გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.04.2018
საქმის ნომერი
010310017001862479
კატეგორია
დავის ტიპი
ნაგებობის დემონტაჟი
თარიღი
13.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 010310017001862479

№3-203/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - რ---ზ დი-------ე (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი- მა---------ა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. რ---ზ დი-------ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მისი დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 თებერვლის №02/37 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

ქ. ბა-----–ი, ხა----–-ს ქუჩა №9--ში რ---ზ დი-------ემ ააშენა 50 კვ.მ. დამხმარე შენობა, რისთვისაც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილებით იგი დაჯარიმდა, 3 000 ლარით და დაევალა შენობის დემონტაჟი.

სარჩელის თანახმად, სახლი განთავსებულია კაპიტალური ბეტონის ღობით იზოლირებულ, განცალკევებულ ტერიტორიაზე, რ---ზ დი-------ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და რადგანაც მიწის ნაკვეთი თავისი იყო, მან არ იცოდა, მშენებლობისთვის თუ სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.

რ---ზ დი-------ემ სახლზე მიშენება განახორციელა მისი ახლობლების ფულადი დახმარებით, რადგან დაკისრებული ვალების გამო სახლი დატვირთულია იპოთეკით. უფრო მეტიც, სახლის ნაწილი გაიყიდა აუქციონზე და აღმოჩნდა მევალის საკუთრებაში. აღნიშნულის გამო ოჯახი აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში და ამიტომ ნათესავების რჩევითა და დახმარებით რ---ზ დი-------ემ დაიწყო ეს მშენებლობა, რომ როგორმე დაეფარა ვალები.

მიუხედავად ამ გარემოებეისა, ზედამხედველობის სამსახურმა რ---ზ დი-------ე დააჯარიმა და უფრო დაამძიმა მისი ოჯახის ისედაც გაუსაძლისი მდგომარეობა.

ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება რ---ზ დი-------ემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, მაგრამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა 2017 წლის 17 თებერვლის №02/37 ბრძანებით არ მიიღო საჩივარი წარმოებაში და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მერიის ასეთი მიდგომა არის რეპრესიული, რაც აუარესებს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ, სოციალური სახელმწიფოს პრინცპებთან, რის გამოც გადაწყვიტა, მიემართა სასამართლოსთვის.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

ქ. ბა-----–ი, ხა----–-ს ქ. №9--ში არსებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს რ---ზ დი-------ის საკუთრებას. რ---ზ დი-------ემ უნებართვოდ განახორციელა აღნიშნულ სახლზე დამატებითი ფართის მიშენება, რის გამოც მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რ---ზ დი-------ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით მხარეს განესაზღვრა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და 10 (ათი) დღის ვადაში მოეხდინა მიშენებული ფართის დემონტაჟი.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმებით დადგინდა, რომ რ---ზ დი-------ის მიერ შესრულებული არ იყო მითითებული პირობები, ანუ, მას არ განუხორციელებია მიშენებული ფართის დემონტაჟი.

რადგანაც მას არ გააჩნდა აღნიშნულ მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვა, ეს ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და რ---ზ დი-------ე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3 000 ლარით, შეჩერდა ხა----–-ს ქ. №9--ში უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა და დაევალა მიშენებული ფართის დემონტაჟი.

2017 წლის 18 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას №1682/25 ადმინისტრაციული საჩივრით მომართა რ---ზ დი-------ემ და ითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილების ბათილად ცნობა.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის13 დეკემბრის №429 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე რ---ზ დი-------ის 2017 წლის 18 იანვრის №1682/25 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, რა დროსაც დადგინდა, რომ რ---ზ დი-------ეს უფლება ჰქონდა აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა 2017 წლის 04 იანვრის ჩათვლით, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი მის მიერ წარდგენილია 2017 წლის 18 იანვარს. შესაბამისად, რ---ზ დი-------ის 2017 წლის 18 იანვრის №1682/25 ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით, რაც ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე რ---ზ დი-------ეს ქ. ბა-----–ი, ხა----–-ს ქ. №9--ში გააჩნია 57 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი (მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი: 05.31.07.247).

რ---ზ დი-------ემ უნებართვოდ განახორციელა აღნიშნულ სახლზე დამატებითი ფართის მიშენება, რის გამოც მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რ---ზ დი-------ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით მხარეს განესაზღვრა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და 10 (ათი) დღის ვადაში მოეხდინა მიშენებული ფართის დემონტაჟი.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმებით დადგინდა, რომ რ---ზ დი-------ის მიერ შესრულებული არ იყო მითითებული პირობები, ანუ, მას არ განუხორციელებია მიშენებული ფართის დემონტაჟი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

- ზედამხდეველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილება;

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 თებერვლის №502 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2016 წლის 13 დეკემბერს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რ---ზ დი-------ის მიმართ გამოიცა №429 დადგენილება, ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ---ზ დი-------ის დაჯარიმების, უნებართოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 3000 ლარის ოდენობით და დაევლა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხდეველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. რ---ზ დი-------ის მიერ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილება გასაჩივრებულ იქნა ქ. ბათუმის მერიაში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 თებერვლის №502 ბრძანებით, რ---ზ დი-------ეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 თებერვლის №02/37 ბრძანება.

 

3.1.4. რ---ზ დი-------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მისი დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 თებერვლის №02/37 ბრძანების ბათილად ცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ---ზ დი-------ის სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რ---ზ დი-------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონი.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს~ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე რ---ზ დი-------ეს ქ. ბა-----–ი, ხა----–-ს ქ. №9--ში გააჩნია 57 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი (მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი: 05.31.07.247).

რ---ზ დი-------ემ უნებართვოდ განახორციელა აღნიშნულ სახლზე დამატებითი ფართის მიშენება, რის გამოც მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რ---ზ დი-------ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით მხარეს განესაზღვრა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და 10 (ათი) დღის ვადაში მოეხდინა მიშენებული ფართის დემონტაჟი.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმებით დადგინდა, რომ რ---ზ დი-------ის მიერ შესრულებული არ იყო მითითებული პირობები, ანუ, მას არ განუხორციელებია მიშენებული ფართის დემონტაჟი.

2016 წლის 13 დეკემბერს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რ---ზ დი-------ის მიმართ გამოიცა №429 დადგენილება, ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ---ზ დი-------ის დაჯარიმების, უნებართოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 3000 ლარის ოდენობით და დაევლა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

რ---ზ დი-------ის მიერ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილება გასაჩივრებულ იქნა ქ. ბათუმის მერიაში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 თებერვლის №02/37 ბრძანებით, რ---ზ დი-------ეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ) რეკონსტრუქცია;

გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ) დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად წარმოადგენს შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს წარმოადგენს ექსტერიერის რეკონსტრუქციას.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რ---ზ დი-------ემ განახორციელა ქ. ბა-----–ი, ხა----–-ს ქ. №9--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართის მიშენება-დაშენება, რომლის ფართობიც აღემატება 1 კვმ-ს, რაც წარმოადგენს `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებულ რეკონსტრუქციას და რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საჭიროებს, მშენებლობის ნებართვას.

უდავოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ რ---ზ დი-------ეს ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლბოით გათვალისწინებული სათანადო ნებართვა არ გააჩნდა, ხოლო ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ მითითების პირობები რ---ზ დი-------ის მიერ შესრულებული არ იყო, კერძოდ, დაწესებულ 15 დღიან ვადაში მას ზედამხედველობის სამსახურისთვის არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია, ანუ მშენებლობის ნებართვა და არც ობიექტი მოუყვანია პირვანდელ მდგომარეობაში.

 

6.4. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კანონისა და ნორმატიული აქტების ამ რეგულაციის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო რ---ზ დი-------ე დაეჯარიმებინა 3000 ლარით და დაედგინა, მის მიერ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

 

6.5. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი _ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ---ზ დი-------ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 თებერვლის №02/37 ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა.

განსახილველ შემთხვევაში ანზორ დავითაძის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ---ზ დი-------ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე, 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა რ---ზ დი-------ის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.

 

6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რ---ზ დი-------ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენის შემდეგ, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 23 იანვრის №02/17 ბრძანებით რ---ზ დი-------ეს განესაზღვრა 5 (ხუთი) დღიანი ვადა, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მერიაში წარდგენილი 2017 წლის 18 იანვრის №1682/25 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად.

რ---ზ დი-------ემ 2017 წლის 08 თებერვალს №4307/25 განცხადებით წარადგინა მოსაზრება 2017 წლის 18 იანვრის №1682/25 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში უნდა ყოფილიყო მიღებული იმ გარემოების გამო, რომ მშენებლობა, რომლის გამოც მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, მიეკუთვნება 1-ელ კლასს, რომელიც ნებართვას არ საჭიროებს; მიმდინარე მშენებლობა არ წარმოადგენს რისკფაქტორს ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებდა, რომ მშენებლობა ნაწარმოებია სხვის კუთვნილ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და ვინაიდან, შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაწყებულიყო მის მიმართ; ასევე, საკუთრების უფლების აბსოლუტურობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის ვადები.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის დეკემბრის N429 დადგენილება 2016 წლის 15 დეკემბერს ფოსტის საშუალებით გაეგზავნა და 2016 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა პირადად რ---ზ დი-------ეს, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ხა----–-ს ქუჩა №9-, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით და ელექტრონული ხელმოწერით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რ---ზ დი-------ეს უფლება ჰქონდა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის დეკემბრის N429 დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარედგინა 2017 წლის 4 იანვრის ჩათვლით, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი მის მიერ წარდგენილი იქნა, 2017 წლის 18 იანვარს.

ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაკეთებული იქნა სწორი სამართლებრივი ანალიზი და შეფასება, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე რ---ზ დი-------ის 2017 წლის 18 იანვრის №1682/25 ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით, რაც ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასა----–- კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი რ---ზ დი-------ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

ასევე, სწორი დასკვნა იქნა გაკეთებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებული მოცემულობები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ---ზ დი-------ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №429 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 თებერვლის №02/37 ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე რ---ზ დი-------ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რ---ზ დი-------ის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე