გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.06.2018
საქმის ნომერი
010310116001499166
კატეგორია
დავის ტიპი
ნაგებობის დემონტაჟი
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№0-0310-1600-499166

საქმე №3-699/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ივნისი, 20-8 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ლი---–-----ძე

წარმომადგენელი - რო---–----ე

მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - ზუ-------–----ე

მესამე პირი - ნო------–---–---–ი

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ლი---–-----ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლი---–-----ძის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის ვიცე მერის 20-6 წლის 22 აგვისტოს №02/1-1 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ლი---–-----ძემ მიერ 20-1 წლის 6 ივლისს შეიძინა ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქ. №1---ში მდებარე კორპუსში, №2- საცხოვრებელი ბინა, რასაც იმ დროისათვის გააჩნდა ამოშენებული აივანი, რომელიც ისეთივე მდგომარეობაშია დღეისათვის, როგორც იყო შეძენის დროს;

ლი---–-----ძის მიერ საცხოვრებელ ბინაზე 20-1 წლის ბოლოს ნაწარმოები იქნა აივანზე მიშენებითი სამუშაოები, რის გამოც ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწყებული იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე. ადმინისტრაციული საქმის მასალებში მოიპოვება ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს იმ დროისათვის არსებული ბინის ფაქტობრვი მდგომარეობა. კერძოდ, ბინაზე ვიზუალურად ფიქსირდება ამოშენებული აივანი და ასევე მის გაგრძელებაზე ლი---–-----ძის მიერ მიშენებული ღია აივანი (რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე);

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20-5 წლის 14 აპრილს ლი---–-----ძეზე გაიცა №74 მითითება, სადაც სამშენებლო სამართალდარღვევად დაფიქსირებლი იქნა, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე არსებული აივნის გაფართოება და მისი გადახურვა ნებართვის გარეშე. მითითებით ლი---–-----ძე დავალდებულდა, 10 დღის ვადაში პირვანდელ მდგომარეობაში მოეყვანა ობიექტი, ან წარედგინა შესაბამსი ნებართვა;

20-5 წლის 2- აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლი---–-----ძის სასარგებლოდ განხორციელდა უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები, რის შედეგადაც მის საკუთრებად დარეგისტრირდა №2- ბინის საერთო ფართი, 34,36 კვ.მ.

ლი---–-----ძის მიერ გამოსწორებული იქნა ეს დარღვევა, მან პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანა, კერძოდ, მოშალა მიშენებული აივანი, რის გამოც ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20-5 წლის 03 აგვისტოს №2-9 დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამასთალდარღვევის საქმის წარმოება;

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ლი---–-----ძის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შემდგომ აღარ განხორციელებული რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც ზედამხედველობის სამსახურს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მის მიმართ გამოეყენებინა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ლი---–-----ძის მიმართ ნაწარმოებ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის მასალებში მოიპოვება ფოტომასალა, საიდანაც დასტურდება, თუ რა განახორციელა ლია ლაბენიძემ და რის განხორციელებას ედავებოდა მას ქ. ბათუმის მერია. ფოტომასალაში ჩანს ბინაზე არსებულ აივანზე (რომელიც ამოშენებულია) მიშენებული, ღია ტიპის აივანი;

ფოტომასალა ასახავს სამართალდარღვევის შემდგომ, ლი---–-----ძის საკუთრებაში არსებული ბინის ფაქტობრივ მდგომარეობას, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ ლი---–-----ძის მიერ მიშენებლი აივანი არის მოშლილი;

ამის მიუხედავად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 1-ლი მარტის №21 მითითებით ლი---–-----ძე გაფრთხილებული იქნა რომ 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველეყო აივნის ამოშენების ნაწილის დემონტაჟი, ანუ მის მიმართ განმეორებით დაიწყო სამშენებლო სამართალდადღვევის საქმის წარმოება;

ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებში მოიპოვება მითითების დროს შექმნილი ფოტომასალა საიდანაც ირკვევა, რომ ლი---–-----ძის საცხოვრებელი ბინა, მათ შორის აივანი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც 20-5 წლის 3 აგვისტოს, ანუ წინა სამშენებლო სამართალდადღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის დროისათვის. უდავოა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ლი---–-----ძის მიერ 20-5 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით სამშენებლო სამართალდადღვევა გამოსწორებულ იქნა და მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, რაც დასტურდება ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 31 ივლისის შემოწმების აქტით, ფოტოსურათებით და ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 3 აგვისტოს №2-9 დადგენილებით;

მითითებლი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ლი---–-----ძის მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევის ჩაუდენლობის ფაქტს, მეტადრე, ისეთ პირობებში, როდესაც დღევანდელი სახით არსებული აივნის მდგომარეობა ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან 20-5 წლის 3 აგვისტოს შეწყვეტილი სამშენებლო სამართალდარღვევის ფარგლებში მიჩნეული იქნა კანონიერად და მასზე რაიმე სახის პრეტენზია კანონიერებასთან მიმართებაში, ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან არ ყოფილა;

 

ზედამხედველობის სამსახურში 20-6 წლის 1-ლი მარტის №21 მითითების შეუსრულებლობის გამო სამართალდარღვევის საქმის წაროებისას, 20-6 წლის 13 მარტის და 22 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომის მიმდინარეობისას ლი---–-----ძის მიერ დაფიქსირებული იქნა გარემოება იმის შესახებ, რომ აივანი, რომლის კანონიერებასთან დაკავშირებითაც ზედამხედველობის სამსახური ედავებოდა, იმავე სახით არსებობდა ბინის შეძენის დროს. ასევე, თუ აღნიშნული იყო უკანონო და წარმოადგენდა სამართალდარღვევას, ამის შესახებ უნდა ყოფილიყო აღნიშნული, მის მიმართ ზედამხედველობის სამსახურის პირველი მითითების გაცემის დროს;

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილებით ლი---–-----ძე დაჯარიმებული იქნა 3000 ლარით, ასევე დავალდებულდა მის საკუთრებაში არსებული ბინის, მათ შორის ამოშენებული აივნის დემონტაჟზე, ისეთ პირობებში, როდესაც აივანი ერთის მხრივ არსებობდა იმავე სახით, როგორც პირველი მითითების გაცემის დროს და მეორეს მხრივ, აივანი ამავე სახით წარმოადგენს ლი---–-----ძის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრებას;

დადგენილებაზე ლი---–-----ძის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ქ. ბათუმის მერიაში, თუმცა მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 20-6 წლის 22 აგვისტოს №02/1-1 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება ჯარიმის ნაწილში იმ ძირითად პრინციპს რომ დადგენილების გამოცემის დროისათვის არავითარი სამშენებლო სამართალდარღვევა როგორც ფაქტი სახეზე არ არსებობდა, არ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, დღეის მდგომარეობით აივნის არსებობა სამშენებლო სამართალდარღვევად არ ყოფილა მიჩნეული 20-5 წელს, ლი---–-----ძის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვების წარმოებისას, ხოლო ფართის მოშლის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას და ამ უფლების დაცვის გარანტიას

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

20-5 წლის 14 აპრილს ლი---–-----ძის მიმართ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე, ბინა №2--ში წარმოებული უნებართვო მშენებლობის გამო გამოიცა მითითება №74, რომლითაც მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და განესაზღვრა, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი ან წარმოედგინა სათანადო დოკუმენტაცია.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 3 აგვისტოს N2-9 დადგენილებით ლი---–-----ძის მიმართ შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) საფუძველზე.

ლი---–-----ძემ გარდა ამისა, განახორციელა ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში ბინა №2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინაზე, აივნის უნებართვოდ ამოშენება.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითებით ლი---–-----ძის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართლებრივი საქმის წარმოება და მას განესაზღვრა დრო იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და 20 (ოცი) დღის ვადაში მოეხდინა მიშენებული ფართის დემონტაჟი ან წარმოედგინა სათანადო დოკუმენტაცია.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითება მშენებლობის მწარმოებელი პირის მიერ ჩაბარებაზე უარის თქმის გამო გაიკვრა, საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარებზე.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 7 აპრილს ჩატარებული შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ შესრულებული არ იყო 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითების პირობები, ანუ, აღნიშნული მითითებით დაწესებულ 20 დღიან ვადაში ლი---–-----ძეს არ განუხორციელებია ობიექტის დემონტაჟი, ასევე არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილების საფუძველზე ლი---–-----ძის მიერ საცხოვრებელ ბინაზე უნებართვოდ განხორციელებული აივნის ამოშენება ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და იგი უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3 000 ლარით, ამასთან, დადგინდა ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინაზე, უნებართვოდ ამოშენებებული აივნის დემონტაჟი.

 

2.2. მესამე პირი, ნო------–---–---–ი სარჩელს არ დაეთანხმა, იმ საფუძვლით, რომ ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინის აივნის კედლები ამოაშენა და ზემოდან ბეტონის ფილა დაასხა ლი---–-----ძემ, მას შემდეგ, რაც მისგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა.

ნო------–---–---–ი წინააღმდეგი იყო აივანზე კედლების ამოშენებისა და ზედ ბეტონის ფილის დასხმაზე, რადგანაც ეს მას ხელს შეუშლიდა თავის ბინაზე აივნის მოწყობას, თუმცა მოსარჩელემ ამას ანგარიში არ გაუწია და მაინც განახორციელა ასეთი მშენებლობა, რაზედაც მერიის შესაბამისი ნებართვაც არ გააჩნდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ლი---–-----ძე ზედამხედველობის სამსახურმა სწორად დააჯარიმა და დაავალა, უკანონო მშენებლობის დემონტაჟი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ლი---–-----ძეს 20-1 წლის 1- ივლისიდან ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხება ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, 28,46 კვ.მ. ფართობის №2- საცხოვრებელი ბინა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0-.2-.1-.0--.0-/0--, რომელიც 20-1 წლის 6 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით იყიდა საქმეში მესამე პირის, ნო------–---–---–ისაგან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 20-3 წლის 21 ოტომბრის ამონაწერი;

- მოწმეების, გ. საითაძის და გ. მიქელაძის ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა ნო------–---–---–მა, რომელსაც საცხოვრებელი ფართი გააჩნია მოსარჩელის ბინის ზედა სართულზე და აცნობა იმის თობაზე, რომ მისი მეზობელი ლი---–-----ძე უნებართვოიდ აწარმოებდა აივნის მშენებლობას.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე გასვლით დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე, ბინა №2- საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე, ლი---–-----ძე უნებართვოდ აწარმოებდა ბინაზე არსებული აივნის გაზრდას, მასზე დამატებითი ფართის მიშენებით.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20-5 წლის 14 აპრილს ლი---–-----ძის მიმართ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე, ბინა №2--ში წარმოებული უნებართვო მშენებლობის გამო გამოიცა მითითება №74 და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით ლი---–-----ძეს განესაზღვრა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი ან წარმოედგინა სათანადო დოკუმენტაცია.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 03 აგვისტოს №2-9 დადგენილებით ლი---–-----ძის მიმართ შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 14 აპრილის მითითება №74;

- ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 03 აგვისტოს №2-9 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 20-5 წლის 17 აპრილს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ლი---–-----ძემ და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო სამსახურის 20-5 წლის 2- აპრილის N8820-5208692-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა ლი---–-----ძის განცხადება და განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციის შედეგად მისი საკუთრების უფლება დარეგიტრირდა ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, 34,36 კვ.მ. ფართობის №2- საცხოვრებელ ბინაზე, უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: 0-.2-.1-.0--.0-/0--).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო სამსახურის 20-5 წლის 2- აპრილის N8820-5208692-03 გაადწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. მიღებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში ბინა №2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინის აივანზე მის მესაკუთრეს, ლი---–-----ძეს უნებართვოდ ჰქონდა ამოშენებული კედლები, რაც ზემოდან დასხმული იყო ბეტონის ფილით.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითებით ლი---–-----ძის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართლებრივი საქმის წარმოება და მას განესაზღვრა დრო იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და 20 (ოცი) დღის ვადაში მოეხდინა მიშენებული ფართის დემონტაჟი ან წარმოედგინა სათანადო დოკუმენტაცია.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითება მშენებლობის მწარმოებელი პირის მიერ ჩაბარებაზე უარის თქმის გამო გაიკრა საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარებზე.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 7 აპრილს ჩატარებული შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ შესრულებული არ იყო 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითების პირობები, ანუ, აღნიშნული მითითებით დაწესებულ 20 დღიან ვადაში ლი---–-----ძეს არ განუხორციელებია ობიექტის დემონტაჟი, ასევე, არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითება;

- ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 7 აპრილის შემოწმების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილების საფუძველზე ლი---–-----ძის მიერ საცხოვრებელ ბინის აივანზე კედლების უნებართვოდ ამოშენება ჩაეთვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და იგი უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა, 3 000 ლარით, ამასთან, დადგინდა ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინაზე უნებართვოდ ამოშენებული აივნის დემონტაჟი.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილებაზე ლი---–-----ძის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ქ. ბათუმის მერიაში, თუმცა მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 20-6 წლის 22 აგვისტოს №02/1-1 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილება;

- მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 20-6 წლის 22 აგვისტოს №02/1-1 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. ლი---–-----ძემ 20-6 წლის 9 სექტემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლი---–-----ძის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის ვიცე მერის 20-6 წლის 22 აგვისტოს №02/1-1 ბრძანების ბათილად ცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლი---–-----ძის სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში ბინა №2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინის აივანზე ნაწარმოები მშენებლობა, კერძოდ, აივანზე კედლების ამოყვანა და ბეტონის ფილის დასხმა, რაც ზედამხედველობის სამსახურის მიერ იქნა გამოვლენილი, განახორციელა არა ლი---–-----ძემ, არამედ სხვა პირმა.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ლი---–-----ძემ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, 28,46 კვ.მ. ფართობის №2- საცხოვრებელი ბინა 20-1 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით იყიდა ნო------–---–---–ისაგან. ამ უკანასკნელმა სასამართლოსთვის მიცემული განმარტებით ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად დაადასტურა, რომ ლი---–-----ძისთვის ბინის მიყიდვის დროს აივანზე ასეთი კედლები და ზემოდან ბეტონის ფილა არ არსებობდა და ეს მშენებლობა შემდეგ მოსარჩელემ აწარმოა.

მოწმის სახით დაკითხულმა ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა, გურამ საითაძემ და გიორგი მიქელაძემ დაადასტურეს, ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20-5 წლის 14 აპრილს გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევა იმაში გამოიხატებოდა, რომ ლი---–-----ძე საცხოვრებელი ბინის აივანზე დამატებით ფართს ამატებდა, ზრდიდა აივნის ფართობს. ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 03 აგვისტოს №2-9 დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) საფუძველზე, ხოლო ამის შემდეგ გამოვლენილი სხვა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ლი---–-----ძეს ბინის აივანზე უნებართვოდ ჰქონდა ამოშენებული კედლები, რაც ზემოდან დასხმული იყო ბეტონის ფილით და ამასთან დაკავშირებით 20-6 წლის 1-ელ მარტს მასზე გაიცა №2-21 მითითება.

საქმეში მესამე პირის, ნო------–---–---–ის შესაგებელზე თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ მის მიერ საცხოვრებელი ბინის გაყიდვის დროს აივანზე კედლები არ ყოფილა ამოშენებული და შესაბამისად, მასზე არც ბეტონის ფილა იყო დასხმული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 14 აპრილის მითითება №74;

- 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითება;

- ფოტოსურათები;

- მოწმეების, გურამ საითაძის და გიორგი მიქელაძის ჩვენება;

- ნო------–---–---–ის შესაგებელი და განმარტება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.2. სასამართლო ასევე არ იზიარებს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის გაცხადებულ მოსაზრებას, რომ საჯარო რეეესტრში ლი---–-----ძის რეგისტრირებული საკუთრება მოიცავს სადავო მშენებლობას, კერძოდ, ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში ბინა №2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინის აივანზე ამოყვანილ კედლებსა და მასზე ბეტონის ფილას.

სასამართლოს დავალებით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ის საკადასტრო ნახაზი, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო სამსახურის 20-5 წლის 2- აპრილის N8820-5208692-03 გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციის შედეგად ლი---–-----ძის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 34,36 კვ.მ. ფართობის №2- საცხოვრებელ ბინაზე (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0-.2-.1-.0--.0-/0--), თუმცა საკადასტრო ნახაზზე არ არის დატანილი აივანზე ამოშენებული კედლები და ზემოდან დასხმული ბეტონის ფილა.

მოსარჩელე მხარის ასეთი მტკიცება მოკლებულია დასაბუთებას და რეალურ მოცემულობას, ასევე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლი---–-----ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონი.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს~ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მოსარჩელე ლი---–-----ძეს 20-1 წლის 1- ივლისიდან ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხება ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, 28,46 კვ.მ. ფართობის №2- საცხოვრებელი ბინა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0-.2-.1-.0--.0-/0--, რომელიც 20-1 წლის 6 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით იყიდა საქმეში მესამე პირის, ნო------–---–---–ისგან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა ნო------–---–---–მა, რომელსაც საცხოვრებელი ფართი გააჩნია მოსარჩელის ბინის ზედა სართულზე და აცნობა იმის თობაზე, რომ მისი მეზობელი ლი---–-----ძე უნებართვოიდ აწარმოებდა აივნის მშენებლობას.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე გასვლით დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე, №2- საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე, ლი---–-----ძე უნებართვოდ აწარმოებდა ბინაზე არსებული აივნის გაზრდას, მასზე დამატებითი ფართის მიშენებით.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20-5 წლის 14 აპრილს ლი---–-----ძის მიმართ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე, ბინა №2--ში წარმოებული უნებართვო მშენებლობის გამო გამოიცა მითითება №74 და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით ლი---–-----ძეს განესაზღვრა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი ან წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-5 წლის 03 აგვისტოს №2-9 დადგენილებით ლი---–-----ძის მიმართ შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) საფუძველზე.

ამდენად, დადგენილი და დადასტურებულია, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელიც დაიწყო 20-5 წლის 14 აპრილის №74 მითითების გაცემით, შეეხებოდა ლი---–-----ძის მიერ საცხოვრებელი ბინის აივანზე დამატებითი ფართის მიშენებას, ანუ აივნის ფართის გაზრდას და ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ ლი---–-----ძემ მოახდინა უნებართვოდ მიშენებული ფართის დემონტაჟი, ხოლო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;

 

6.3. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20-6 წლის 1-ელ მარტს გამოვლენილი იქნა, რომ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში ბინა №2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინის აივანზე მის მესაკუთრეს, ლი---–-----ძეს უნებართვოდ ჰქონდა ამოშენებული აივანზე კედლები, რაც ზემოდან გადახურული იყო დასხმული ბეტონის ფილით.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითებით ლი---–-----ძის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართლებრივი საქმის წარმოება და მას განესაზღვრა დრო იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და 20 (ოცი) დღის ვადაში მოეხდინა მიშენებული ფართის დემონტაჟი ან წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 7 აპრილს ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ შესრულებული არ იყო 20-6 წლის 1-ლი მარტის №2-21 მითითების პირობები.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილებით ლი---–-----ძის მიერ საცხოვრებელ ბინის აივანზე კედლების უნებართვოდ ამოშენება ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და იგი უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა, 3 000 ლარით, ამასთან, დადგინდა უნებართვოდ ამოშენებული აივნის კედლების დემონტაჟი.

ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილებაზე ლი---–-----ძის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ქ. ბათუმის მერიაში, თუმცა მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 20-6 წლის 22 აგვისტოს №02/1-1 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;

ამავე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება აღჭურვა, ხოლო შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ ლი---–-----ძის მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგანაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში ბინა №2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინის აივანზე ნაწარმოები მშენებლობა, კერძოდ, აივანზე კედლების ამოყვანა და ბეტონის ფილის დასხმა, რაც ზედამხედველობის სამსახურის მიერ იქნა გამოვლენილი, განახორციელა არა ლი---–-----ძემ, არამედ სხვა პირმა.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ლი---–-----ძემ ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, 28,46 კვ.მ. ფართობის №2- საცხოვრებელი ბინა 20-1 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით იყიდა ნო------–---–---–ისგან. ამ უკანასკნელმა სასამართლოსთვის მიცემული განმარტებით ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად დაადასტურა, რომ ლი---–-----ძისთვის ბინის მიყიდვის დროს აივანზე ასეთი კედლები და ზემოდან ბეტონის ფილა არ არსებობდა და მშენებლობა შემდეგ მოსარჩელემ აწარმოა.

მოწმის სახით დაკითხულმა ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა, გურამ საითაძემ და გიორგი მიქელაძემ დაადასტურეს, ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20-5 წლის 14 აპრილს გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევა იმაში გამოიხატებოდა, რომ ლი---–-----ძე საცხოვრებელი ბინის აივანზე დამატებით ფართს ამატებდა, ზრდიდა აივნის ფართობს, 20-5 წლის 03 აგვისტოს №2-9 დადგენილებით კი შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) საფუძველზე, ხოლო ამის შემდეგ გამოვლენილი იქნა სხვა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ლი---–-----ძეს ბინის აივანზე უნებართვოდ ჰქონდა ამოშენებული კედლები, რაც ზემოდან დასხმული იყო ბეტონის ფილით და ამასთან დაკავშირებით 20-6 წლის 1-ელ მარტს მასზე გაიცა №2-21 მითითება.

საქმეში მესამე პირის, ნო------–---–---–ის შესაგებელზე თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ მის მიერ საცხოვრებელი ბინის გაყიდვის დროს აივანზე კედლები არ ყოფილა ამოშენებული და შესაბამისად, მასზე არც ბეტონის ფილა იყო დასხმული.

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ მოსაზრებას, რომ საჯარო რეეესტრში ლი---–-----ძის რეგისტრირებული საკუთრება მოიცავს სადავო მშენებლობას, კერძოდ, ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქუჩა №1---ში ბინა №2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის №2- ბინის აივანზე ამოყვანილ კედლებსა და მასზე ბეტონის ფილას.

სასამართლოს დავალებით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ის საკადასტრო ნახაზი, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო სამსახურის 20-5 წლის 2- აპრილის N8820-5208692-03 გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციის შედეგად ლი---–-----ძის საკუთრების უფლება დარეგიტრირდა 34,36 კვ.მ. ფართობის №2- საცხოვრებელ ბინაზე (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0-.2-.1-.0--.0-/0--), თუმცა საკადასტრო ნახაზზე არ არის დატანილი აივანზე ამოშენებული კედლები და ზემოდან დასხმული ბეტონის ფილა.

მოსარჩელე მხარის ასეთი მტკიცება მოკლებულია დასაბუთებას და რეალურ მოცემულობას, ასევე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2-6-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.

ამავე კოდექსის 2-7-ე მუხლით კი განსაზღვრულია, რომ ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.

მოცემულ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სწორად იქნა დადგენილი, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ბრალეულ პირს და შესაბამისად, პასუხისმგებლობის სუბიექტს ლი---–-----ძე წარმოადგენდა.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის 1---ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

6.5. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კანონისა და ნორმატიული აქტების ამ რეგულაციის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ლი---–-----ძე დაეჯარიმებინა 3000 ლარით და დაედგინა, მის მიერ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

 

6.6. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლი---–-----ძის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ზედამხედველობის სამსახურის 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქ. ბათუმის ვიცე მერის 20-6 წლის 22 აგვისტოს №02/1-1 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა.

განსახილველ შემთხვევაში ლი---–-----ძის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლი---–-----ძის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე, 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა ლი---–-----ძის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი ლი---–-----ძის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20-6 წლის 18 აპრილის №150 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლი---–-----ძის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ და ლი---–-----ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-6 წლის 22 აგვისტოს №02/1-1 ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე ლი---–-----ძის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლი---–-----ძის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მესამე პირის, ნო------–---–---–ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე