გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4714-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - მაი----------ია;
მოპასუხე - შპს ,,el---------n’’;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს ,,el---------n-ს’’ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 800,77 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,el---------n-ს’’ შორის 2014 წლის 06 ივნისს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება, თბილისი, ილ-------------------------ში მდებარე ობიექტის დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების (შემდგომში მისი დაცვის მიზნით) ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო დამკვეთი ობიექტზე დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარება, რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულდა ჯეროვნად და შემდგომ 3.2.2. პუნქტის თანახმად გაფორმდა დაცვით სიგნალიზაციის სისტემის მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოს ღირებულებით 213.70 ლარის ოდენობით, რომელიც დღემდე არ გადახდილა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 135 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დაცვამ ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ობიექტის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შეადგინა 490,50 ლარი. დამკვეთი, დაცვის პოლიციის 2017 წლის 15 ნოემბრის N------- წერილის საფუძველზე გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების 20 ნოემბრიდან შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა და გამოიცა სათანადო ბრძანება. ობიექტი გაფრთხილებულ იქნა არსებული დავალიანების შესახებ თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლომ შეადგინა 96.57. ამჟამად შპს ,,el---------n-ს’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასახდელი აქვს ობიექტის დაცვის მომსახურების დავალიანება - 490.50 ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის პირგასამტეხლო - 96.57 ლარი და მონტაჟის - 213.70 ლარი. საერთო თანხით - 800.77 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,,დრიმ ოფ ჯორჯიას’’ წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 06 ივნისს შპს ,,el---------n-სა’’ (,,დამკვეთი’’) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (,,დაცვა’’) შორის გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება (მონტაჟი). ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფს დამკვეთის ქსოვილების მაღაზიის დაცვალ, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ-------–-------–-------------------------23. 1.2. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 135,00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.06.2014 წლის N------ ხელშეკრულება (პერიმეტრი) (ს.ფ. 15-17);
3.1.2. 2014 წლის 06 ივნისს შპს ,,el---------n-სა’’ (,,დამკვეთი’’) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (,,შემსრულებელი’’) შორის გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება (მონტაჟი). 1.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას დამკვეთის ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ-------–-------–-------------------------23. 2.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება - 213.70 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.06.2014 წლის N------ ხელშეკრულება (მონტაჟი) და მისი დანართი (ს.ფ. 12-14);
3.1.3. 2014 წლის 09 ივნისს შედგენილ იქნა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს ,,el---------n-ის’’ ქსოვილების მაღაზიაში (მდებარე ქ-------–-------–-------------------------23) შესრულდა: დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია დაცვითი ტექნიკის მონტაჟის ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, საერთო ღირებულებით 213.70 ლარი. სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია შესრულებულია ჯეროვნად, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 09 ივნისის დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 18);
3.1.4. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივნისის N------- ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს 125-ის განყოფილებას დაევალა 10.06.2014-დან უზრუნველეყო ქ. თბ--–----------------------------ში მდებარე შპს ,,el---------n-ის’’ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივნისის N------- ბრძანება (ს.ფ. 19);
3.1.5. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის N------- წერილით შპს ,,el---------n-ის’’ დირექტორს ეცნობა, რომ დაცვის მომსახურების დავალიანების არსებობის გამო, 2014 წლის 06 ივნისს გაფორმებული N------ ხელშეკრულების 6.6. პუნქტის საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 20 ნოემბრიდან ცალმხრივად წყვეტს აღნიშნულ ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის N------- წერილი (ს.ფ. 20);
3.1.6. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის N------- ბრძანებით, 2017 წლის 20 ნოემბრიდან შეწყდა შპს ,,el---------n-ის’’ ობიექტის (მდებარე: ქ. თბი-–-------------------------3) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის N------- ბრძანება (ს.ფ. 21);
3.1.7. 2017 წლის 22 ნოემბრის აქტის მიხედვით, 2017 წლის 17 ნოემბრის N------- ბრძანების საფუძველზე, შპს ,,el---------n-ის’’ ობიექტზე (მდებარე ქ. თბი-–-------------------------3-ში) განხორციელდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი, დაცვითი ტექნიკის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 22 ნოემბრის აქტი (ს.ფ. 27-28);
3.1.8. 2018 წლის 26 იანვრის ცნობის თანახმად, შპს ,,el---------n-ს’’ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 06.06.2014 წლის N------ ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 587.07 ლარი. მათ შორის:
- 2017 წლის აგვისტო - 135.00 ლარი
- 2017 წლის სექტემბერი - 135.00 ლარი
-2017 წლის ოქტომბერი - 135.00 ლარი
- 2017 წლის ნოემბერი - 85.50 ლარი
- დარიცხული პირგასამტეხლო - 96.57 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 იანვრის ცნობა (ს.ფ. 24);
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 25-26)
3.1.9. 2018 წლის 12 ივნისის ცნობის თანახმად, შპს ,,el---------n-ს’’ (ს/ნ 4--------) 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 213.70 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 ივნისის ცნობა (ს.ფ. 23);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,el---------n-ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 800.77 (რვაასი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა, ვინაიდან შპს ,,el---------n-ს’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული დადგენილ ვადაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,el---------n-ს’’ შორის გაფორმებული N------ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ - საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,el---------n-ს’’ შორის 2014 წლის 06 ივნისს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება, თბილისი, ილ-------------------------ში მდებარე ობიექტის დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების (შემდგომში მისი დაცვის მიზნით) ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო დამკვეთი ობიექტზე დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარება, რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულდა ჯეროვნად და შემდგომ 3.2.2. პუნქტის თანახმად გაფორმდა დაცვით სიგნალიზაციის სისტემის მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოს ღირებულებით 213.70 ლარის ოდენობით, რომელიც დღემდე არ გადახდილა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 135 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დაცვამ ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ობიექტის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შეადგინა 490,50 ლარი. დამკვეთი, დაცვის პოლიციის 2017 წლის 15 ნოემბრის N------- წერილის საფუძველზე გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების 20 ნოემბრიდან შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა და გამოიცა სათანადო ბრძანება. ობიექტი გაფრთხილებულ იქნა არსებული დავალიანების შესახებ თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლომ შეადგინა 96.57. ამჟამად შპს ,,el---------n-ს’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასახდელი აქვს ობიექტის დაცვის მომსახურების დავალიანება - 490.50 ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის პირგასამტეხლო - 96.57 ლარი და მონტაჟის - 213.70 ლარი. საერთო თანხით - 800.77 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - შპს ,,el---------n-ს’’ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - შპს ,,el---------n-ს’’ (ს/ნ 4--------) მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 800.77 (რვაასი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - შპს ,,el---------n-ს’’ (ს/ნ 4--------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი