განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/173-18
(№092041017003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
სტაჟიორ-პროკურორი: ლაშა მერაბიშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული გ---------------–--ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–----------------------–------–------–-------–---–-----------------------------;
ადვოკატი: ირაკლი ნარმანია,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 07 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ იქნა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა გ----------------------------–------------ში ტექნიკური წყლის რეაბილიტაციას და სოფელ მ-------–ოს ახალ დასახლებაში წყლის მილის გაყვანის სამუშაოების შესრულებას. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შ-----–------–მა’’ და 2016 წლის 04 აგვისტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და შ-----–------–ს“ შორის გაფორმდა N218 ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და შ------–------–ის’’ დირექტორმა გ---------------–--ემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადად კი განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდალური დღე. ხელშეკრულების საფუძველზე შ-----–------–ს“ გარდაბნის რაიონის სოფელ მ-------–ოში უნდა დაემონტაჟებინა პოლიეთილენის წყლის მილი 1550 გრძივი მეტრი 160 მმ დიამეტრის და PN 16 სადაწნეო ამტანუნარიანობის მქონე, ხოლო აღნიშნულ საქმიანობაზე ზედამხვედელობა უნდა განეხორციელებინა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. მიუხედავად აღნიშნულისა შ------–------–ის’’ დირექტორმა გ---------------–--ემ, ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, არასრულყოფილად შეასრულა N218 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და გარდაბნის რაიონის სოფელ მ-------–ოში დაამონტაჟა 150 გრძივი მეტრი 160მმ დიამეტრის და PN16 სადაწნეო ამტანუნარიანობის მქონე და 160 მმ დიამეტრის და PN8 სადაწნეო ამტანუნარიანობის მქონე 1400 გრძივი მეტრი პოლიეთილენის წყლის მილი. აღნიშნულის შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტში წარადგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და მიუთითა 67 289,22 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის დახარჯული 41 162,03 ლარისა. შესაბამისად, გ---------------–--ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 26 127,19 ლარს. აღნიშნული ქმედებით გარდაბნის მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით ქონებივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, გ---------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ზ--------–------ს პატაკი, ზ--------–------ს გამოკითხვის ოქმს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მომართვის წერილს დანართით, ექსპერტიზის N006223417 დასკვნას, დ-------------------–ის გამოკითხვის ოქმს, ს---------------ის გამოკითხვის ოქმს, ვ-------------ას გამოკითხვის ოქმს, რ-------------ის გამოკითხვის ოქმს, გ----------–-----ის გამოკითხვის ოქმს, შ------------–--------“-ის კომერციული დირექტორის წერილს დანართით, ი-–---------–---–ის გამოკითხვის ოქმს, ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, ნონა ლოლაშვილის გამოკითხვის ოქმს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მომართვის წერილს დანართით, დ-------------------–ის გამოკითხვის ოქმს, ვ-------------ას გამოკითხვის ოქმს, გ---------------–--ის გამოკითხვის ოქმს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წერილს დანართით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის N------------ას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 13 იანვრის N-----------ას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 სექტემბრის N--------------, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 იანვრის N------------ას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 ივნისის N------------ას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის N-- დადგენილებას დანართით, ექსპერტიზის N007259017 დასკვნას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილს დანართითნ ი-–---------–---–ის გამოკითხვის ოქმს, ი-----–---------–--ის გამოკითხვის ოქმს, თ----------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, ნ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, ნ-------------–---–ი გამოკითხვის ოქმს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 3 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1) სხვისი მოტყუება, 2) სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3) ნივთის მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის საგანს წარმოადგენს უძრავი ან მოძრავი ქონება. როგორც წესი თაღლითობის ჩადენას წინ უსწრებს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული ნდობა და ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება მოტყუებით. მოტყუება გულისხმობს სინამდვილის განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით ქონების მესაკუთრის მიერ, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები. თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ადგენს დიდი ოდენობით ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 (ათი ათასი) ლარის ზევით. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, გ---------------–--ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 26 127,19 ლარის მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გ---------------–--ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ზიანი ნაწილობრივ აანაზღაურა და გამოთქვამს მზაობას მისი სრულად დაფარვის თაობაზე, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნაწილობრივ აანაზღაურა ზიანი და ეტაპობრივად იხდის თანხას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აღნიშნული გარემოებები კი არ ქმნის მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის აუცილებლობას და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად მას უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
გ---------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. გ---------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე