გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
140210017002130033
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002130033

საქმე №2/1613-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე

 

მოსარჩელე - სს ”ტ--------ი”

წარმომადგენელი - ქ------ნ ს--------ა

მოპასუხე - ბ---------–- ოღლი, ლ------------ ოღლი, ა-–--------- ოღლი

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სასამართლო პროცესზე სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე მოითხოვს:

1.1 მოპასუხე ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ტ--------ი”-ს სასარგებლოდ ფულადი დავალიანების გადახდა N3-.0------.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 43002.44 (ორმოცდასამი ათას ორი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3- 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი, პროცენტი - 6165.44 (ექვსიათას ასსამოცდახუთი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, ჯარიმა - 837 (რვაას ოცდაჩვიდმეტი) ლარი;

1.2 მოპასუხე ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ტ--------ი”-ს სასარგებლოდ ფულადი დავალიანების გადახდა NTB.0------.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24339.13 (ოცდაოთხი ათას სამას ოცდაცხრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 20 000 (ოცი ათასი) ლარი, პროცენტი - 3 859.13 (სამიათას რვაასორმოცდაცხრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარი, ჯარიმა - 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარი;

1.3 მოპასუხე ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ტ--------ი”-ს სასარგებლოდ N3-.0------.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე (3- 000 ლარზე) წლიური 16% სარგებლის გადახდა 2017 წლის 18 აგვისტოდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 18 აგვისტომდე, 5760 (ხუთი ათას შვიდას სამოცი) ლარის ოდენობით, როგორც მიუღებელი შემოსავალი;

1.4 მოპასუხე ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ტ--------ი”-ს სასარგებლოდ NTB.0------.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე (20 000 ლარზე) წლიური 18 % სარგებლის გადახდა 2017 წლის 18 აგვისტოდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 18 აგვისტომდე, 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, როგორც მიუღებელი შემოსავალი;

1.5 N3-.0------.001 და NTB.0------.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი ქონება: კასპი, სოფელი ჩ-----–---ი, 3 387.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდით - 67.06.3-.063;

1.6 იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი N3-.0------.001 და NTB.0------.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებების სრულად დასაფარად, მისი უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე;

1.7 მოპასუხე ბ---------–- ოღლის მოსარჩელე სს ”ტ--------ი”-ს სასარგებლოდ N TB.0------.001-002 საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 433.66 (ოთხას ოცდაცამეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3-2.78 (სამას სამოცდაორი ლარი და სამოცდათვრამეტი თეთრი) ლარი და პროცენტი 70.88 (სამოცდაათი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარი და NTB.0------.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (3-3.78 ლარზე) წლიური 29% სარგებლის გადახდა 2017 წლის 18 აგვისტოდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 18 აგვისტომდე, 105 (ას ხუთი) ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 23 ივნისს სს ”ტ--------სა” და მოპასუხე ბ---------–- ოღლის შორის დაიდო №TB.0------.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა - 200 000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა - 3-%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 23 ივნისს ა-–--------- ოღლისთან და ლ------------ ოღლისთან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N TB.0------.001/01, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს ვალდებულება სრულად ყოფილიყვნენ პასუხისმგებლები ბანკის წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებაზე, რომელიც გათვალისწინებულია 2016 წლის 23 ივნისს სს ”ტ--------სა” და მსესხებელს შორის გაფორმებული NTB.0------.001 გენერალური ხელშეკრულებით. თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 200 000 აშშ დოლარს.

 

№TB.0------.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული /გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ბანკის სასარგებლოდ 2015 წლის 23 ივნისს ა-–--------- ოღლისთან გაფორმდა NTB.0------.001/01 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა შემდეგი ქონება, მისამართზე: კასპის რაიონი, სოფელი ჩ-----–---ი, 3 387.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ს/კ 67.06.3-.063.

 

2016 წლის 24 ივნისს NTB.0------.001 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ტ--------სა“ და ბ---------–- ოღლის შორის გაფორმდა N3-.0------.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 3- 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი, კრედიტის დაფარვის ვადა - 2016 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 24 ივნისამდე ყოველთვიურად, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

2016 წლის 24 ივნისს NTB.0------.001 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ტ--------სა“ და ბ---------–- ოღლის შორის გაფორმდა NTB.0------.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 20 000 (ოცი ათასი) ლარი, კრედიტის დაფარვის ვადა - 2016 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 24 ივნისამდე ყოველთვიურად, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

2016 წლის 24 ივნისს სს „ტ--------სა“ და ბ---------–- ოღლის შორის გაფორმდა NTB.0------.001-002 ხელშეკრულება ნექსთ საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 500 (ხუთასი) ლარი, საკრედიტო ლიმიტის ვადა - 2016 წლის 24 ივნისიდან 2018 წლის 24 ივნისის ჩათვლით, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე: ერთჯერადი ფიქსირებული თანხა 25 ლარის ოდენობით და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საპროცენტო განაკვეთი - 29%.

 

მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ზემოხსენებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მათ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ შესაბამისი თანხების გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო ჯარიმისა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 23 ივნისს სს ”ტ--------სა” და მოპასუხე ბ---------–- ოღლის შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №TB.0------.001;

 

3.1.2. 2015 წლის 23 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა შემადგენელი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება NTB.0------.001/01;

 

3.1.3. №TB.0------.001 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 23 ივნისს ა-–--------- ოღლისთან და ლ------------ ოღლისთან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება NTB.0------.001/01, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს ვალდებულება სრულად ყოფილიყვნენ პასუხისმგებლები ბანკის წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია 2016 წლის 23 ივნისს სს ”ტ--------სა” და მსესხებელს შორის გაფორმებული NTB.0------.001 გენერალური ხელშეკრულებით;

 

3.1.4. 2016 წლის 24 ივნისს NTB.0------.001 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ტ--------სა“ და ბ---------–- ოღლის შორის გაფორმდა N3-.0------.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის თანხა განისაზღვრა 3- 000 ლარის ოდენობით, კრედიტის დაფარვის ვადა - 2016 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 24 ივნისამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16% და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%;

 

3.1.5 2016 წლის 24 ივნისს NTB.0------.001 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ტ--------სა“ და ბ---------–- ოღლის შორის გაფორმდა NTB.0------.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის თანხა განისაზღვრა 20 000 ლარის ოდენობით, კრედიტის დაფარვის ვადა - 2016 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 24 ივნისამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18% და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%;

 

3.1.6 2016 წლის 24 ივნისს სს „ტ--------სა“ და ბ---------–- ოღლის შორის გაფორმდა NTB.0------.001-002 ხელშეკრულება ნექსთ საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 500 ლარი, საკრედიტო ლიმიტის ვადა - 2016 წლის 24 ივნისიდან 2018 წლის 24 ივნისის ჩათვლით, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე: ერთჯერადი ფიქსირებული თანხა - 25 ლარი და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საპროცენტო განაკვეთი - 29%.

 

3.1.7 უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები

 

3.2.1 საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 3-1-ე, 316-ე, 317-ე, 394-ე, 408-ე, 411-412-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ N3-.0------.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნო, კერძოდ: ძირი თანხის - 3- 000 ლარისა და პროცენტის - 6165.44 ლარის ნაწილში, ასევე NTB.0------.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 20 000 ლარისა და პროცენტის - 3 859.13 ლარის ნაწილში, NTB.0------.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 3-2.78 ლარისა და პროცენტის - 70.88 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულებით მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი შემცირებული პირგასამტეხლო ერთ შემთხვევაში 480 ლარი სესხის ძირი თანხისა (20 000 ლარი) და პროცენტის (3 859.13 ლარი) ოდენობასთან, ასევე მეორე შემთხვევაში 837 ლარი სესხის ძირი თანხისა (3- 000 ლარი) და პროცენტის (6 165.44 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლები და მისი გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.3 სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხების დაკისრების თაობაზე მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: N3-.0------.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე (3- 000 ლარზე) წლიური 16% სარგებელი უნდა განისაზღვროს წლიური 8%-ით და 2017 წლის 18 აგვისტოდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 18 აგვისტომდე, მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2 880 (ორიათას რვაას ოთხმოცი) ლარი ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 5 760 (ხუთი ათას შვიდას სამოცი) ლარისა. ასევე NTB.0------.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე (20 000 ლარზე) წლიური 18 % სარგებელი უნდა განისაზღვროს წლიური 8%-ით და 2017 წლის 18 აგვისტოდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 18 აგვისტომდე, მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 600 (ათას ექვსასი) ლარი, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარისა. ასევე TB.0------.001-002 საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ---------–- ოღლის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირი თანხის წლიური 8%-ის გადახდა 2017 წლის 18 აგვისტოდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 18 აგვისტომდე, მიუღებელი შემოსავლის სახით, 29 (ოცდაცხრა) ლარი, ნაცვლად მოთხოვნილი 105 (ას ხუთი) ლარისა.

 

სასამართლო მოიხმობს სსკ-ის 394.1 მუხლს, რომლის თანახმადაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა შეიძლება მის არაჯეროვან შესრულებაშიც გამოიხატოს. ზიანის მიყენების ფაქტის და ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. სასამართლო ასევე მოიხმობს სსკ-ის 408.1 მუხლს, რომლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა. ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. სასამართლო ასევე მოიხმობს ხსენებული კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლებს და ხსენებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორისათვის (მოსარჩელისათვის) ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. შესაბამისად, სასამართლო მიუღებელ შემოსავლად მიიჩნევს იმ სარგებელს, რაც მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, მოსარჩელესთან მიმართებით საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეს დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ მას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულებებით მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის პროცენტის, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე ხელშეკრულების დარღვევის სიმძიმის, ხასიათის და ხანგრძლივობის გათვალისწინებით სასამართლო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ადეკვატურ ოდენობად მიიჩნევს ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ძირი თანხის წლიურ 8%-ს, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი წლიური პროცენტებისა, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, როგორც მიუღებელი შემოსავალი და რომლის დაკისრებაც ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით არ გამოიწვევს მოსარჩელის (კრედიტორის) უსაფუძვლო გამდიდრებას.

 

7.4 მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა , იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც , როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად.

 

ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მხარეთა შორის 2016 წლის 23 ივნისს გაფორმებული №TB.0------.001 გენერალური ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.03 პუნქტისა და №TB.0------.001/01, №TB.0------.001/02 სოლიდარული ხელშეკრულებების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეულ იქნება მსესხებლის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

 

ამდენად, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის (მდებარე: კასპი, სოფელი ჩ-----–---ი, საკადასტრო კოდი - 67.06.3-.063) მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილშიც სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ჯამში 66458.23 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2448 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 1993 ლარი, ამასთან ჯარიმისა და მიუღებელი შემოსავლების სახით მიყენებული ზიანის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 174.80 ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის თანხების ნაწილში 4333 ლარით, ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 129.99 ლარის ნახევარი - 64 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-9-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”ტ--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის სს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ N3-.0------.001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 43 002.44 (ორმოცდასამიათას ორი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარისა და NTB.0------.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24 339.13 (ოცდაოთხიათას სამას ოცდაცხრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის, ჯამში 67 341.57 (სამოცდაშვიდიათას სამას ორმოცდაერთი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა;

3. მოპასუხე ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის სს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ ზიანის სახით სოლიდარულად დაეკისროთ N3-.0------.001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2 880 (ორიათას რვაას ოთხმოცი) ლარისა და ასევე NTB.0------.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 600 (ათას ექვსასი) ლარის, ჯამში 4 480(ოთხიათას ოთხას ოთხმოცი) ლარის გადახდა;

4. დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი ქონება: კასპი, სოფელი ჩ-----–---ი, საკადასტრო კოდით - 67.06.3-.063. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანებების სრულად დასაფარად, მისი უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე;

 

5. მოპასუხე ბ---------–- ოღლის სს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ NTB.0------.001-002 ნექსთ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 433.66 (ოთხას ოცდაცამეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის თანხის 29 (ოცდაცხრა) ლარის, ჯამში 462.66 (ოთხას სამოცდაორი ლარი და სამოცდაექვსი) ლარის გადახდა;

6. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

7. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 24 აგვისტოს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 448 (ორიათას ოთხას ორმოცდარვა) ლარიდან 2057 (ორიათას ორმოცდაჩვიტმეტი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეებს მოპასუხე ბ---------–- ოღლის, ლ------------ ოღლისა და ა-–--------- ოღლის სს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 174.80 (ასსამოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე