განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№030100118002595003
№1/208-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: თამარ მგალობლიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ-------
დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ----- გ-------
ბრალდებული: ნ--- დ---------,მამის სახელი: პ-----,დაბადებული: 0-.0-.1--- წელი,დაბადების ადგილი: ტ--------–-,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, მ--------–-ს რაიონის სოფელი ო---------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი - მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 23 ივლისს ნ--- დ---------მ ქ. ფოთში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა შორტის ჯიბეში 8.70 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რაც იმავე დღეს, 21:25 საათზე ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა:
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ნ--- დ---------ს დაკითხვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას.
2.2. მოწმე უ--- ძ------მ განმარტა, რომ 2018 წლის 23 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ--- დ--------- იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, მან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ნებაყოფლობით გადაყვანაზე, რის გამოც დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, შემდეგ გადაყვანეს ნარკოლოგიურ კაბინეტში, სადაც მან უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მომწვანო მორუხო მცენარეული მასა, რომელიც შემდეგ გაიგზავნა ექპერტიზაზე.
(იხ. 2018 წლის 04 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
2.3. მოწმე ა-–--- შ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ივლისს იმყოფებოდა ფოთის ს----–---- ს-----------–--ს ინსპექტორ-გამომძიებელ უ--- ძ------სთან ერთად, როდესაც უ--- ძ------მ მიიღო ინფორმაცია, რომ ნ--- დ--------- იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, მან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ნებაყოფლობით გადაყვანაზე, რის გამოც დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, შემდეგ გადაყვანეს ნარკოლოგიურ კაბინეტში, სადაც მან უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მომწვანო მორუხო მცენარეული მასა, რომელიც შემდეგ გაიგზავნა ექპერტიზაზე.
(იხ. 2018 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი).
2.4. მოწმე ფ-------- ნ---–---მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ნ--- დ---------ს ჩხრეკის შედეგად ამოღებული მომწვანო მორუხო მცენარეული მასა გააგზავნა საქართველოს შსს ს-------------კ--------–----------- დეპარტამენტის ს--------–---ა და ზ-------------ს ს-------------კრიმინასტიკურ სამსახურში.
(იხ. 2018 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი).
2.5. მოწმე ვ------- ბ-----მ განმარტა, რომ მან პირადად გააცნო ბრალდების დადგენილება, ბრალდებულმა უარი განაცხადა ადვოკატზე და მას შემდეგ აღარ შეხვედრია.
(იხ. 2018 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი).
2.6. ექსპერტმა თ-- ხ---------მ განმარტა, რომ ფ------ ს----–---- ს-----------–--დან გამოგზავნილი ერთ პაკეტად (№FCD695836) შეფუთული მომწვანო ფერის, სფეციფიკური სუნის მქონე, დაქუცმაცებული, გამხმარი მცენარეული მასა, წონით - 8.70 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას - გამომშრალ მარიხუანას. ასევე აღნიშნა, რომ კვლევის შემდეგ დარჩა მცენარეული მასის - 8,40 გრამი, რაც დაილუქა ერთ პაკეტად №FCD695836 პაკეტში.
(იხ.2018 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი).
2.7. საქმეში არსებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ივლისს ნ--- დ--------- დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ასკ-ის 45-ე მუხლით და მისი პირადი გასინჯვისას შორტის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის სფეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა.
(იხ. ს.ფ. 4).
2.8. 2018 წლის 25 ივლისს ნ--- დ---------ს პირადი გასინჯვისას ამოღებული მცენარეული მასა, ამოღებულ იქნა ინსპექტორ-გამომძიებელ უ--- ძ------სგან.
(იხ. ს.ფ. 19-23).
2.9. საქმეში არსებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, უ--- ძ------სგან ამოღებული მომწვანო ფერის, სფეციფიკური სუნის მქონე, დაქუცმაცებული, გამხმარი მცენარეული მასა, წონით - 8.70 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას - გამომშრალ მარიხუანას.
(იხ. ს.ფ. 30-33).
2.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273¹-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვისათვის.
3.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.2.-2.9. პუნქტებში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ 2018 წლის 23 ივლისს ნ--- დ---------მ ქ. ფოთში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა შორტის ჯიბეში 8.70 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273¹-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.3. ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ნ--- დ---------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს 8.70 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანას“, უკანონო შეძენაში და შენახვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ--- დ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 273¹-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ნ--- დ---------ს მსჯავრი უნდა დაედოს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება.
5.6. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნ--- დ---------ს საქართველოს სსკ-ის 273¹-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, - გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალება, 8.70 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--ში, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- დ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
2. მსჯავრდებულ ნ--- დ---------ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს გამოძიების პროცესში დაკავების ვადა - 2018 წლის 23 ივლისის 21:25 საათიდან, 24 ივლისის 00:12 საათამდე, 1 (ერთი) დღე და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1950 (ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით
3. მსჯავრდებულ ნ--- დ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 1000 ლარის ოდენობით, გაუქმდეს.
4. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ნ--- დ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მასვე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთვა შემდეგი უფლებები:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
საადვოკატო საქმიანობის უფლება;
პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
პასიური საარჩევნო უფლება;
იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
5. მსჯავრდებულ ნ--- დ---------ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
6. ნ--- დ---------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8.70 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე შოთა სირაძე