გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002518254
#2/240 -2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24.09.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს.,, თ----- ბ----“
წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტრიბა“ - წარმომადგენელი კ---- ქ------ე
მოპასუხე: გ---- ნ------ე
მოპასუხე: მ--–---- ძ---–--ე
წარმომადგენელი: გ---- ნ------ე
დავის საგანი : სესხი.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „თ----- ბ----“-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - გ---- ნ------ის (პ.№3----------) და მ--–---- ძ---–--ის (პ. № 3----------)- მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ბ---სა და გ---- ნ------ეს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული №000548346 (სესხის ID334607) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 6500 ლარის ოდენობით, წლიური 17.92 პროცენტის დარიცხვით, 36 თვის ვადით. აღნიშნული სესხიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით, თავდებად განისაზღვრა მ--–---- ძ---–--ე, პასუხისმგებლობის ზღვრული თანხით 8,500 ლარი.
ბ---სა და მსესხებელ გ---- ნ------ეს შორის 2016 წლის 18 თებერვალს გაფორმებული №348908 (სისტემური აღრიცხვების № 000584671, სესხი ID 341965) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 551.72 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით.
ბ---სა და მსესხებელ გ---- ნ------ეს შორის 2016 წლის 10 მარტს გაფორმებული № 355149 (სისტემური აღრიცხვების № 000593282, სესხი ID 343798) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 551.72 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით.
2016 წლის 25 იანვარს მსესხებელმა გ---- ნ------ემ ბ---ომატის საშუალებით გაიაქტიურა ოვერდრაფტი № 2037029 და სრულად აითვისა კრედიტის ლიმიტი 672.00 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განცხადებით მსესხებლის მიერ არაერთხელ დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიუხედავად გაფრთხილებისა დღემდე არ ხდება ვალდებულების შესრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბ---ი ითხოვს წარმოქმნილი დავალიანების სრულად დაკისრებას მოპასუხეზე.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს გ---- ნ------ესა და მ--–---- ძ---–--ეს სს „ თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
ა. №000548346 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6,021.47 ლარი, საიდანაც 5,687.52 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 247.57 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 86.38 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
ბ. მოპასუხე გ---- ნ------ეს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს:
№ 348908 (სისტემური აღრიცხვების № 000584671, სესხი ID 341965) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 633.05 ლარი, საიდანაც 483.85 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 0.00 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 149.20 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
№ 355149 (სისტემური აღრიცხვების № 000593282, სესხი ID 343798) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 659.43 ლარი, საიდანაც 505.74 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 0.00 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 153.69 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
ათვისებული ოვერდრაფტიდან გამომდინარე 741.73 ლარი, საიდანაც 672.00 ლარი შეადგენს ათვისებულ ძირითად თანხას, ხოლო 69.73 ლარი დარიცხულ საპროცენტო სარგებელს.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხე მხარეს დაეკისროს სს „ თ----- ბ----ს „ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებს შესაგებელი არ შემოუტანიათ, თუმცა მოპასუხე გ---- ნ------ემ თავისი სახელით, ხოლო წარმომადგენლობის ფარგლებში მ--–---- ძ---–--ის სახელით მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ სს „თ----- ბ----“-ს სასარჩელო მოთხოვნას ცნობენ მთლიანად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.დადგენილია, რომ ს.ს. ,,ბანკ რ-------–---სა“ (შემდგომში ბ---ი ) და მსესხებელს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული №000548346 (სესხის ID334607) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 6500 ლარის ოდენობით, წლიური 17.92 პროცენტის დარიცხვით, 36 თვის ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელმა სესხზე ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 21 ივლისს, რის გამოც ბ---მა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება2016 წლის 30 სექტემბერს. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე, საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის წლიური 0.5 პროცენტის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტამდე. შესაბამისად, №000548346 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება ბ---ის მიმართ შეადგენს 6,021.47 ლარს, საიდანაც 5,687.52 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 247.57 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 86,38 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.20)
- საკრედიტო ხელშეკრულება №000548346 და გადახდის ისტორია; , (ს.ფ.21-30)
3.2.2. დადგენილია, რომ № 000548346 (სესხის ID334607) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულბის შესრულება უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით, თავდებად განისაზღვრა მ--–---- ძ---–--ე, პასუხისმგებლობის ზღვრული თანხით 8,500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 31-36)
3.2.3. დადგენილია, რომ ბ---სა და მსესხებელ გ---- ნ------ეს შორის 2016 წლის 18 თებერვალს გაფორმებული № 348908 (სისტემური აღრიცხვის 00584671, სესხის ID341965) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 527.84 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 43.99 ლარის გადახდით. მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 23 აპრილს, რის გამოც ბ---მა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება 2016 წლის 30 სექტემბერს. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე, საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის წლიური 0.5 პროცენტის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტამდე. შესაბამისად, №348908 (სისტემური აღრიცხვის 00584671, სესხის ID341965) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება ბ---ის მიმართ შეადგენს 633.05 ლარს, საიდანაც 483.85 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 0.00 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 149.20 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება №348908 და გადახდების ისტორია (ს.ფ37-40)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ20)
3.2.4 დადგენილია, რომ ბ---სა და მსესხებელ გ---- ნ------ეს შორის 2016 წლის 10 მარტს გაფორმებული № 355149 (სისტემური აღრიცხვის № 000593282, სესხის ID343798) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 551.72 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 45.98 ლარის გადახდით. მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 23 აპრილს, რის გამოც ბ---მა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება 2016 წლის 30 სექტემბერს. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე, საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის წლიური 0.5 პროცენტის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტამდე. შესაბამისად, №355149 (სისტემური აღრიცხვის № 000593282, სესხის ID343798) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება ბ---ის მიმართ შეადგენს 659.43 ლარს, საიდანაც 505.74 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 0.00 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 153.69 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ20)
- საკრედიტო ხელშეკრულება №355149 და გადახდების ისტორია (ს.ფ41-44)
3.2.5 დადგენილია, რომ 2016 წლის 25 იანვარს მსესხებელმა გ---- ნ------ემ ბ---ომატის საშუალებით გაიაქტიურა ოვერდრაფტი № 2037029 და სრულად აითვისა კრედიტის ლიმიტი 672.00 ლარის ოდენობით. მსესხებელმა არ განახორციელა ათვისებული ოვერდრაფტის დაფარვა ყოველთვიურად და მისი დავალიანება ათვისებული ოვერდრაფტიდან გამომდინარე ბ---ის მიმართ შეადგენს 741.73 ლარს, საიდანაც 672.00 ლარი შეადგენს ძირითად თანხას, ხოლო 69.73 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ20)
- ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან (ს.ფ45-48)
3.2.6 მსესხებელს და თავდებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იყო საკრედიტო ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკი, მათ მიეცათ ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისათვის. ამასთან აღნიშნული შეტყობინებით მსესხებელი გაფრთხილდა, რომ სესხის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის გადაუხდელ თანხას დაერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი და შეწყდებოდა საკრედიტო ხელშეკრულება. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს მთლიანად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები და უკუ გზავნილები (ს.ფ49-55)
3.2.7 მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენს სს „ ბ---- რ-------–--- “ და კლიენტი. 2017 წლის 08 მაისს მომზადებული ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დასტურდება, რომ განხორციელდა სს „ ბ--- რ-------–---სა „ და სს „ თ----- ბ----ს „ შერწყმა, შედეგად სს „ თ----- ბ---- „ გახდა სრული უფლებამონაცვლე იმ უფლება-მოვალეობებისა, რაც გააჩნდა სს „ ბ--- რ-------–---ს “. შესაბამისად სარჩელის წარმოდგენის დროისთვის მოსარჩელეს წარმოადგენს სს „ თ----- ბ---- “.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ60-63)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.სასამართლო თვლის, რომ ს.ს.,, თი ბი სი ბ----“-ს სარჩელი გ---- ნ------ისა და მ--–---- ძ---–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს და გ---- ნ------ეს (პ/ნ.3----------) და მ--–---- ძ---–--ეს (პ/ნ.3----------) უნდა დაეკისროს ს.ს. ,,თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (N348908 ხელშეკრულება) 6021 (ექვსიათასოცდაერთი) ლარი და 47(ორმოცდაშვიდი) თეთრი (საიდანაც 5687,52 ლარი არის ძირითადი თანხა, 247,57 ლარი დარიცხული სარგებელი, ხოლო 86,38 ლარი დარიცხული პირგასამტეხლო).
გ---- ნ------ეს (პ/ნ.3----------) უნდა დაეკისროს .ს.ს. ,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (N348908 ხელშეკრულება) 633(ექვსასოცდაცამეტი) ლარი და 05(ხუთი) თეთრი (საიდანაც 483,85 ლარი არის ძირითადი თანხა და 149,20 ლარი არის პირგასამტეხლო).
გ---- ნ------ეს (პ/ნ.3----------) უნდა დაეკისროს .ს.ს. ,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (N355149 ხელშეკრულება) 659 (ექვსასორმოცდაცხრამეტი) ლარი და 43 (ორმოცდასამი) თეთრი (საიდანაც 505,74 ლარი არის ძირითადი თანხა და 153,69 ლარი არის პირგასამტეხლო).
გ---- ნ------ეს (პ/ნ.3----------) უნდა დაეკისროს ს.ს. ,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (ათვისებული ოვერდრაფტი) 741 (შვიდასორმოცდაერთი) ლარი და 73(სამოცდაცამეტი) თეთრი( საიდანაც 672,00 ლარი არის ძირითადი თანხა და 69,73 ლარი არის პირგასამტეხლო).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ ს.ს. ,,ბ--- რ-------–---სა“ (შემდგომში ბ---- ) და მსესხებელს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული №000548346 (სესხის ID334607) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 6500 ლარის ოდენობით, წლიური 17.92 პროცენტის დარიცხვით, 36 თვის ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელმა სესხზე ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 21 ივლისს, რის გამოც ბ---მა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება2016 წლის 30 სექტემბერს. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე, საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის წლიური 0.5 პროცენტის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტამდე. შესაბამისად, №000548346 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება ბ---ის მიმართ შეადგენს 6,021.47 ლარს, საიდანაც 5,687.52 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 247.57 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 86,38 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
დადგენილია, რომ № 000548346 (სესხის ID334607) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულბის შესრულება უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით, თავდებად განისაზღვრა მ--–---- ძ---–--ე, პასუხისმგებლობის ზღვრული თანხით 8,500 ლარი.
დადგენილია, რომ ბ---სა და მსესხებელ გ---- ნ------ეს შორის 2016 წლის 18 თებერვალს გაფორმებული № 348908 (სისტემური აღრიცხვის 00584671, სესხის ID341965) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 527.84 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 43.99 ლარის გადახდით. მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 23 აპრილს, რის გამოც ბ---მა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება 2016 წლის 30 სექტემბერს. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე, საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის წლიური 0.5 პროცენტის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტამდე. შესაბამისად, №348908 (სისტემური აღრიცხვის 00584671, სესხის ID341965) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება ბ---ის მიმართ შეადგენს 633.05 ლარს, საიდანაც 483.85 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 0.00 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 149.20 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
დადგენილია, რომ ბ---სა და მსესხებელ გ---- ნ------ეს შორის 2016 წლის 10 მარტს გაფორმებული № 355149 (სისტემური აღრიცხვის № 000593282, სესხის ID343798) საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---მა მსესხებელზე გასცა კრედიტი 551.72 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 45.98 ლარის გადახდით. მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 23 აპრილს, რის გამოც ბ---მა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება 2016 წლის 30 სექტემბერს. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე, საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის წლიური 0.5 პროცენტის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტამდე. შესაბამისად, №355149 (სისტემური აღრიცხვის № 000593282, სესხის ID343798) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება ბ---ის მიმართ შეადგენს 659.43 ლარს, საიდანაც 505.74 ლარი შეადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 0.00 ლარი დარიცხულ სარგებელს, ხოლო 153.69 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 25 იანვარს მსესხებელმა გ---- ნ------ემ ბ---ომატის საშუალებით გაიაქტიურა ოვერდრაფტი № 2037029 და სრულად აითვისა კრედიტის ლიმიტი 672.00 ლარის ოდენობით. მსესხებელმა არ განახორციელა ათვისებული ოვერდრაფტის დაფარვა ყოველთვიურად და მისი დავალიანება ათვისებული ოვერდრაფტიდან გამომდინარე ბ---ის მიმართ შეადგენს 741.73 ლარს, საიდანაც 672.00 ლარი შეადგენს ძირითად თანხას, ხოლო 69.73 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელს.
6.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მთავარ სხდომაზე მთლიანად ცნეს მოთხოვნა შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლინად.
6.29. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მთავარ სხდომაზე ცნეს სარჩელი. მოსარჩელის მიერ კი გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ორასორმოცდაერთი ლარისა და სამოცდაშვიდი თეთრის ოდენობით . სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად უნდა გადანაწილდეს ბაჟი. სს. ,, თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 (ასოცი) ლარი და 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრი (საგადასახადო დავალება №5, გადამხდელის ბ---- - სს „თ----- ბ----“, გადახდის თარიღი 25.01.2018წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 241.67 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბ----“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
გ---- ნ------ეს უნდა დაეკისროს სს. ,, თ----- ბ---“-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 30 ლარისა და 52 თეთრის გადახდა. გ---- ნ------ეს და მ--–---- ძ---–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს. ,, თ----- ბ---“-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან -90 ლარისა და 32 თეთრის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,, თ----- ბ----“-ს (ს/კ2--------) სარჩელი გ---- ნ------ისა და მ--–---- ძ---–--ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.
1.1. გ---- ნ------ეს (პ/ნ.3----------) და მ--–---- ძ---–--ეს (პ/ნ.3----------) დაეკისროს ს.ს. ,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (N348908 ხელშეკრულება) 6021(ექვსიათასოცდაერთი) ლარი და 47(ორმოცდაშვიდი) თეთრი(საიდანაც 5687,52 ლარი არის ძირითადი თანხა, 247,57 ლარი დარიცხული სარგებელი, ხოლო 86,38 ლარი დარიცხული პირგასამტეხლო).
1.2. გ---- ნ------ეს (პ/ნ.3----------) დაეკისროს ს.ს. ,,თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (N348908 ხელშეკრულება) 633 (ექვსასოცდაცამეტი) ლარი და 05(ხუთი) თეთრი (საიდანაც 483,85 ლარი არის ძირითადი თანხა და 149,20 ლარი არის პირგასამტეხლო).
1.3. გ---- ნ------ეს (პ/ნ.3----------) დაეკისროს .ს.ს. ,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (N355149 ხელშეკრულება) 659(ექვსასორმოცდაცხრამეტი) ლარი და 43(ორმოცდასამი) თეთრი( საიდანაც 505,74 ლარი არის ძირითადი თანხა და 153,69 ლარი არის პირგასამტეხლო).
1.4. გ---- ნ------ეს (პ/ნ.3----------) დაეკისროს .ს.ს. ,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (ათვისებული ოვერდრაფტი) 741(შვიდასორმოცდაერთი) ლარი და 73(სამოცდაცამეტი) თეთრი( საიდანაც 672,00 ლარი არის ძირითადი თანხა და 69,73 ლარი არის პირგასამტეხლო).
2. სს. ,, თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 (ასოცი) ლარი და 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრი (საგადასახადო დავალება №5, გადამხდელის ბ---- - სს „თ----- ბ----“, გადახდის თარიღი 25.01.2018წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 241.67 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბ----“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
3. გ---- ნ------ეს დაეკისროს სს. ,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან) 30 ლარისა და 52 თეთრის გადახდა.
4. გ---- ნ------ეს და მ--–---- ძ---–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან) 90 ლარისა და 32 თეთრის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი