განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
120100118002579623
დავის ტიპი
177 3 ა , 177 2 ა
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002579623-1/317-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გრ-----–- კა------

 

დაცვის მხარე: ბრალდებულები -

1. სე----- სტ--------- დაბ. 1--------- წელს ბო-------–ი, პ/ნ 11---------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ბო--------- რაიონი, სოფელი ა----------

 

2. სე----- არ----------, დაბ. 1--------- წელს ბო-------–ი, პ/ნ 11---------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ბო--------- რაიონი, სოფელი ა----------

 

ადვოკატი - მ----- გო----–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულების სე----- სტ---------ს და სე----- არ----------ს მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, 2018 წლის 23 მაისს საღამოს საათებში წინასწარი შეთანხმებით სე----- სტ--------- და სე----- არ---------- ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ბო--------- რაიონის სოფელ ა----------- მიმდებარედ გამავალ შპს „ჯი---------------------------ს“ ა-----------საკოჭავის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზიდან ოთხ ცალ რელსს, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ამდენად, სე----- სტ---------ა და სე----- არ----------ა ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

1.2. წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

სე----- სტ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვლოს პირობით და სსკ-ის 64 მუხლის მიხედვით გამოსაცდელი ვადა განესაზღვროს 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სე----- არ---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სე----- არ----------ს და სე----- სტ---------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებენ შემდეგი მტკიცებულებები: ფორმა N1, პატაკი, მოწმეთა: გი-- ლო-----, თე--------- ვა---––----, ლე--- მა----------- და გუ---- ეპ----–---–-- გამოკითხვის ოქმები, დადგენილება ა/მანქანა „ზ--–----“ სახ. ნომრით N------ და ოთხი ცალი რელსის ამოღების ჩატარების შესახებ, ა/მანქანა „ზ--–----“ სახ. ნომრით N------ და ოთხი ცალი რელსის ამოღების ოქმი, მიმართვები შპს „ჯი---------------------------ს“ დირექციას ზიანის გაანგარიშებისა და წარმომადგენლის გამოყოფაზე, შპს „ჯი---------------------ის“ აუდიტორული კომპანიის ზიანის შეფასების დასკვნა, დადგელიბა საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სასაქონლო ექსპერტიზის 2018 წლის 2--------- N 0-------- დასკვნა, სე----- არ----------სა და სე----- სტ---------ს ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმები, შპს „ჯი---------------------------ს“ დირექციის პასუხი ზიანზე, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ცნობები სე----- არ-----------ს და სე----- სტ---------ს ნასამართლობის შესახებ, დადგენილებები სე----- არ-----------ს და სე----- სტ---------ს ბრალდების შესახებ, ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრული ექსპერტიზის 1--------- წლის დასკვნა სე----- სტ---------ს მიმართ და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ გრ-----–- კა------ს, ბრალდებულებს სე----- არ----------ს და სე----- სტ---------ს და მათ ადვოკატ მ----- გო----–---ს შორის.

 

3.2. პროკურორმა გრ-----–- კა------მ ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების სე----- არ----------ს და სე----- სტ---------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გრ-----–- კა------მ, ბრალდებულებმა სე----- არ----------ა და სე----- სტ---------ა და მათმა ადვოკატმა მ----- გო----–---მ.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს, ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ბრალდებულებს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ბრალდებულებისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. ამასთან, ბრალდებულები სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები: სე----- არ---------- და სე----- სტ--------- სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადონ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულების იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველებს, რომ ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრი-- შეფასება:

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები სე----- არ----------ს და სე----- სტ---------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის. ამასთან, სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრი-- და სამართლებრი-- შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გრ-----–- კა------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ:

ავტომანქანა „ზ--–----“ სახ. ნომრით N------ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ

ოთხი ცალი რელსი საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შპს „ჯი--------------------------ს“

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუალის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორ გრ-----–- კა------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ სე----- სტ---------ს (11---------) შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

2.1. სე----- სტ--------- (11---------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04 (ოთხი) წელი.

 

სე----- სტეფანიანს (11---------) სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2----------- 2018 წლის 1------------ ჩათვლით.

 

სე----- სტ---------ს (11---------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ავ--------–- თა-----–---–-- (პ/ნ 11---------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბო--------- რაიონი, ა----------- დასახლება, ს.კ. 6----------- ( 2018 წლის 24 აგვისტოს N1-------- განჩინება).

 

2.2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ სე----- არ---------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

სე----- არ---------- (11---------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ლარი

 

სე----- არ---------ს (11---------) სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2----------- 2018 წლის 2---------------–----

 

სე----- არ----------ს (11---------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ამ----ნ არ----------ს (პ/ნ 11---------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბო--------- რაიონი, დაბა ბაკურიანი, ა----------- დასახლება, ს.კ. 6----------- და ს.კ. 6----------- ( 2018 წლის 25 მაისის N--------- განჩინება)

 

3. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ავტომანქანა „ზ--–----“ სახ. ნომრით N------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

ოთხი ცალი რელსი საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შპს „ჯი--------------------------ს“

 

4. პირობითი მსჯავრისა და არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი არ გასაჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

 

მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი