გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4710-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - მაი----------ია;
მოპასუხე - შპს ,,ქვ--ს-----------------–---ი’’;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 605,18 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე - შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ დაეკისროს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ქვ--ს-----------------–---ის’’ დირექტორის 2016 წლის 29 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ შორის 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება, დამკვეთის ობიექტის დაცვის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას, დაეცვა დამკვეთის მიერ ობიექტის დაცვის ცენტრალურ პულტზე ჩაბარებისა და დაცვის მიერ ქ. თბ--–--------–-------–--------0, მე-2 სართული. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 160 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დაცვამ ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ობიექტის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შეადგინა 522,25 ლარი. დამკვეთი, დაცვის პოლიციის 2017 წლის 07 დეკემბრის N------- წერილის საფუძველზე გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების 2017 წლის 15 დეკემბრიდან შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 11 დეკემბრიდან და გამოიცა სათანადო ბრძანება დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ. ობიექტი გაფრთხილებულ იქნა არსებული დავალიანების შესახებ თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლომ შეადგინა 52.93 ლარი. ამჟამად შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასახდელი აქვს ობიექტის დაცვის მომსახურების დავალიანება - 552.25 ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის პირგასამტეხლო 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით - 52.93 ლარი, ე.ი. საერთო ოდენობით - 605.18 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 ნოემბერს ,,ქვ--ს-----------------–---ის’’ დირექტორმა განცხადებით მიმართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსს და მოითხოვა ქ. თბილისი, დიდუ-------------------------------–-------–--------0-ზე მდებარე ობიექტის მოკვლევა, პერიმეტრული დაცვითი სიგნალიზაციის დამონტაჟება და ცენტრალური დაცვის პულტზე დაცვის ქვეშ აყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
,,ქვ--ს-----------------–---ის’’ დირექტორის 2016 წლის 29 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 12);
3.1.2. 2016 წლის 12 დეკემბერს შპს ,,ქვ--ს-----------------–---სა’’ (,,დამკვეთი’’) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (,,დაცვა’’) შორის გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება (პერიმეტრი) (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით). ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფს დამკვეთის კოლეჯის დაცვას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, დიდუ-------------------------------–-------–--------0. 1.2. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 160,00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის ერთი გასაღების ღირებულება შეადგენს 150.00 ლარს, ხოლო აქციის პირობებით ემატება 10 ლარი). 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით. 6.9. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.12.2016 წლის N------ ხელშეკრულება (პერიმეტრი) (ს.ფ. 13-16);
3.1.3. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 14 დეკემბრის N------- ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს 125-ის განყოფილებას დაევალა 14.12.2016 წლიდან უზრუნველეყო ქ. თბ--–--------–-------–--------0-ში, მე-2 სართულზე მდებარე შპს ,,ქვ--ს-----------------–---ის’’ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 14 დეკემბრის N------- ბრძანება (ს.ფ. 17);
3.1.4. შპს ,,ქვ--ს-----------------–---ის’’ ობიექტზე, მდებარე ქ. თბი-–--------–-------–-----0, განხორციელდა დაცვით-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია. აღნიშნული შესრულდა ჯეროვნად, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 26);
3.1.5. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 07 დეკემბრის N------- წერილით შპს ,,ქვ--ს-----------------–---ის’’ დირექტორს ეცნობა, რომ დაცვის მომსახურების დავალიანების არსებობის გამო, 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული N------ ხელშეკრულების 6.9. პუნქტის საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 15 დეკემბრიდან ცალმხრივად წყვეტს აღნიშნულ ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 07 დეკემბრის N------- წერილი (ს.ფ. 18);
3.1.6. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 11 დეკემბრის N------- ბრძანებით, 2017 წლის 15 დეკემბრიდან შეწყდა შპს ,,ქვ--ს-----------------–---ის’’ ობიექტის (მდებარე: ქ. თბ--–--------–-------–--------0) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 11 დეკემბრის N------- ბრძანება (ს.ფ. 19-20);
3.1.7. 2017 წლის 19 დეკემბრის ცნობის თანახმად, შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ (ს/კ 4--------) შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 12.12.2016 წლის N------ ხელშეკრულების (მუხლი 2.1 და 6.7) საფუძველზე 2017 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 605.18 ლარი. მათ შორის:
- 2017 წლის სექტემბერი - 160.00 ლარი
-2017 წლის ოქტომბერი - 160.00 ლარი
- 2017 წლის ნოემბერი - 160.00 ლარი
- 2017 წლის დეკემბერი - 72.25 ლარი
- პირგასამტეხლო 0.2% - 52.93 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 დეკემბრის ცნობა (ს.ფ. 21);
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 22-23);
3.1.8. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2017 წლის 25 დეკემბრის ცნობის მიხედვით, შპს ,,ქვ--ს-----------------–---ის’’ ობიექტზე, მდებარე ქ. თბი-–--------–-------–-----0, განხორციელდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი დაცვითი ტექნიკის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2017 წლის 25 დეკემბრის ცნობა (ს.ფ. 25);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 605.18 (ექვსას ხუთი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა, ვ--აიდან შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული დადგენილ ვადაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ შორის გაფორმებული N------ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ - საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ შპს ,,ქვ--ს-----------------–---ის’’ დირექტორის 2016 წლის 29 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ შორის 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება, დამკვეთის ობიექტის დაცვის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას, დაეცვა დამკვეთის მიერ ობიექტის დაცვის ცენტრალურ პულტზე ჩაბარებისა და დაცვის მიერ ქ. თბ--–--------–-------–--------0, მე-2 სართული. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 160 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 6.9. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. დაცვამ ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ობიექტის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შეადგინა 522,25 ლარი. დამკვეთი, დაცვის პოლიციის 2017 წლის 07 დეკემბრის N------- წერილის საფუძველზე გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების 2017 წლის 15 დეკემბრიდან შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 11 დეკემბრიდან და გამოიცა სათანადო ბრძანება დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ. ობიექტი გაფრთხილებულ იქნა არსებული დავალიანების შესახებ თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლომ შეადგინა 52.93 ლარი. ამჟამად შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასახდელი აქვს ობიექტის დაცვის მომსახურების დავალიანება - 552.25 ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის პირგასამტეხლო 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით - 52.93 ლარი, ე.ი. საერთო ოდენობით - 605.18 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ (ს/ნ 4--------) მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 605.18 (ექვსას ხუთი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - შპს ,,ქვ--ს-----------------–---ს’’ (ს/ნ 4--------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი