განაჩენი

სისხლის სამართლის 07.09.2018
საქმის ნომერი
080100116002664743
დავის ტიპი
177 3 გ , 177 3 ბ , 177 3 ა , 177 2 ა
თარიღი
07.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/64-16 07.09.2018 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი დ---------------------

 

დაცვის მხარე

 

1. ბრალდებული: გ-------------------------------–---–-

დაბადების თარიღი: 07.06.1999 წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები: ბ----------------------------–-------

 

ადვოკატი ე-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

დაცვის მხარე

 

2. ბრალდებული: მ-------------------------–-------

დაბადების თარიღი: 21.06.1993 წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: წ---–-------------------------–---------------

 

ადვოკატი მ-------------–----

 

სისხლის სამართლის საქმე: №041181215003

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. გ----------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2015 წლის 18 დეკემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, კ-------------------------ში მდებარე მ------------ის საცხოვრებელი სახლიდან, ქურდობისათვის და ძარცვისათვის ნასამართლევი გ----------------–---–ი, მ-------------–-------სთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლა მ------------ის ფულად თანხას 725 ლარის ოდენობით და 8100 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს.

 

2. მ--------------–-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2015 წლის 18 დეკემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, კ-------------------------ში მდებარე მ------------ის საცხოვრებელი სახლიდან, მ-------------–-------, ქურდობისათვის და ძარცვისათვის ნასამართლევ გ----------------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლა მ------------ის ფულად თანხას 725 ლარის ოდენობით და 8100 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ გაქურდული იქნა, ქალაქ ქუთაისში, კ-------------------------ში მცხოვრები მოქალაქე მ------------ის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ ოქროს ნივთებს: სამაჯურს, ხუთ ცალ ბეჭედს, საყურეებს და ფულად თანხას 700 ლარის ოდენობით.

 

შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით №2823722 დადგენილია, რომ „110“ საპატრულო ეკიპაჟის პ/ინსპექტორმა მ-----------მ ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას აცნობა, რომ ქალაქ ქუთაისში, კ------------------------ საცხოვრებელი სახლიდან მოპარულია ოქროს ნივთები: სამაჯური, ხუთი ცალი ბეჭედი, საყურეები და ფულადი თანხა 700 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 18 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი სახლის) დათვალიერება განხორციელდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მ-------–-–--–-–---–ის, ექსპერტების - გ----------ას, ო------------------ს და თვით დაზარალებულ მ------------ის მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 15:30 სთ-ზე და დასრულდა 16:15 სთ-ზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში კ. გამსახურდიას ქუჩა N96-ში მცხოვრები მ------------ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, ექსპერტის მიერ საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი, იმავე საწოლის გვერდით ხის ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებული იქნა თმის ღერები, რომლებიც დაილუქა შესაბამის პაკეტებში. სასტუმრო ოთახში არსებული საწოლის გვერდით იატაკიდან ასევე ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი რომელიც ასევე დაილუქა. საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა ორი ცალი რეზინის ხელთათმანი რომლებიც დაილუქა შესაბამის პაკეტებში. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2015 წლის 18 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციის შენობაში 2015 წლის 18 დეკემბერს 17:45 სთ-ზე. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა მოწმის სახით დაკითხული გ------------–--ე მისი კანონიერი წარმომადგენელი მ--–------–-----ე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი მ-------–----ე, ი-–-----------–-–---–ი, ასევე ექსპერტები ო-–----------ე და ნ-----–-------------ია. მონაწილეებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები. მოწმე გ------------–--ეს გამომძიებლის მიერ წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რის შემდეგაც მიეცა წინადადება მიეთითებინა ჩვენებაში მითითებული ადგილები, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა. გ------------–--ის მითითებით მივიდნენ ქალაქ ქ-------–-------------------ში მდებარე N-- კომპლექსურ სკოლასთან და გ------–---მ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ სკოლაში შეხვდა 2015 წლის 18 დეკემბერს დილით მ-------------–-------ს და გ----------------–---–ს, რომლებთანაც ერთად გაემართა ქალაქ ქუთაისში კ. გამსახურდიას ქუჩა N96-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ასევე განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ სახლში შევიდნენ მ-------------–------- და გ----------------–---–ი. შემდეგ მან მიუთითა აღნიშნული სახლის გვერდით კ----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლისკენ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული სახლის ჭიშკართან დაემუქრნენ მას მ-------------–------- და გ----------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგაც დათანხმდა ის დახმარებოდა მათ ზემოხსენებული სახლის გაქურდვაში. ამის შემდეგ შევიდნენ იმედა კილაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც გ------------–--ემ მიუთითა საცხოვრებელი სახლისკენ და განმარტა, რომ სწორედ ამ სახლში იმალებოდა ის და უყურებდა მ------------ეს, რომელიც მეზობელთან იყო გადასული. ასევე მან მიუთითა ფანჯარა, საიდანაც დაინახა მ-------------–------- და გ----------------–---–ი მ------------ის საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო ექსპერიმენტი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ----------------–---–ი დაკავებული იქნა 2015 წლის 18 დეკემბერს 18:23 სთ-ზე ქალაქ ქ-------–--------------------ში მდებარე კომპლექსური სპორტული სკოლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსებული ექიმის კაბინეტის წინ მდებარე დერეფანში. მისი ფაქტობრივი დაკავება მოახდინეს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა გ-----------------მ და დ-----------–---მ. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ-------------------მ. ოქმი შედგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან არ იყო განათება და საჭირო პირობები. დაკავებულ გ----------------–---–ს დაკავებისას ვიზუალური დათვალიერებით დაზიანების კვლები არ აღენიშნებოდა. პირადი ჩხრეკისას გ----------------–---–ს ტანთცმული ქურთუკის მარცხენა ქვედა ჯიბეში აღმოაჩნდა ფულადი თანხა 225 ლარი. ტანთცმული ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა 4,30 ლარი. ფულადი თანხა მოთავსდა ერთ პაკეტში და დაილუქა. ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა ხისგან დამზადებული კრიალოსანი, სიგარეტი „სობრანიე“, შავი ფერის სანთებელა, მაჯის საათი სამაჯურის გარეშე, ციფერბლატზე წარწერით ,,SBAO“. საათზე უკანა მხარეს ამოტვიფრულია ასო ,,ს“. მარჯვენა ხელის მაჯიდან მოხსნილი იქნა ,,სეიკოს” ფირმის საათი. აღნიშნული ნივთები ერთად შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტში. გ----------------–---–ისაგან ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა ორი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ერთი ცალი სპორტული მაისური, ერთი ცალი ქურთუკი და ერთი ცალი პირსახოცი. ამოღებული ნივთები დაილუქა ერთ პაკეტში.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ-------------–------- დაკავებული იქნა 2015 წლის 18 დეკემბერს 18:25 სთ-ზე ქალაქ ქ-------–--------------------ში მდებარე N-- კომპლექსურ სკოლაში. მისი ფაქტობრივი დაკავება მოახდინა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ--------–----მ. მანვე შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. ჩხრეკა-დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ა---------–---------–---მ და მ-----–-----------. ოქმი შედგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან ფაქტობრივი დაკავების ადგილას არ იყო ელექტროენერგ-- და საჭირო პირობები. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში ყოველგვარი იძულების გარეშე, დღეღამის ბნელ დროს ხელოვნური განათების პირობებში. დაკავებულს მარცხენა ყვრიმალზე აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც მისი განმარტებით, მიიღო რამდენიმე დღის წინ ვარჯიშისას. მ-------------–-------მ განაცხადა თანხმობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ვინაიდან მისი განმარტებით, აღნიშნული ნივთები მას არ ჰქონდა. მ-------------–------ის პირადი ჩხრეკისას ტანთცმული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში მოთავსებული ჰქონდა მოყავისფრო ფერის საფულე, ფულადი თანხა: ოთხი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 5 თეთრიანი მონეტა. ე.წ. მეტრომანი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, პირადობის მოწმობა, ასევე ერთჯერადი ცხვირსახოცი და ერთი ცალი შავი ცხვირსახოცი. აღნიშნული ნივთები ერთად იქნა მოთავსებული და დაილუქა ერთ პაკეტად. ასევე გაჩხრეკილი იქნა თანქონებული ხელჩანთა, სადაც მას ტანსაცმელთან ერთად მოთავსებული ჰქონდა შავი ფერის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი საყურე, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად, ხოლო ხელჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით ამოღებული იქნა და დაილუქა ცალკე პაკეტად.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N 007693715 დასკვნის თანახმად, 18.12.2015 წელი 22:35 – 22:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ-------------–-------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

დაზიანება ქვედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე არსებული სისხლჩაქცევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N 007692615 დასკვნის თანახმად, 18.12.2015 წელი 22:25 – 22:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. გ----------------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ჩირქოვანი გამონაყარი და დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

დაზიანება მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში არსებული ნაჭდევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე არსებული არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ---------------მ.

 

2015 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული სპორტული სკოლის ოთახის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქალაქ ქ-------–--------------------ში განთავსებული N-- კომპლექსურ სკოლაში ჩატარდა გ----------------–---–ის და მ-------------–------ის საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკა, მდებარე სპორტული სკოლის მე-3 სართულზე N10-ში. ჩხრეკის შედეგად რაიმე ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ჩხრეკა ჩაატარა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა მ-------–-–--–-–---–მა პ-------------ის მონაწილეობით.

 

2015 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს მ------------ეს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მ-------–-–--–-–---–ის მიერ წარედგინა ამოსაცნობი საგნები. მოწმე მ------------ემ მიუთითა, რომ წარმოდგენილი მოყვითალო ფერის საყურეებიდან მარცხენა მესამე, ამავე რიგითი ნომრით აღნიშნული ერთი წყვილი საყურე მარჯვნიდან პირველი არის სწორედ ის მისი კუთვნილი ოქროსფერი საყურეები, რომელიც ქ----------–--------------------------------ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს 2015 წლის 18 დეკემბერს.

 

2015 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს მ------------ეს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მ-------–-–--–-–---–ის მიერ წარედგინა ამოსაცნობი საგნები. მოწმე მ------------ემ მიუთითა, რომ წარმოდგენილი ქალის მაჯის საათებიდან მარცხნიდან პირველი, ამავე რიგითი ნომრით აღნიშნული ქალის მაჯის საათი მარჯვნიდან მესამე არის სწორედ ის მისი კუთვნილი მაჯის საათი, რომელიც ქ----------–--------------------------------ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს 2015 წლის 18 დეკემბერს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ------------ე, რომელმაც სასამართლოს უჩვენა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით დილის 8 საათზე მასთან მივიდნენ მეზობლის დისშვილი გ------------–--ე (მოწმე განმარტავს, რომ ძმები ერთმანეთს ჰგვანან და ვერ არჩევს მათ სახელებს) კითხვით, იყო თუ არა მისი შვილი ბ--- სახლში. მან გ----ს შეატყო, რომ რაღაც უცნაურად იქცეოდა. მისივე კითხვაზე იყო თუ არა სახლში ბიცოლა ხ-----------–-----–---–ი, პირველ ჯერზე უპასუხა, რომ არ იყო, შემდეგ კი დაბნეულმა უთხრა: კი სახლშია და სძინავსო. რეალურად კი სახლში მინასვლელი არ იყო ბიჭი. დაახლოებით ერთ ან საათნახევრის შემდეგ ის მივიდა ბიჭების ბიცოლა ხ-------სთან და ჰკითხა, თუ სად იყო გ---. ბიცოლამ არ იცოდა ბიჭების შესახებ, მისგან შეიტყო ბიჭის მასთან მისვლის ამბავი. მოწმის განმარტებით, სწორედ მისი მეზობელთან გადასვლის პერიოდში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შევიდნენ სახლში გასაქურდად. მეზობელთან ყოფნისას მ------------ეს ძაღლის ხმაური შემოესმა და იფიქრა, ვინმე ხომ არ იყო მისული. წავიდა სახლში და ეზოში ჩასვლისას როდესაც გადაიხედა, უკანა ეზოდან დაინახა როგორ გადავიდა ეზოზე გ----, ბავშვი, რომელიც დილით იყო მასთან მისული. მ------------ემ გააღო სახლის კარი, წინ „ტრილიაჟზე “ ეწყო სხვადასხვა ნივთები. ოქრო მათ შორის ბევრი არ იყო. ყველაფერი აღებული დახვდა, ასევე ედო 25 ლარი, 3 ლარის ხურდა. როდესაც ოთახებისკენ წავიდა ნახა, რომ ყველაფერი არეული იყო, ნოხი გადმოყირავებული, ბავშვის საძინებელში საწოლები არეული. ყოველივეს ნახვის შემდეგ ის უკან დახევით გავიდა სახლიდან. შეეშინდა, რომ სახლში ვინმე ყოფილიყო. მოწმემ განმარტა, რომ მაშინვე მიხვდა, რომ გ----ს გაკეთებული იყო, რომელიც მისი ეზოდან გადასული დაინახა. სასწრაფოდ წავიდა ხ-------სთან, უამბო მომხდარი. ბიცოლამ უთხრა, რომ სკოლაში იყო გ---- და დაურეკავდა. მ------------ე ითხოვდა სასწრაფოდ მიეყვანათ მასთან ეს ბავშვი. ასევე ფიქრობს, რომ მარტო გ---- ვერ გაბედავდა სახლში შესვლას და დამხმარეც ეყოლებოდა. მოწმის განმარტებით, მისი ჩანთიდან, რომელიც საძინებელ ოთახში ედო, ამოღებული იყო ოქროს ნივთები, ხოლო დაბადების მოწმობები და ყველა საბუთები ამოყრილი იყო. მისი ინიციატივით დარეკეს პოლიციაში, რა დროსაც მან დაინახა, რომ მოდიოდა ეს ბავშვი და ნერვიულობისგან ისე დაეტაკა, ვინმე რომ არ ყოფილიყო შემოაკვდებოდა ხელში. ბიჭმა უარყო ყველაფერი და დედას იფიცებდა, რომ ის არ ყოფილა. პოლიციის მოსვლისა და ცოტახნის საუბრის შემდეგ ეს ბავშვი გაქრა საერთოდ, სკოლაში წასულა. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, მ------------ემ მომხდარის შესახებ ყველაფერი უამბო, პოლიცია წავიდა სპორტსკოლაში და აიყვანეს ბავშვები. დაკავებისას აღიარეს ჩადენილი დანაშაული. ეს ინფორმაცია მ------------ემ უბნის რწმუნებულიდან შეიტყო. მოწმის განმარტებით, საერთო ჯამში სახლიდან წაღებულია დაახლოებით 20 წლის წინ ნაყიდი ოქროს ნივთები შემდეგი ღირებულებით: სამაჯური -1300 ლარი; ნაძვის ფორმა, გრეხილი ქსოვის ცეფი - 19 გრამი - 900 ლარი; ღვთისმშობლის ხატით კულონი - 10 გრამი - 400 ლარი; ბეჭედი ნიკოლოზის მონეტით- 1400 ლარი; საყურეები - 9 გრამი - 900 ლარი; ბეჭედი - 7 გრამი - 550 ლარი; ბეჭედი - 1100 ლარი; ბავშვის საყურე „დასეტკილი“ - 270 ლარი; ბავშვის ბერძნული ქსოვის სამაჯური - 5 გრამამდე - 200 ლარი; ესპანური ოქროს საყურე - 500 ლარი; ბეჭედი ფოთოლის ფორმის - 370 ლარი; ბიჟუტერია, რომელიც არ არის ძვირადღირებული; ფულადი თანხა ყავისფერი საფულიდან - 700 ლარის ოდენობით, მწვანე საფულიდან - 5 დოლარი, იყო 2 ცალი თითო დოლარიანი, ასევე 28 ლარი. ბიჟუტერიის საერთო ღირებულებას მოწმე ვერ ასახელებს. ასევე არ იცის ამ ნივთების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. იგი დაიკითხა მოწმის სახით ნ----ს განყოფილებაში. შემდეგ შეიტყო, რომ დაკავებულების ჯიბიდან ამოღებულ იქნა მისი შვილის ნივთები - საათი და საყურე. ნივთების ამოღების შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში, ამოიცნო შვილის საყურე და ვერცხლისფერი რკინის საათი სამაჯურის გარეშე. საათზე უკანა მხარეს ამოტვიფრული იყო ასო ,,ს“ და საყურესაც დამახასიათებელი კაბიანი ქალის ფორმა ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მისი მეზობლები ზრდიდნენ ძმებს გ--- და გ------------–--ეებს, მშობლები გარდაეცვალათ და ბიცოლას და ბიძას ჰყავდათ აყვანილი. 16 წლის არის ეს ბავშვი. მეგობრობდა მის შუათანა შვილთან - ბ---სთან. ის სახელებით ვერ ასხვავებს ძმებს, თუმცა ერთ-ერთს აქვს ,,შრამი“, კიდევ ყურზე აქვს რაღაც. მან არ იცის უშუალოდ ვინ არია მისი სახლი. მოწმის მოსაზრებით, დანაშაული ჩაიდინეს გ----------------–---–მა და მ-------------–-------მ იქიდან გამომდინარე, რომ მას უთხრეს ვინ იყო დაკავებული და ვისი ჯიბიდან ამოღებული ნივთებიც ამოიცნო. მას არ დაუნახავს გ-----------–---–ის და ფ----–------ის ქურდობა, დაინახა მხოლოდ „იმ ბავშვის“ ეზოდან გადასვლა.

მოწმე გ----------------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. მოწმის განმარტებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში მოხდა ქურდობის ფაქტი მ------------ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ოპერატიული ინფორმაცია მიიღო თანამშრომელმა ე-------–----–---–---მა, რომლის ინფორმაციითაც შესაძლოა დანაშაული ჩაედინა ინფორმაციაში მოხსენიებულ პირებს და ნივთები ჰქონოდათ თან მათივე საცხოვრებელ სპორტული სკოლის ოთახში. ეს პირები ცხოვრობდნენ ნ----ს N--- ში არსებულ სპორტულ სკოლაში, რის გამოც საღამოს საათებში გაემართნენ გ-----------------, გამომძიებელი თ-----------------ე და დ-----------–---. სპორტული სკოლის მეორე სართულზე, რომელიც ყოველგვარი განათების გარეშე იყო, სრულიად ჩაბნელებული, შეხვდნენ გ----------------–---–ს, სადაც მოხდა მისი დაკავება გ----------------ის მიერ. განემარტა უფლება-მოვალეობები, ადვოკატის ყოლის უფლება, უფლება არ დაებრალებინა დანაშაული და გამოეყენებია დუმილის უფლება. შემდეგ გ----------------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, მაჯის საათი და მეორე საათი „ხელზე ჰქონდა შეხსნილი“. მაჯის საათს სამაჯურები არ ჰქონდა. მეორე სართულზე განათების გარეშე ხილვადობა რთული იყო. მოწმის განმარტებით, „თანამშრომელი შეიძლება გაგერჩია, მაგრამ რთულად“. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, საჭირო ლუქები თან ჰქონდათ, მოწმეს არ ახსოვს ხელმოწერებიც თუ ადგილზე გაკეთდა. დაკავებული პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში და შედგა დაკავების ოქმი. ოქმის შედგენა, ასევე ხელის მოწერა განხორციელდა განყოფილებაში იმის გამო, რომ სკოლაში იმ სართულზე იყო სიბნელე, „ბევრი ბავშვები ირეოდნენ “ და შეუძლებელი იყო იქ შედგენა. მოწმეს არ ახსოვს მოაწერა თუ არა ხელი ოქმს გ----------------–---–მა. უშუალოდ ჩხრეკა გამომძიებელმა ჩაატარა. იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა გ----------------–---–ის დაკავება და ჩხრეკა, მ-------------–------- იმყოფებოდა იმავე სართულზე, ცოტათი მოშორებით, სადაც ასევე მიმდინარეობდა მისი დაკავება და ჩხრეკა. გ-----------–---–ის დაკავების საფუძველი იყო ოპერატიული ინფორმაცია. მოწმეს არ ახსოვს საიდან მოხდა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში დროების მითითება. გ----------------- პირადად დაუკავშირდა გ----------------–---–ის კანონიერ წარმომადგენელს, თუმცა კანონიერი წარმომადგენელი რამდენ ხანში გამოცხადდა არ ახსოვს.

მოწმე თ------------------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2015 წლის 18 დეკემბერს გაიქურდა გ--------------------------ში მდებარე მ------------ის საცხოვრებელი ბინა. საქმეზე დაიწყო გამოძიება. მოხდა მოწმეთა დაკითხვა, რომლებიც უშუალოდ ამხელდნენ პირებს. ჩატარებული გამოძიების შემდეგ ასევე ხელმძღვანელობისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ დანაშაული ჩადენილი უნდა ყოფილიყო გ----------------–---–სა და მ-------------–------ის მიერ. ასევე მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ნ----ს ქუჩა N---ში მდებარე მრავალპროფილიან სპორტულ სკოლაში და მიიღეს გადაწყვეტილება მათი ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. დაახლოებით საღამოს 6 ან 7-ის ნახევარზე, უკვე დაღამებული იყო, მივიდნენ დასახელებულ სპორტულ სკოლაში. შენობის მეორე სართულზე (სულ არის 4 სართული) ექიმის კაბინეტის წინ პოლიციის განყოფილების ორ თანამშრომელს, ერთ-ერთი იყო გ-----------------, შეჩერებული ჰყავდათ გ----------------–---–ი, რომელიც თავისუფლად იდგა. მოწმემ მას წარუდგინა თავი, ასევე ჰკითხა სახელი, გვარი. აუხსნა ვითარება, რომ ტარდებოდა მისი პირადი ჩხრეკა. თავად წაუკითხა და გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელი პირადი ჩხრეკის შესახებ. უშუალოდ მოწმის მიერ განხორციელდა გ-----------–---–ის ადგილზე გაჩხრეკა, გამოყენებულ იქნა დამატებითი განათების საშუალება, ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, 225 ლარი ქაღალდის ფული, 10, 20, 50 ლარიანი კუპიურებით, ასევე ჯიბეში ჰქონდა 4 ლარი და 50 ან 70 თეთრი. სიგარეტი „სობრანიე“, ხის მძივი ე.წ. კრიალოსანი, ერთი საათი ეკეთა ხელზე, მეორე ჯიბეში ჰქონდა. ასევე ჰქონდა სპორტული ჩანთა, მასში მოთავსებული იყო სპორტული ტანსაცმელი. მოწმის მიმართვაზე, რომ მიეცა ნივთები, გ-----------–---–მა თავად ამოიღო როგორც ფული ასევე საათი. მოწმის განმარტებით, თანხა ისეთ ადგილზე ჰქონდა შენახული, ცოტა გაუჭირდა ამოღება. ამოღებული ნივთები სამ პაკეტად დაილუქა და დაიპლომბა ადგილზევე, ხელმოწერები გაკეთდა განყოფილებაში. გ-----------–---–ს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. რადგანაც ტერიტორიაზე არ იყო პირობები და იყო სიბნელე, ამოღებული ნივთები მოთავსდა ერთად. დააკავეს პირი და გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც დაუყოვნებლივ შედგა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. დაკავებისა და ჩხრეკის დაწყების დროდ მიეთითა სწორედ სკოლის შენობაში დაკავებისა და ჩხრეკის დაწყების საათი, რომელიც ჰქონდათ დამახსოვრებული. ხელბორკილი არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა, რადგან ამის საჭიროება არც იყო. განყოფილებაში ოქმების შედგენა გამოწვეული იყო დაკავების ადგილზე სინათლის არარსებობის გამო. მოწმის განმარტებით, „არასრულწლოვანი იყო და ვერ დავიწყებდი გარკვევას სად იყო სინათლე. ყველა კაბინეტი დაკეტილი იყო“. მოწმეს არ ახსოვს რა ეცვა გ-----------–---–ს. გ-----------–---–მა არცერთ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მიზეზს არ ასახელებდა, აღნიშნული მიეთითა ოქმებში. როდესაც ადვოკატიც წარუდგინა მოწმემ, შემდეგ განყოფილებიდან პირადი სამსახურებრივი ნომრიდან დაუკავშირდა გ-----------–---–ის მამას. დაკავშირების შემდეგ განუმარტა, რომ დაკავებული იყო მისი შვილი, აუხსნა თუ რატომ დააკავეს და სად იმყოფებოდა. მოწმეს მოცემულ საქმეზე ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დადგენილება პირის ჩხრეკის შესახებ. განყოფილებაში შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის ახლობლებისათვის დაკავების შეტყობინება, ადვოკატის წარდგენა. მოწმის ინფორმაციით, სპორტსკოლაში მაშინ, როდესაც ხორციელდებოდა გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკა, იქვე იმყოფებოდა ასევე განყოფილების თანამშრომლების მიერ შეჩერებული მ-------------–-------, ხორციელდებოდა მისი პირადი ჩხრეკა და შემდეგ მოხდა დაკავება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-----------–---მ სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. დეკემბრის თვე იყო, დილით შევიდა შეტყობინება პოლიციის განყოფილებაში. ადგილზე გავიდა ე-------–----–---–---ი, ვინაიდან მისი უბნიდან იყო შეტყობინება. შეტყობინება შეეხებოდა ბრალდებულებს. საღამოს სხვა თანამშრომლებთან ერთად მივიდა მ------------------–-–-. კიბეებზე ადიოდნენ მეორე სართულზე, როდესაც დააკავეს გ----------------–---–ი. დაკავების პროცესში გამომძიებელმა თ---------------------ემ დაკავებულს განუმარტა უფლება-მოვალეობები, მათ შორის ჩხრეკის შესახებ. გ---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. გ----------------–---–ს ჩხრეკა ჩაუტარა უშუალოდ მან. ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს 200 ლარი, მარცხენა შარვლის ჯიბეში ჰქონდა ხურდა ფული, სიგარეტი, სანთებელა და საათი სამაჯურის გარეშე. შენობაში შუქი არ იყო საერთოდ, ამიტომ ტელეფონის შუქზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩხრეკას გ---ს მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. გამომძიებელმა განაცხადა, რომ ამ პირობებში ოქმის შედგენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ გადაიყვანეს ბრალდებულები პოლიციის განყოფილებაში. განყოფილებაში შედგა ოქმი. პოლიციაში გ---ს თან ჰქონდა ზურგჩანთა, სადაც სპორტული ტანსაცმელი ეწყო. ეს ყველაფერი დაილუქა სათანადოდ და ხელი მოაწერეს. როგორც ახსოვს, გ---ს ხელი არ მოუწერია. გ-----------–---–ისაგან ამოღებული ნივთების დალუქვა მოხდა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო ჩხრეკა ჩატარდა მ----------------–------–-–-. დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი შეივსო მეოთხე განყოფილებაში, რადგან იქ შევსება შეუძლებელი იყო, შუქი არ იყო კორპუსში. მეორე სართულზე როგორც კი შევიდნენ იქ შეხვდათ გ----------------–---–ი და იქ დააკავეს. ჩხრეკა გაგრძელდა ნახევარ საათამდე. დაკავების მომენტში მ-------------–-------ც იქ იყო მაგრამ სხვა ჯგუფი უტარებდა ჩხრეკას. დარბაზი განათებული იყო, მაგრამ ფოიე პირველ სართულზეც და მეორე სართულზეც ჩაბნელებული იყო.

მოწმის სახით დაკითხულმა ე-------–----–---–---მა სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. დაზარალებულ მ------------ეს იცნობს სამსახურეობრივად, არის იმ უბნის რწმუნებული, სადაც დაზარალებული ცხოვრობს. 2015 წლის 18 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გაქურდული იქნა მ------------ის საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს სანდო წყაროდან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ-----------–---–ი და ფ----–------ე მოპარულ ოქროს ნივთებსა და ფულს ინახავდა მ----------------–------–-–-. მე-17 სპორტული სკოლაც მოწმის სამოქმედო ტერიტორიაა. მოწმის განმარტებით მიღებული ინფორმაციის წყარო საიდუმლოა, ხოლო მიღებული ინფორმაციის შესახებ აცნობა განყოფილების უფროსს ლ-–-----------ეს. გარდა ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებისა, მოწმეს სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მ------------ის ბინის გაქურდვის შესახებ მოწმისთვის ცნობილი გახდა პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინებიდან, ხოლო ოპერატიული ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო პირადი საუბრის შემდეგ. ინფორმაციის თანახმად, გ----------------–---–ის და მ-------------–------ის გაქურდული იყო მ------------ის საცხოვრებელი სახლი.

მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–----------- სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. განყოფილებაში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, გავიდნენ ბრალდებულების დასაკავებლად მ------------------–-–-. სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდნენ აღნიშნული პირები. მოწმეს უშუალოდ მოუწია ფ----–------ის დაკავება. განუმარტეს ბრალდებულებს უფლებები, შემდეგ მოხდა მათი ჩხრეკა, შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში. მოწმესთან ერთად ფ----–------ის ჩხრეკა-დაკავებაში მონაწილეობდა ფ------–---, ხოლო გამომძიებელი იყო ბ--------–----. სკოლის მეორე სართულზე დააკავეს ბრალდებულები. დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას წინააღმდეგობა არ გაუწევია მ------ს. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა განყოფილებაში, ვინაიდან ადგილზე ბევრი ხალხი იყო - მწვრთნელები, მოჭიდავეები, თან ძალიან ბნელოდა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე მოწმეს ხელი მოწერილი აქვს. გ-----------–---–ის ჩხრეკაც იქვე ხდებოდა, ოღონდ სხვა ჯგუფის მიერ. მ-------------–------- ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. სავარჯიშო დარბაზში არ დაუკავებიათ, უბრალოდ ეძებდნენ და თითქმის ყველგან შევიდნენ სანამ მოძებნიდნენ. მას ყურადღება საქმეზე ჰქონდა გადატანილი და არ ახსოვს ჩხრეკას რომელიმე მწვრთნელი თუ აკვირდებოდა, ზოგადად ბევრი ხალხი იყო ადგილზე. ჩხრეკისას ტანსაცმელთან ერთად ზარდახშაც ამოიღეს მ------ის ჩანთიდან, სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენილა. მოწმეს არ ახსოვს მ------მა რამე თუ თქვა ზარდახშასთან დაკავშირებით. სიბნელეში ბრალდებულების ჩხრეკა განაპირობა უბრალო პროცედურამ - სადაც დააკავეს იქვე ჩაუტარდათ ჩხრეკა.

მოწმის სახით დაკითხულმა ა---------–---------–---მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. მოწმის განმარტებით, თანამშრომელ ე-------–----–---–---ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, ასევე საქმეზე არსებობდა ჩვენებები, მათ შორის დაზარალებულის. იყო საღამო, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოწმე თანამშრომლებთან ერთად, ნ----ს ქუჩა N---ში მდებარე სპორტულ სკოლაში მივიდნენ და სკოლის მეორე სართულზე შეხვდნენ კიბეებზე მომავალ გ----------------–---–სა და მ-------------–-------ს. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფში იყვნენ გ-----------------, გამომძიებელი თ-----------------ე და დ-----------–---, ხოლო მეორეში ა---------–---------–---, მ-----–---------- და ბ--------–----. ჯგუფმა, რომელშიც თავად იმყოფებოდა, დააკავა მ-------------–-------, ხოლო მეორე ჯგუფმა დააკავა გ----------------–---–ი. მ-------------–------ის ჩხრეკა განხორციელდა შენობის მეორე სართულზე. იყო სიბნელე, ხალხიც მოგროვდა. ადგილზევე მოხდა ფ----–------ის პირადი ნივთების ამოღება, რომელიც დაილუქა. ფ----–------ეს თან ჰქონდა სპორტული ჩანთა, რომელშიც იდო ტანსაცმელი და შავი ყუთი. ყუთში იდო ორი ცალი ოქროსფერი საყურე, რომელიც ასევე ამოღებულ და დალუქულ იქნა ადგილზევე. რადგან სიბნელე და ხალხმრავლობა იყო, გამომძიებლის გადაწყვეტილებით ოქმის შევსება განხორციელდა პოლიციის განყოფილებაში. ფ----–------ის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. მისგან ცოტა მოშორებით ასევე ხორციელდებოდა გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკა. მოწმის განმარტებით, დარბაზიდან მისი და მისივე თანამშრომლების მიერ მოხდა ფ----–------ის ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანა, სადაც დახვდათ სიბნელე, იქ ასევე იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, მათ შორის მწვრთნელებიც მოვიდნენ. დარბაზში მ-------------–------- ვარჯიშობდა. ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. მოწმეს არ ახსოვს რა პირობები იყო, როგორც იხსენებს სინათლე გარეთ იყო. მოწმეს არ ახსოვს ფ----–------ის დაკავების ზუსტი დრო, თუმცა უთითებს რომ უკვე საღამო იყო, ალბათ 7 საათი. პირველ რიგში მოხდა დაკავება, განემარტა უფლებები და შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა. ჩანთის ჩხრეკა მიმდინარეობდა „ფანარის’’ დახმარებით, რომელიც ეკავა თანამშრომელს.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ----------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს მ----------------–-----------------–-- მწვრთნელ-მასწავლებლის თანამდებობაზე. ბავშვებს წვრთნის თავისუფალ ჭიდაობაში. ბრალდებულებს იცნობს დაახლოებით 2014 წლიდან. შემთხვევის დღეს ახსოვს, რომ ვარჯიშის პროცესში იყვნენ, როდესაც სავარჯიშო დარბაზში შემოვიდა სამი პიროვნება, რომლებიც კითხულობდნენ მ-------------–-------ს. მ------მა უპასუხა და ის გაიყვანეს გამოსაცვლელ ოთახში. შემდეგ გადაიყვანეს მეორე კორპუსში, რომელიც 40-50 მეტრითაა დაშორებული დარბაზიდან. სულ სპორტული სკოლა ორი კორპუსისგან შედგება: ერთი, რომელშიც სავარჯიშო დარბაზია ორ სართულიანია, ხოლო მეორე კორპუსი ოთხ სართულიანი. როდესაც გამოსაცვლელ ოთახში გაიყვანეს მ------ი, მოწმემ გაიგონა რომ ჰკითხეს: შენი ჩანთა სადააო. მ------მა მისცა და იმ ჩანთიდან ამოიღეს პირსახოცები, მეტი არაფერი იყო. შემდეგ მ------მა გამოიცვალა და წავიდნენ მეორე კორპუსში ამ სამ პოლიციელთან ერთად. იმ კორპუსში ძალიან ბნელოდა. მეორე კორპუსში ავიდნენ მეორე სართულზე, სადაც დახვდათ გ-----------–---–ი და კიდევ სხვა პოლიციელები. ადგილზე იყო სრული სიბნელე, ტელეფონის შუქებზე იკითხებოდნენ. მასწავლებლებმა, მათ შორის პირადად მან განუცხადა, რომ ჩასულიყვნენ ან პირველ სართულზე ან მესამეზე სადაც განათება იყო. ორივე ბრალდებული ამ მეორეზე სართულზე გაიჩხრიკა. ჩხრეკის დროს მოწმეც იქ იყო, მაგრამ ხუთი ექვსი მეტრით უკან დაწიეს პოლიციელებმა. თქვეს მხოლოდ ერთი მწვრთნელი დარჩეს და დანარჩენებმა უკან დაიხიეთო. სიბნელეში მოწმეს ხმები ესმოდა რაც ხდებოდა. საუბრობდნენ თითქოს რაღაც ნივთი ამოიღეს მ------ის ჩანთიდან, მ------ი უარყოფდა. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში იჩხრიკებოდნენ. ამის შემდეგ მ------ი და გ--- გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმე სხვა საგამოძიებო მოქმედებას არ დასწრებია. სადღაც ექვსის ნახევრიდან ექვსამდე ხდებოდა ეს ყველაფერი. შემთხვევის დღეს, როგორც ახსოვს, 10 საათზე ჰქონდათ ვარჯიში. რამდენადაც ახსოვს, მ------იც იყო დილის ვარჯიშზე და ივარჯიშა. რაც შეეხება გ---ს, არ ახსოვს დილით, ხოლო საღამოს ვერ ივარჯიშა, რაღაც აწუხებდა და ამის გამო. ჩხრეკისას გ---ს ხმა არ გაუგონია, შესაბამისად იფიქრა, რომ მისი ჩანთიდან არაფერი ამოუღიათ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ-------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ის არის გ----------------–---–ის ნათლია და ბრალდებულებს იცნობს დიდი ხანია. ისინი მისი მოსწავლეები იყვნენ. 2015 წლის 18 დეკემბერს ოთახის ჩხრეკას დაესწრო. ჩხრეკა ჩატარდა მესამე სართულზე გ---ს და მ------ის საცხოვრებელ ოთახში. იმ დღეს ვარჯიშზე იყვნენ. პოლიციის თანამშრომლები მოულოდნელად შეცვივდნენ და მერე დაიწყეს ჩხრეკა. ოთახის ჩხრეკისას არაფერი არ ყოფილა ამოღებულა. ოთახის ჩხრეკისას ელექტრო ენერგ-- იყო. პირადად მეორე სართულზე გაიჩხრიკნენ ბრალდებულები, სადაც შუქი არ იყო. ოთახების ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე და ხელიც მოაწერა. ვარჯიში იწყებოდა, როცა პოლიციელები მოვიდნენ. მ------ი ვარჯიშობდა უკვე მასთან ერთად, ხოლო გ--- ჩამოდიოდა ქვემოთ. მ------ს დაუძახეს და წაიყვანეს. მეორე სართულზე გ---ს შეხვდნენ, როგორც ჩანს ზემოთ სართულებისკენ გ---ს საძებნად მიდიოდნენ. პირადი ჩხრეკისას რა ნივთები იქნა ამოღებული მოწმე ინფორმაციას არ ფლობს.

მოწმის სახით დაკითხულმა მ-------–-–--–-–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლად. 2015 წლის 18 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქუთაისში, კ-----------------------–- მცხოვრები მ-------------ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მოპარული იყო ოქროს ნივთები, სამკაულები და ფულადი თანხა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დაიწყო გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მან ჩაატარა შემდეგი სახის საგამოძიებო მოქმედებები: მ-------------ის თანხმობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მისი საცხოვრებელი ბინა, ეზო, ასევე მის გვერდით მცხოვრები მეზობლის საცხოვრებელი ბინის ეზო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით გაირკვა, რომ საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, რომელიც საცხოვრებელი სახლის სამხრეთით მდებარეობს, იყო ღია მდგომარეობაში. დაზარალებულის განმარტებით, შესასვლელ ოთახში ,,ტრილიაჟიდან“ მოპარული იყო სამკაულები და ფულადი თანხა. ასევე საძინებლიდან მოპარული იყო საფულე და სხვადასხვა დასახელების ნივთები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საძინებელი ოთახებიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი, ასევე თმის ღერები და დასავლეთ მხარეს, საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით რეზინის ხელთათმანი, ასევე მ------------ის მეზობლად მცხოვრები მოქალაქის საცხოვრებელი ბინის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა რეზინის ხელთათმანი. მის მიერ მოწმის სახით იქნა დაკითხული დაზარალებული მ-------------ე. მოწმის განმარტებით, მისი თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტი უნდა ჩაედინა გ--- გ-----------–---–ს და მ------ ფ----–------ეს, რომლებიც აღნიშნულ ნივთებს უნდა ინახავდნენ პირადად ან თავიანთ საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გაჩხრეკილი იქნა ქ. ქუთაისში, ნ----ს ქუჩა N---ში არსებული სპორტულ-კომპლექსური სკოლის ის ოთახი, სადაც გ----------------–---–ი და მ------ ფ----–------ე ღამეს ათევდნენ. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ამავე კომპლექსური სკოლის მწვრთნელის, პ--------------ის თანხმობით და თანდასწრებით, რაიმე ნივთი და საგანი მათი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, მის მიერ მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ ა---------– ფ------–---, მ-----–-----------, გ------------------, დ------------–--- და პ--------------ე. მის მიერვე იქნა შედგენილი ოქმები პაკეტის გახსნისა და დათვალიერების შესახებ. უშუალოდ მან დაზარალებულ მ-------------ეს ამოსაცნობად წარუდგინა 2015 წლის 18 დეკემბერს მ-------------–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ერთი წყვილი საყურე, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო წარმოდგენილი სამი ნივთიდან ოქროსფერი საყურე. მისი განცხადებით, აღნიშნული ნივთი იყო სწორედ ის ნივთი, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან იქნა მოპარული. დაზარალებულს ასევე სხვა ორ ნივთთან ერთად წარედგინა გ--- გ-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, რომელიც ასევე ამოიცნო დაზარალებულმა და მიუთითა ნიშნები რომელითაც მოხდა მისი ამოცნობა. მოწმის მიერ ასვე შედგენილი იქნა ოქმები პაკეტების გახსნისა და დათვალიერების შესახებ და ფოტოსურათების დათვალიერების ოქმი.

მოწმის სახით დაკითხულმა ბ--------–----მ სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოწმის განმარტებით, მან დაკითხა არასრულწლოვანი მოწმე გ---- გ------–--- მეურვის, ბიძის მ--–------–-----ის თანდასწრებით. ბ---------–----ს განმარტებით, მოწმე საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდა, ის ამხელდა რამდენიმე პირს უშუალოდ დანაშაულის ჩადენაში. ასახელებდა მათ სახელებს და გვარებს. ამასთან განმარტავდა, რომ იძულების წესით, სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, იძულებული იყო თავადაც მიეღო მონაწილეობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, დახმარებოდა მათ. ბ---------–----ს მიერ მოწმესთან ერთად ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. გამოძიება დაიწყო 18 დეკემბერს, იმავე დღეს, საღამო საათებში, გ------------–--ის ჩვენებიდან გამომდინარე, სადაც მან ამხილა გ--- გ-----------–---–ი და მ------ ფ----–------ე, გამოცხადდა ქუთაისში, ნ----ს ქუჩა N---ში მდებარე სპორტულ სკოლაში, რადგან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ სწორედ ამ მისამართზე. მისი განმარტებით, აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ სკოლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, სადაც მან გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, დააკავა და პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ბრალდებულ მ------ ფ----–------ეს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება მოწმემ ჩაატარა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომლების მ-----–----------- და ა---------–---------–---ს მონაწილეობით. ოქმის შევსება დაიწყო ადგილზე, ხოლო ოქმის შედგენა მოხდა განყოფილებაში, უშუალოდ მის მიერ, რადგან პირადი ჩხრეკისა და ფაქტობრივი დაკავების ადგილზე არ იყო ოქმის შედგენისთვის სათანადო პირობები, კერძოდ, არ იყო ელექტროენერგ--, იყო ღამის საათები, ბნელოდა და არ იყო ტექნიკური საშუალება. მან მ-------------–------- გადაიყვანა განყოფილებაში მ-----–-----------სა და ა---------– ფ------–---სთან ერთად. მოწმის განმარტებით, ბრალდებული გ--- გ-----------–---–ი იმყოფებოდა მეორე სართულზე, მისგან რამდენიმე მეტრის დაცილებით და მასთან მუშაობდნენ სხვა პირები. პირადი ჩხრეკის დროს მ-------------–------ისგან ამოღებული იქნა პირადი ნივთები, საფულე. ასევე თანქონებული სპორტული ჩანთიდან ამოღებული იქნა პატარა, სამკაულებისთვის განკუთვნილი ყუთის მსგავსი, რომელშიც აღმოჩნდა ორი ცალი ოქროსფერი საყურე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ მ-------------–-------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მოწმე ბ---------–----მ ასევე განმარტა, რომ მ------ ფ----–------ის მიყვანა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ადგილზე არ მომხდარა, რადგან ის უკვე იმყოფებოდა მეორე სართულზე. ადგილზე მოხდა მისი შეჩერება, დაკავება და პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას, განემარტა უფლებები და აღნიშნული დადასტურებულია განყოფილებაში მიყვანის შემდეგ შესაბამის ოქმებზე ხელმოწერით. ასევე განმარტა, რომ მ------ ფ----–------ეს რაიმე სახის შენიშვნა არ გაუკეთებია და ასეთის არსებობის შემთხვევაში მითითებული იქნებოდა ოქმში, ხოლო ზეპირი სახის შენიშვნას ვერ იხსენებს. მოწმის განმარტებით, დაკავებული პირით სიარული შენობის სხვადასხვა ნაწილში და განათებული ოთახის ძებნა უფრო ღირსების შემლახველია, ვიდრე მისი იქ გადაყვანა, სადაც დაკავების შედეგ ისედაც უნდა გადაეყვანათ. მ------ ფ----–------ისგან ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, რადგან ეს არის დოგმა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ტექნიკური საშუალება, ნივთის დალუქვა მოხდა ადგილზე, გაკეთდა შესაბამისი წარწერა და ხელმოწერა, ხოლო ოქმის შევსება ფორმალურად დასრულდა განყოფილებაში.

მოწმის სახით დაკითხულმა გ------------–--ემ სასამართლოს უჩვენა, რომ 2015 წელს სწავლობდა და პერიოდულად ცხოვრობდა მე-17 კომპლექსურ სკოლაში, ეუფლებოდა ძიუდოს. სწავლის პერიოდში რჩებოდა ხოლმე ბიძასთან და ბიძაშვილებთან გამსახურდიას 107 ნომერში. გ---ს იცნობდა სკოლიდან, ამ პერიოდში მასთან ერთად სწავლობდა, ხოლო მ------ი გაიცნო გ---სგან. გ---სთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. გამოძიებაში დაიკითხა 18 დეკემბერს. დაკითხვამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ესაუბრა გ---ს და მ------ს, რომლებმაც უთხრეს, რომ შენი უბანი გვაინტერესებსო, სად ცხოვრობო. შემდეგ წავიდნენ ამ უბანში, რომელიც ახალგაზრდობის გამზირია. ამოირჩიეს ერთი სახლი და უთხრეს: ეს სახლი უნდა გავძარცვოთო და შენ უნდა დაგვეხმაროო. მ------------ის სახლი იყო, მდებარე გ----------------- ნომერში. როგორც იცის, შეძლებული ოჯახი იყო. მ------ს და გ---ს მოეწონათ სახლი და თქვეს: კარგი სახლიაო და ამის გაძარცვა გვინდაო. იმ დღეს დილით ის, მ------ი და გ--- მივიდნენ მ------------ის სახლში. მ------ი და გ--- შევიდნენ შიგნით, ხოლო ის დარჩა გარეთ რათა „დაელივერებია“ სიტუაცია. მოწმის განმარტებით, ის იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, ვინაიდან მუქარას ჰქონდა ადგილი. დანით დაემუქრნენ მოკვლით მას და მის ძმას. ის დარჩა გარეთ, გ-----------–---–ი და ფ----–-------- შესული იყვნენ შიგნით, დაახლოებით ათ წუთში გამოვიდნენ და უთხრეს მოწმეს, რომ წასულიყო. რა ეცვათ იმ დღეს ბრალდებულებს მოწმეს არ ახსოვს. ერთადერთი ახსოვს, რომ შესვლისას ეკეთათ ხელთათმანები, ხოლო გამოსვლისას აღარ. გამოსვლისას რაღაც ოქროსებური ნივთებიც ჰქონდათ. როცა გ---მ და მ------მა გამოუშვეს, ის წავიდა სპორტსკოლაში. შემთხვევიდან დაახლოებით სამ-ოთხ საათში დაკითხეს. შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა. მოწმის განმარტებით, ნივთები ჰგავდა ოქროს, ოქროს საყურეს, ზუსტად ვერ ადასტურებს იყო თუ არა ოქროსი. ნივთები ხელში ეკავათ, კონკრეტულად გ---ს ეჭირა ერთი-ორი ნივთი. ამის შემდეგ ის წავიდა და აღარ იცის სად წაიღეს ეს ნივთები გ-----------–---–მა და ფ----–------ემ. შემთხვევამდე ბევრჯერ იყო ნამყოფი მ------------ის სახლში. მუქარის შესახებ არავისთან გაუმხელია. მუქარა განახორციელა გ---მ სიტყვიერი მუქარით და დანით. შემთხვევის დღეს სპორტსკოლაში შეხვდა ბრალდებულებს. სპორტსკოლიდან წამოვიდნენ და გავიდნენ უბანში. მ------------ის სახლის გვერდზე ცარიელი სახლია, მხოლოდ კედლებია. მოწმე იმ სახლის ეზოში გადავიდა, ხოლო გ--- და მ------ი შევიდნენ მ------------ის სახლში. მ------------ე გადასული იყო მის ბიცოლასთან. ეს დაინახეს გ---მ და მ------მაც, როცა უბანში იდგნენ დაახლოებით 50 მეტრში მ------------ის სახლთან. მოწმის განმარტებით, ის მიტოვებულ სახლში იყო შესული, რომელსაც არც ფანჯრები აქვს და არც კარები. საიდან გამოვიდნენ ფ----–------ე და გ-----------–---–ი ზუსტად არ ახსოვს, ვერც იმას დაადასტურებს მ------------ის სახლიდან გამოვიდნენ თუ არა. შემდეგ მივიდნენ მასთან და ისიც იმ წუთასვე წავიდა იქიდან. ბრალდებულებმა რა გააკეთეს მ------------ის სახლში არ იცის, რადგან იქ არ ყოფილა. არც ის იცის ჰქონდა თუ არა მ------------ეს ოქროს ნივთები. მოწმის განმარტებით, როცა ის იმ ადგილიდან - მიტოვებული სახლიდან მიდიოდა/გარბოდა, ლურჯი კურტკა ეცვა. დაინახა მ------------ემ, კურტკით იცნო და დარეკა პოლიციაში. ამის შემდეგ ის მოწმის სახით დაიკითხა პოლიციაში. ის პირადად არ გამოცხადებულა პოლიციაში, პოლიციამ მიაკითხა სპორტსკოლაში და წაიყვანეს დასაკითხად. დილით მარტო დაიკითხა, ხოლო მოგვიანებით ბიძასთან ერთად. ბიძამისის მისვლამდე პოლიციამ არაოფიციალურად გამოჰკითხა, ხოლო ბიძამისის მისვლის შემდეგ ოფიციალურად დაკითხეს, მაშინ 16 წლის იყო. დაკითხვა 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ გაუშვეს ბიძასთან ერთად სახლში. სპორტსკოლაში მას შემდეგ აღარ უვლია. საგამოძიებო ექსპერიმენტი და სურათების გადაღება საღამოსკენ მოხდა. ზეწოლა მასზე ბრალდებულები რომ დაესახელებინა, არავის განუხორციელებია.

ბრალდებულმა გ----------------–---–მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ შემთხვევის დროს ის სწავლობდა და ვარჯიშობდა ქ. ქუთაისში მ----------------–------–-–-. მ-------------–-------ს იცნობს დაახლოებით 5-6 წელია, სპორტული სკოლიდან. სადავო ფაქტის დღეს დილით 10 საათიდან 2-ის ნახევრამდე იმყოფებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, ხოლო 6-ის ნახევრამდე შუალედში დაისვენა და 6-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, რომ წასულიყო სპორტულ სკოლაში სავარჯიშოდ. როდესაც სპორტული სკოლის დარბაზის კიბეებიდან ჩამოდიოდა, მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. უთხრეს, რომ ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი და განყოფილებაში უნდა წაეყვანათ. მან მოითხოვა ადვოკატი და მშობლებთან დარეკვა, მაგრამ პოლიციამ არ მისცა უფლება. დაიწყეს მისი გაჩხრეკა სიბნელეში. რამდენიმე წუთში მოიყვანეს მ-------------–-------ც, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე მწვრთნელი და სპორტსმენი. ამ დროს პოლიციის თანამშრომელმა ჩაუდო საათი ჩანთაში და ჰკითხეს, მისი იყო თუ არა ეს საათი, რომელზეც უპასუხა, რომ ის მისი იყო ნამდვილად. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო მეორე საათიც, რომელზეც იგივე კითხვა დაუსვა, მაგრამ გ----------------–---–მა უპასუხა, რომ აღნიშნული საათი მას არ ეკუთვნოდა. პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ მოეწერა ხელი რაღაც ფურცლებზე, მაგრამ მას ხელი არაფერზე მოუწერია. ამის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში სადაც სცემეს, რომ ეღიარებინა ბრალი. გ----------------–---–ის განმარტებით, მისი ჩხრეკა და დაკავება განხორციელდა სპორტული შენობის მეორე სართულზე, სადაც იყო სიბნელე და არ არსებობდა არანაირი განათების საშუალება და პოლიციის თანამშრომლები სარგებლობდნენ მხოლოდ ტელეფონის განათებით. ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდნენ ვ--–--------------- და ბ--------–----. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი საათი, რომელიც პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო, მეგობარმა აჩუქა და დაამატა, რომ მას ჩანთაში ჰქონდა ფული 200-300 ლარი, რომელიც ოჯახმა მისცა; სპორტული ტანსაცმელი, ბეჭედი და ჯვარი. მისი განმარტებით, მან პოლიციელების მიერ წარმოდგენილ ოქმს იმ მოტივით არ მოაწერა ხელი, რომ არ ენდობოდა და შეეშინდა, ხოლო ეს უნდობლობა ჩხრეკის დროს გაგონილი პოლიციელების საუბრიდან იყო გამოწვეული, რომლებიც ერთმანეთში ლაპარაკობდნენ საათთან დაკავშირებით. აღნიშნული საათი მას წინათ არასდროს უნახავს და არც იცის ვისია. ის აღნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე იმის გამო გადაიყვანეს, რომ მას ჰქონდა მიღებული დაზიანებები, რომელიც მიიღო განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ. კერძოდ, მას ჰქონდა ჩაქცევა თითში, რომელიც მიიღო განყოფილებაში გასაღების ჩარტყმის შედეგად, როდესაც ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ჩაეცვათ მისთვის ხელთათმანები, რომელსაც არ იცმევდა და შეგნებულად ხევდა, რომ არ გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ. მ------ ფ----–------ე მან ნახა პირველად დილის საათებში, რომლის შემდეგაც დაკავებამდე აღარ უნახავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მან იცოდა, რომ მ------ი უნდა წასულიყო ტაძარში წირვაზე, რადგან ის სულ ესწრება წირვას. ბრალდებულის განმარტებით, გ------------–--ეს იცნობს სკოლიდან, ვინაიდან ისინი იყვნენ კლასელები. მათ არასოდეს ჰქონიათ ახლო ურთიერთობა და ბოლო პერიოდშიც იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს. ხოლო შემთხევის დადგომამდე მას გ------------–--ე ერთი-ორი კვირა არ უნახავს. დაზარალებულ მ------------ეს არ იცნობს, არ იცის სად ცხოვრობს და პირველად ნახა ის სასამართლო სხდომაზე.

ბრალდებულმა მ-------------–-------მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2015 წლის დეკემბერში, სადავო ფაქტის დროს ის ვარჯიშობდა ქ. ქუთაისში ნ----ს ქუჩაზე მდებარე №--------------–------–-–-, სადაც მ------ი ცხოვრობდა კიდეც და ამავე დროს ის ემზადებოდა სპორტული ოლიმპიადისთვის. დილას და საღამოს ვარჯიშობდა. დილით დაახლოებით 10-ის ნახევრიდან 12-ის ნახევრამდე, ხოლო საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე. მ-------------–------ის განმარტებით, სადავო ფაქტის დღეს ის დილით ადგა სავარჯიშოდ. ვარჯიშობდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. როდესაც ვარჯიშს მორჩა, მან ჩაალაგა თავისი თეთრეული და ტანსაცმელები, რომ წასულიყო თავის სახლში, რომელშიც კვირაში მხოლოდ ერთხელ მიდიოდა. მან თავის სახლში დაჰყო დაახლოებით 2 საათი, რის შემდეგაც ის დაბრუნდა ისევ ქ. ქუთაისში სპორტულ სკოლაში და სანამ სპორტულ სკოლაში მივიდოდა, მივიდა წმ. გ-------ს სახელობის ეკლესიაში, საიდანაც დაბრუნდა სპორტულ სკოლაში 4-5 საათისთვის. შევიდა თავის ოთახში და ემზადებოდა 6 საათზე დასაწყები ვარჯიშისათვის. როდესაც მ-------------–-------მ ჩაალაგა ჩანთა და მიდიოდა უკვე სავარჯიშოდ, დაინახა გ----------------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა ოთახში და უთხრა, რომ ის მიდიოდა სავარჯიშოდ. გ---მ უპასუხა, რომ ის წასულიყო და თვითონაც მალე შემოუერთდებოდა. მ------მა გააგრძელა გზა და მივიდა სავარჯიშო დარბაზთან, რომელიც არის დაახლოებით 10 მეტრში. როდესაც შევიდა შიგნით, დაინახა რამდენიმე უცხო სახე, რომლებიც მას ეგონა, რომ იყვნენ ახალ მოსული ბავშვების მშობლები. მიესალმა მათ და გააგრძელა გზა. შევიდა სპორტულ გასახდელში, სადაც ყველა მოჭიდავე ლაპარაკობდა სპორტზე და სპორტულ ამბებზე. როდესაც მცირეწლოვნები მორჩნენ ვარჯიშს მ-------------–------- და თავისი მეგობრები გავიდნენ სავარჯიშოდ და დაიწყეს ვარჯიში თავიანთ მეწყვილეებთან ერთად. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დარბაზში შემოვიდნენ ზემოთ აღნიშნული უცხო ხალხი, რომლებმაც იკითხეს მ-------------–-------. მ-------------–-------მ როდესაც გაიგონა რომ მისი სახელი ახსენეს, იფიქრა, რომ მას იმიტომ უძახოდნენ რომ მისთვის სპორტულ სკოლაში სწავლა დაეფინანსებინათ. როდესაც მივიდა მ------ი მათთან, აღმოაჩინა, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები მეოთხე განყოფილებიდან. მათ მ------ს ჰკითხეს თუ სად იყო მისი ჩანთა და დაამატეს რომ აეღო და გაჰყოლოდა მათ. მაგრამ მ------მა უთხრა, რომ გარეთ სიცივე იყო და სანამ არ გამოიცვლიდა ვერ გაჰყვებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს მ------ს უფლება, რომ გამოეცვალა მას ტანსაცმელი და ისე გაჰყოლოდა. მ------ს ეგონა, რომ ის მიჰყავდათ პოლიციის მე-4 განყოფილებაში, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა ის აიყვანეს თავისი ოთახისკენ, რომელიც არის მესამე სართულზე. მაგრამ მათ მ------ი არა მესამეზე, არამედ მეორე სართულზე გააჩერეს, სადაც იყო სიბნელე და არფერი არ ჩანდა. ამის შემდეგ, როდესაც გ----------------–---–მა იცნო მ-------------–-------, გ---მ ჰკითხა მ------ს ნამდვილად ის იყო თუ არა, რის შემდეგაც გ--- გააჩუმეს და უთხრეს, რომ მას ლაპარაკის უფლებაც არა აქვს. ბრალდებულის განმარტებით, მეორე სართულზე მხოლოდ ის დერეფანი არ იყო განათებული, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს ჩანთის გაჩხრეკა, საიდანაც მოიღეს საყურეები და ჰკითხეს თუ საიდან ჰქონდა მას ეს საყურეები, რაზეც მან უპასუხა, რომ ისინი მას არ ეკუთვნოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს ოქმი და დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, სადაც აიყვანეს მეორე სართულზე და შეიყვანეს ოთახში. როდესაც ის დასვეს სკამზე, პოლიციის თანამშრომლებმა მოიტანეს სამედიცინო ხელთათმანები, რომელიც ძალის გამოყენებით ჩააცვეს მ------ს და უთხრეს, რომ მას უკვე შეეძლო მოეხსნა ეს ხელთათმანები. ხოლო ამის შემდეგ ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი მიეპარა უკნიდან და მას მოაცალა თმები, რომელიც მოათავსა პაკეტში, დალუქა და წავიდა. ამის შემდეგ შემოვიდა სხვა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ჰკითხა თუ სად ცხოვრობდა მ------ი, ვინ იყვნენ მისი მშობლები და ა.შ. ხოლო როდესაც მიიღო კითხვაზე პასუხი, პოლიციის თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ ის იცნობდა მის ოჯახს და განსაკუთრებით ბებიას, რომელიც მ------ის განმარტებით, 2001 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მ------ს უთხრა, რომ ის მას ვერ დაიჭერდა და შესთავაზა, რომ დანაშაული გადაებრალებინა გ----------------–---–ისათვის, რის გაგონებაზეც მ------ი აღშფოთდა. როდესაც მან უარი განაცხადა, რომ ხელი დაედო და დაებრალებინა დანაშაული გ-----------–---–ისათვის, ის შეიყვანეს პოლიციის უფროსის კაბინეტში, სადაც მასზე პოლიციის განყოფილების უფროსმა განახორციელა მუქარა და უთხრა, რომ თუ გ---ს ხელს არ დაადებდა, მაშინ მასაც ციხეში ჩასვამდა. მაგრამ მ------ი მაინც მტკიცე უარზე იდგა და არ აპირებდა, რომ გ---სათვის დაედო ხელი. ამის შემდეგ მ------ი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მეორე დღეს გამომძიებელმა წიწილაშვილმა წარუდგინა ბრალი და უთხრა, რომ შემთხვევის ადგილას აღმოჩენილია ხელთათმანები, სიგარეტის ნამწვი და თმა, რომელიც ეკუთვნის მას და გააფრთხილა, რომ ეღიარებინა დანაშაული.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულების - გ----------------–---–ისა და მ-------------–------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ქურდობას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

განსახილველ შემთხვევაში გ----------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 18 დეკემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, კ-------------------------ში მდებარე მ------------ის საცხოვრებელი სახლიდან, ქურდობისათვის და ძარცვისათვის ნასამართლევი გ----------------–---–ი, მ-------------–-------სთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლა მ------------ის ფულად თანხას 725 ლარის ოდენობით და 8100 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს.

 

ხოლო მ-------------–-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 18 დეკემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, კ-------------------------ში მდებარე მ------------ის საცხოვრებელი სახლიდან, მ-------------–-------, ქურდობისათვის და ძარცვისათვის ნასამართლევ გ----------------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლა მ------------ის ფულად თანხას 725 ლარის ოდენობით და 8100 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე უნდა განიხილოს, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე უნდა იმსჯელოს და ქმედება სამართლებრივად შეაფასოს (ქმედების კვალიფიკაცია) მხოლოდ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, ვინაიდან პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა.

 

ბრალდების ფარგლები მოიცავს როგორც კვალიფიკაციას, ასევე ფაქტებს, რომლებიც ასახულია ბრალის შესახებ დადგენილებაში, ანუ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს კონკრეტულ დანაშაულს.

 

ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის, სამართლებრივი შეფასების მეტი არგუმენტირებულობისა და დამაჯერებლობისათვის უმჯობესია ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის არსებობა/არარსებობა დადგინდეს და შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის კონკრეტული მუხლის (დანაშაულის) შემადგენლობის ნიშნების გამოყოფით და ამის შემდეგ თითოეული დანაშაულის ნიშნის დასადგენად, მიეთითოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დანაშაულის შემადგენლობის კონკრეტულ ნიშანს.

 

დანაშაულის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას, საშუალებას იძლევა თითოეულ ნიშანთან მიმართებით შეფასდეს მტკიცებულებების ერთობლიობა, ამასთან გამოჩნდეს, დგინდება თუ არა მტკიცებულებებით დანაშაულის ყველა ნიშანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას.

ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავის შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

ქურდობას აქვს მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას. ეს ისეთი ქურდობაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვან ზიანად ჩაითვლება ქურდობა, რამაც დაზარალებულს მიაყენა 150 ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი, მაგარმ არა უმეტეს 10 000 ლარისა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც არსებითად ზრდის ქურდობის საშიშროებას და ამიტომ ქმნის ობიექტურ საფუძველს ქურდობის ყველა უშუალო მონაწილის პასუხისმგებლობის გაზრდისათვის. ამ შემთხვევაში ყველა ამსრულებელი ქურდობის ობიექტური შემადგენლობის უშუალოდ დაწყებამდე თანხმდებიან ქურდობის ჩადენაზე. „წინასწარ შეთანხმებაში“ ივარაუდება ორი ან მეტი პირის შეთანხმება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა დანაშაულის უშუალო განხორციელებამდე.

ქურდობის დამამძიმებელი გარემოებებია აგრეთვე მისი ჩადენის არაერთგზისობა (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი) და ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი). შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, არც კანონით და არც მესაკუთრის ნებართვით.

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულების გ----------------–---–ისა და მ-------------–------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის საშუალებას, რომ გ----------------–---–მა და მ-------------–-------მ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაული. იმისთვის, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა. შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდება ქმედება სამართლებრივად.

კანონის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული - ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყოს ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ, ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ და არა პირიქით - გამორიცხავდნენ;

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა - ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს შესაბამის ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ ქმედების ჩადენას, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ - გონივრულობის ზღვარს;

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი - ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური, გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე ეჭვს ან ვარაუდს არ იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

როგორც წესი, დასაბუთების მაღალი სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ პოლიციელ მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავია. ამასთან წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულებისა და მათი მწვრთნელების ჩვენებებთან. პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აშკარა წინააღმდეგობაა ბრალდებულების ფაქტობრივად დაკავების ადგილებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული გ----------------- განმარტავს, რომ სპორტული სკოლის მეორე სართულზე, რომელიც ყოველგვარი განათების გარეშე იყო, სრულიად ჩაბნელებული, შეხვდნენ გ----------------–---–ს, სადაც მოხდა მის მიერ გ-----------–---–ის დაკავება. მოწმის სახით დაკითხულმა თ-------------------მ განმარტა, რომ შენობის მეორე სართულზე ექიმის კაბინეტის წინ პოლიციის განყოფილების ორ თანამშრომელს, ერთ-ერთი იყო გ-----------------, შეჩერებული ჰყავდათ გ----------------–---–ი, რომელიც თავისუფლად იდგა, მოწმემ მას წარუდგინა თავი, ასევე ჰკითხა სახელი, გვარი. აუხსნა ვითარება, რომ ტარდებოდა მისი პირადი ჩხრეკა, თავად წაუკითხა და გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელი პირადი ჩხრეკის შესახებ. მოწმის სახით დაკითხულმა დ-----------–---მ განმარტა, რომ კიბეებზე ადიოდნენ მეორე სართულზე, როდესაც დააკავეს გ----------------–---–ი. დაკავების პროცესში გამომძიებელმა თ---------------------ემ დაკავებულს განუმარტა უფლება-მოვალეობები, მათ შორის ჩხრეკის შესახებ. მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–----------- განმარტა, რომ უშუალოდ მას მოუწია ფ----–------ის დაკავება. სკოლის მეორე სართულზე დააკავეს ბრალდებულები. მოწმის სახით დაკითხულმა ა---------–---------–---მ განმარტა, რომ N-- სპორტული სკოლის მეორე სართულზე შეხვდნენ კიბეებზე მომავალ გ----------------–---–სა და მ-------------–-------ს. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფში იყვნენ გ-----------------, გამომძიებელი თ-----------------ე და დ-----------–---, ხოლო მეორეში ა---------–---------–---, მ-----–---------- და ბ--------–----. ჯგუფმა, რომელშიც თავად იმყოფებოდა, დააკავა მ-------------–-------, ხოლო მეორე ჯგუფმა დააკავა გ----------------–---–ი. მოწმის სახით დაკითხული ბ--------–----ს განმარტებით, ფ----–------ე და გ-----------–---–ი იმყოფებოდნენ სკოლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, სადაც მან გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, დააკავა და პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ბრალდებულ მ------ ფ----–------ეს. მოწმის სახით დაკითხვისას მწვრთნელმა პ-------------ემ განმარტა, რომ ვარჯიში იწყებოდა, როცა პოლიციელები მოვიდნენ. მ------ი ვარჯიშობდა უკვე მასთან ერთად, ხოლო გ--- ჩამოდიოდა ქვემოთ. მ------ს დაუძახეს და წაიყვანეს. მეორე სართულზე გ---ს შეხვდნენ, როგორც ჩანს ზემოთ სართულებისკენ გ---ს საძებნად მიდიოდნენ. მოწმის სახით დაკითხვისას მწვრთნელმა მ----------------ემ განმარტა, რომ ვარჯიშის პროცესში იყვნენ, როდესაც სავარჯიშო დარბაზში შემოვიდა სამი პიროვნება, რომლებიც კითხულობდნენ მ-------------–-------ს. მ------მა უპასუხა და ის გაიყვანეს გამოსაცვლელ ოთახში. შემდეგ მ------მა გამოიცვალა და წავიდნენ მეორე კორპუსში ამ სამ პოლიციელთან ერთად. იმ კორპუსში ძალიან ბნელოდა. მეორე კორპუსში ავიდნენ მეორე სართულზე, სადაც დახვდათ გ-----------–---–ი და კიდევ სხვა პოლიციელები. ადგილზე იყო სრული სიბნელე, ტელეფონის შუქებზე იკითხებოდნენ. როდესაც სპორტული სკოლის დარბაზის კიბეებიდან ჩამოდიოდა მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომლები და დააკავა. ბრალდებულმა გ----------------–---–მა განმარტა, რომ როდესაც სპორტული სკოლის დარბაზის კიბეებიდან ჩამოდიოდა მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომლები და დააკავა. ხოლო მ-------------–-------მ განმარტა, რომ ვარჯიშისას სპორტდარბაზში შემოვიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ აიყვანეს მეორე სართულზე, სადაც ჰყავდათ გ-----------–---–ი. მოწმე ბ---------–----მ დამატებით განმარტა, რომ მ------ ფ----–------ის მიყვანა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ადგილზე არ მომხდარა, რადგან ის უკვე იმყოფებოდა მეორე სართულზე. ადგილზე მოხდა მისი შეჩერება, დაკავება და პირადი ჩხრეკა.

აშკარა წინააღმდეგობაა აგრეთვე ბრალდებულების ჩხრეკისას ამოღებული ნივთების დალუქვასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოწმე გ-----------------მ განმარტა, რომ ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, საჭირო ლუქები თან ჰქონდათ. ხოლო ხელმოწერები სად გაკეთდა არ ახსოვს. მოწმე თ-----------------ის განმარტებით, ამოღებული ნივთები სამ პაკეტად დაილუქა და დაიპლომბა ადგილზევე, ხელმოწერები გაკეთდა განყოფილებაში. მოწმე დ-----------–---- განმარტებით, გ-----------–---–ისაგან ამოღებული ნივთების დალუქვა მოხდა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო ჩხრეკა ჩატარდა მ----------------–------–-–-. მოწმე ა---------–---------–---ს განმარტებით, ადგილზევე მოხდა ფ----–------ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების დალუქვა. მოწმე ბ--------–----ს განმარტებით, მ------ ფ----–------ისგან ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, რადგან ეს არის დოგმა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ტექნიკური საშუალება, ნივთის დალუქვა მოხდა ადგილზე, გაკეთდა შესაბამისი წარწერა და ხელმოწერა, ხოლო ოქმის შევსება ფორმალურად დასრულდა განყოფილებაში.

ზემოაღნიშნული ჩვენებების ურთიერთშეჯერებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი არ არის სად დაილუქა გ----------------–---–ის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები. იბადება კითხვა, დალუქული ნივთები, კერძოდ, ქალის მაჯის საათი სამაჯურების გარეშე რეალურად იქნა თუ არა ამოღებული გ-----------–---–ისაგან. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით შეუძლებელია. დადგენილია, რომ ბრალდებულების ჩხრეკა განხორციელდა ბნელ გარემოში, მინიმალური ხილვადობით, მობილური ტელეფონების შუქზე. მოწმეები განმარტავენ რომ ბევრი ხალხი ირეოდა, მწვრთნელები, მოჭიდავეები, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს არც ერთი ნეიტრალური პიროვნება არ მოუწვევიათ პირადი ჩხრეკის ჩატარებისას, მით უმეტეს, რომ იცოდნენ, რომ ტარდებოდა არასრულწლოვანის პირადი ჩხრეკა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფაქტობრივად ბრალდებულები არ დაუკავებიათ იმ ადგილზე, სადაც პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა, არამედ შემდეგ მიიყვანეს ჩხრეკის ჩასატარებლად, მაგრამ რატომღაც ყველაზე ბნელი ადგილი შეარჩიეს (გ-----------–---–ი კიბეებზე ჩასვლისას დააკავეს, ხოლო ფ----–------ე განათებული სპორტული დარბაზიდან გაიყვანეს). მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მხოლოდ მე-2 სართულზე არ იყო განათება, რის გამოც მწვრთნელების მიერ მიეთითათ პოლიციის თანამშრომლებს, რომ განათებულ ადგილზე გადაეყვანათ დაკავებულები, მაგრამ არ გაითვალისწინეს. მოწმის სახით დაკითხვისას ბ--------–----მ აღნიშნულ საკითხზე განმარტა, რომ დაკავებული პირით სიარული შენობის სხვადასხვა ნაწილში და განათებული ოთახის ძებნა უფრო ღირსების შემლახველია, ვიდრე მისი იქ გადაყვანა, სადაც დაკავების შედეგ ისედაც უნდა გადაეყვანათ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ბრალდებულების დაკავება და ჩხრეკა განხორციელებულიყო იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩაუტარდათ ჩხრეკა-დაკავება არასრულწლოვან გ----------------–---–სა და ბრალდებულ მ-------------–-------ს. ჩნდება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რაც საბოლოო ჯამში მიუთითებს გამოძიების არასრულყოფილად და არაკვალიფიციურად ჩატარებაზე.

გამოძიება რომ არაკვალიფიციურად ჩატარდა, ამაზე პირდაპირ მიანიშნებს ის გარემოება, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარდა იმ სამხილებს, რომლებიც ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, კერძოდ, სიგარეტის ნამწვებს, თმის ღერებს და რეზინის ხელთათმანებს.

ხოლო რაც შეეხება მ-------------–------ის ხელჩანთის ჩხრეკისას ამოღებულ ქალის ოქროსფერ საყურეებს, საქმეზე საერთოდ არ იქნა დართული, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, რის გამოც არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. ამდენად, ეს ნივთები დაუშვებელი მტკიცებულებაა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე მოწმე გ--- გ------–---- ჩვენებაზე, მის სანდოობაზე და რეალურობაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან დანით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე არასრულწლოვნის მიმართ, რომელიც დანაშაულს წარმოადგენს, მაგრამ გამოძიებას ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია და გამოძიება არ დაუწყია მაშინ, როდესაც ეს ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია და გ--- გ------–---- მითითებით დააკავა და ბრალი წარუდგინა ფ----–------ესა და გ-----------–---–ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------–--- დაინტერესებული მოწმეა. მისი ჩვენება არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული.

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ გ----------------–---–ს დაკავებისას (2015 წლის 18 დეკემბერს 18:23 სთ-ზე) ვიზუალური დათვალიერებით ფიზიკური დაზიანების კვლები არ აღენიშნებოდა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის N 007692615 დასკვნის თანახმად, 18.12.2015 წელი 22:25 – 22:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. გ----------------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ჩირქოვანი გამონაყარი და დაზიანებები ნაჭდევების სახით რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში არსებული ნაჭდევის ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე არსებული არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სწორედ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს გ----------------–---–ის ჩვენებას მისი უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე, როცა სასამართლოს განუმარტა, რომ ექსპერტიზაზე იმის გამო გადაიყვანეს, რომ მას ჰქონდა მიღებული დაზიანებები, რომელიც მიიღო განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ. კერძოდ მას ჰქონდა ჩაქცევა თითში, რომელიც მიიღო განყოფილებაში გასაღების ჩარტყმის შედეგად, როდესაც ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ჩაეცვათ მისთვის ხელთათმანები, რომელსაც არ იცმევდა და შეგნებულად ხევდა, რომ არ გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ------------ემ, განმარტა, რომ მას არ დაუნახავს გ-----------–---–ის და ფ----–------ის ქურდობა, დაინახა მხოლოდ „იმ ბავშვის“ ანუ გ------------–--ის ეზოდან გადასვლა.

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქმეში არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კითხვების გაჩენა მიუთითებს გამოძიების ხარვეზებზე, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი ბრალდება.

 

შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას მასზედ, რომ საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ----------------–---–ისა და მ------ ფ----–-------- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მათ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულების გ----------------–---–ი და მ------ ფ----–------- ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის სავარაუდო დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ გ------------–--ის არასანდო და არათანმიმდევრულ ჩვენებაზე და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტზე, ასევე პოლიციელთა არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულს, მას ბრალდებულები არ დაუნახავს, მაგრამ ამოიცნო მისი ნივთები, რომელთა საპროცესო დამაგრება საქმეზე ეჭვქვეშაა დაყენებული ჩხრეკის ჩატარების დროს დაშვებული ხარვეზების გამო, ამასთან ქალის ოქროსფერი საყურეები დაუშვებელი მტკიცებულებაა, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლედ ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, პირველ რიგში, მათი უტყუარობის, ხოლო შემდეგ - მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-40-მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავს დათქმას შეიცავს ამავე კოდექსის 82-ე მუხლიც, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საყურადღებოა აგრეთვე ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ მიუთითებენ გ----------------–---–ისა და მ-------------–------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სათანადო შეფასება არ მისცა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს - ალიბის მოწმეებს. არ გადაამოწმა მათი ჩვენებების სისწორე, არ წარმოადგინა ამ ჩვენებების გამაბათილებელი მტკიცებულებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, იკვეთება ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, რომლებისათვის სათანადო შეფასება უნდა მიეცა ბრალდების მხარეს და მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა მოპოვება თავისუფლად შეეძლო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თუნდაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამხილების ექსპერტიზით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების გ----------------–---–ისა და მ-------------–------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მათ ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულების გ----------------–---–ისა და მ-------------–------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში, რის გამოც, ბრალდებულები გ----------------–---–ი და მ-------------–------- ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ----------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე კოდექსის 177 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს. ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა გ-- გ-----------–---–ის (პ/ნ 1----------), გ------- გ-----------–---–ის (პ/ნ 0----------) და ზ------- გ-----------–---–ის (პ/ნ 1----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ბ----------------------------–------- (საკადასტრო კოდი: 3-----------).

 

განემარტოს გ----------------–---–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

მ-------------–------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე კოდექსის 177 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

მ-------------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

განემარტოს მ-------------–-------ს რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ CD-R დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ CD-R დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ურცხვანიძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის საფულე, ფულადი თანხა: ოთხი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ოც თეთრიანი მონეტა, ორი ცალი ათ თეთრიანი მონეტა და ერთი ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა, ე.წ. მეტრომანი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- გ----------------–---–ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 225 ლარი, 4.30 ლარი, სიგარეტი „სობრანიე“, სანთებელა, მაჯის საათი, „სეიკოს“ ფირმის საათი, შავი ფერის ზურგჩანთა, ორი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ერთი ცალი სპორტული მაისური, ერთი ცალი ქურთუკი და ერთი ცალი პირსახოცი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ნამწვავები, თმის ღერები და ხელთათმანები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე