გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35637-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ბ------ გ-------ა
მოპასუხე - სს „ლ-------- ბ---ი“
წარმომადგენლები - გ------- კ--–-----ე
დავის საგანი - ქმედების აკრძალვა, თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აეკრძალოს სს „ლ-------- ბ---ს“ მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან G--------------------- დევნილის შემწეობის ყოველთვიურად 45 ლარის ჩამოჭრა;
1.2. დაეკისროს სს „ლ-------- ბ---ს“ ბ------ გ-------ას სასარგებლოდ მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის 2--- წლის მარტიდან 2--- წლის დეკემბრამდე 9 თვის დევნილის შემწეობის 405 ლარის (45*9) ლარის დაბრუნება.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2--- წლის მარტიდან სს „ლ-------- ბ---ში“ ანგარიშზე ერიცხება დევნილთა შემწეობა, 45 ლარის ოდენობით. სს „ლ-------- ბ---იდან“ აღებული სესხის 424,79 ლარისა და სწრაფი სესხის 300 ლარის დაფარვის მიზნით, ბ---ი თვითნებურად აჭრის დევნილის შემწეობას, ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით და მიმართავს თანხას დავალიანების დასაფარად. სხვა შემოსავალი ბ------ გ-------ას არ გააჩნია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საბ---ო ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით, მსესხებელმა განაცხადა წინასწარი თანხმობა იმის შესახებ, რომ ბ---ი უფლებამოსილია მსესხებლის ნებისმიერი სახის ბ---ში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად.
სს „ლ-------- ბ---ის“ საიტზე განთავსებული სტანდარტული პირობების 3----- პუნქტის თანახმად, ბ---ს შეეძლო მსესხებლის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოეწერა ყველა გადასახდელი და მიემართა თანხა არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 23 დეკემბერს სს „ლ-------- ბ---სა“ და ბ------ გ-------ას შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №1-------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 424,79 ლარის ოდენობით, 11 თვის ვადით.
განისაზღვრა საგანვადებო კრედიტის დაფარვის გრაფიკი 2--- წლის 23 იანვრიდან, 2--- წლის 22 ნ-----რამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა განმარტება (ს.ფ. 3-4).
ხელშეკრულება (ს.ფ. 20-29).
3.1.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 20 ნ-----რის №-------- წერილის თანახმად ბადრო გ-------ას 2--- წლის მარტის თვიდან დანიშნული აქვს და ერიცხება სს „ლ-------- ბ---ში“ დევნილთა შემწეობა - 45 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა განმარტება (ს.ფ. 3-4).
მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 20 ნ-----რის №-------- წერილი (ს.ფ. 16).
3.1.3. 2--- წლის მარტიდან 2--- წლის ნ-----რის ჩათვლით სს „ლ-------- ბ---ი“ ახორციელებდა ბ------ გ-------ას სასარგებლოდ დარიცხული 45 ლარიანი დევნილთა შემწეობის ყოველთვიურად ჩამოჭრას №1------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დასაფარად.
G--------------------- ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, ამგვარი გზით 2--- წლის მარტიდან 2--- წლის ნ-----რის ჩათვლით, 9 თვის განმავლობაში ბ------ გ-------ას ჩამოეჭრა 405,00 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა განმარტება (ს.ფ. 3-4).
G--------------------- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 33-34).
3.1.4. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების 8.7.2 ქვეპუნქტის მიხედვით, მსესხებელმა განაცხადა წინასწარი თანხმობა იმის შესახებ, რომ ბ---ი უფლებამოსილია მსესხებლის ნებისმიერი სახის ბ---ში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად.
სს „ლ-------- ბ---ის“ საიტზე განთავსებული სტანდარტული პირობების 3----- და 3------- ქვეპუნქტების თანახმად, ბ---ს შეეძლო მსესხებლის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოეწერა ყველა გადასახდელი და მიემართა თანხა არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა განმარტება (ს.ფ. 3-4).
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, სტანდარტული პირობები (ს.ფ. 20-29, 52-61).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეტა შორის სადავო გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ გ-------ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8-ე, მე-10-ე, 115-ე, 325-ე მუხლებით;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების 8.7.2 ქვეპუნქტისა და სს „ლ-------- ბ---ის“ საიტზე განთავსებული სტანდარტული პირობების 3----- და 3------- ქვეპუნქტების თანახმად, ბ---ს შეეძლო მსესხებლის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოეწერა ყველა გადასახდელი და მიემართა თანხა არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამხად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.
მოცემულ შემთხვევაში, სს „ლ-------- ბ---ი“ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, რომლის მიერ განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები.
მართალია, ბ------ გ-------ა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ამავე კანონის 45-ე მუხლი განსაზღვრავს, იმ ქონებას, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება. აღნიშნული მუხლის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება.
აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ იძულებითი აღსრულების შემთხვევაშიც კი, არსებობს გარკვეული ქონება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სს ,,ლ-------- ბ---ი'' იძულებითი აღსრულების პირობებში ვერ დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას ბ------ გ-------ას ანგარიშზე არსებული დევნილთა შემწეობის თანხიდან.
განსახილველ შემთხვევაში, ბ---მა განსაზღვრა მისი უფლებამოსილება მსესხებლის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოეწერა ყველა გადასახდელი და მიემართა თანხა არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად, რასაც კრედიტორი ახორციელებდა მსესხებლის ბ------ გ-------ას სს „ლიბერთში ბ---ში“ დარიცხული მიზნობრივი დახმარების, დევნილთა ყოველთვიურად დარიცხული შემწეობისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, მაგრამ აღნიშნული პირობები უნდა იყოს კანონშესაბამისი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------- ბ---მა“ უგულვებელყო სსკ-ის მე-8, 115-ე და 325-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მოთხოვნები და არაკეთილსინდისიერად განახორციელა ბ------ გ-------ას სახელზე დარიცხული ყოველთვიური დევნილთა შემწეობის (45 ლარი) ჩამოჭრა, მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულების შესასრულებლად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 2--- წლის მარტიდან 2--- წლის ნ-----რის ჩათვლით (9 თვე) სს „ლ-------- ბ---ის“ მიერ ჩამოჭრილი დევნილთა შემწეობის 405,00 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბ------ გ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. სს „ლ-------- ბ---ს“ აეკრძალოს ბ------ გ-------ას კუთვნილი ანგარიშიდან დევნილის შემწეობის 45 ლარის ჩამოჭრა.
3. სს „ლ-------- ბ---ს“ დაეკისროს ბ------ გ-------ას სასარგებლოდ 405 ლარის ანაზღაურება.
4. სს „ლ-------- ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე