გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2945-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დ----- წ--------–-
სხდომის მდივანი ნა---- ფ-–---–------
მოსარჩელე – თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნა---- ბე-----–---–-
მოპასუხე – მა----- ბი–---
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოქალაქე მა----- ბი–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაბრუნება 1---------------–-- ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2--- წლის 0------------ გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მა----- ბი–---ს შეუწყდა საპენსიო პაკეტით განსაზღვრული გასაცემელი.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 0------------ წერილით, მოქალაქე მა----- ბი–---ს ეცნობა, რომ 2--- წლის 1----------------- სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, 2--- წლის 0--------------- შეუწყდა პენსიის ჩარიცხვა.
2--- წლის ო----------–ი, მა----- ბი–---ს საარსებო შემწეობის ოდენობის სახით ჩაერიცხა 1-- ლარი. 2--- წლის 2------------- მა----- ბი–---ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წერილობით ეცნობა, რომ იგი ვალდებული იყო დაებრუნებინა 2--- წლის ო----------–ი, ზედმეტად ჩარიცხული პენსია 1---------------–-- ლარის ოდენობით. მა----- ბიწაძის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ძველი თბილისის რაიონის 2--- წლის 0------------ გადაწყვეტილება №2---/01 (ს.ფ. 15);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 2------------- წერილი №0------------ (ს.ფ. 14);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 0------------ წერილი №0------------- (ს.ფ.13);
- მხარის ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე- მა----- ბიწაძისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 1-- (ა----------–ი) ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. იმავე კანონის, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის მიმღები ვალდებულია აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ მა----- ბი–--- 2--- წლის 1----------------- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში დამხმარე მასწავლებლის თანამდებობაზე და ამის თაობაზე მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის არ უცნობებია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2--- წლის 0------------ გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მა----- ბი–---ს შეუწყდა საპენსიო პაკეტით განსაზღვრული გასაცემელი.
სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მა----- ბი–---მ სააგენტოსათვის ინფორმაციის შეუტყობინებლად ზედმეტად მიიღო ერთი თვის პენსია, რომლის ოდენობაც შეადგენს 1-- (ა----------–) ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე მა----- ბი–---ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ ჩაერიცხა სახელმწიფო პენსია 2--- წლის ო----------–ი, რამაც შეადგინა 1-- ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მა----- ბი–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის ანაზღაურება უნდა დაევალოს 1-- ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მა----- ბი–---ს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 1-- ლარის ოდენობით.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დ----- წ--------–-