გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210018002523874
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - სს „თ----ი ბ---ი”

წარმომადგენელი - ს--–---ე ი-–----–---–ი

მოპასუხე - თ----- ბ--------–-ილი

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

 

1.1.1. 2016 წლის 01 თებერვლის საბ---ო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 16 475.89 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 1-------- ლარი, პროცენტი - 1 1----- ლარი, ჯარიმა 1 000 ლარი და დაზღვევა - 45.21 ლარი;

 

1.1.2. 2016 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის № 1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1-------- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2----- ლარს;

 

1.1.3. 2016 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის № 1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1-------- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 7---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა.

 

1.1.4. 2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1------- ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 1 164.38 ლარი და ჯარიმა 300 ლარი;

 

1.1.5. 2016 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 5--- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 300 ლარისა;

 

1.1.6. 2016 წლის 23 მაისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2------- ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 2------- ლარი და ჯარიმა 200 ლარი;

 

1.1.7. 2016 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა;

 

1.1.8. 2016 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9----- ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7----- ლარი, პროცენტი - 1----- და ჯარიმა 100 ლარი;

 

1.1.9. 2016 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 7----- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2---- ლარს;

 

1.1.10. 2016 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 7----- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა;

 

1.1.11. 2016 წლის 18 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 216.80 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 947 ლარი, პროცენტი - 1----- და ჯარიმა 100 ლარი;

 

1.1.12. 2016 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 947 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 28.41 ლარს;

 

1.1.13. 2016 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის . გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 947 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 4.73 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 01 თებერვალს დაიდო საბ---ო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 16 000 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა -1454 დღე, 2020 წლის 25 იანვრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ---ის სასარგებლოდ G----ში.

 

თ----- ბ--------–-ილის მიერ დაირღვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი და 2016 წლის 30 აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 01 თებერვლის საბ---ო კრედიტის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 16586.09 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 14 237 .34 ლარი და პროცენტი - 11----- ლარი, ჯარიმა - 1110.20 ლარი და დაზღვევა- 45.21 ლარი.

 

სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 16 თებერვალს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2328.74 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა -377 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ყოველთვიური -195.58 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

თ----- ბ--------–-ილის მიერ დაირღვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი და 2016 წლის 30 აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1------ ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1164.38 ლარი და ჯარიმა - 517.22 ლარი.

 

სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 23 მაისს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2918.60 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა -372 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში, ყოველთვიური -123.11 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

თ----- ბ--------–-ილის მიერ დაირღვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი და 2016 წლის 30 აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 23 მაისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2928.22 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2------ ლარი და ჯარიმა - 366.94 ლარი.

 

სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 21 ივნისს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს "თ----ი ბ---ის" ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 17 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

თ----- ბ--------–-ილის მიერ დაირღვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი და 2016 წლის 12 აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1077.10 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 7----- ლარი, პროცენტი - 1----- და ჯარიმა - 218.40 ლარი.

 

ასევე, სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 18 მარტს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს "თ----ი ბ---ის" ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 16 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

თ----- ბ--------–-ილის მიერ დაირღვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი და 2016 წლის 27 ივნისის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 18 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1------ ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 947 ლარი, პროცენტი - 1----- და ჯარიმა - 193.37 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ შეცვალა პოზიცია და სასარჩელო მოთხოვნები ცნო გარდა მიუღებელი შემოსავლისა (იხ, 2018 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:59:51-დან).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 01 თებერვალს დაიდო საბ---ო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 16 000 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა -1454 დღე, 2020 წლის 25 იანვრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ---ის სასარგებლოდ G----ში.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 01 თებერვლის საბ---ო კრედიტის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 16586.09 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 14 237 .34 ლარი და პროცენტი - 11----- ლარი, ჯარიმა - 1110.20 ლარი და დაზღვევა- 45.21 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:59:51-დან).

საბ---ო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-31).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58).

 

3.1.2. სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 16 თებერვალს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2328.74 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 377 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ყოველთვიური -195.58 ლარის გადახდით.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1------ ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1164.38 ლარი და ჯარიმა - 517.22 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:59:51-დან).

2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-36).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58).

 

3.1.3. სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 23 მაისს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2918.60 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა -372 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში, ყოველთვიური -123.11 ლარის გადახდით.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 23 მაისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2928.22 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2------ ლარი და ჯარიმა - 366.94 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:59:51-დან).

2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-45).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58).

 

3.1.4. სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 21 ივნისს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს "თ----ი ბ---ის" ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 17 რიცხვი.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1077.10 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 7----- ლარი, პროცენტი - 1----- და ჯარიმა - 218.40 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:59:51-დან).

2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-45).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58).

 

3.1.5. სს "თ----ი ბ---სა" და თ----- ბ--------–-ილს შორის 2016 წლის 18 მარტს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს "თ----ი ბ---ის" ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 16 რიცხვი.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით თ----- ბ--------–-ილს 2016 წლის 18 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1------ ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 947 ლარი, პროცენტი - 1----- და ჯარიმა - 193.37 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:59:51-დან).

2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 46-49).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----ი ბ---ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 411-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს “თ----ი ბ---სა” და თ----- ბ--------–-ილს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები. დადგენილია, რომ მსესხებელს თ----- ბ--------–-ილს ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება.

 

ამდენად, სს ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხებიდან, კერძოდ, 2016 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14237,34 ლარის, 2016 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1164,38 ლარის, 2016 წლის 23 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2553,78 ლარის, 2016 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 756,17 ლარისა და 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 947 ლარის დაბრუნება.

 

კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან 2016 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის 45,21 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, კრედიტორი სს ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდევინება. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე თ----- ბ--------–-ილს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1193,34 ლარის, 2016 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 102,53 ლარისა და 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 169,80 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელს უნდა დაეკისროს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 2016 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარის, 2016 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 ლარის, 2016 წლის 23 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 200 ლარის, 2016 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარისა და 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარის გადახდა, რაც არ არის შეუსაბამოდ მაღალი ძირითად თანხებთან მიმართებით.

 

თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან საბ---ო კრედიტის № 1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1-------- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 7---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა; 2017 წლის 21 თებერვლიდან 2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 5--- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 300 ლარისა; 2017 წლის 21 თებერვლიდან 2016 წლის 23 მაისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა; 2017 წლის 21 თებერვლიდან 2016 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 7----- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა; 2017 წლის 21 თებერვლიდან 2016 წლის 18 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 947 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 4.73 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თ----ი ბ---ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა საერთო ჯამში 26369,55 ლარის ნაწილში.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. 2016 წლის 01 თებერვლის, 2016 წლის 21 ივნისისა და 2016 წლის 18 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხების შესაბამისი წლიური 17%-ის, 36%-ისა და 36%-ის ოდენობით. სს ”თ----ი ბ---მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოვალეს თ----- ბ--------–-ილს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 2016 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 14237,34 ლარზე წლიური 17%-ის გადახდა, ასევე, 2016 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 756,17 ლარზე წლიური 36%-ის გადახდა და 2016 წლის 18 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 947 ლარზე წლიური 36%-ის გადახდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეს მოთხოვნაში დაშვებული აქვს ტექნიკური უზუსტობა. საქმეში წარმოდგენილია ცნობა დავალიანების შესახებ, რომელიც გაცემულია 2017 წლის 21 თებერვალს და არა 2016 წლის 21 თებერვალს, როგორც ამას უთითებს მოსარჩელე მოთხოვნაში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნაში თარიღთან ერთად მოსარჩელე ასევე მითითებას აკეთებს საქმეში არსებულ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტექნიკური უზუსტობა უნდა გასწორდეს და 2016 წლის ნაცვლად უნდა მიეთითოს 2017 წელი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელეს განსახილველ შემთხვევაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო (მოსამზადებელ სხდომაზე) 120,18 ლარი, ხოლო მოპასუხის მიერ სარჩელის მოსამზადებელ სხდომაზე ცნობის გამო მოსარჩელეს დაუბრუნდება 919.13 ლარი, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს 90.97 ლარი.

 

მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ი“ ითხოვს ასევე საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას 500,00 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება (ს.ფ. 65). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი - მოთხოვილი ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „თ----ი ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 01 თებერვლის საბ---ო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 16 475.89 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 1-------- ლარი, პროცენტი - 1 1----- ლარი, ჯარიმა 1 000 ლარი და დაზღვევა - 45.21 ლარი;

 

3. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის № 1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1-------- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2----- ლარს;

 

4. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის № 1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1-------- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 7---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა.

 

5. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 16 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1------- ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 1 164.38 ლარი და ჯარიმა 300 ლარი;

 

6. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1164.38 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 5--- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 300 ლარისა;

 

7. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 23 მაისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2------- ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 2------- ლარი და ჯარიმა 200 ლარი;

 

8. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა;

 

9. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9----- ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7----- ლარი, პროცენტი - 1----- და ჯარიმა 100 ლარი;

 

10. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 7----- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2---- ლარს;

 

11. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 7----- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1---- ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა;

 

12. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 18 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 216.80 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 947 ლარი, პროცენტი - 1----- და ჯარიმა 100 ლარი;

 

13. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 947 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 28.41 ლარს;

 

14. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 947 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 4.73 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა.

 

15. დაეკისროს მოპასუხე თ----- ბ--------–-ილს მოსარჩელის სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების მიზნით 90.97 ლარის გადახდა.

 

16. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ს“ მის მიერ სარჩელზე 2017 წლის 07 მარტს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1130,28 ლარიდან 1039.31 ლარი.

 

17. თ----- ბ--------–-ილს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500,00 ლარის ოდენობით.

 

18. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

19. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლილი ტყემალაძე