განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0--------------458
საქმე N 1----18
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--10.20-- წელი ქ--------------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: შ-----------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: თ-------------–-–---–-, გ--------------–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0---------02
ბრალდებული: ს-----------–----–-–---–ი
მამის სახელი: ყ-------ი
დაბადებული: 0--06.19-- წელი
პირადი ნომერი: 3--------38
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი შ---------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, სისტემატური ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. ს-----------–----–-–---–ი, 20-- წლიდან 20-- წლის 8 იანვრამდე პერიოდში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ--------------თან, ვინაიდან თანაცხოვრების პერიოდში ს-----------–----–-–---–ი სისტემატურად ცემდა მეუღლეს მ--------------, რომელიც დაშორდა ს-----------–----–-–---–ს და დაბრუნდა ოჯახში. ს-----------–----–-–---–ი, 20-- წლის აპრილის თვიდან პერიოდულად მიდიოდა ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ---------ში მდებარე მ-------------ს საცხოვრებელ ბინაში და თხოვდა შერიგებას. უარის მიღების შემდეგ კი სისტემატურად ცემდა მას, რითაც მ-------------- აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. 20-- წლის 2-----ვარს დაახლოებით 12:00 საათზე, მთვრალი ს-----------–----–-–---–ი კვლავ მივიდა მ-------------ს საცხოვრებელ ბინაში და განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა კვლავ უარი უთხრა შერიგებაზე იძალადა მასზე, კერძოდ ხელებით ცემა ყოფილი მეუღლე მ------------ე, რომელსაც ცემის შედეგად განუვითარდა დაზიანებები, ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, მაგრამ გამოიწვია ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
1.2. ს-----------–----–-–---–ი 20-- წლიდან 20-- წლის 8 იანვრამდე პერიოდში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ--------------თან, ვინაიდან თანაცხოვრების პერიოდში ს-----------–----–-–---–ი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს მ--------------, რომელიც დაშორდა ს-----------–----–-–---–ს და დაბრუნდა ოჯახში. ს-----------–----–-–---–ი 20-- წლის აპრილის თვიდან პერიოდულად მიდიოდა ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ---------ში მდებარე მ-------------ს საცხოვრებელ ბინაში და თხოვდა შერიგებას. უარის მიღების შემდეგ კი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, რითაც მ-------------- აყენებდა სულიერ ტანჯვას. 20-- წლის 2-----ვარს დაახლოებით 12:00 საათზე, მთვრალი ს-----------–----–-–---–ი კვლავ მივიდა მ-------------ს საცხოვრებელ ბინაში და განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა კვლავ უარი უთხრა შერიგებაზე შეურაცხყო და დაამცირა მ------------ე, რითაც მიაყენა სულიერი ტანჯვა.
1.3. 20-- წლის 2-----ვარს დაახლოებით12 საათზე მთვრალი ს-----------–----–-–---–ი მივიდა ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ---------ში მცხოვრები, ყოფილი მეუღლის, მ-------------ს საცხოვრებელ ბინაში და განაწყენებულმა იმით, რომ მ------------ემ უარი უთხრა შერიგებაზე შეურაცხყო, დაამცირა და ხელებით ცემა მ------------ე, რა დროსაც ს-----------–----–-–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მ--------------, რომელსაც ს-----------–----–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახური დანაშაული, სისტემატური ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია.
ოჯახური დანაშაული, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.1. ბრალდებულმა ს-----------–----–-–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებებში.
დაზარალებულმა მ------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ს-----------–----–-–---–ს ცოლად გაყვა 20-- წელს. ერთად ცხოვრობდნენ 2 წელი. პირველი ექვსი თვე ცხოვრობნენ მ--------------თან, ხოლო დანარჩენი პერიოდი ს-----------–----–-–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში ინაწილებდნენ ოჯახის ხარჯს და ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. დაშორების მიზეზს წარმოადგენდა ს------ის ეჭვიანობა, რის გამოც ბრალდებული აგინებდა და ცემდა. ს------ი უმთავრესად მთვრალი იყო როდესაც ძალადობდა მასზე. მ------------ემ აღნიშნა, რომ დაშორების შემდეგ, ს-----------–----–-–---–ი ყოველდღე მიდიოდა მასთან და თხოვდა შერიგებას. თუმცა ღებულობდა რა უარს, იწყებდა მის მიმართ გინებას, ურტყამდა თავში და გვერდებზე. ს------ი ძალიან ეჭვიანი მამაკაცი იყო, რომელიც ეჭვიანობის გამო ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. მ------------ემ განმარტა, რომ ს-----------–----–-–---–ის მხრიდან გინებას, შეურაცხყოფას და ცემას ყოველდღიური ხასიათი ქონდა, რაც მას დიდ ზიანს აყენებდა. 20-- წლის 2-----ვარს, ს-----------–----–-–---–მა თვალების არეში დაარტყა ხელი არაერთხელ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაეუფლა შიში. მისი შვილი, გ-------------–----ი არაერთხელ შესწრებია ს------ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და ყოველთვის მათ გაშველებას ცდილობდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–-----ა განმარტა, რომ მ------------ე არის მისი დედა. ს------ი იყო მასთან მისული და უთხრა, რომ შეუყვარდა მ------------ე და თხოვა თანხმობა, რათა ცოლად მოეყვანა. საუბრიდან 10 დღეში, მ------------ე ცოლად გაყვა ს------ს და ცხოვრობდნენ ერთად. ერთად აგროვებდნენ ფულს და იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. დედა რეცხავდა ს------ის სარეცხს, ხოლო ს------ს საკვები მიჰქონდა ოჯახში. ს------ი ხშირად ეჩხუბებოდა მ--------------, რისი მიზეზიც ეჭვიანობა იყო. ს-----------–----–-–---–ი ყოველდღიურად აყენებდა მ-------------- სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა ხელის დარტყმაში. ს-----------–----–-–---–ის ქცევის გამო დედა იძულებული გახდა, რომ დაშორებოდა, თუმცა ს------ი დაჟინებით ითხოვდა შერიგებას. მ------------ე უარს ეუბნებოდა ს------ს შერიგებაზე, რის გამოც ს------ი ცემდა მ----ს. 20-- წლის 2-----ვარს იმყოფებოდა სახლში და ეძინა. გააღვიძა ხმაურმა, გავიდა მეორე ოთახში და დაინახა, რომ დედა ტიროდა, ს-----------–----–-–---–ს კი ხელში ეჭირა რკინის საგანი. ს------ი ემუქრებოდა დედას, რომ აღნიშნული საგნით გაუსწორდებოდა. აღნიშნულის გამო ს-----------–----–-–---–ი გააგდო სახლიდან. მეორე დღეს კვლავ მივიდა მათთან ს-----------–----–-–---–ი, რომელმაც ფეხი დაარტყა სახლის კარს, იძახდა, რომ არ აპატიებდა სახლიდან გაგდებას, აგინებდა მ----ს და ემუქრებოდა მას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ა------------მ განმარტა, რომ იცნობს ს-----------–----–-–---–ს, რომელიც არის მისი ყოფილი სიძე, დის ყოფილი მეუღლე. მ------------ე 20-- წელს გაყვა ცოლად ს------ს, რომელიც მივიდა მ----ს შვილთან და უთხრა, რომ სურდა ცოლად მოეყვანა მ----. ს------ს და მის მეუღლეს თავიდან კარგი ურთიერთობა ქონდათ, შემდეგ კი ეჭვიანობის გამო დაეძაბათ ურთიერთობა. ს------ი აგინებდა და ცემდა მ--------------. როდესაც ჩავიდა დასთან, მ---- დახვდა ცემისგან დალურჯებული. მისი ჩვენებით, ხუთ ან ექვს კონფლიქტს შეესწრო. თხოვდა დას რომ გაშორებოდა ს------ს, რადგან მ----ს ხშირად ცემდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ------------------მ განმარტა, რომ 20-- წლის 25 იანვარს, ნახა მ------------ე, რომელსაც თვალი ქონდა ჩალურჯებული. მ----მ უამბო, რომ დაზიანება მიაყენა ს-----------–----–-–---–მა. მ----ს თვალზე აღენიშნებოდა გალურჯებული ადგილები, რის გამოც დარეკა პოლიციაში. დარეკვიდან მალე მივიდა პოლიცია. ესმოდა როგორ ყვიროდა ს------ი ეზოში, პოლიცის მისვლის შემდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ს---------------მ განმარტა, რომ 20-- წლის 25 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიიღეს შეტყობინება, რომ მ-------------- აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემთხვევის ადგილას გავიდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან, მ-----------------სთან ერთად. საერთო საცხოვრებლის ეზოში დახვდათ ს-----------–----–-–---–ი, რომელიც ემუქრებოდა და აგინებდა მ--------------. მოუწოდეს ს------ს, რომ დამშვიდებულიყო თუმცა იგი აგრესიული გახდა მათ მიმართ, რის გამოც დააკავეს და წაიყვანეს პოლიციაში. მისი ჩვენებით ს------ი გაბრაზებული იყო მ------------ეზე, რადგან პოლიცია გამოიძახა და ამბობდა, რომ როცა მოისურვებდა მაშინ მიაყენებდა შეურაცხყოფას მ--------------.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----------------მ ს------------------------ს იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ------------------მ დაადასტურა, რომ ს-----------–----–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ლ----------------–ის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ა-----ს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 00------8 დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით მ-------------- აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. (ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/20--) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/20--; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/20--; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/20--; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/20--). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია ოჯახის წევრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
გ-------------–----ის, ა------------ს და მ-------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ს------------–----–-–---–ი და მ------------ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. გ-------------–----მა აღნიშნა, რომ ს-----------–----–-–---–მა აცნობა, რომ აპირებდა მ-------------ს ცოლად შერთვას. გ-------------–----მა განმარტა, რომ მ---- და ს------ი დაოჯახდნენ და ცხოვრობდნენ ერთად როგორც ოჯახი და ინაწილებდნენ საოჯახო საქმეებს. აღნიშნული გარემოება, ასევე დადასტურებულია ა------------ს და მ-------------ს ჩვენებებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულს, დაზარალებულთან, მხოლოდ სქესობრივი კავშირი ქონდა, რადგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ს------------–----–-–---–ი შერიგებას და კვლავ ერთად ცხოვრების გაგრძელებას თხოვდა მ-------------- და სწორედ ამ მიზნით მიდიოდა მასთან სახლში, ხოლო დაზარალებულის უარის მიღების შემდეგ იწყებდა მის მიმართ ძალადობას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ მ-------------ს, ა------------ს და გ-------------–----ის ჩვენებებით, დადგენილია, რომ ბრალდებული ს-----------–----–-–---–ი მეუღლეს, წლების განმავლობაში ცემდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა - მ--------------, რომელსაც ურტყამდა ხელს, აგინებდა დედის მისამართით.
სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში სასმართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს-----------–----–-–---–ი დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძალადობდა მეუღლეზე.
2.4. რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; რამაც ტანჯვა გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, სამედიცინო ექსპერტიზის N 00------8 დასკვნით დადგენილია, რომ ს-----------–----–-–---–ის მიერ მ-------------ს ცემის შედეგად მ-------------- აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, მ-------------- აღენიშნებოდა არასწორი ფორმის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ შედეგად დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
2.5. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა,მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ მ--------------, გ------------–-----ს, ს--------------ის და მ----------------ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს და აღნიშნული ქმედება არც პოლიციის მისვლის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულის შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.
2.6. როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
დადგენილია, რომ მ------------ე წლების განმავლობაში განიცდიდა ს-----------–----–-–---–ის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, ეს დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ, მისი დამოკიდებულებით ოჯახის წევრებისადმი და მისი მიდრეკილებებით, დაზარალებულების ქცევით, როდესაც დასახმარებლად მიმართავს მეზობელს, რომელიც ხედავს რა მ-------------ს სახეზე დაზიანებების კვალს რეკავს პოლიციაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულს არ გაუჩნდებოდა.
2.7. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
2.8. დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ ასახავდა რეალობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).
დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობის შეფასების დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ მიუთითებია კონკრეტული მოტივი, რაც შესაძლოა ამოძრავებდათ დაზარალებულს და მოწმეებს, რის გამოც იგონებდნენ ისეთ ფაქტებს რასაც არ ქონდა სინამდვილეში ადგილი. კონკრეტული მოტივის გამოკვეთის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში დაცვის მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სასამართლო ვერ გაიზირებს დაცვის მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას, რომ მოწმეები იტყუებიან, რადგან ისინი სასამართლომ გააფრთხილა ცრუ ჩვენებისათვის სისხლისსამართლევი პასუხისმგებლობის შესახებ.
2.9. რაც შეეხება უშუალოდ მოწმეთა ჩვენებების შინაარს, დაზარალებულმა მ------------ემ განმარტა, რომ ს-----------–----–-–---–ი ეჭვიანობდა, რის გამოც აგინებდა და ცემდა. დაშორების შემდეგ, ს-----------–----–-–---–ი ყოველდღე მიდიოდა მასთან და თხოვდა შერიგებას. თუმცა ღებულობდა რა უარს, იწყებდა მის მიმართ გინებას, ურტყამდა თავში და გვერდებზე. ს------ი ძალიან ეჭვიანი მამაკაცი იყო, რომელიც ეჭვიანობის გამო ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. მ------------ემ განმარტა, რომ ს-----------–----–-–---–ის მხრიდან გინებას, შეურაცხყოფას და ცემას ყოველდღიური ხასიათი ქონდა, რაც მას დიდ ზიანს აყენებდა. 20-- წლის 2-----ვარს, ს-----------–----–-–---–მა თვალების არეში დაარტყა ხელი არაერთხელ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ-------------–----მა დაადასტურა მ-------------ს ჩვენების ის ნაწილი რომელიც ეხება ს------ის მხრიდან ეჭვიანობის გამო, მ-------------ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გ-------------–----ის ჩევნებით დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ მ------------ე დაშორდა ს-----------–----–-–---–ს, რომელიც ყოველდღე მიდიოდა მასთან და თხოვდა შერიგებას, ხოლო უარის მიღების შემდეგა იწყებდა კვლავ ძალადობას. ჩვენებები ასევე თანხვედრაშია 20-- წლის 2-----ვრის ეპიზოდის ნაწილში, სადაც აღწერილია, როგორ ემუქრებოდა ს-----------–----–-–---–ი სიცოცლის მოსპობით დაზრალებულს და როგორ მიაყენა მ-------------- სხვადასხვა დაზიანებები. ს-----------–----–-–---–ის მხრიდან მ-------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და შეურაცხყოფა ასევე დადასტურებულია ა------------ს ჩვენებით. პოლიციის თანამშრომლებმა, ს---------------მ და მ-----------------მ დაადასტურეს, რომ ს------------–----–-–---–ი აგინებდა მ-------------- და ემუქრებოდა მას, რაც მათი მისვლის მიუხედავად არ შეწყვიტა და გახდა უფრო აგრესიული. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებთან ასევე თანხვედრაშია სამედიცინო ექსპერტიზის N 00------8 დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ მ-------------- აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
2.10. სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ მ-------------ს, გ-------------–----ის, ა------------ს, მ-----------------ის, ს--------------ის და მ----------------ის ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თითოეული მოწმის ჩვენება გამყარებულია სხვა მოწმის ჩვენებით. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ დაკითხვის დროს დაზარალებულმა გულწრფელად ისაუბრა ს-----------–----–-–---–ის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. საქმის განხილვის დროს მინიშნებაც კი არ ყოფილა რაიმე მოტივზე, რაც დაზარალებულს ან სხვა მოწმეებს ცრუ ჩვენების მიცემისაკენ უბიძგებდა.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ს-----------–----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, სისტემატური ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ოჯახური დანაშაული, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს-----------–----–-–---–მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ს-----------–----–-–---–ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ს-----------–----–-–---–ი არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული, არის 67 წლის, არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----------–----–-–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა.
ამდენად, ს-----------–----–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ს-----------–----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს-----------–----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
1.1. ს-----------–----–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
1.2. ს-----------–----–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
1.3. ს-----------–----–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ს-----------–----–-–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
1.5. მსჯავრდებულ ს-----------–----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-- წლის 2--------ის 19:25 საათიდან.
2. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
3. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა