუნებაზე ვალდებულ პირს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს კრედიტორის პირადი მოვალე და არა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე. იპოთეკა უძრავ ნივთებზე მხოლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა, ხოლო იპოთეკის საგნის რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი სამართლებრივი საშუალება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების შესრულება არ განხორციელდება და კრედიტორი ითხოვს მის შესრულებას მოვალისაგან.
დადგენილია რომ სსიპ თ--------------–ი ქალაქი, ქ--–--------–----------–----–--------------ა, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია ლ-------------–---–ის სარჩელი, როგორც თანხის დაკისრების, ასევე იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, არ წარმოადგენს კრედიტორის პირად მოვალეს და შესაბამისად ლ-------------–---–ის სარჩელზე სათანადო მოპასუხეს ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ხოლო ვინაიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნა გამომდინარეობს და დამოკიდებულია ძირითად მოთხოვნაზე, რომელიც არ კმაყოფილდება, შესაბამისად არ არსებობს ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ-------------–---–ის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ---–-------------–--ის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1-52 (100+1-52) ლარის ოდენობით.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან ლ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო ვინაიდან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ლ-------------–---–ს და შალვა გიგაშვილს უნდა დაეკისროთ გ---–-------------–--ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ( 1-52 ლარი) 200 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელზე ზედმეტად გადახდილი 1152 ლარი უნდა დაუბრუნდეს მესამე პირს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ლ-------------–---–ის სარჩელი სსიპ თ--------------–ი ქალაქის ქ--–--------–----------–----–--------------ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის გ---–-------------–--ის სარჩელი, მოპასუხეების ლ-------------–---–ის და შ----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს:
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი შ----------–---–სა და ლ-------------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტები;
2.2. ბათილად იქნეს ცნობილი შ----------–---–სა და ლ-------------–---–ს შორის 2----–-–-------------ოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ 200- წლის 1-----------ის ხელშეკრულების მე-3 პუნქტი.
3. ლ-------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 600 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. ლ-------------–---–ს და შ----------–---–ს გ---–-------------–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 200 ლარის ანაზღაურება.
5. გ---–-------------–--ეს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან ზედმეტად გადახდილი _ 1152 ლარი, რომელიც გადახდილია სს"ბ-------------–---–ი" ნ-------------ას მიერ 21.04.15წ (საგადასახადო დავალება N-) შემდეგ რეკვიზიტებზე:
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი