გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
080310018002357563
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/179-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე – შპს ,,ნ-----–--“

დირექტორები - გიორგი ტ-------ლიძე და ნ-----–--ზ ტ-------ლიძე.

წარმომადგენელი - მაია გოგოლაძე; ნინო მეფარიშვილი.

მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ-----.

წარმომადგენელი - ი-----–- გ--------ე

მოპასუხე- საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტო.

წარმომადგენელი - გ------- ხ----–---.

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული აქტები: ქუთაისის მერიის 2006 წლის 01 აგვისტოს მიმართვა №02-1642; ქუთაისის მერიის 2012 წლის 27 აპრილის მიმართვა №01-2964 და ქუთაისის მერიის 2012 წლის 14 აგვისტოს მიმართვა №01-5484.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ქუთაისის მერიის (2006 წლის 01 აგვისტოს მიმართვა №02-1642; ქუთაისის მერიის 2012 წლის 27 აპრილის მიმართვა №01-2964 და ქუთაისის მერიის 2012 წლის 14 აგვისტოს მიმართვა №01-5484) აქტების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ: გადაწყვეტილება №882012179187-03 (02.05.2012); გადაწყვეტილება №882012497463-03 (16.08.2012) უძრავი ქონების თაობაზე მდებარე ქუთაისი რუსთაველის გამზირი №2. ფართი 18586,00კვ.მ ს/კ 03.03.21.352; შპს ,,ნ-----–--’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კაფე-ბარი ,,სავანე’’-ს მიერ დაკავებული მიწის 158.00კვ.მ ფართის ნაწილში, 06.02.2018 წელს ი/მ ,,გელა მეტრეველი’’-ს მიერ დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლის 04 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს და მუნიციპალური საწარმო ,,მაგნოლია’’-ს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელი აბესალომ ტ-------ლიძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება №64, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მუნიციპალური საწარმო ,,მაგნოლია’’, მდებარე ქ. ქუთაისი რუსთაველის №2-ში მდებარე ცენტრალური ბაღი, მიწის ფართობი 121.69 პირდაპირი მიყიდვის წესით ობიექტის საფასური განისაზღვრა 8986 ამერიკული დოლარი (რვა ათას ცრაასოთხმოცდაექვსი) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №48/47-,,პ’’.

 

1996 წლის 26 აგვისტოს მუნიციპალური საწარმო ,,მაგნოლია’’ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა შპს ,,ნ-----–--’’-ს სახელით. (კრების ოქმი 19.08.1996წ. ქუთაისის სასამართლოს დადგენილება 26.08.1996წ. რეგ. №12/4-251).

 

რადგან კაფე ,,მაგნოლია’’-ს შენობა იყო ამორტიზირებული, ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, ძველი შენობის საზღვრებში 1995 წლის ნოემბერში მომზადდა სანაყინე პავილიონის რეკონსტრუქციის შესახებ დოკუმენტაცია და დასრულდა 1996 წლის აგვისტოში, რაც დასტურდება მშენებლობა დამთავრებული ,,ნაყინის სარეალიზაციო’’ პავილიონის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით 1996 წლის 10.09 №482/96 აქტი.

 

2006 წლის 01 აგვისტოს ქუთაისის მ-----მ მიმართა საჯარო რ-----რის ეროვნულ სააგენტოს რუსთაველის №2-ში მდებარე ცენტრალური ბაღი 18.560კვ.მ მასზედ განთავსებული ნაგებობებით აღრიცხულიყო მერიის საკუთრებად. (საფუძველი: ქუთაისის მერიის 2006 წლის 01 აგვისტოს მიმართვა №02-1642; ქუთაისის მერიის 2012 წლის 27 აპრილის მიმართვა №01-2964 და ქუთაისის მერიის 2012 წლის 14 აგვისტოს მიმართვა №01-5484) რაშიც მოექცა უკვე გაყიდული შპს ,,ნ-----–--“-ს საკუთრება კაფე-ბარი ,,სავანე’’-ს შენობა. იგი შეცდომით დარეგისტრირებულია, როგორც თვითმმართველი ერთეულის ქონება. რეგისტრაციის საფუძველია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული აქტები, რომელიც გამოცემულია ,,თვითმართველი ერთეულის შესახებ’’ კანონის თანახმად, ამ კანონში მოცემულია თვითმმართველი ერთეულის ქონების კატეგორიები და მისი შექმნის წესი, ზემოთხსენებული აქტების გამოცემისას დარღვეულია ეს კანონი, რადგან ის არ მოიცავს უკვე გასხვისებული ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრაციის წესს. საწარმო ,,მაგნოლია’’ 1995 წლიდან უკვე იმყოფებოდა და დღემდე იმყოფება შპს ,,ნ-----–--’’-ს მართლზომიერ მფლობელობაში, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით №64 და ასევე დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობითაც.

 

ქუთაისის მერიის ზემოთ აღნიშნული სადავო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე მოახდინა საჯარო რ-----რის ეროვნულმა სააგენტომ (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №882012179187-03; 02.05.2012), შპს ,,ნ-----–--“-ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების და მის ქვეშ განთავსებული მიწის, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში აღრიცხვა.

 

საჯარო რ-----რის ეროვნულ სააგენტოში იქნა წარდგენილი დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობით შპს ,,ნ-----–--“-ს საკუთრება კაფე-ბარ ,,სავანეს’’ აზომვითი ნახაზი, რომელიც შესრულებულია არსებული სტანდარტის საფუძველზე ი/მ ,,გელა მეტრეველი’’-ს მიერ 06.02.2018წ. და გამოთხოვილი იქნა სიტუაციური ნახაზი სადაც ნაჩვენები იქნებოდა ზედდება არსებულ რეგისტრაციასთან. საჯარო რ-----რმა წარმოგვიდგინა ზედდების რუკა ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ს/კ 03.03.21.352.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რ-----რის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.

მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს 2012 წლის 27 აპრილს №882012179187 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა თეიმურაზ ერაძემ/პირადი ნომერი 60001079086/ და მოითხოვა ქუთაისი, რუსთაველის გამზ. №2 ფართობი 18586კვ.მ. (ცენტრალური ბაღი) თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2012 წლის 27 აპრილის №01-2969 მომართვა ზემოთ ხსენებულ მისამართზე ცენტრალური ბაღის მუნიციპალურ საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი/ინფორმაციის და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების ურთიერთ შეჯერებისა და განხილვის შედეგად დადგინდა შემდეგი; საჯარო რ-----რში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად ირკვეოდა, რომ 2006 წლის 01 აგვისტოდან ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო (უფლების რეგისტრაციის მონაცემები: რეგ. ნომერი 032006005496) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობი: 18672 კვ.მ, ხოლო 2012 წლის 27 აპრილის №882012179187 განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული მონაცემებით სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში ნივთის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრით.

 

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო მასალების განხილვის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ №882012179187-03 (02.05.2012) და უძრავ ნივთს დაზუსტებული რეგისტრაციის შედეგად მიენიჭა ს/კ 03.03.21.331, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოებისას არ გამოვლენილა საჯარო რ-----რის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით გათვალისიწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შეწყვეტის ან უარის თქმის საფუძვლები, აღნიშნული გარემოებების არ არსებობის პირობებში სააგენტო (მარეგისტრირებელი ორგანო), საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 დამტკიცებული საჯარო რ-----რის შესახებ ინსტრუქციის 18-ე მუხლის თანახმად იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ.

 

2012 წლის 14 აგვისტოს №882012497463 სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს მომართა ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა თეიმურაზ ერაძემ /პირადი ნომერი: 60001079086/ და მოთხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქუთაისი, რუსთაველის გამ. №2 ფართობი 18672 კვ.მ ს/კ 03.03.21.331, სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2012 წლის 14 აგვისტოს №01-5484 უძრავი ნივთის დაყოფასთან დაკავშირებით, დაყოფის შედეგად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სიტუაციური გეგმა, წინათ გაცემული ამონაწერი საჯარო რ-----რიდან უძრავ ნივთზე ს/კ 03.03.21.331.

 

წარმომადგენელი სარეგისტრაციო დოკუმენტების განხილვის შედეგად, ასევე მათი საჯარო რ-----რში რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთ შესაბამისობის გამოკვლევის შემდეგ დადგენილი იქნა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მოთხოვნა არ ეწინააღმდეგებოდა საჯარო რ-----რის შესახებ საქართველოს კანონის და ამავე სახელობის ინსტრუქციას, რომლის 18-ე მუხლის თანახმად მიღებული იქნა გადაწყვეტილება №882012497463-03 (16.08.2012) რეგისტრაციის შესახებ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად უძრავი ნივთი ს/კ 03.03.21.331 დარეგისტრირდა საკუთრებაში ორ საკადასტრო ერთეულად ს/კ 03.03.21.352 (18529კვ.მ.) და 03.03.21.351 (57კვ.მ.). წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა უძრავი ნივთის დაყოფის რეგისტრაცია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 02 მაისის გადაწყვეტილების №882012179187-03 რეგისტრაციის შესახებ და 2012 წლის 16 აგვისტოს №882012497463-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ-----ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ი-----–- გ--------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეიძინა მხოლოდ კაფე -ბარის შენობა და არა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ასევე დასტურდება ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებებით. მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რ-----რიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,ნ-----–--“ -ს დირექტორები არიან ნ-----–--ზი ტ-------ლიძე 01011079792 და გიორგი ტ-------ლიძე 60001056080;

განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B18007990, 25.01.2018 16:58:00- სუბიექტი; საფირმო სახელწოდება: შპს ,,ნ-----–--’’; სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; საიდენტიფიკაციო ნომერი: 212670368; რეგისტრაციის ნომერი, თარიღი: 12/4-251; 26.08.1996; მარეგისტრირებელი ორგანო: ქ. ქუთაისის სასამართლო; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქუთაისი ფალიაშვილის ქ. №2; საქართველო, ქუთაისი რუსთაველის გამზ. №2; ელ. ფოსტა: shps.nikolo@yahoo.com ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა; დირექტორი - 01011079792, ნ-----–--ზი ტ-------ლიძე; დირექტორი - 60001056080, გიორგი ტ-------ლიძე; მესაკუთრე -01011023877, ბიკენტი ტ-------ლიძე - 50%; 60001056080, გიორგი ტ-------ლიძე - 25%; 60001124065, ი-----–- ტ-------ლიძე - 25%;

მტკიცებულება: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რ-----რიდან ამონაწერი. (ტ.1. ს.ფ.22-23).

 

3.1.2. მიღება ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსის ზურაბ ნიჟარაძის სახით ჩააბარა, ხოლო მუნიციპალური საწარმო კაფე ,,მაგნოლია’’-ს ამხანაგობის წარმომადგენელმა ტ-------ლიძე აბესალომ გიორგის ძემ ჩაიბარა მუნიციპალური საწარმო კაფე ,,მაგნოლია’’-ს შემდეგი ქონება:

№ დასახელება რაოდენობა ფასი აშშ დოლარში

1 2 3 4

1 ნაყინის პავილიონი 1 766.77

2 მაცივარი 1 14.59

3 მაცივარი 1 12.77

4 საქონელი 2.56

5 ანგარიშსწორების ანგარიშზე 13.18

სულ: 809.87

მტკიცებულება: მიღება - ჩაბარების აქტი (ტ.1. ს.ფ.28).

 

3.1.3. დადგენილია, რომ აბესალომ ტ-------ლიძემ, ბიკენტი ტ-------ლიძემ, ჯულიეტა ჩაჩუამ და ნოდარ სულაბერიძემ განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს შპს ,,ნ-----–--“-ს რეგისტრაცია. განცხადებაში მითითებულია, რომ ,,საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 38 000 ლარს, რაც წარმოადგენს ყოფილი მუნიციპალური საწარმო ,,მაგნოლია“-ს ქონების - ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფეს შენობის დათქმულ ღირებულებას.

მტკიცებულება: განცხადება. (ტ.1.ს.ფ.29).

 

3.1.4. ქ. ქუთაისში, რუსთაველის 2ა-ში ცენტრალურ ბაღში მდებარე შპს ,,ნ-----–--’’-ს მშენებლობა დამთავრებული ნაყინის სარეალიზაციო პავილიონის ექსპლოატაციაში გაშვების №482/96

აქტით დადგენილია, რომ მიმღები კომისიის გადაწყვეტილებით, რუსთაველის პრ. №2ა-ში ცენტრალურ ბაღში მდებარე შპს ფირმა ,,ნ-----–--’’-ს მშენებლობა დამთავრებული ნაყინის სარეალიზაციო პავილიონი გაშვებული იქნა ექსპლოატაციაში.

მტკიცებულება: პავილიონის ექსპლოატაციაში გაშვების №482/96 აქტი (ტ.1.ს.ფ.33-38).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით №48/47-,,პ’’ დადგენილია, რომ ეძლევა მუნიციპალური საწარმო კაფე ,,მაგნოლია’’-ს ამხანაგობას, რომელსაც გადაეცა საკუთრებაში მუნიციპალური საწარმო კაფე ,,მაგნოლია’’-ს შენობა, მდებარე ქ. ქუთაისი ცენტრალურ ბაღში. მიწის ფართობის 121.69კვ. მეტრი მიწათსარგებლობის ფორმა განისაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

საფუძველი: სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება №,,64“ ,,4 ოქტომბერი 1995წ“. მიღება-ჩაბარების აქტი ,,4 ოქტომბერი 1995წ’’.

მოწმობა შედგენილია სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცა ამხანაგობის წარმომადგენელს აბესალომ გიორგის ძე ტ-------ლიძეს; მეორე ინახება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში, მესამე -საგადასახადო ინსპექციაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან და მიღება- ჩაბარების აქტთან ერთდ, რომლების წარმოადგენენ მოწმობის განუყოფელ ნაწილს.

გაცემულია: 1995 წლის ,, 9 ’’ ოქტომბერი“.

მტკიცებულება: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რ-----რიდან ამონაწერი. (ტ.1. ს.ფ. 25).

 

3.2.2.დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის №64 ხელშეკრულებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო შემდგომში ,,გამყიდვლად’’ წოდებული, სამმართველოს უფროსის ზურაბ კონსტანტინეს ძე ნიჟარაძის სახით მოქმედი ,,პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის საწარმოების მუშაკებისათვის ობიექტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ’’ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების დებულების მიხედვით, ერთის მხრივ და მუნიციპალური საწარმო ,,მაგნოლია’’-ს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელი: ტ-------ლიძე აბესალომ გიორგის ძე, მოქმედი 1995 წლის 11 სექტემბრის №გ-149 მინდობილობით, შემდგომში მყიდველად წოდებული მეორეს მხრივ დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: 1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მუნიციპალური საწარმო ,,მაგნოლია’’ მდებარე ქ. ქუთაისში ცენტრალური ბაღი, რომელსაც ,,გამყიდველი’’ გადასცემს, ხოლო ,,მყიდველი’’ იღებს საკუთრებაში ქონებას. პირდაპირი წესით მიყიდული ობიექტის ფასი შეადგენს რვა ათას ცხრაასოთხმოცდაექვს და 39 მეასედ აშშ დოლარს (8986) აქედან: ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარულია - 5871307000 კუპონი ანუ 4516 აშშ დოლარი უნაღდო ანგარიშსწორებით დაფარული არ არის საპრივატიზაციო ბარათებით დაფარულია - 4470 აშშ დოლარი ანუ 149 ბარათი; გაყიდული ქონება არ არის დაგირავებული, დაცვისა და აკრძალვის (ყადაღის) ქვეშ არ იმყოფება.

,,მყიდველის’’ ვალდებულებები; -,,მყიდველი’’ ვალდებულია მიწის სარგებლობის საკითხი გადაწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მტკიცებულება: სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის №64 ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.26-27).

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2012 წლის 27 აპრილს ქ. ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს დავით გოგსაძეს და ითხოვა, ,,თვითმმართველი ერთეულის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.01.2010წ. №16/5138/10-9 წერილის შესაბამისად, გიგზავნით რუსთაველის გამზ. №2-ში მდებარე, ფართობით 18586.0 კვ.მ. ცენტრალური ბაღის, მასზედ განთავსებულ ნაგებობასთან ერთად, სიტუაციურ გეგმას რათა მოხდეს, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ტერიტორიის თვითმმართველი ერთეულის ქალაქ ქუთაისის საკუთრებად რეგისტრაცია.

თან ერთვის: 1. ცენტრალური ბაღის სიტუაციური გეგმა; 2. ელ. ვერსია; 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.01.2010წ. №16/5138/10-9 წერილის ასლი; 4. მინდობილობა; 5. პირადობის მოწმობის ასლი.

მტკიცებულება: 2012 წლის 27 აპრილის ქ. ქუთაისის მერის წერილი (ტ.1.ს.ფ. 42).

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს ქ. ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს დავით გოგსაძეს და ითხოვა, წარმოდგენილი სიტუაციური გეგმების (ელ. ვერსიით) საფუძველზე მოხდეს, რუსთაველის გამზ. №2-ში მდებარე ცენტრალური ბაღის გაყოფა და 2 ნაკვეთად დარეგისტრირება, მდებარე რუსთაველის გამზ. №2, ფართობით 18529.0 კვ.მ. ნაგებობა ფართით 92.0 კვ.მ. და რუსთაველის გამზ. №2, ფართობით 56.7 კვ.მ.

თან ერთვის: 1. სიტუაციური გეგმა; 2. ელ-ვერსია; 3. ამონაწერი საჯარო რ-----რიდან /№03.03.21.331/; 4. მინდობილობა; 5. პირადობის მოწმობის ასლი.

მტკიცებულება: 2012 წლის 14 აგვისტოს ქ. ქუთაისის მერის წერილი (ტ.1.ს.ფ.41).

 

3.2.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს ქ. ქუთაისის მერის მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიგა ჩოგოვაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს მიხელ ახვლედიანს და მოითხოვა ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზირს, წმინდა ნინოს და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ცენტრალური სკვერის, ,,თვითმმართველი ერთეულის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დარეგისტრირება, ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის ქონებად, არქიტექტურის სამსახურის მიერ დამოწმებული გეგმა-ანაზომით.

მტკიცებულება: 2016 წლის 01 აგვისტოს ქ. ქუთაისის მერის მოადგილის მერის მოვალეობის შემსრულებელის გიგა ჩოგოვაძის წერილი (ტ.1.ს.ფ.40).

 

3.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის მენეჯერის პასუხით მოქ. მაია გოგოლაძისადმი დადგენილია, რომ უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რ-----რის მონაცემებით უძრავი ნივთი (მდებარე: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №2ა ფართით 158 კვ.მ.), რომელიც წარმოდგენილ ნახაზზეა მონიშნული ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან მდებარე: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №2; საკადასტრო კოდი: 03.03.21.352; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, მესაკუთრე: ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული (სკვერი), დაზუსტებული ფართობი: 18529.00კვ.მ.

მტკიცებულება: 2018 წლის 12 თებერვლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის მენეჯერის წერილი. (ტ.1.ს.ფ.43-44).

3.2.7. დადგენილია, რომ საჯარო რ-----რის ამონაწერით №882012179187 – 27.04.2012 უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 03.03.21.331 (სკვერი) და უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 03.03.21.352 (სკვერი) მესაკუთრეა ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რ-----რიდან; (იხ. ს.ფ. 47-53).

 

3.2.8. საქმეზე დართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,ნ-----–--“-ს სარჩელი და დაევალა ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ზონის რეგისტრატორს მოახდინოს კერძო საკუთრების უფლების მინიჭება არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით 160 კვ. მეტრი, მდებარე ქ. ქუთაისი, ცენტრალური ბაღი, რუსთაველის გამზირი N2ა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 10 მაისის N298 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონის შექმნის დებულება. აღნიშნულ დადგენილებას ახლავს N1 დანართი, აღწერილობა ,,ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის საზღვრებისა“, რომლის მიხედვით, ბაღი, რომელშიც ჩადგმულია ,,ნ-----–--“-ს პავილიონი, შედის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში.

ანალოგიურია გადმოცემული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 10 მაისის N298 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში.

მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციის 2003 წლის 17 ივლისის წერილის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალური ბაღი წარმოადგენს ქ. ქუთაისის ისტორიულ ნაწილს და არა ისტორიულ ძეგლს.

სასამართლომ დაადგინა, რომ კაფე ბარი ,,სავანე“, რომელიც მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, წარმოადგენს საბაღე - საპარკე ხელოვნების ძეგლის ნიშნის მატარებელ ობიექტს და განთავსებულია ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის განჩინებით.

მტკიცებულება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის განჩინება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.

 

7.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული აქტები: ქუთაისის მერიის 2006 წლის 01 აგვისტოს მიმართვა №02-1642; ქუთაისის მერიის 2012 წლის 27 აპრილის მიმართვა №01-2964 და ქუთაისის მერიის 2012 წლის 14 აგვისტოს მიმართვა №01-5484.

 

ასევე ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი ამ აქტების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ: გადაწყვეტილება №882012179187-03 (02.05.2012); გადაწყვეტილება №882012497463-03 (16.08.2012) უძრავი ქონების თაობაზე მდებარე ქუთაისი რუსთაველის გამზირი №2. ფართი 18586,00კვ.მ ს/კ 03.03.21.352; შპს ,,ნ-----–--’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კაფე-ბარი ,,სავანე’’-ს მიერ დაკავებული მიწის 158.00კვ.მ ფართის ნაწილში, 06.02.2018 წელს ი/მ ,,გელა მეტრეველი’’-ს მიერ დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალიწინებით სადაო წერილები და საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.3. ,,საჯარო რ-----რის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნტის თანახმად, რეგისტრაცია არის – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რ-----რში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

 

,,საჯარო რ-----რის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

7.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს 2012 წლის 27 აპრილს №882012179187 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა თეიმურაზ ერაძემ/პირადი ნომერი 60001079086/ და მოითხოვა ქუთაისი, რუსთაველის გამზ. №2 ფართობი 18 586 კვ.მ. (ცენტრალური ბაღი) თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2012 წლის 27 აპრილის №01-2969 მომართვა ზემოთ ხსენებულ მისამართზე ცენტრალური ბაღის მუნიციპალურ საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი/ინფორმაციის და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების ურთიერთ შეჯერებისა და განხილვის შედეგად საჯარო რ-----რის სამსახურმა დადგინდა შემდეგი; საჯარო რ-----რში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად ირკვეოდა, რომ 2006 წლის 01 აგვისტოდან ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო (უფლების რეგისტრაციის მონაცემები: რეგ. ნომერი 032006005496) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობი: 18672 კვ.მ, ხოლო 2012 წლის 27 აპრილის №882012179187 განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული მონაცემებით სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში ნივთის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრით.

 

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო მასალების განხილვის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ №882012179187-03 (02.05.2012) და უძრავ ნივთს დაზუსტებული რეგისტრაციის შედეგად მიენიჭა ს/კ 03.03.21.331, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოებისას არ გამოვლენილა საჯარო რ-----რის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით გათვალისიწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შეწყვეტის ან უარის თქმის საფუძვლები, აღნიშნული გარემოებების არ არსებობის პირობებში სააგენტო (მარეგისტრირებელი ორგანო), საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 დამტკიცებული საჯარო რ-----რის შესახებ ინსტრუქციის 18-ე მუხლის თანახმად იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ.

 

ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს №882012497463 სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს მომართა ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა თეიმურაზ ერაძემ /პირადი ნომერი: 60001079086/ და მოთხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქუთაისი, რუსთაველის გამ. №2 ფართობი 18672 კვ.მ ს/კ 03.03.21.331, სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2012 წლის 14 აგვისტოს №01-5484 უძრავი ნივთის დაყოფასთან დაკავშირებით, დაყოფის შედეგად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სიტუაციური გეგმა, წინათ გაცემული ამონაწერი საჯარო რ-----რიდან უძრავ ნივთზე ს/კ 03.03.21.331.

 

,,საჯარო რ-----რის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

,,საჯარო რ-----რის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხებზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

წინამდებარე შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების განხილვის შედეგად, ასევე მათი საჯარო რ-----რში რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთ შესაბამისობის გამოკვლევის შემდეგ საჯარო რ-----რის სამსახურმა დადგინა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მოთხოვნა არ ეწინააღმდეგებოდა საჯარო რ-----რის შესახებ საქართველოს კანონის და ამავე სახელობის ინსტრუქციას, (არ არსებობდა ზედდება) რომლის 18-ე მუხლის თანახმად მიღებული იქნა გადაწყვეტილება №882012497463-03 (16.08.2012) რეგისტრაციის შესახებ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად უძრავი ნივთის ს/კ 03.03.21.331 დარეგისტრირდა საკუთრებაში ორ საკადასტრო ერთეულად ს/კ 03.03.21.352 (18529კვ.მ.) და 03.03.21.351 (57კვ.მ.). წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა უძრავი ნივთის დაყოფის რეგისტრაცია.

 

7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიაჩნია, რომ საჯარო რ-----რის ქუთაისის სამსახური, სადავო მიწის ნაკვეთის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში რეგისტრაციისას, მოქმედებდა ,,საჯარო რ-----რის შესახებ“ საქართველოს კანონის და ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული აქტების: ქუთაისის მერიის 2006 წლის 01 აგვისტოს №02-1642 მიმართვის; ქუთაისის მერიის 2012 წლის 27 აპრილის №01-2964 მიმართვის და ქუთაისის მერიის 2012 წლის 14 აგვისტოს №01-5484 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და მის საფუძველზე საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 02 მაისის რეგისტრაციის შესახებ №882012179187-03 გადაწყვეტილების და 2012 წლის 16 აგვისტოს რეგისტრაციის შესახებ №882012497463-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

7.7. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,ნ-----–--“-ს სარჩელი და დაევალა ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ზონის რეგისტრატორს მოახდინოს კერძო საკუთრების უფლების მინიჭება არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით 160 კვ. მეტრი, მდებარე ქ. ქუთაისი, ცენტრალური ბაღი, რუსთაველის გამზირი N2ა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 10 მაისის N298 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონის შექმნის დებულება. აღნიშნულ დადგენილებას ახლავს N1 დანართი, აღწერილობა ,,ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის საზღვრებისა“, რომლის მიხედვით, ბაღი, რომელშიც ჩადგმულია ,,ნ-----–--“-ს პავილიონი, შედის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში.

ანალოგიურია გადმოცემული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 10 მაისის N298 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში.

 

მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციის 2003 წლის 17 ივლისის წერილის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალური ბაღი წარმოადგენს ქ. ქუთაისის ისტორიულ ნაწილს და არა ისტორიულ ძეგლს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ კაფე ბარი ,,სავანე“, რომელიც მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, წარმოადგენს საბაღე - საპარკე ხელოვნების ხელოვნების ძეგლის ნიშნის მატარებელ ობიექტს და განთავსებულია ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის განჩინებით.

 

ამდენად უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ კაფე ბარი ,,სავანე“, რომელიც მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, დღეის მდგომარეობით ასევე განთავსებულია ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და სასამართლომ რომც დააკმაყოფილოს სარჩელი, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია ვერ მოხდება, რადგან ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ პუნქტის მიხედვით, განაშენიანების რეგულირების ზონა არის ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-კომპოზიციური სტრუქტურის, განაშენიანებაში არსებულ ძეგლთა მნიშვნელობის განმტკიცებისა და ახალმშენებლობათა ისტორიულ გარემოსთან შერწყმის მოთხოვნები;

 

ამავე მუხლის ,,ყ“ პუნქტით, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი არის ახალაღმოჩენილი ან ადრე ცნობილი ობიექტი, რომელზედაც ვრცელდება ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

 

დადგენილია, რომ ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში შპს ,,ნ-----–--“-ს ობიექტი კაფე-ბარი ,,სავანე“ წარმოადგენს ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნტის ,,ა“ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა:

 

ა) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები) და დასასვენებელი ადგილები (პარკები, ტყე-პარკები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები);

 

გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის №64 ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო შემდგომში ,,გამყიდვლად’’ წოდებული, სამმართველოს უფროსის ზურაბ კონსტანტინეს ძე ნიჟარაძის სახით, მოქმედი ,,პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის საწარმოების მუშაკებისათვის ობიექტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ’’ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების დებულების მიხედვით, ერთის მხრივ და მუნიციპალური საწარმო ,,მაგნოლია’’-ს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელი: ტ-------ლიძე აბესალომ გიორგის ძე, მოქმედი 1995 წლის 11 სექტემბრის №გ-149 მინდობილობით, შემდგომში მყიდველად წოდებული მეორეს მხრივ, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: 1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მუნიციპალური საწარმო ,,მაგნოლია’’ მდებარე ქ. ქუთაისში ცენტრალური ბაღი, რომელსაც ,,გამყიდველი’’ გადასცემს, ხოლო ,,მყიდველი’’ იღებს საკუთრებაში ქონებას. პირდაპირი წესით მიყიდული ობიექტის ფასი შეადგენს რვა ათას ცხრაასოთხმოცდაექვს და 39 მეასედ აშშ დოლარს (8986) აქედან: ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარულია - 5871307000 კუპონი ანუ 4516 აშშ დოლარი უნაღდო ანგარიშსწორებით დაფარული არ არის საპრივატიზაციო ბარათებით დაფარულია - 4470 აშშ დოლარი ანუ 149 ბარათი; გაყიდული ქონება არ არის დაგირავებული, დაცვისა და აკრძალვის (ყადაღის) ქვეშ არ იმყოფება.

 

იმავე ხელშეკრულების 2.1 მუხლში მითითებულია, რომ ,,მყიდველი’’ ვალდებულია მიწის სარგებლობის საკითხი გადაწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ტ.1.ს.ფ.26-27). ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი ცალსახად მიუთითებს, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ კაფეს შენობა, რადგან 1995 წელს მიწა ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტები: ქუთაისის მერიის 2006 წლის 01 აგვისტოს მიმართვა №02-1642; ქუთაისის მერიის 2012 წლის 27 აპრილის მიმართვა №01-2964 და ქუთაისის მერიის 2012 წლის 14 აგვისტოს მიმართვა №01-5484. ასევე ამ აქტების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რ-----რის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №882012179187-03 (02.05.2012); გადაწყვეტილება №882012497463-03 (16.08.2012) მიღებულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და მისი ანაზღაურება მოპასუხეს არ დაეკისრება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

წინამდებარე შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ნ-----–--“-ს (დირექტორები-გიორგი ტ-------ლიძე და ნ-----–--ზ ტ-------ლიძე. წარმომადგენლები-ნინო მეფარიშვილი და მაია გოგოლაძე) სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე